newstudio Posted July 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2010 [“ინტერპრესნიუსი“]ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა. როგორც აღნიშნული საკითხის მომხსენებელმა, ნინო თევდორაძემ განაცხადა, დავით გელაშვილი, რომელიც საკრებულოში საბურთალოს მაჟორიტარული ოლქიდან მოხვდა, საკრებულოს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს. აღნიშნული საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას ხმაური მოყვა. ოპოზიციამ მოითხოვა განმარტებები, თუ რატომ ტოვებს გელაშვილი საკრებულოს. თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ამის მიზეზი ის არის, რომ გელაშვილს სამართალდამცავებთან სერიოზული პრობლემები აქვს. მოვითხოვ განმარტებას, რატომ მიდის ადამიანი იმ საკრებულოდან, რომელში მოსახვედრადაც ყველაფერი გააკეთა, სისხლის სამართლის დანაშაულის ზღვარზე ყოფნის ჩათვლით, - განაცხადა ხიდაშელმა. კახა კუკავას ინფორმაციით კი, სამართალდამცავებთან გელაშვილს მართლაც აქვს პრობლემები.ნინო თევდორაძის განმარტებით, უმრავლესობაში ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და კანონი პიროვნებას ახსნა-განმარტებებს არ ავალდებულებს. შესაბამისად საკრებულომ კენჭი უყარა მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას. http://presa.ge/index.php?text=news&i=11980 პ.ს. რა ვიცი საბურთალოელებმა სულ გრიხინ გრიხინით "აირჩიეს" და თურმე კრიმინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2010 newstudioPR Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2010 იმედია მიკერძოებაში არ ჩამომართმევთ,რადგან სწორედ თინას კონკურენტი იყო ის ადამიანი და ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე აირჩიეს.ეხლა ვინ აირჩიეს ეს გამოჩნდა.კანონი ნამდვილად არ ავალდებულებს მას მიზეზი დაასახელოს,მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა წესით უნდა იცოდნენ და საზოგადოებას მოახსენონ.საკრებულოს მეორე სხდომაზე ეს რომ ხდება ნამდვილად დიდი კითხვის ნიშნებს ბადებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2010 დიმიტრის აჩვენეთ ეს თემა. ხელისუფლებაში მყოფ პირებს ყველანაირი უკანონობის გაკეთება შეუძლიათ და პასუხს არავინ სთხოვსო რომ ამბობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted July 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2010 დიმიტრის აჩვენეთ ეს თემა. ხელისუფლებაში მყოფ პირებს ყველანაირი უკანონობის გაკეთება შეუძლიათ და პასუხს არავინ სთხოვსო რომ ამბობს.ხელისუფლებასა და ხელისუფლებას შორის დიდი სხვაობაა. აი რას გვასწავლის დიდი მონტესკიე - კანონი ობობას ქსელია: მსხვილი ბუზი იოლად დაუძვრება, წვრილი კი გაიხლართება. როგორა ხარ Saturn?შენი დავალება შევასრულე და შენგან მოკითხვა გადავეცი თანაფორუმელებს http://planeta.ge/index.php?showtopic=30509&view=findpost&p=297132 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted July 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2010 Saturnდიმიტრის აჩვენეთგელოვანს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2010 დიმიტრის აჩვენეთ ეს თემა. ხელისუფლებაში მყოფ პირებს ყველანაირი უკანონობის გაკეთება შეუძლიათ და პასუხს არავინ სთხოვსო რომ ამბობს. გეტყობა რამოდენიმე დღის დასვენება და თუ კრიმინალია მისი ადგილი ციხეში უნდა იყოს და არა საკრებულოში.რომ სტოვებს საკრებულოს ეს იმას არ ნიშნავს,რომ გაასამართლებენ.აი თუ ჩასვამენ ვირის აბანოში გეტყვი,რომ მართალი იყავი. მაგარი ცხელა აქ დღესაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted July 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2010 lasha1997მაგარი ცხელა აქ დღესაც. ასფალტი უდნებატო მარტალია? ტქვენტანაც მიშა აგებს თუ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2010 ასფალტი უდნებატო მარტალია? არა რაის ასვალტის დნობა და ტენიანობა არის მაღალი.ამიტომ 35 გრადუსი 40–თ გეჩვენება. ეეე.......წავედი ისევ გარეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2010 ნწუნწუნწუ... მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს და პარლამენტის დეპუტატებს რომ დაიჭერენ თანამდებობაზე ყოფნის დროს ან ფორუმელი მიშისტები იგივე დროს თუ ხმამაღლა და ისეთივე სიხშირით გააკრიტიკებენ და აგინებენ როგორც ოპოზიციას, მაშინ დავიჯერებ რომ ამ ქვეყანას რამე ეშველა. სანამ ამათთანაა (ნებისმიერი ადამიანი, უფრო სწორად "ადამიანი") კაი ტიპია რო კითხო მიშას და მიშისტებს და რაც არ უნდა უმტკიცო ფულს იპარავს, ბიზნესმენებს ძარცვავს და ხალხს სცემსო ფაქტი დადე, ფაქტი დადეო. ჩუმად რომ გაანთავისუფლებენ სამსახურიდან, არ დაიჭერენ და განთავისუფლებიდან ასე ორ თვეში აყიყინდებიან ვიცოდით რო ფულს იპარავდა, ბიზნესმენებს ძარცვავდა და ხალხს სცემდა და იმიტომაც გავუშვითო, უი ეგ ცუდიო. უცებ რაღაც ჩანაწერებს ატრიალებენ მერე... სულ რომ ვანო და გიგი გადმოვიდნენ ოპოზიციაში და თვეების მერე დაიჭირონ მაინც პოლიტიკურ დაჭერად აღვიქვამ, თუ ტრაკი აქვთ თანამდებობაზე და რაც მთავარია მათთან ყოფნის დროს დაიჭირონ ვინმე.მეცინება და ვცოფდები 2 წელიწადში ერთხელ პუჭურ-პუჭურა ინკასატორებს, მთავარ სპეციალისტებს და ეგეთ ხალხს რო იჭერენ ხოლმე 50 ლარის აღებაზე და ეს მოყავთ მერე არგუმენტად. ყველაზე "კრუპნი" თანამდებობის კაცი ფრე დაიჭირეს ეგრე გამოდის და ეგეც იმიტომ რო ფრე ისეთივე მიშისტი იყო როგორიც სიკნადმო ზვიადისტი. ფულს ყველა სამინისტროში და დეპარტამენტში ტონობით აკეთებენ, პარლამენტშიც. კორუფციული გარიგებებით ნაშოვნ, მოპარულ და წართმეულ ფულს ვგულისხმობ და მხოლოდ ორ შემთხვევაში იჭერენ ამ დამნაშავეებს, თუ უფროსობის (ძირითადად ვანოს ან ადეიშვილის) ხელდასხმით არ ხდება და წილი ზემოთ არ მიდის ან დიდი კაცის ქაქებს პატარა კაცს ტენიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2010 (edited) მთავარ სპეციალისტებს და ეგეთ ხალხს რო იჭერენ ხოლმე 50 ლარის აღებაზე არ გახსოვს და იქით მოდერი რომ იყო „ფრი“ ასი ლარის გულისთვის გააფუჭეს და „ძმებმა“ ერთი სიტყვა არ სთქვეს მის დასაცავად. Edited July 10, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2010 ძმები კი არა ეგენი პარტნიორები არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 Lo Jankoროგორა ხარ Saturn?შენი დავალება შევასრულე და შენგან მოკითხვა გადავეცი თანაფორუმელებს გმადლობ დავითთან ვიყავით სასტუმროში ბოლო ორი დღე, გეტყოდა ალბათ. მოგვეწონა, კარგი სიტუაცია იყო, წყნარი ადგილი და ნორმალური ფასები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.