newstudio Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 თავის მხრივ გაერო აფრიკის 8 უღარიბეს ქვეყანას, ტაჯიკეთს, მონღოლეთს, სომხეთსა და საქართველოს სურსათის კრიზისს უწინასწარმეტყველებს. ექსპერტებიც ინფორმაციით კი, სურსათზე ფასების 40%-ით ზრდაა მოსალოდნელი. თუმცა რაღა მოსალოდნელია, ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე ბოლო ხანს ფასების ზრდა აშკარა და თვალშისაცემია. – მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ საკვების შენახვა დაიწყოს, რადგან ქვეყანას მძიმე წელი ელოდება. წლის ბოლომდე სურსათზე ფასები 30-40%-მდე გაიზრდება. ადრე ამ სფეროში კრიზისი არ იგრძნობოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს უფრო ნათლად გამოჩნდება. საქართველო შედის იმ ცამეტ ქვეყანათა შორის, ვისაც სასურსათო კრიზისი ემუქრება. სურსათის გაძვირების ტენდენცია უკვე აღინიშნება. უცხოელი ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა. სამწუხაროდ, საქართველოში ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯები არ გადაიდგმება. ასე რომ, ქვეყანას სასიხარულად საქმე ნამდვილად არ აქვს, – ამბობს პაატა კოღუაშვილი. ექსპერტი ნოდარ კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სიღარიბის შემცირების არანაირი პერსპექტივა არსებობს. – სიღარიბის ზრდა გარდაუვალი პროცესია. ქვეყნის მთავარი პრობლემა სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულთა მაღალი მაჩვენებელია, რომელიც დასაქმებულების 50%-ზე მეტს აჭარბებს. მშპ-ს დინამიკას თუ შევხედავთ არაფერი იცვლება. ეს კატასტროფაა. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე საუბრობს ყველა, მაგრამ როგორ ამას არავინ ამბობს. რეალობა ერთია, ჯოჯოხეთში სამოთხეს ვერ ააშენებ, – ამბობს კაპანაძე. ამასობაში, მსოფლიო ბანკის გათვლებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტი ღარიბია, 17 პროცენტი კი - ღატაკი. პირველი მაჩვენებელი 60%-ს მიაღწევს, ხოლო ღატაკების რაოდენობა 25%-მდე ავა. ჩვენზე მძიმე ვითარებაში ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაა. მაგალითად, ტაჯიკეთში აბსოლუტური სიღარიბის დონე 70 პროცენტია. http://presa.ge/index.php?text=news&i=11567 პ.ს. ვბრუნდებით 90-იანებში მგონი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 სიღარიბე მოდის! წასული იყო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 არსადაც არ ბრუნდებით...წადი სოფელში, მოთოხნე-მოპოჭნე და ეგაა გადარჩები შიმშილს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 newstudio ზატო შადრევნები,გაკრასკული და განათებული შენობები გვაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 machkatelaარსადაც არ ბრუნდებით...წადი სოფელში, მოთოხნე-მოპოჭნე და ეგაა გადარჩები შიმშილს სოფელი ისედაც შიმშილობს.. პოპოჭყნი მარტო არ შველის კარტოფილის ან სიმინდის ანდაც ლობიოს მოყვანას.. დანარჩენისთვის მასტერ ქარდი არსებობს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 ექსპერტი ნოდარ კაპანაძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 Saturn მაგის ექსპერტობა შეიძლება სასაცილო იყოს,მაგრამ ბევრი გაჭირვებული რომ ცხოვრობს საქართველოში ეგაც რეალობაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 არა უშავს, ჩვენ ტოტო კუტუნიოს კონცერტებიც გაგვაძღობს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 არსადაც არ ბრუნდებით...წადი სოფელში, მოთოხნე-მოპოჭნე და ეგაა გადარჩები შიმშილსწადი, ვინ გიშლის ამასობაში, მსოფლიო ბანკის გათვლებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტი ღარიბია, 17 პროცენტი კი - ღატაკი ეს 17% ნაცმოს ერთგული ამომრჩეველი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 უნდა მოვიდეს.1. არანაირი ობიექტური მიზეზი არაა რომ ეს არ მოხდეს.2. ეკონომიკური პოლიტიკის სრული კრახი, ჩემის აზრით გარდაუვალია, რუბიკონი გადალახულია. ამის ასაცილებლად უდიდესი რეფორმები და გარდაქმნებია საჭირო, საზოგადოების ყველა სფეროში. არსებულ ხელისუფლებას კი ამის ძალა არ აქვს. ისნი რეფორმების არქონას ნიღბავენ - იჯიმავეთ ყველამ, გაუმარჯოს სექსუალურ რევოლუციას და ეკლესია რა საშინელებაათი ნიღბავენ. 3. ეს ალბათ ლოგიკური და მოსალოდნელიცაა, მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინტქის ამუშავების შემტხვევაში შევძლებთ ამ ჭაობიდან თავის დაღთწევას. ეს ინსტინქტი კი, ჩვენს ერში მხოლოდ ფიზიკური განადგურების პირას იღვიძებს. ასე რომ.მოდი შიმშილო!გელით!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 ასე რომ.მოდი შიმშილო!გელით!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 machkatelaარსადაც არ ბრუნდებით...წადი სოფელში, მოთოხნე-მოპოჭნე და ეგაა გადარჩები შიმშილსდა თუ მოსავალი უამინდობის გამო გაგიფუჭდა , მაშინ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 თუ მოსავალი უამინდობის გამო გაგიფუჭდა , მაშინ? მაშინ უნდა დააზღვიო მოსავალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 მაშინ უნდა დააზღვიო მოსავალი ნამდვილად თუ ვერ აზღვევ შეგიძლია შიმშილით მოკვდე. არაუშავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 თუ გეძვირებათ საჭმელი,ნუ იყიდით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.