Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge წარსულში დარჩენა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/10/american-conservatives.gif

 

დენიელ ლარისონი

 

როგორც დასავლელ ექსპერტებს მიაჩნიათ,  პოსტ-კომუნისტურ და განვითარებად ქვეყნებში დაკარგულ ტერიტორიებთან  მიჯაჭვულობა ჩვეულებრივ მოდერნიზაციის, რეფორმებისა და საერთაშორისო წესრიგში ინტეგრაციისთვის ხელისშემშლელ პირობად განიხილება.  უმეტეს შემთხვევაში, თუ ქვეყნის პოლიტიკაში  მეზობლებთან ანტაგონიზმი და დაკარგულ ტერიტორიებთან გაერთიანების ნაციონალისტური სურვილი დომინირებს, დასავლელი ექსპერტები მას პოლიტიკურად რეგრესიულ, უმწიფარ, ატავისტურ და წარსულში ჩარჩენილად აღიქვამენ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ამ შეფასებათაგან არც ერთი არ გამოიყენება საქართველოსთან დაკავშირებით ტერიტორიული „რეინტეგრაციით“ უმეტესობის გატაცებას ისე განიხილავს, როგორც სრულიად გონივრულ და სათანადო პრიორიტეტს, რომელიც შემდგომ კომენტარებს არ საჭიროებს. კირჩიკი  გარკვეულ  ნდობას იმსახურებს, თუნდაც იმიტომ რომ აღიარა მაინც ამასწინანდელი ადგილობრივი არჩევნების ის ნაკლოვანებები, რომლებიც სხვებმა სრულიად უგულვებელყვეს. რაც შემეხება მე, მე მართლაც  არ მშურს იმის, რომ ქართველებს აფხაზეთისა და სამხრეთ- ოსეთის საქართველოში დაბრუნება სურთ. ბოლოს და ბოლოს, ეს მათი საქმეა და მათ შეუძლიათ, საკუთარი სურვილისამებრ ამ (ამაო) მიმართულებით იარონ, მაგრამ  ვერაფრით ვიოკებ გაოცებას იმის თაობაზე, რომ ამ სახის რეგრესული ნაციონალიზმი არასდროს აჩერებს საქართველოს დასავლელ მხარდამაჭერებს მაშინ, როდესაც ისინი კოლექტიურ პანიკაში ჩავარდებოდნენ, თუ მსგავსი რამ მაგალითად სერბეთში, ავსტრიაში ან საბერძნეთში მოხდებოდა.

 

ყველაზე შემაშფოთებელი კი ის პარანოიაა, რომელმაც საქართველოს პოლიტიკა მოიცვა.

 

საქართველოს ლიდერები გაუთავებლად ტეხენ განგაშს ყირგიზეთის სცენარის გამო. მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ყირგიზეთის სამხრეთი მომაკვდინებელმა ეთნიკურმა არეულობებმა შესძრა, ერთ-ერთი ქართველი მინისტრი აცხადებდა, რომ უზბეკების ეთნიკური წმენდების უკან რუსეთი დგას და მართლაც ქართველები, ყველაფერში რაც რეგიონში კარგად ვერ მიდის, რუსეთის ხელს ხედავენ. ქართველების დაახლოებით ნახევარს სჯერა, რომ აპრილის ავიაკატასტროფაზე, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ ვალენსა დაიღუპა, კრემლია პასუხისმგებელი.

 

კირჩიკის მსჯელობა ყირგიზეთის ამბოხზე სამწუხაროდ არაადეკვატურია – მან სტატიაში უამრავი დრო დაუთმო საქართველოსა და ყირგიზეთის შედარებას.  The Washington Post-ი თითქმის ორი კვირის წინ იტყობინებოდა, რომ ოშში არეულობების ინიციატორები ბაკიევის მხადამჭერები იყვნენ და  ანტი-უზბეკური ამბოხი ძალადობრივი რეაქცია იყო უზბეკების მხარდაჭერაზე  დროებითი მთავრობისა და ოპოზიციური პროტესტისადმი, რომელმაც შედეგად გამოიღო ბაკიევის მთავრობის ჩამოგდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  რუსეთმა თავისი მიზნებისთვის ხელი შეუწყო   ავტორიტარული ხელისუფლების ჩამოგდებას, ხოლო ამ ხელისუფლების მხარდამჭერებმა ყირგიზეთიდან მასობრივად გააძევეს ეთნიკური უმცირესობები და ახლა დასავლურმა აუდიტორიამ უნდა შეხედოს ამ მოვლენებს და როგორღაც დაასკვნას, რომ ყირგიზეთს  რუსეთი ავნებს, როგორც ეს სტატიაშია განმარტებული?

 

მაგრამ დრო 13-14 მაისს შორის გადამწყვეტი იყო. იმის გამო, რომ ადამიანთა მასაში უმეტესობა უზბეკი უმცირესობა იყო, რეგიონზე პოლიტიკური კონტროლისთვის ბრძოლა ისე გამოიყურებოდა, როგორც ბრძოლა ეთნიკური გადარჩენისთვის, განსაკუთრებით კი ყირგიზი უმრავლესობისთვის. ეს განცდა აქაურ ყირგიზებში შემდგომ კვირებში  ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა კიდევ უფრო განამტკიცეს, რადგან ნაციონალური ხელისუფლება ჩრდილოეთში მთელი ძალით ცდილობდა პასუხი გაეცა.

 

იმ რეფლექსიური ანტი-რუსული განწყობის თანახმადაც, რომლითაც თავს იქცევენ ქართულ ხელისუფლებაში, რუსეთი რაღაცნაირად  ბაკიევის ჩამოგდებაშიცაა დამნაშავე  და იმ ეთნიკური ჯგუფების გაძევებაშიც, რომლებიც მხარს უჭერდნენ ბაკიევის შემცვლელ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობას.  ასეთია  კონსპიროლოგიური თეორიის ღირსება – ის შეიძლება შიცავდეს აშკარა    წინააღმდეგობებს მანამდე, სანამ კონსპიროლოგიური თეორიის მთავარი თემა (ამ შემთხვევაში რუსეთის სრული სიმუხთლე) ხელუხლებელი რჩება. უცნაური ჩემთვის ისაა, რომ საქართველოს მთავრობის წევრებსა და მათ დასავლელ მხარდამჭერებს მართლა უნდათ იმ იდეის გავრცელება, რომლის თანახმადაც სააკაშვილსა და ბაკიევს რაიმე აქვთ საერთო.

 

ესაა „ფერადი“ რევოლუციების  ბევრ პრობლემას შორის ერთ-ერთი უმთავრესი: მათ ამბავს ისე ყვებიან, რომ ცდილობენ სამი ძალიან განსხვავებული ქვეყანა ერთმანეთს მიამსგავსონ, რადგან სამივემ წამოიწყეს ის, რაც დასავლელების თვალში იდენტური რამ იყო და  სამივე აღქმულია, როგორც „ანტი-რუსული“ და შესაბამისად „პრო-დასავლური“.  ყოფილ სსრკ-ში 2003 წლის შემდეგ მომხდარი სამი „ფერადი“ რევოლუციიდან,   შესაძლოა მხოლოდ ერთს, იმას რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ედგა სათავეში, მართლაც ჰქონდა ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ამას რა თქმა უნდა, ახლდა დასავლეთის მნიშვნელოვანი თანაგრძნობა და გარედან გარკევული მხარდაჭერაც, მაგრამ ის ალბათ მაინც ამ სამიდან ყველაზე ნაკლებად ხელოვნური იყო. იუშჩენკოსგან განსხვავებით სააკაშვილის დამანგრეველ შეცდომებს, შედეგად არ გამოუღია მისი და მისი პოლიტიკური კურსისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის კოლაფსი და ბეკიევის გადატრიალებისგან განსხვავებით, „ვარდების რევოლუციას“ მართლაც შეეძლო განეცხადებინა პრეტენზია რეალურ დემოკრატიულ ლეგიტიმაციაზე.  ცუდისთვისაც და კარგისთვისაც სააკაშვილმა მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა მოიპოვა.

 

„ფერადი“ ხელისუფლებები თავისი ქვეყნებისათვის უბედურების მომტანები გახდნენ, მაგრამ სხვადასხვაგვარად, თუმცა სააკაშვილსა და მის მინისტრებს  თავის ხალხის სურვილებთან ბევრად უფრო მეტი ჰქონდათ საერთო, ვიდრე მათ კოლეგებს უკრაინასა და ყირგიზეთში.  განსხვავებით რეგიონალური და ეთნიკური სხვაობებისა, რამაც ჩამოაყალიბა უკრაინისა და ყირგიზეთის პოლიტიკა, საქართველო საკმაოდ კომპაქტური და შედარებით ეთნიკურად ჰომოგენურია საიმისოდ, რომ ისეთი უთანხმოებები, რომელმაც უკრაინისა და ყირგიზეთის პარალიზება მოახდინა, აქ ამდენად მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო. ყირგიზულ სცენარს საქართველოში უმნიშვნელო შანსები აქვს და იმ იდეის გავრცელება, რომლის თანახმადაც რუსეთს შეუძლია და სურს საქართველოს მთავრობის ჩამოგდება, თბილისში კონსპირაციული თეორიებისა და პარანოიის  წახალისებას უწყობს ხელს და სხვას არაფერს.

 

რაც შეეხება განცხადებას, რომ „დასავლეთში ცოტა ვინმე თუ მოელოდა 2008 წლის აგვისტოს ომსაც“  - ესეც ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა მაინც შეცდომაში შეჰყავს ადამიანი. ომის  წინასწარმეტყველება ვერ მოხერხდა, რადგან ვერავინ მათ შორის სააკაშვილის დასავლელი კრიტიკოსებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ  ის ასეთი სულელი გამოდგებოდა და რუსეთთან ომამდე მივიდოდა. ნამდვილად ვიყავით რამდენიმე ისეთი ადამიანი, ვინც ხედავდა, რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოსთვის კოსოვოს აღიარება და მისთვის ბუქარესტში მიცემული დაპირება.  ზოგიერთი ჩვენგანი საკმაოდ ცხადად ხედავდა, რომ  კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისა და ნატო-ში გაწევრიანების დაპირების შემდეგ, აქ სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით დაძაბულობა მოიმატებდა და კონფლიქტიც მოხდებოდა. ახლა ჩვენ შეგვიძლია დავხუროთ კავშირი ამ მოვლენებსა და 2008 წლის აგვისტოს ომს შორის. შესაძლებელია რომ კრემლმა უგუნურად სცადოს სააკაშვილის ძალით დამხობა, მაგრამ ეს რუსეთს ბევრად უფრო დიდ პრობლემებს მოუტანს, ვიდრე ამად ღირს და ძნელი წარმოსადგენია, რატომ ეცდება კრემლი ამის გაკეთებას. ეჭვების გაღვივება იმის შესახებ, რომ ეს შესაძლებელია და თანაც ძალიან, ალბათ მიმზიდველია მაგრამ სულაც არაა ძალიან კორექტული და არც პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალული ქმედებაა.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ ვალენსა დაიღუპა

წერილი სრულიად სუბიექტურია. აი მთარგმნელის ამ შეცდომაზე ვიხალისე. ლოოოოლ

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...