Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ხუმრი-ლაყაფი, ლექსად ნაკაფი

შაიკრიბენით მკაფველ-საკაფი

ვისაც ძალ გერჩით, და ენა გიჭრით

გულიც გიცემთ და სიტყვა არ გიჭირთ

 

============================

 

აბა ჰე, იყოს ეს თემაც, ვისაც გული გერჩით, კაფიობაში გიწვევთ :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 674
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

licemer

სად გაგვიფრინდა ნეტავი

მკაფველი პოლტერგაისტი?

თუ იცოდე და არ მითხრა,

შენ იყო არტურ ლაისტი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

სად გაგვიფრინდა ნეტავი

მკაფველი პოლტერგაისტი?

თუ იცოდე და არ მითხრა,

შენ იყო არტურ ლაისტი :siriko:

 

ჩემო კარგო, არ ვარ თანახმა

ვიყო ლაისტი,

მაგრამ უნდა გითხრა:

რომ ვარ შექსპირი :ena:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ჰოდა, თუ არ ხარ თანახმა,

მაშ მიპასუხე კითხვაზე (სად გაგვიფრინდა პოლტერი)

ენერგიული ბიჭი ჩანს,

მალე მომიყვანს იშტაზე :siriko:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

აბა ჰე, იყოს ეს თემაც, ვისაც გული გერჩით, კაფიობაში გიწვევთ

ვისაც არ გვერჩის, მარა ვაფასებთ - არ დავიშვებით? :D

ლიტერატურა, პოეზია და განსაკუთრებით კაფია ჩემი სუსტი სფეროა :cit:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

ვისაც არ გვერჩის, მარა ვაფასებთ - არ დავიშვებით?

დაჰღონებულხარ ქალაუ, მანდილ გიფარავს ცხვირსაო

ლექს კაფიაი მოგწონავ, არ კი გვიჩვენებ ნიჭსაო

სიტყვა წვრთნასა და კაფვაში, ვით ხმალი, ილესს პირსაო

ეგების შემოგვიერთდე, ვფიცავ არ გკადრებთ ძვირსაო.

 

:user:

 

პ.ს. ყველა პოსტი ლექსად!

 

შენ პირველი და უკანასკნელი გამონაკლისი ხარ, დანარჩენი "პროზა" წაიშლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

დიაცსა შვენის რიდობა, არ შეედრების კაცსაო,

კაფიაობას ვისწავლი, თუკი მანახებ ნიჭსაო.

არ დაგზარდები, ავლესავ მაგ ხმლის ორლესურ პირსაო,

ვიმხიარულოთ ვაჟაუ , თუ არას მკადრებ ძვირსაო :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ჰოდა, თუ არ ხარ თანახმა,

მაშ მიპასუხე კითხვაზე (სად გაგვიფრინდა პოლტერი)

ენერგიული ბიჭი ჩანს,

მალე მომიყვანს იშტაზე :))

ამაოდ ეძებ პოლტერს,

ოცნებაში ამაოდ ხატავ.

შენ მიგატოვეს და გიღალატეს,

თუმც რა იცოდი გულს ვის ატანდი

 

და ლიცის გარდა არ არის ადამიანი

შენი სევდა რომ გაიზიაროს :user: :ena:

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაი თამადა ყოფილხარ

ენით ბულბულსა იგეხარო

ნეტავი ჩემი ### იყო

ამდენ ხანს ფეხზე იდგეხარო

 

(კახური) http://www.clicksmilies.com/s1106/grinser/grinning-smiley-004.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მხოლოდ ერთი მეგულვის

ჭირის და ლხინის ზიარი.

წავალ და ჩავეხუტები . . .

:dzili:

ესაც ბალიშის პიარი

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნინოწმინდელი ქალები სანაძლეოზე ფსამენო

იმათ მოყვანილ მწვანილს ქალაქელები ჭამენო..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მხოლოდ ერთი მეგულვის

ჭირის და ლხინის ზიარი.

წავალ და ჩავეხუტები . . .

:dzili:

ესაც ბალიშის პიარი

:(

მზე ჩამცა სხივი, როგორც მახვილი,

ამოვიდა მთვარე კვლავ დედისერთა,

გესმის Pompiero, ლიცის ძახილი:

მას სურს იყოს შენი ბალიში :ena:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SHARI

ნინოწმინდელი ქალები სანაძლეოზე ფსამენო

იმათ მოყვანილ მწვანილს ქალაქელები ჭამენო..

ეს თვითონ შეთხზე ხელდახელ

თუ სხვის მოტივებს ამღერებ?

მოდი, ნიძლავზე გაჰკაფე

და ვნახოთ, რას მოაღერებ :(

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მზე ჩამცა სხივი, როგორც მახვილი,

ამოვიდა მთვარე კვლავ დედისერთა,

გესმის Pompiero, ლიცის ძახილი:

მას სურს იყოს შენი ბალიში

ბალიშობამდე მოგიწევს

მთის ბილიკებით რბოლა

მერე საზარელ ცერბერთან

თავგადაკლული ბრძოლა :* :(

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

დღეს ძილი არ გაიტეხო,

და თუ ხვალიდან ეცდები,

ცოტა დიეტა დაიცვა

და შეითხელო გვერდები

 

მანამდე ჩუმად გამოვთხრი

კედელში საძრომ ნიშას და

შენ კი გარედან დალანდავ

ვარდით ნაკვალევ ნიშანსა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...