Jump to content
Planeta.Ge

გულახდილად უპასუხეთ, შეიძენთ თუ არა და ისარგებლებთ თუ არა მცირელიტრაჟიანი მოპედით ქალაქში და ახლომახლო სამოძრაოდ მიუხედავად სქესისა და ასაკისა?  

17 members have voted

  1. 1. გულახდილად უპასუხეთ, შეიძენთ და ისარგებლებთ თუ არა მცირელიტრაჟიანი მოპედით ქალაქში და ახლომახლო სამოძრაოდ მიუხედავად თქვენი სქესისა და ასაკისა?

    • დიახ
      7
    • არ მჭირდება
      7
    • ქალი ვარ და ტეხავს, თორემ ვივლიდი
      1
    • კაცი ვარ და ტეხავს, თორემ ვივლიდი
      2


Recommended Posts

რა მოპედი რის მოპედი

მაგის ფული რო მქონდეს ერთ კარგ ველოსიპედს ვიყიდიდი და მერე მშვიდობით გაზაფხულ-ზაფხულ-შემოდგომის სეზონზე საზოგადოებრივო ტრანსპორტო

 

კიდე ქალებისთვის ცოტა მოუხერხბელია კაბით მოპედზე ჯდომა :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/160681-24022011.html

 

მარტის ბოლოდან "მარშრუტკით" მგზავრობა 70 თეთრი ეღირება?!

 

"მარტის ბოლოდან თბილისში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა 70 თეთრი გახდება. სატრანსპორტო პროფკავშირების ინფორმაციით, ახალი გადამზიდავები, რომლებიც მერიასთან ოფიციალურ ხელშეკრულებას პირველი მარტიდან გააფორმებენ, მგზავრობის გაძვირებას გეგმავენ, მიზეზად კი საწვავის ფაისი გაზრდა და მძღოლების მიერ შესასრულებელი გეგმა სახელდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მარტის ბოლოდან "მარშრუტკით" მგზავრობა 70 თეთრი ეღირება / მგზავრობის გაძვირებას მერიაში კატეგორიულად უარყოფდნენ, ახლა კი აცხადებენ, რომ მგზავრობის ტარიფის დადგენაში ვერ ჩაერევიან.

 

"თავად გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ საწვავზე ფასები გაიზრდება, ეს ასახვას მგზავრობის ფასზეც ჰპოვებს. მაგრამ ამჟამად არაფერი გადაწყვეტილი. მერიაში კი ამბობენ, რომ მგზავრობის გაძვირება თუ მოხდა, მათ ამის საწინააღმდეგო ბერკეტი არ გააჩნიათ. არადა, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი დაბეჯითებით აცხადებდა, რომ მგზავრობის გაძვირება არ მოხდებოდა. ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია ამბობს, რომ მარტიდან მძღოლებს ყოველდიური გეგმა ეზრდებათ და მგზავრობის ფასიც მოიმატებს", - აღნიშნავს გამოცემა.

 

"აქამდე მძღოლებს 12 ლარით ნაკლები უჯდებოდათ საწვავი და გადასახადებიც ბევრად ნაკლები იყო. ეს ყველაფერი დაანგარიშდა და პირველი აპრილიდან უკვე მოხდება გაძვირება. თუ აქამდე ძირითადი მოსაკრებელი თვეში იყო 50 ლარი, ზოგ მძღოლს კი ჰქონდა დღეში 5 ლარიდან 12 ლარამდე, ახალმა გადამზიდავებმა უნდა წარმოადგინონ ხელშეკრულებები, იქნება დიფერენცირებული გეგმები, იზრდება გეგმის შესრულება და ეს ყველაფერი შესაბამის ასახვას მგზავრობის ფასზეც ჰპოვებს. ვვარაუდობ ფასის 20 თეთრით გაძვირებას. ახალი გადამზიდავები პირველი მარტიდან უკვე აფორმებენ ხელშეკრულებებს და ეტაპობრივად მოხდება გაძვირება. შემოდგომიდან ახალი სამარშღუტო ტაქსების შემოყვანა იგეგმება, რომლებიც კონდიციონერით იქნება აღჭურვილი და 20%-ით ზდრის საწვავის ხარჯს, რაც თავის მხრივ, მგზავრობას უფრო გააძვირებს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლავრენტი ალანია.

 

"ვერაფერს დაგიდასტურებთ, არც ნებართვა გვაქვს და როდესაც მერიასთან ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, შემდეგ შევხვდებით მძღოლებს, ვკითხავთ რა სიტუაციაა და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ. ფასის ზრდა როგორ უნდა გამოვრიცხოთ - ნავთობის ფასი თუ გაიზარდა, "მარშრუტკა ვერ იმოძრავებს იგივე ფასად და თუ საწვავი გაძვიდება, მგზავრობაც ავტომატურად გაძვირდება. თუ საწვავის ფასი დაიკლებს, დაიკლებს მგზავრობის ფასიც", აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ერთი-ერთი გამარჯვებული კომპანია "თბილლაინის" წარმომადგენელი დავით ასანიძე.

 

"სამარშრუტო მიკროავტობუსების ტენდერში გამარჯვებული კომპანიები რო მგზავრობის საფასურს არ გააძვირებდნენ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემს არაერთჯერ განაცხადა. ახლა კი მერიაში აცხადებენ, რომ ეს კომპანიები თავად არეგულერენ ტარიფს და მათი მხრიდან ჩარევა ვერ მოხდება. თუმცა მაინც აცხადებენ, რმ მგზაერობის ფასუი არ გაიზრდება" , - დასძენს გამოცემა.

 

სრულიად სერიოზულად ვფიქრობ მოპედებისა და ველიკების ბიზნესის დაწყებას :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერიოზულად ვფიქრობ მოპედებისა და ველიკების ბიზნესის დაწყებას

კრიშა არ გინდა ბრატ? :კორუფციის სმაილი:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სრულიად სერიოზულად ვფიქრობ მოპედებისა და ველიკების ბიზნესის დაწყებას

 

 

 

http://www.mondial.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კრიშა არ გინდა ბრატ?

მე ისეთი კრიშა მყავს, კაციშვილი ვერ მომეკარება :vedreba:

 

 

არადა პატარა ქართული ბიზნესისთვის "სასაცილო" ნიუანსებს უნდა კარგად მოფიქრება და დაგეგმვა და თუ მაგრად არ იმუშაოს იმი დედა ვატირე რააა....

 

Achiko1972

:user:

 

 

თუმცა...

 

 

ეგ ბიზნესი ქართული სულით იქნება გაჟღენთილი, დავეწევი და გავუსწრებ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ბიზნესი ქართული სულით იქნება გაჟღენთილი

ხომ ვამბობდი :givi: აბა შედით საიტზე და პაწა გადაათვალიერეთ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ბიზნესი ქართული სულით იქნება გაჟღენთილი, დავეწევი და გავუსწრებ

 

 

წარმატებები!!! :)

 

რაც მეტი, მით უკეთესი.

 

ეს საიტი უბრალოდ ვიპოვე, მე არაფერ შუაში ვარ მანდ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

წარმატებები!!!

 

რაც მეტი, მით უკეთესი.

 

ეს საიტი უბრალოდ ვიპოვე, მე არაფერ შუაში ვარ მანდ

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, თურქეთში ვნახე, 3 წლის უკან ძალიან მაგარი ველოსიპედი, აქ ეგეთი ასერთოდ არ მინახავს.

 

სამთვლიანი იყო, უკან პატარა საბარგულით. ჰქონდა პატარა ელექტრო ძრავი, სწორ გზებზე და დაღმართებზე დინამოს საშუალებით პედლების ტრიანლით იტენება აკუმულატორი, სამაგიეროდ აღმართებში ირთვება ეს ძრავი და თავისუფლად ადის აღმართზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხომ ვამბობდი აბა შედით საიტზე და პაწა გადაათვალიერეთ

 

 

დავათვალიერე და რა ფასები უდევთ, რა უბედურებაა?! :)

 

პარიზში იტალიური სკუტერები მაღაზიაში, სულ ახლები, სადღაც 750 ევროდან მაქვს ნანახი და ეს ჩინური ხლამი რა ფასებში აქვთ გასაყიდად?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

ისე, თურქეთში ვნახე, 3 წლის უკან ძალიან მაგარი ველოსიპედი, აქ ეგეთი ასერთოდ არ მინახავს.

ასე მგონია არაპრაქტიკული და მალფუჭებადი იქნება მეთქი. ჩვენთან ჯერ ჩვეულებრივ ველოსიპედს მიეჩვივნონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე მგონია არაპრაქტიკული და მალფუჭებადი იქნება მეთქი. ჩვენთან ჯერ ჩვეულებრივ ველოსიპედს მიეჩვივნონ

 

 

ჰო, ჩვენთან შეიძლება არ იყოს პოპულარული. იქ რაღაც სოფლის ტიპის დასხლებაში ვიყავი და საკმაოდ ასაკიანი ხალხი მოძრაობდა მაგეებით, უბრალოდ იქ სოფლის შიდა გზებიც მოასფალტებული იყო და ამიტომ არ უჭირდათ. ბენზინი საკმაოდ ძვირია მანდ და შესაბამისად ტრანსპორტით მგზავრობაც. ჩვენს ლარზე, აქ რომ 1,40-1,50 ღირდა, იქაური ბენზინი 4 ლარზე მეტი გამოდიოდა. ამდენად ეგეთი ველოსიპედები ბევრს ყავდა. პატარა ტვირთით სახლი-სამსახური თავისუფლად მოძრაობდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...