shamili Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) „რუსეთი თავისი აგენტურის გაძლიერების მეშვეობით შეეცდება ხელისუფლების დამხობას“ ავტორი თამარ ნინიძე „მიიჩნევა, რომ ზურაბ ნოღაიდელი და ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების პროდუქტია. ხელისუფლება მათ დასავლეთის გასააქტიურებლად იყენებს. ,,ხედავთ, ძლიერდება ოპოზიციის პრორუსული ფრთა და შესაძლოა, ბიშკეკის ვარიანტი დატრიალდეს, არც უკრაინის ვარიანტია გამორიცხულიო~. ამიტომ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს დასავლეთს“, - განუცხადა „დრონი.ჯი“-ს მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარემ, ციხიდან ახლადგათავისუფლებულმა ვაჟა ადამიამ. „დრონი.ჯი“: ხელისუფლების დღევანდელი საგარეო კურსი რამდენად შეესაბამება „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ პოლიტიკურ კურსს და რა კორექტივები შეიძლება შეიტანოთ თქვენ მასში? ვაჟა ადამია: ხელისუფლების საგარეო კურსი, რაოდენ აბსურდულადაც უნდა ეჩვენოს ვინმეს, დაუახლოვდა „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ საგარეო კურსს. ადრე ხელისუფლებას აშკარად გამოხატული პრორუსული კურსი ჰქონდა. როცა კრემლმა მეტი და მეტი დათმობა მოინდომა, საქართველოს ხელისუფლებას ნაკლები შანსი დარჩა, დასავლეთთან ინტეგრირების გარდა, სხვა არჩევანი რუსეთმა მას არ დაუტოვა! ამდენად, ხელისუფლება დაუახლოვდა „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ საგარეო კურსს, რომელიც ყოველთვის იყო და არის პროდასავლური ორიენტაციის, გამორჩევით კი აქცენტი გადატანილი გვაქვს შეერთებულ შტატებზე. ევროპას არა ერთხელ დაუზარალებია საქართველო, თუნდაც 1918-1921 წლები გავიხსენოთ.Eევროპა რომ მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო, საქართველო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა და რუსეთი ვერ გაბედავდა მის ოკუპირებას და ანექსირებას. ილია ჭავჭავაძე ამბობდა: `ისმინეთ და გაიგონეთ ქართველობავ, მსოფლიოს მომავალი ლიდერი გახდება არა ევროპა ან რუსეთი, არამედ ამერიკა!~. საფუძველი არა გვაქვს, ილიას არ ვერწმუნოთ, მითუმეტეს ფაქტი სახეზეა! - ამ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით რაში შეიძლება გააკრიტიკოთ ხელისუფლება? - დაშვებული შეცდომების ერთი ხელის დაკვრით გამოსწორება შეუძლებელია. სტრატეგიული თუ ნაკლებად სტრატეგიული ობიექტები მიყიდულია რუსეთზე. ამით კი რუსეთს ფართო მანიპულირების საშუალება მიეცა. თუ ადრე რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები ჰქონდა და მისი სპეცსამსახურები იქიდან მოქმედებდნენ, დღეს საწარმო-დაწესებულებებში ბევრად დახვეწილი სადაზვერვო უწყებები მეტი მოხერხებით მოქმედებენ. უფრო მეტად ვზარალდებით, ერთ-ერთი ასეთი იყო „თელასი“, რომელმაც პროვოკაცია მომიწყო 2005 წელს. მაშინ ხმამაღლა განვაცხადეთ ამის თაობაზე. ხელისუფლება იძულებული გახდა „თელასში“ მოკალათებული აგენტების ერთი ნაწილი საქართველოდან გაეძევებია. გასხვისებული ქონების დაბრუნება დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თავისი მოღვაწეობის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა - ჯერ პუტინს უნდა ჩამოვართვა ხელი, შემდეგ ბუშსო. ამასობაში კი დრო დაიკარგა. ბბს-ს მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, დროა მსოფლიომ გაიღვიძოსო. მე მესმის, რომ მას სურდა მეტი ყურადღება ყოფილიყო მიპყრობილი საქართველოსადმი. დაკარგული დრო სურს შემოაბრუნოს დასავლეთის მხრივ საქართველოსადმი მხარდასაჭერად, მაგრამ ახლა ამის გაკეთება მისთვის ძნელია. საგარეო პოლიტიკაში ხელისუფლებას, აშკარაა, რესურსი არ ჰყოფნის. გუშინ მას უსმენდნენ, ღებულობდნენ, დღეს კი ეს რესურსი ამოწურულია, სამოქმედო დიაპაზონი - შემცირებული. ჯანმრთელი ოპოზიციაც არ ჰყავს არც პარლამენტში და არც პარლამენტს გარეთ. დღეს მიიჩნევა, რომ ზ. ნოღაიდელი და ნ. ბურჯანაძე ხელისუფლების პროდუქტია. ხელისუფლება მათ დასავლეთის გასააქტიურებლად იყენებს; „ხედავთ, ძლიერდება ოპოზიციის პრორუსული ფრთა და შესაძლოა, ბიშკეკის ვარიანტი დატრიალდეს, არც უკრაინის ვარიანტია გამორიცხულიო“. ამიტომ მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს დასავლეთს. ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც წარმატებული ფინანსთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო ნინო ბურჯანაძე ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ერთიც და მეორეც დღეს პუტინს ხვდებიან, ეს ხელისუფლების მიერ დასავლეთისათვის „სასწორის“ გაკეთებას ჰგავს. დღეს ხელისუფლებას ძალიან უჭირს! - იმიტომ ხომ არა, რომ ბუშის პრეზიდენტობის დროს მეტი აქტიურობა და მხარდაჭერა ჰქონდა და ახლა, ობამას პერიოდში, ნაკლები? - ბუშმა პუტინს რომ ჩახედა თვალებში, უძირო შესაძლებლობები დაინახა. ბოლოს გაცივდა ურთიერთობები.Aამერიკელ რესპუბლიკელებს აქტიური საგარეო პოლიტიკა აქვთ, ხოლო დემოკრატებს აქცენტი საშინაო პრობლემებზე გადააქვთ. რესპუბლიკელები დემოკრატებს ვეებერთელა დეფიციტებს ახვედრებდნენ, დემოკრატები აღმოფხვრიან საფინანსო დეფიციტს, ძირითადად ისინი საშინაო პოლიტიკაზე სპეციალიზდებიან. რესპუბლიკელები საგარეო ბაზრებს იპყრობენ და დემოკრატებს საშუალებას აძლევენ, ამ ბაზრებიდან სარგებელი ანახონ ქვეყანას. კლინტონ-ლევინსკის ურთერთობის გამომზეურებით რესპუბლიკელებმა დემოკრატები აიძულეს, ბალკანეთში მოეგვარებინათ საკითხები და დრო მოეგოთ. ამის შემდეგ ვიცოდით, რომ ჩვენი რიგი დადგებოდა. გაზეთ „სარანგში“ ითქვა, მოდელირებული ქრონიკა, რომელმაც მსოფლიოში დიდი ხმაური გამოიწვია და დაგმო ყველამ, ჩვენი აზრით, იყო ხელისუფლების იძულებითი ნაბიჯი, რათა დაეხატა მსოფლიოსათვის, თუ რის ჩადენას აპირებდა რუსეთი საქართველოში. ჩვენ ამან რუსეთის მხრიდან ახალი აგრესია აგვაცილა, მართალია, ფორმა ამ სიუჟეტისა თითქმის ყველამ დაგმო, მაგრამ ხელისუფლებას რუსეთის აგრესიის შეჩერების სხვა გზა არ გააჩნდა! „მოდელირებული ქრონიკის“ დემონსტრირებაზე დასავლეთის რეაქციამ აღკვეთა რუსეთის ახალი აგრესია! გაგიგიათ სადმე, კერძო ტელევიზიის გადაცემას მთელი მსოფლიოს ავტორიტეტული ორგანიზაციები ასეთ მკვეთრ შეფასებას აძლევდნენ? რუსეთმა კარგად გაიგო, რომ საქართველოს მიმართ მის აგრესიას დასავლეთის მხრიდან სასტიკი პასუხი გაეცემოდა. რუსეთმა აგვისტოს ომით კბილი მოუსინჯა დასავლეთს. საქართველოს ჰყავს სპეცსამსახურები, რომლებმაც თავისი სადაზვერვო მონაცემების შედეგად გააკეთეს ანალიზი, რომ რუსეთი თავს დაგვესხმებოდა და შესაბამისი კონტრზომები გაატარეს. როდესაც საქართველოში რუსეთის აგენტურა ნიღაბჩამოხსნილი, დაუფარავად მოქმედებს, რა გასაკვირია მოვლენების ამგვარი განვითარება? ამერიკელმა პროფესორმა ლინკოლნ მითჩელმა გაიკვირვა, რუსეთს რაში სჭირდებოდა აგვისტოს აგრესია, როცა ამხელა დასაყრდენი ჰყავს საქართველოში აგენტურის სახითო. რუსეთის მიმართ ობამას სირბილე ძალიან საყურადღებოა. პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემების განთავსებაზე რომ უარი თქვა, „დათმობა“ ძალიან უჩვეულოა. ყირგიზეთში განხორციელებულ კონტრრევოლუციას ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერა ესაჭიროებოდა რუსეთისაგან, უკვე დაიწყო ეს პროცესი, ასევე უკრაინაშიც, აირზე ფასდაკლების შეთანხმებაც მოხდა, ეს ხომ ჯიბეზე ურტყამს რუსეთს. ამ ზაფხულს, აგვისტოში, რუსეთს 300-მილიარდიანი კრედიტი ესაჭიროება საბიუჯეტო დეფიციტის გამო. 70 დოლარზე ჩამოვიდა ბარელი ნავთობის ფასი, როცა იგი 200 დოლარზე მეტიც იყო, ეს კატასტროფაა რუსეთის ეკონომიკისათვის.Aამ ვითარებაში რუსეთის ძალები იქსაქსება უკრაინაში, ყირგიზეთში, მას ასევე ეპატიჟებიან ავღანეთსა და ირანში. რუსეთი ტექნოლოგიურად ხელს უწყობს ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში. თუმცა, შესაძლოა, რუსეთმა ირანის წინააღმდეგ სანქციებს მხარიც კი დაუჭიროს, რადგანაც იცის, რომ ამ სანქციებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ჩინეთი მხარს არ დაუჭერს და შესაბამისად, ისინი ვერ განხორციელდებიან! პოლონეთის მთელი ანტირუსული სახელისუფლებო გუნდი დაიღუპა! პოლონეთში რუსეთი სერიოზულად მუშაობს. რუსეთი იწყებს ისეთ ველიკოდერჟავულ თამაშს, რომელსაც ის ვერ გასწვდება. რუსეთის ხელისუფლება ძალებს ქსაქსავს ქვეყნის გარეთ, მაშინ, როდესაც მას არ გააჩნია საკმარისი უნარი, რათა საშინაო პრობლემები გადაწყვიტოს. რუსეთში უკმაყოფილება მკვეთრად იზრდება, რადგან რუსი არ არის ისეთი მომთმენი, როგორიც აღმოჩნდა ქართველი. აფხაზეთსა და შიდა ქართლის მთიანეთში რუსეთი მილიარდებს ხარჯავს და საქმეს კი თავს ვერ აბამს. რუსეთი გამოედევნა სუპერსახელმწიფოს ამბიციებს და შიდა პრობლემები კი მეტისმეტად უმძიმდება. ობამას სირბილე საგარეო პოლიტიკაში რუსეთის მიმართ მოჩვენებითია. აშშ და ევროპა დსთ-ის შექმნას არ შეეწინააღმდეგა, რომ რაღაც საზღვრებში მოქცეულიყო დაშლილი სსრკ, რათა მას მსოფლიოზე დამანგრევლად არ ემოქმედა. დღეს, რუსეთს, სულ ცოტა, 6-8 სახელმწიფოდ დაშლა ემუქრება. თუ დღეს შეერთებული შტატები კვლავ გადატვირთვის პროგრამით მოქმედებს რუსეთთან, საჭიროა ის, ვინც დააბალანსებს ამ პროცესს. დიდი ბრიტანეთი აშშ-ს უდგას გვერდში. გერმანია რუსეთთან ღრმა ეკონომიკური ინტეგრირების გზას ადგას, მას არც საფრანგეთი უდებს ტოლს. ხდება უზარმაზარი აუთვისებელი ბაზრის ათვისება რუსეთში გერმანიის მიერ, ხდება გერმანიის ეკონომიკის ინტეგრირება რუსეთის ეკონომიკასთან, რითიც მოხდება პროცესების მართვა და დაბალანსება რუსეთის რღვევის ჟამს. - დასავლეთი მოახდენს თუ არა რეაქციას რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალ დაპყრობაზე? - თუ პუტინის საყვარელ აფორიზმებს მოვუხმობთ, რთული საკითხია, თუ როდის „დაჰკრავს მას შარდი თავში“. „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ აზრით, დასავლეთი რუსეთს საქართველოს აღარ დაუთმობს. ამიტომ რუსეთი, ალბათ, შეეცდება თავისი აგენტურის გაძლიერების მეშვეობით ხელისუფლების დამხობას საქართველოში. ხელისუფლების რუსეთთან კონფლიქტი ახალი არ არის. ცხადია, რუსეთმა დაამხო ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებები, რუსეთმა მოიყვანა და მანვე დაამხო. სამჯერ გავიდა კენჭისყრაზე უზენაეს საბჭოში სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომელიც ქვეყნისთვის დსთ-ზე განუზომლად უარესი იყო. ერთ სესიაში კი ორჯერ მეტად ერთი და იმავე საკითხის გამოტანა არ შეიძლება. 24 წევრი ვიყავით ჩვენი პარტიიდან იქ, ორჯერ ჩავაგდეთ, მესამედ რომ გამოიტანეს, ჩემებს ვუთხარი, გავჩერდეთ, ვნახოთ, მესამედ რატომ გამოაქვთ-მეთქი. სამოკავშირეო ხელშეკრულება იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიკვდილი. ზვიადზე აგენტურის ზეწოლა იყო, მაგრამ ჩვენი მოქმედების იმედი ჰქონდა. გურამ პეტრიაშვილმა, მესამედ რომ გაიტანეს ეს საკითხი და ჩვენი პასიურობა დაინახა, წამოხტა, შეშინებულმა დაიძახა, რატომ არაფერს ამბობს „მერაბ კოსტავას საზოგადოებაო“, ჩვენ მას ვუპასუხეთ: „იმას კი არ უნდა კითხულობდე, რატომ არაფერს ვამბობთ, არამედ იმას, მესამედ რატომ გამოდის კენჭისყრაზე ეს საკითხი“. შევარდნაძე კრემლმა გამოუშვა დავალებით, დსთ-ში შეიყვანა ქვეყანა, აფხაზეთი დათმო. კონსტიტუციაში ორმაგი მოქალაქეობა „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ აქტიურობის გამო არ შევიდა. ჩვენ ვასაბუთებდით: რუსი მოქალაქეობას მისცემდა სასაზღვრო რაიონებში მოსახლეობას, შემოვიდოდა მათი დაცვის მიზეზებით და წინ ვერ აღვუდგებით-თქო. როგორც ჩანს, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები მოსურნენი არიან, რომ საქართველო იყოს ფედერალური. ხვალ საქართველო იქნება ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებთან ერთად. ჯერ კიდევ მასხადოვი ითხოვდა ლარის ზონაში შემოსვლას. მაჰმადიანობის ნუ შეგვეშინდება, აჭარაში არიან მაჰმადიანი პატრიოტი ქართველები, 16,5 მილიონი მაჰმადიანი ქართველი გვყავს თურქეთში, გურჯისტანის ვილაიეთში მცხოვრები - 6,5 მილიონი ქართველი, ლაზისტანის ვილაიეთში - 10 მილიონი ქართველი, 600 ათასზე მეტი ფერეიდნელი ქართველი - ირანში.Eეროვნული თვითშეგნება მათ ჩვენზე მაღალი აქვთ! ოსებს ალანიის იქით წასასვლელი არა აქვთ, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, დაღესტანს საქართველოს მეოხებით შეუძლიათ დაკავშირება მსოფლიოსთან. ოსეთ-ალანიას უწინდელმა პრეზიდენტმა, ახსარბეკ გალაზოვმა თქვა, ოსებმა რუსეთის თვალუწვდენელ ტრამალებზე კი არა, კავკასიონის მიუვალ ბილიკებზე უნდა ეძებონ საერთო ენა ქართველებთანო. ამიტომაც მოაცილა რუსეთმა გალაზოვი. ხვალ საქართველოსთან ფედერაციაში შემოსვლას რომ ეს რესპუბლიკები მოინდომებენ, ეს უეჭველია! ჩვენი პარტია უნიტარიზმის მომხრეა, საქართველოს ფედერალურ მოწყობას არ განვიხილავთ! აშშ-ის ელჩთან გვქონდა ამ თემაზე საუბარი. მკაცრი განცხადებებით გამოვედი, მაგრამ, როგორც ვხედავ, ვერსად გავექცევით ჩრდილო კავკასიელ მეზობლებთან გაერთიანებას. - ნოღაიდელი ბიშკეკით იმუქრება. რამდენად რეალურია ეს მუქარები? - სერიოზულად უნდა განვიხილოთ ეს მუქარები, რადგან ეკონომიკური, პოლიტიკური და შეიარაღებული მხარდაჭერა გააჩნია. ბურჯანაძემ თქვა: ყველაზე დიდი შედეგი ჩამოვიტანე, პუტინი მზად არის დაილაპარაკოს ყველაფერზე, გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობენო. სარკოზისთან შეთანხმების პირობებს კი არ ასრულებს! მუქარებს და პროვოკაციულ მოქმედებებს რაც შეეხება, გასაგებია ეს, თუ არ მოხვალ ხელისუფლებაში, მოკვდები პოლიტიკურად! ამიტომ შეეცდებიან მოვიდნენ ხელისუფლებაში! რუსი ხელაღებით ვერ იმოქმედებს, ვერ შემოიჭრება აქ! ყვირიან ესენი, იმუქრებიან, ცდილობენ ხელთ იპყრან ძალაუფლება, მაგრამ „ნაცმოელთა“ დასამხობად ძალები არ ჰყოფნით. დესტრუქციული ოპოზიცია უშვერი სიტყვებით გვანამუსებს, რომ გარეთ გავიდეთ და ამ არამზადებს ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება მივცეთ. ეს მუქარები რეალობად ვერ იქცევა. იარაღის ხელში აღება მათ მიერ საკუთარი ხელით საკუთარი ყელის გამოჭრას უდრის. - გამართლებული იქნება თუ არა ხელისუფლებამ კანონის ფარგლებში იმოქმედოს, დააპატიმროს ოპოზიციის ეს წარმომადგენლები და აღკვეთოს ხელისუფლების დამხობა? - არაერთხელ დავსვით ეს საკითხი: ჩვენს განცვიფრებას იწვევს ის გარემოება, რომ ხელისუფლება ამხელს მათ ქმედებებს - სამშობლოს ღალატს, დებს სარწმუნო დოკუმენტურ მასალას და იმის ნაცვლად, რომ მათი იზოლირება მოახდინოს, იწვევს მათ პარლამენტში, მთავრობასა და უშიშროების საბჭოში სათანამშრომლოდ! ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (ყოველ ორშაბათს) Edited June 22, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 shamiliგაგიგიათ სადმე, კერძო ტელევიზიის გადაცემას მთელი მსოფლიოს ავტორიტეტული ორგანიზაციები ასეთ მკვეთრ შეფასებას აძლევდნენ?ძალიან კარგად იცის მსოფლიომ როგორი "დამოუკიდებელი" ტელევიზიაა "იმედი".პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ნაცმოძრაობის ყოფილი გენმდივანია მისი უფროსი.რაღაც ნამეტნავად ერთნაირად ჭიკჭიკებენ ვაჟა ადამია და ირაკლი წერეთელი მიშას საქებრად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted June 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) shamiliრაღაც ნამეტნავად ერთნაირად ჭიკჭიკებენ ვაჟა ადამია და ირაკლი წერეთელი მიშას საქებრად.ეგ მიშას ქება არ არის, ოპოზიციის გინებაა და ნუ გარუსდებოდა დედაბუდიანად ეს ოპოზიცია და ნუ დაიწყებდა რუსეთის ინტერესების გატარებას და კოლაბორაციონისტულ და პარაჟენცულ პოლიტიკას და არ დაიწყებდა არც წერეთელი და არც ადამია მათ გინებას. მარტო წერეთელს და ადამიას კი არა მთელ ანტირუსულად და პროამერიკულად განწყობილ და რუსული ოკუპაციის მიმართ რადიკალურად შეურიგებელ საზოგადოებას არჩევანის საშუალება აღარ დაუტოვა ამ ოპოზიციამ და იძულებულები გახდნენ ისევ სააკაშვილისთვის დაეჭირათ მხარი. გულახდილად რომ თქვათ არაა ასე ???????? Edited June 22, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 ვაჟა ადამია: ხელისუფლების საგარეო კურსი, რაოდენ აბსურდულადაც უნდა ეჩვენოს ვინმეს, დაუახლოვდა „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ საგარეო კურსს. ადრე ხელისუფლებას აშკარად გამოხატული პრორუსული კურსი ჰქონდა. როცა კრემლმა მეტი და მეტი დათმობა მოინდომა, საქართველოს ხელისუფლებას ნაკლები შანსი დარჩა, დასავლეთთან ინტეგრირების გარდა, სხვა არჩევანი რუსეთმა მას არ დაუტოვა! ამდენად, ხელისუფლება დაუახლოვდა „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ საგარეო კურსს, რომელიც ყოველთვის იყო და არის პროდასავლური ორიენტაციის, გამორჩევით კი აქცენტი გადატანილი გვაქვს შეერთებულ შტატებზე. ) ) აი ეხლა აქ რამხელა სისულელე წერია ვინმე ამიხსნის?კურსი პრორუსული ქონდათ, პახოდუ მეტს და მეტს უთმობდათ თურმე რუსეთი და პახოდუ იმენა ამიტომ ვინუჟდენნი გახდნენ რომ ამერიკული კურსი აეღოთო... თეტრი თუ გაშავდა, ლოგიკაც მოკვდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted June 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) ვაჟა ადამია: ხელისუფლების საგარეო კურსი, რაოდენ აბსურდულადაც უნდა ეჩვენოს ვინმეს, დაუახლოვდა „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ საგარეო კურსს. ადრე ხელისუფლებას აშკარად გამოხატული პრორუსული კურსი ჰქონდა. როცა კრემლმა მეტი და მეტი დათმობა მოინდომა, საქართველოს ხელისუფლებას ნაკლები შანსი დარჩა, დასავლეთთან ინტეგრირების გარდა, სხვა არჩევანი რუსეთმა მას არ დაუტოვა! ამდენად, ხელისუფლება დაუახლოვდა „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ საგარეო კურსს, რომელიც ყოველთვის იყო და არის პროდასავლური ორიენტაციის, გამორჩევით კი აქცენტი გადატანილი გვაქვს შეერთებულ შტატებზე. ) ) აი ეხლა აქ რამხელა სისულელე წერია ვინმე ამიხსნის?კურსი პრორუსული ქონდათ, პახოდუ მეტს და მეტს უთმობდათ თურმე რუსეთი და პახოდუ იმენა ამიტომ ვინუჟდენნი გახდნენ რომ ამერიკული კურსი აეღოთო... თეტრი თუ გაშავდა, ლოგიკაც მოკვდა?ყურადღებით წაიკითხე და მერე იცინე, რუსეთი კი არ უთმობდა მეტსდა მეტს, პირიქით სააკაშვილის ხელისუფლებისგან მოინდომა მეტი და მეტი დათმობა რუსეთმა და მაგიტომ იძულებულები გახდნენ რომ ამერიკული კურსი აეღოთო. რა იყო ამაში სასაცილო ????? Edited June 22, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 shamili მე ბოდიშით თუ რუსული კგბ ვაჟა ადამიაზე ცოტა ოდნავ ჭკვიანი მგონია, თუ ხელისუფლებას პრორუსული კურსი ქონდა აღებული, ამის მეტი მათ არც არაფერი ენდომებოდათ და მეტი რა დათმობა უნდა მოენდომებინათ? დამოუკიდებლობაზე უარი თქვით და შემოგვიერთდითო მაგას არ ეტყოდნენ. P.S. როგორ დავიჯერო რომ მიშას პრორუსული ორიენტაცია ქონდა? ეგრე რო ყოფილიყო არც ბადრი დაუფინანსებდა რევოლუციას, არც ასლანას გაუშვებდა და არც გამალებულ შეიარაღებას დაიწყებდა. მუდმივად გამალებული პროპაგანდა მიდიოდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და ამისთვის ბევრი ნაბიჯიც იდგმეოდა სამხედრო დონეზე (ქართული მხრიდან). ეხლა რომ აიღოს რუსული კურსი არ გამიკვირდება, იმიტო რო დაიკიდა და გადააგდო დასავლეთმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted June 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) shamili თუ ხელისუფლებას პრორუსული კურსი ქონდა აღებული, ამის მეტი მათ არც არაფერი ენდომებოდათ და მეტი რა დათმობა უნდა მოენდომებინათ? დამოუკიდებლობაზე უარი თქვით და შემოგვიერთდითო მაგას არ ეტყოდნენ. P.S. როგორ დავიჯერო რომ მიშას პრორუსული ორიენტაცია ქონდა? ეგრე რო ყოფილიყო არც ბადრი დაუფინანსებდა რევოლუციას, არც ასლანას გაუშვებდა და არც გამალებულ შეიარაღებას დაიწყებდა. მუდმივად გამალებული პროპაგანდა მიდიოდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და ამისთვის ბევრი ნაბიჯიც იდგმეოდა სამხედრო დონეზე (ქართული მხრიდან). ეხლა რომ აიღოს რუსული კურსი არ გამიკვირდება, იმიტო რო დაიკიდა და გადააგდო დასავლეთმა.შესაძლოა საქართველოში სამხედრო ბაზების დაკანონება მოითხოვა, ან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება და კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა მოითხოვა სააკაშვილისგან. რაზეც უკვე ნაღდად აღარ წავიდოდა. პრორუსულ ორიენტაციაში ალბათ გულისხმობს რომ აგვისტოს ომამდე ესენგედან არ გამოვიდა და ომამდე რუს სამშვიდობოებს არ გაუუქმა სამსვიდობო მანდატი და ომამდე არ გამოაცხადა ოკუპანტად რუსეთი Edited June 22, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 shamili რანაირად მოითხოვა ბაზების დაკანონება, როცა სააკაშვილის მმართველობის პირველსავე წლებში ბაზები გაიყვანა საქართველოდან?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted June 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) shamili რანაირად მოითხოვა ბაზების დაკანონება, როცა სააკაშვილის მმართველობის პირველსავე წლებში ბაზები გაიყვანა საქართველოდან?!მაშინ ალბათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება და კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა მოითხოვა სააკაშვილისგან. პრორუსულ ორიენტაციაში ალბათ გულისხმობს რომ აგვისტოს ომამდე ესენგედან არ გამოვიდა და ომამდე რუს სამშვიდობოებს არ გაუუქმა სამსვიდობო მანდატი და ომამდე არ გამოაცხადა ოკუპანტად რუსეთი. საერთოდ მერაბ კოსტავას საზოგადოება უახლოეს ხანში წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდება ოპოზიციაში. ამას მალე ყველა დავინახავთ. Edited June 22, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 საერთოდ მერაბ კოსტავას საზოგადოება უახლოეს ხანში წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდება ოპოზიციაში. ამას მალე ყველა დავინახავთ. მიცოცხლია აბა 200 წელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 shamili რა ვიცი, ისეთი როგორიც თორთლაძის პარტია? მასაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდი შენ. ეროვნული ფორუმის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს მერაბ კოსტავას საზოგადოებას? თუ არ იცი იქნება გაარკვიო. მართლა ძალიან საინტერესოა ჩემთვის. მართლა არ ვარ მათ მიმართ ცუდად განწყობილი და არავისი აგენტები არ მგონია, უბრალოდ დამოუკიდებლად ვერ აღვიქვამ სერიოზულ სუბიექტებად, არ აწყენდათ რამე დიდ გაერთიანებაში შესვლა, მინიმუმ კოორდინაციის და კონსულტაციების დონეზე მაინც. ყველას ლანძღვის პოლიტიკას და ამით ირიბად (ხშირად პირდაპირ) საკუთარი კაი ტიპობისთვის ხაზგასმას რომ შედეგი მოჰქონდეს, თბილისის მერი დღეს თამაზ ვაშაძე უნდა ყოფილიყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted June 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) shamiliეროვნული ფორუმის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს მერაბ კოსტავას საზოგადოებას? თუ არ იცი იქნება გაარკვიო. მართლა ძალიან საინტერესოა ჩემთვის. მართლა არ ვარ მათ მიმართ ცუდად განწყობილი და არავისი აგენტები არ მგონია, უბრალოდ დამოუკიდებლად ვერ აღვიქვამ სერიოზულ სუბიექტებად, არ აწყენდათ რამე დიდ გაერთიანებაში შესვლა, მინიმუმ კოორდინაციის და კონსულტაციების დონეზე მაინც. შეიძლება სწორი არ იყოს პირადი საუბრების აქ დაწერა, მაგრამ "ეროვნულ" ფორუმს პრორუსულ და ანტიეროვნულ ძალად აღიქვამენ კოსტაველები. მე არ ვარ არც ამ პარტიის და არც ერთი პარტიის წევრი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მერაბ კოსტავას საზოგადოება არც ერთ იმ პოლიტიკურ სუბიექტთან არ დაიწყებს კონსულტაციებს რომელთა ლიდერებიც აცხადებენ რომ აგვისტოს ომი დაიწყო სააკაშვილმა და არა რუსეთმა, რომელთა ლიდერებიც კრემლში დარბიან და პრორუსული პოლიტიკის მიმდევრები არიან, რომელთა ლიდერებიც არ ემხრობიან საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე რუსეთთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას და რუსულ ოკუპაციასთან და რუსეთთან უკიდურეს სამართლებრივ დაპირისპირებას და ბოლოს მერაბ კოსტავას საზოგადოება არც ერთ იმ პოლიტიკურ სუბიექტთან არ დაიწყებს კონსულტაციებს რომელთა ლიდერებიც არ თაკილობენ იმ პოლიტიკანებთან კონსულტაციებს რომლებიც აცხადებენ რომ აგვისტოს ომი დაიწყო სააკაშვილმა და არა რუსეთმა, რომელთა ლიდერებიც კრემლში დარბიან და პრორუსული პოლიტიკის მიმდევრები არიან, რომელთა ლიდერებიც არ ემხრობიან საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე რუსეთთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას და რუსულ ოკუპაციასთან და რუსეთთან უკიდურეს სამართლებრივ დაპირისპირებას ( ანუ "ეროვნულ"ფორუმთან ) Edited June 22, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) შეიძლება სწორი არ იყოს პირადი საუბრების აქ დაწერა, მაგრამ "ეროვნულ" ფორუმს პრორუსულ და ანტიეროვნულ ძალად აღიქვამენ კოსტაველები.კოსტავას საზოგადოება შემჩნეულია ცუდ პოლიტიკურ სვლებში.....რომელიც არ იყო შესაძლოა ღალატი ,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ...დიდი შეცდომა გახლდსათ.შეგახსენებთ ვაჟა ადამია იყო გამსახურდიად პირველი საყრდენი ასათიანის დანიშვნამდე ...შემდეგ თავდაცვის კომიტეტის შეფი ......შევარდნაძის პარლამენტშიც..+ ადამია იყო სააადგილმამულო ფონდის მმართველი. მას კარგიც მიეწერება და პრეტენზიებიც ბევრია.ვურჩევდი პოლიტიკას არ გაეკაროს .ნამდვილად მისი და წერეთლის დრო უკვე გავიდა და არც დაბრუნდება ...თავიანთი მატარებელი გაუშვეს.არ გეწყინოს,მაგრამ ფაქტია.... "სარანგების" კოლექცია არ ამომაღებინოთ ბევრი მარგალიტი მაქვს მათი შესრულებით შემონახული Edited June 22, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 shamiliვინმე საკუთარი თავის გარდა, მიაჩნიათ კარგ ტიპებათ? ეგ ისე, უბრალოდ მაინტერესებს.თუ შეიძლება ვინ იქნებ გამიმხილოთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 ვაჟა ადამია ის არ არის გენადი ბურბულისის მიერ მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებაში რომ მიიღო მონაწილეობა 1991-1992 წლებში და თან ცხინვალის რეგიონში ხელს უწყობდა კონფლიქტის გაღვივებას, რითიც გააპრავა რუსული "მირატვორცები". არ მომწონს ეგ კაცი და თუ ოდესმე შევხვდი აუცილებლად პირში ვეტყვი რასაც ვფიქრობ მასზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.