Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Pompiero

შემომიტყუე,მიმატოვე რაფერ და რავარ,

ამ დედისერთა მამითობოლ თემაში -რა ვარ?:puka:

თუ არ შემოხვალთ ბოლო რობაი მითქვამს ჩემთავად-

ორ კარში მარტო მოთამაშეს ნაღდად არ ვგავარ:puka:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 674
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

polter

მდებარეობა: ორ სამყაროს შორის

პოლტერო უნდა გაგლექსო

მამაპაპურსა ჰანგზედა

შემოდი გული თუ გერჩის

სიტყვას ნუ მიგდებ ბანზედა:puka:

მინდა რო თან მოგიკითხო-

ხო კარქათა ხარ ჯანზედა

(ორ სამყაროსშვა გაჩხერილს

ხან ქვედა გიწუხს ხან -ზედა:puka::puka:)??....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

შემომიტყუე,მიმატოვე რაფერ და რავარ,

ამ დედისერთა მამითობოლ თემაში -რა ვარ?

თუ არ შემოხვალთ ბოლო რობაი მითქვამს ჩემთავად-

ორ კარში მარტო მოთამაშეს ნაღდად არ ვგავარ

nuaka

დამანამუსე . . . ახლა მიწევს ჭ####ტვა ორთავე

ნახევარსფეროს, გამოვწურო სიტყვა უთქმელი,

რომ დავაგროვე იმის შემდეგ, რაც სულ დავადე

კაფიას, რადგან ბოლო დროს ვარ შნაფსის უსმელი :puka:

 

ახლა, რადგანაც გავნაპირდით ჩვენივ თემაში

(მხოლოდ ჯალაბი დაგვტრიალებს აქ შორიახლო)

დროა აიხსნა ვუალი და სახე გვაჩვენო

ძველი ნიკების, რომ უხეშად ხელ არვინ გახლოს :puka:

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

(მათ შორის 2 სტუმარი და 1 დამალული წევრი)

სტუმარი მოდის სტუმარზე,

პატარძალი კი არა ჩანს,

ნუაკა გამოიყვანეთ,

თორემ გავარდა დამბაჩა

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

:)

 

ახლა, რადგანაც გავნაპირდით ჩვენივ თემაში

(მხოლოდ ჯალაბი დაგვტრიალებს აქ შორიახლო)

დროა აიხსნა ვუალი და სახე გვაჩვენო

ძველი ნიკების, რომ უხეშად ხელ არვინ გახლოს

 

არ გამაჩნია ამ ფორუმზე ძველი ნიკები

არც როდეს მქონდა მრავალ ნიკთა ქონის "წიკები"

მაქვს ღირსება და სიმამაცე- ერთად მიცნობნდნენ

არა მაქვს შიში -"ეს რომ აქ ვთქვა -განვიქიქები":D

 

თუმც არ სწყალობდნენ არასოდეს და არსად ახლებს-

მე მაქვს რწმუნება-ხელს უმსგავსად არავინ მახლებს:givi:,

რადგან სიმართლე ერთი არის შავ-თეთრის წილად,

რადგან პატივს ვცემ მე კანონს,მგლებს, და არა ძაღლებს:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რადგან პატივს ვცემ მე კანონს,მგლებს,

კრესტალეე ხაარ!!!

 

 

 

მე მელექსე არა მქვიან პ

როსტა ვოლკი ვარ პატარა

ვინც ეს ლექსი დამიწუნოს

იმას მოვხადე ყაბაჩა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტუმარი მოდის სტუმარზე,

პატარძალი კი არა ჩანს,

ნუაკა გამოიყვანეთ,

თორემ გავარდა დამბაჩა

 

პატარძალი გაიპარა

ვერსად ვეღარ მოძიეს

მიზეზია: თურმე სიძე

ყალბად მღერის დო #-ს:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pariz

ციტატა(nuaka @ 21st April 2010 - 07:28 PM)

nuaka დღეს, 07:28 PM პოსტი #605

პლანეტელი

ჯგუფი: Members

პოსტები: 777

რეგისტრ.: 8-January 10

წევრი №: 5 204

:)

ძმაო, დაო, მართალ კაცს ხომ

თვითონ ზეცა უმოწმებს

ვისაც ვისი რომ აქვს ნდობა

მას არაფერს უმოწმებს:D

 

 

მე მელექსე არა მქვიან პ

როსტა ვოლკი ვარ პატარა

ვინც ეს ლექსი დამიწუნოს

იმას მოვხადე ყაბაჩა

კეთილი იყოს შენი

ამა თემაში თათი

გწყალობდეს უფლის მადლი

და ძველი მცნება ათი:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

nuaka :)

 

Pompiero კაფია ბოლომდე ჩაძირე თუ მოუჩანს ანძა? :)

პლანეტა არია ცდუნებამ

და გორდიას კვანძმა

იუზერ-ვიპ-მოდერ-მემბერებს

სისხლს უდუღებთ პლაზმა

 

აჰა, აქ მივიღე სატოპკე

-- ეს ვიგულე განძად:

თემა, სადაც ვერ ბედავს ვერვინ,

რომ გვიპოსტოს ბანძად

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

:* მიკალქალ :)

პლანეტა არია ცდუნებამ

და გორდიას კვანძმა

ფორუმს, როგორც საქართველოს

რომ ეშველოს -არ მგონია

არ მგონია სადმე ასე

გიზგიზებდეს აგონია-

აგონია სიძულვილის,

ზიზღის,ღალატის და შფოთის,

დღეს შხამ-ღვარძლი საკვებად აქვს

ქართველს, როგორც

პური შოთის!

 

უნებლიედ გამკრავს გულში-

ვიყოთ უფრო ცოტანია

ეს ქვეყანა მრავალთათვის

მხოლოდ ღამის ქოთანია!

 

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nuaka :nekro:

 

ფორუმს, როგორც საქართველოს

რომ ეშველოს -არ მგონია

მაგ თემაზე რა ხანია,

ენა სრულად მეყლაპება

და გვირაბის ბოლოს შუქი

აღარც მე არ მელანდება :))

მაინც ცოდვას ნუ დავიდებთ,

ნუ წარვკვეთავთ რწმენას სასოს:

საქართველოს ისტორიას

სასწაულიც ბევრი ახსოვს . . . :))

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს ისტორიას

სასწაულიც ბევრი ახსოვს . .

წარსული...:mad:(( ახლა აწმყოა :D

 

დიდი ხანია უკვე

რომ გმირებს შენი საშო

ვეღარ შობს,ჩემო დედავ,

ჩემო ჩელა და აშო :mad:

 

უპასუხოდაც ვიცი.

შენი ნაშობი ვფიცავ

რომ დუმილი სჯობს ახლა

ჩემო ტურა და სისავ:mad:

 

რომ გულის ნაცვლად ახლა

მკერდს უნდა გვედოს რვალი-

"გადავრჩეთ იქნებ, ვინც ვართ"

ჩემო ფაშა და ალი :mad:

 

 

 

გათენებამდე რჩება

წუთები დანაზოგი

ერთუერთს მზის შუქზე დავთვლით

ჩემო ხარება გოგი

 

 

პს.Pompiero :mad:

შეუნდე, მიუტევე

ჩემს წუხლს გულში დანთქმულს

დაგვაახლოვოს იქნებ

ასე ნათქვამმა - ართქმულს :mad:

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 weeks later...

თემას შემოველ - გვერდია

ორმოცდაერთი სავსეო

სალვადორი ვარ შორიდან

მოველ- ხელს ვურტყამ კარზეო

 

გამიღებთ?- გეტყვით სალამსა

არა და - ბაი-ბაისა

როგორც ნახვამდის ვუთხარი

გუშინ 12-ზე მაისსა

 

დადგა ზაფხული და გული

მზის სხივთა ფრქვევით ლაღია

ჩვენ ვიყოთ მისი ყვავილნი -

თემა კი ჩვენი ბაღია

 

დანარჩენს მერე გავლექსავ

თორემ დამაწვა ღამეო

თუ გინდათ გავეპაექროთ

(ვითომ გამოვა რამეო?!) :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...