asds Posted June 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 მართვის თეორიაSaturn რა არის იცი ყველაზე კარგი? აი თქვენ ხართ ქართული საზოგადოების უმრავლესობა ხო? 90% ზუსტად თქვენნაირია მენტალიტეტითა და აზროვნებით და მამენტ რა უნდა მოხდეს იმისთანა რომ დატვინოთ და გზა იმ 10%-ს დაუთმოთ რომელიც არც თქვენნაირია და არც თქვენებრ ფეხებზე მკიდია დამოკიდებულება აქვს ღირებულებებისადმი რომელთაც ნომინალურად მაინც ადამიანური ქვია? ხო იცით მე მკიდია მამენტ, არც ვინმეს სარკაზმი მადარდებს და ზე პატრიოტიზმი მაგრამ ... აი რომ დაფიქრდეთ იქნებ მიხვიდეთ იქამდე სადაც ჭეშმარიტებაა ა? ვერა? :018: ბოლო ბოლო თქვენთვის მაინც არ გინდათ უკეთეს/ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 (edited) asdsაი თქვენ ხართ ქართული საზოგადოების უმრავლესობა ხოარა ვარ მე უმრავლესობა! კარგად დაფიქრდი - ცოლშვილი არ დაღუპო-თქო! აწი როგორც შენ გაგეხარდეს......... Edited June 28, 2010 by მართვის თეორია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 asds 90% ზუსტად თქვენნაირია მენტალიტეტითა და აზროვნებით90% კი არა ნახევარი მაინც ჩემნაირი მენტალიტეტითა და აზროვნებით რომ იყოს აქ, ახლა ძალიან მაგარ ქვეყანაში ვიცხოვრებდით ;) ჭეშმარიტებას რაც შეეხება, მშვენივრად იცი შენ რომ არანაირი საფრთხე არ გელოდა აქ და რომ გავარდი და ინტერვიუები მიეცი რუსებს "არიქა მავიწროებდნენ და მკლავდნენო" არ იყო ეგ კარგი საქციელი. ფორუმზე ვიღაცეებს რომ აგინებდი და ისინი ფორუმზევე რომ გემუქრებოდნენ, მაგას თუ თვლი შენ შევიწროებად, არ ვიცი. ის რომ ეგ "შევიწროება" გამოგონილი იყო, ცხადი ხდება თუ გავითვალისწინებთ შენს ამჟამინდელ სურვილს, დაბრუნდე საქართველოში. ბუნებრივია რომ იქ სადაც ავიწროებენ, არავინ არ ბრუნდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 asdsლევან, იცი მართლა გულწრფელად მაინტერესებს რა ზიგზაგით იარე და რა იყო მიზანი? თუ სწორად მახსოვს, რომ გადახვედი საზღვარს, იმის მერე მოითხოვე, რომ მაშინვე მოეცათ შენთვის რუსეთში ლეგალურად ყოფნის საბუთები რუსეთს, და ამისთვის 2 თვეც კი არ მოიცადე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამას დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი საშუალოდ 1 წელი უნდა და რატომ გეგონა, რომ შენ მაშინვე მოგცემდნენ დაბროს?ის რომ, როგორც შენ ამბობობ, არ დაგეხმარნენ და არ მოგიგვარეს ელემანტარული ყოფითი საკითხები, ნამდვილად პრობლემაა, მაგრამ რამდენადაც მაქვს ინფორმაცია თუნდაც აგუნდასგან, ამასაც გთავაზობდნენ თუნდაც ვლადიკავკაზში. ასე რომ მართლა არ ვიცი ან რატომ წახვედი, ანდა რატომ ბრუნდები უკან? მაპატიე, არ გეწყინოს ჩემგან ეს კითხვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 მართვის თეორიაკარგად დაფიქრდი - ცოლშვილი არ დაღუპო-თქო!რა უნდა დაღუპოს? თქვენ გგონიათ asds -ს არ აქვს ეგ ყველაფერი გათვლილი? დაღუპოს კი არა მშვენიერი პიარ მასალაა. კაცი რომელიც გაიქცა საქართველოდან რუსეთში, მიხვდა რომ რუსეთი უარესი ქვეყანა იყო ვიდრე საქართველო და დაბრუნდა უკან ასე რომ ცოტა ხანში asds "რ2"-ზე და "იმედში" რომ გაიჩითოს, არ გაგიკვირდეთ :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 ისე კაცმა არ იცით რა ხდება და თუ მხარს დაუჭერთ დაუჭირეთ ამ ოჯახს და თუ არა ნუ კარიტიკებთ. ჰქონდა საბაბაი აბა უსაბაბოდ დღეს ვის აქვს ორი თავი ასე გარისკოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 Saturnჭეშმარიტებას რაც შეეხება, მშვენივრად იცი შენ რომ არანაირი საფრთხე არ გელოდა აქ და რომ გავარდი და ინტერვიუები მიეცი რუსებს "არიქა მავიწროებდნენ და მკლავდნენო" არ იყო ეგ კარგი საქციელი.რუსებს ის უთხარი რასაც მანდაც ვამბობდი და ეხლაც ვიძახი, არაფერი სხვა რუსებისთვის არ მითქვავს, ხო მადლობა მოვიხადე ოჯახის პრობლემები რომ გულთან ახლოს მიიტანეთო და ამას დღესაც ვნანობ, მაგრამ "ასე მთხოვეს" და არ მეთქვა და კაი ჩიტი შეიძლება დაეჭირა ზუსტად ჩემ ოჯახს.. ის სიუჟეტებიც იმ დროს გაკეთდა როცა ჯერ კიდევ ფსბ-ს სასტავი ტრიალებდა ჩემს გარშემო და მაგ ჟურნალუგების დაქნევის შესაზლებლობა არ მქონდა, როგორც კი შესაზლებლობა გაჩნდა განცხადება დავწერეთ რუსეთში თავშესაფრის მიღებაზე უარი ვთქვით და ბოლო 7 თვე არალეგალებიც მაგიტომ ვარტ მამენტ.. ფორუმზე ვიღაცეებს რომ აგინებდი და ისინი ფორუმზევე რომ გემუქრებოდნენ, მაგას თუ თვლი შენ შევიწროებად, არ ვიციფორუმები სულ ერთ ადგილზე მკიდია სატურნ, აი მაგარი მკიდია რა და ისიც კიდევ ფორუმზე ვინ რას და რატომ მომწერს ან არ მომწერს მაგრამ რაც არ მკიდია ის არის რომ ჩემთან სახლში ვიღაცა კრიმინალური რეჟიმის ძაღლი არ უნდა მოდიოდეს და კორუფციულ გარიგებას არ უნდა მთავაზობდეს, რაც არ მკიდია ის არის რომ ჩემზე გარე დაკვირვება არ უნდა ხორციელდებოდეს, რაც არ მკიდია ის არის რომ ვიღაც ვიღაცების ჩემთან კონტაქტზე გამოყვანას და ჩერეზ ეს ხალხი ინფორმაციის გაგებასა და სხვადასხვა მიმართულების საეჭვო ღონისძიებებში ჩემ ჩართვას არ უნდა ცდილობდეს რეჟიმი რომელიც სახელმწიფოზე მზრუნველად ასაღებს თავს.. ის რომ ტელეფონში და მაილზე ათასი იდიოტიზმის მოსმენა წაკითხვა მიწევდა კარგი ხო დავიკიდოთ რადგან ბოლო ვიღაც ავადმყოფებსაც შეეძლოთ ეხულიგნათ, მაგრამ ვიღაც არანორმალური ჩემთან სახლში მოსვლას კორუფციული გარიგების შემოთავაზებას ვერ გაბედავდა და ეს მაინც ხო უნდა გესმოდეს? იტოგში გავიარეთ რა.. შენ შუსუსუ ანგელოზების კანტორა გგონია მართლა და წარმოდგენა არ გაქვს სოდი და კუდი რა სიბინძურეებს ჩადიან და მე როგორ აგიხილო რეალობაზე თვალი? სამწუხაროა რომ წინდაუხედავად მოვიქეცი და შეძლებისდაგვარად არ მოვახდინე იმ მომენტების დოკუმენტირება რაზეც ეხლა ვსაუბრობ მაგრამ ეხლა კაი დროსია .. ის რომ ეგ "შევიწროება" გამოგონილი იყო, ცხადი ხდება თუ გავითვალისწინებთ შენს ამჟამინდელ სურვილს, დაბრუნდე საქართველოში. ბუნებრივია რომ იქ სადაც ავიწროებენ, არავინ არ ბრუნდება. ეი სატურნ რავა ვერაფერს ვერ ხვდები : )))) ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ არის და შესაფერისი სამედიცინო ყურადღება რომ მიიღოს ამისთვის დოკუმენტაცია ჭირდება, აქ რომ ვთხოვო თავშესაფარი და ეს დოკუმენტაცია მივიღო არ მინდა მეთქი ათასჯერ ვთქვი და საქართველოში დაბრუნებაც ამ ფეხმძიმე მეუღლისთვის შესაფერისი გარემოს უზრუნველყოფის გამო მინდა და არა იმიტომ რომ მანდ სამოთხეა ან საფრთხე არ არსებობს.. უბრალოდ ასე თუ ისე გახმაურდა ეს თემა და არა მგონია დღეს და ხვალ ვინმემ რამე გაბედოს თან ბოლო ბოლო რაღაც გამოცდილება შევიძინე და იქით დედა თუ არ მოუდღანი ვინმეს არა მგონია ჩემზე ზეწოლის შესაძლებლობა მივცე.. იტოგში ვერაფერს ვერასდროს შენ ვერ მიხვდები სატურნ რადგან არ გინდა არაფრის მიხვედრა, კონფორმიზმი კი არასდროს გაუმჯობესების საშუალებას არ მოგცემს.. თურმე რატომ ვბრუნდები საქართველოში : ))) სააკაშვილი მომენატრა სატურნ სააკაშვილი : )) ახუიეწ რა .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 (edited) asdsგადავწყვიტე რომა საქართველოში დავბრუნდე ცოტა მეტი უნდა დაგელია მაქაური პივა, დაგეძინებოდა მაინც და ეგეთი აზრები არ მოგივიდოდა თავში... რა იცის ამ ალკოჰოლმა რა... :018: ოჯახს და თავს უშველე, თავს! Edited June 28, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 asdsჩემი მეუღლე ფეხმძიმედ არის და შესაფერისი სამედიცინო ყურადღება რომ მიიღოს ამისთვის დოკუმენტაცია ჭირდება, აქ რომ ვთხოვო თავშესაფარი და ეს დოკუმენტაცია მივიღო არ მინდა მეთქი ათასჯერ ვთქვი და საქართველოში დაბრუნებაც ამ ფეხმძიმე მეუღლისთვის შესაფერისი გარემოს უზრუნველყოფის გამო მინდა და არა იმიტომ რომ მანდ სამოთხეა ან საფრთხე არ არსებობსსამოთხეაო არც არავინ არ ამბობს, მაგრამ თუ აქ რეალური საფრთხე არსებობს, ფეხმძიმე მეუღლე სამშვიდობოდან საფრთხეში მიგყავს? არაა ლოგიკური რასაც ამბობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 liliko თუ სწორად მახსოვს, რომ გადახვედი საზღვარს, იმის მერე მოითხოვე, რომ მაშინვე მოეცათ შენთვის რუსეთში ლეგალურად ყოფნის საბუთები რუსეთს, და ამისთვის 2 თვეც კი არ მოიცადე.არასწორე გახსოვს. რომ გადავედით სამხრეთ ოსეთში ცხინვალში დარჩენას ვაპირვთთქვა უთხარი რუსებს და ოსებს, თუ ცხინვალის KGB-ში გყავს ნაცნობები კითხე იმათ, ჩვენებების თუ დაკითხვის-ინტერვიუს ოქმია თუ რაღაც ქაღალდი ხომ აქვთ არა? რაც შეეხება 2 თვე არ დავიცადეთ და ამბავს, ჯერ რატომ უნდა დამეცადა და მერე კიდევ 3 თვე იყო გასული როცა თავშესაფრის მიღებაზე უარი ვთქვით და რა მერე? ეს ინფორმაცია რას ცვლის? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამას დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი საშუალოდ 1 წელი უნდა და რატომ გეგონა, რომ შენ მაშინვე მოგცემდნენ დაბროს?არაფერი არ მეგონა ლილიკო : ))) რუსეთის ტერიტორიაზე რატომ გადმოგვიყვანეს ნაძირლებმა? რატომ გვითხრეს რომ ცხინვალში საფრთხე გვემუქრებოდა და რატომ დაგვმალეს ცხინვალის ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვიდრე რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის დღემდე? სად, რომელ სახლში ვიყავით ცხინვალის ხელისუფლებამ არ იცოდა ისეთი ფოკუსებით ჩაატარეეს და ისე გაგვიყვანეს იმ ადგილიდან სადაც პირბელი 2-3 დღე ვიყავით, რატომ? და მერე რუსეთის ტერიტორიაზე გადმოსვლისთანავე ქუჩაში რატომ დაგვტოვეს? ასე იქცევა ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყანა არა? ოჯახს პატარა ბავშვით რომელიც თავად გადაიყვანა საკუთარ ტერიტორიაზე ქუჩაში ტოვებს? რაც არ უნდა იყოს გინდაც ამ თემას რა მნიშვნელოვა აქვს და რას ცვლის? მაგრამ რამდენადაც მაქვს ინფორმაცია თუნდაც აგუნდასგან, ამასაც გთავაზობდნენ თუნდაც ვლადიკავკაზში.არა მგნია აგუნდას ეს ეთქვას. ყოველ შემთხვევაში არ ვიცი რაზეა საუბარი.. რუსეთს კი ძაღლივით საკუთარ ხალხს შეუძლია მოქეცეს მაგრამ მე პირადად ვერ მომექცევა.. მერე და როცა პირობებზეა ლილიკო საუბარი ხომ გესმის რომ არც საჭმელი მაკლდა არც სასმელი და არც არაფერი როგორც კი ადგილზე ასე ვთქვათ დატრიალება მოვახერხე? თავიდან ხო, პირველი დღეები ძნელი იყო, მაგრამ მერე სიტუაცია კი მოვაგვარე, მაგრამ რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო ეს არის ჩემი გამოყენების მცდელობა და ჩემი ოჯახისადმი არასათანადო დამოკიდებულება რასაც მამაზეციერს არ ვაპატიებ არა თუ ვიღაც ფარჩაკ რუსებს.. ხოდა ეგ არის რა.. ის რომ ქუჩაში დაგვტოვეს საბაბი გახდა ჩემთვის რომ ის განცხადება დამეწერა რომელიც დავწერე და უარი მეთქვა თავშესაფარზე თორე შიმშილით ნამდვილად არასდროს ვშიმშილობდით.. ელემენტალური იცი ალბათ როგორი სინესტეებია აქეთ და ბავშვი მყავდა ცუდათ ამ მურტალი ამინდისა და კლიმატის გამო, თან დაბალსართულიან სახლში ვიყავით გაჩერებული და ვერაფრით ბავშვი ვერ გამოკეთდა, იმ დედაარღნიანმა ფსმ-ის წარმომადგენლებმა ერთი არ შეიბერტყეს ყური ამ თემაზე.. რამეს ვთხოვდი ამ ნაძირლებს როდისმე გარდა ადამიანური დამოკიდებულებისა? ბავშვი ექიმთან მივიყვანე და 15 წუთი მომიწია ლაპარაკი ენდოსკოპით რომ ფილტვებზე მოესმინა ამათი დებილი დედა რომ ვატირე : )) მოსკოვში ჩავედით და მადლობა ღმერთს 1 თვეში ბავშვბი სრულიად გამოჯამრთელდა.. ესეც რა ეხლა რომ მოვყევი? ასე რომ მართლა არ ვიცი ან რატომ წახვედი, ანდა რატომ ბრუნდები უკან?ვიცი რომ არ იცი, ვიცი რომ არ იცი ლილიკო მაგრამ არ გეწყინოს და როგორც შენ გიჭირს ხალხის ნდობა ისე მე ვერ და არ ვენდობი ხალხს, თან არავის არ ვენდობი გამონაკლისების გარეშე და შესაბამისად ვერც შენ გეტყოდი იმაზე მეტს ვიდრე გითხარი.. იმედია ხვდები და იცი ეს .. არავინ არაფერი არ იცოდა რადგან არც არავის არაფერი არ უნდა ცოდნოდა.. ხმაურით მანდ უფრო გავიუარესებდი მდგომარეობას და ნამდვილად არა პირიქით.. ხოდა ეგრე.. დღესაც არავინ იცით რა ხდება რადგან არ იცით და ჰა : ))))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 Saturnსამოთხეაო არც არავინ არ ამბობს, მაგრამ თუ აქ რეალური საფრთხე არსებობს, ფეხმძიმე მეუღლე სამშვიდობოდან საფრთხეში მიგყავს? არაა ლოგიკური რასაც ამბობ. სატურნ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ხომ შეგიძლია? ხოდა თუ შეგიძლია მაშინ კიდევ ერთხელ გეუბნევი რომ თუ ბოლო დონის იდიოტები არ არიან სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მესვეურნი ჩემი მეუღლის და ბავშვის სიცოცხლეს და ჯამრთელობას საფრთხე არ უნდა შეუქმნან რადგან ბოდიში და ფეხიც რომ გადაუბრუნდეს რომელიმეს ეგრევე მაგ დედაარღნიან რეჟიმზე იქნება ბრალდება ორიენტირებული.. ამდენი ხომ გესმის? ხოდა იგივეა ჩემთან დაკავშირებით თუ თავიდანვე არ დამიჭირეს მაგ პაკაზუხა ფარჩაკებმა და თუ არ დამიჭირეს ეს დროს მომცემს, ცოტა დროს, ანუ ამ ცოტა დროში მოვაგვარებთ იმ თემებს რომლის მოგვარებასაც ვგეგმავთ და ერთხელ და სამუდამოდ დავახვევთ მაგ ქვეყნიდან და რადგან წასვლაა წავალ იქ როგორ ქვეყანაშიც მინდა რომ ჩემმა ოჯახმა იცხოვროს.. სულ ეს არის.. ღმერთმა მოგახმაროთ ეგ რეჟიმიც და ეგ საქართველოც, მე ყოველთვის სხვა საქართველო მინდოდა შვილებისთვის... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 (edited) asdsეხლა ბევრს არ ვიპროფესორებ..ღმერთმა კარგად გამყოფოთ და წარმატებებს გისურვებთ.. :) Edited June 28, 2010 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 შეგიძლიათ ფსონები დადოთ ჩემ დაჭერა არ დაჭერაზე. მეც მაინტერესებს რა მოხდებაარ გირჩევ asds, მე შენს ადგილზე ახლა, ამ სიტუაციაში მასეთ გაუაზრებელ და რისკიან ნაბიჯს არ გადავდგამდი. დაგიჭერენ, შეწყალების იმედიც არ გქონდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 გიორგი68 იცოცხლე გიო Lo Janko არ გირჩევ asds, მე შენს ადგილზე ახლა, ამ სიტუაციაში მასეთ გაუაზრებელ და რისკიან ნაბიჯს არ გადავდგამდი. დაგიჭერენ, შეწყალების იმედიც არ გქონდეს. დამიჭერენ და დამიჭირონ რა ვქნა ეხლა.. აბა რუსებს როგორ ვთხოვო დახმარება ამათი დედა რომ ვატირე? მეუღლეს ხომ არ დაიჭერენ, ეგ მადარდებს სიმართლე გითხრა და ერთი ორი წელი სროკზე არ მოვკვდები.. ხოდა მაგათ შეწყალება ჩემმა მტერმა თხოვოს ტო რა მაქ მაგათვის სათხოვი.. ჩემი ქვეყანაა საქართველო და ჩემ ქვეყანაში ვაპირებ დაბრუნებას სააკაშვილთან კი არ მოვდივარ სტუმრად.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 არსად არ წამოვა კაცო. მე რაც აქ ვნახე, ეგ კაცი ბარე ორზე ჭკვიანია, ვიდრე ჩანს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.