lasha1997 Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 მეორე ტური იქნება და შანსები დაახლოებით თანაბარიაა. ალბათ 65% კომაროვსკისაა და 45% კაჩინსკის არ ველოდი ესეთ შედეგს და მალადეც პოლონელები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 lasha1997არ ველოდი ესეთ შედეგს და მალადეც პოლონელები. მანდ დიტო უფრო ლეხ კაჩინსკის დაღუპვის ეფექტმა იმუშავა, თანაც რუსეთთან მიბმულმა. თორემ სხვა შემთხვევაში კონსერვატორების შანსები მცირე იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 მანდ დიტო უფრო ლეხ კაჩინსკის დაღუპვის ეფექტმა იმუშავა, თანაც რუსეთთან მიბმულმა. თორემ სხვა შემთხვევაში კონსერვატორების შანსები მცირე იყო. კი ეგრეა. ეგ იქით იყოს და ძალიან მოკლე მეხსიერება რომ აქვთ ხალხს ეგ მიკვირს.რუსეთმა ამდენი ცუდი გაუკეთა მაგ ქვეყანას და კიდევ პრორუსულ ძალას აძლევენ ხმას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 lasha1997ეგ იქით იყოს და ძალიან მოკლე მეხსიერება რომ აქვთ ხალხს ეგ მიკვირს.რუსეთმა ამდენი ცუდი გაუკეთა მაგ ქვეყანას და კიდევ პრორუსულ ძალას აძლევენ ხმას. არა მგონია ტუსკი და კომაროვსკი პრორუსულები იყვნენ, უბრალოდ ისინი კაჩინსკებივით რადიკალები არ არიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 ძუკუარა მგონია ტუსკი და კომაროვსკი პრორუსულები იყვნენ, უბრალოდ ისინი კაჩინსკებივით რადიკალები არ არიან.+1.მეც მასე მგონიაეს საქართველოში და ისიც მხოლოდ სხვადასხვა ტიპის ისტების ავადმყოფურ წარმოსახვებშია სამყარო ორგანზომილებიანი, პრინციპით - ან ჩვენსკენ ან ჩვენს წინააღმდეგ.ნაცებისთვის კაჩინსკი ჩვენსკენაა, აქედან კი გამომდინარეობს რომ მისი მოწინააღმდეგე რუსეთისკენაა.მარტივი და ეფექტური ლოგიკაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 მეორე ტურში 90%-იანი ალბათობით კომაროვსკი იგებს. მესამე ადგილზე გასული კანდიდატი მემარცხენეა და მისი ხმები, ძირითადად, კომაროვსკისკენ წავა. განსხვავებული აზრის მქონეს შემიძლია გავუმაზო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 lasha1997 არა მგონია ტუსკი და კომაროვსკი პრორუსულები იყვნენ, უბრალოდ ისინი კაჩინსკებივით რადიკალები არ არიან.არც მე მგონია, რომ პრორუსულები იყვნენ, მაგრამ რუსეთთან ტუსკი რომ შეთანხმებაზეა წასული ანდა, პუტინმა თავი მოუქონა, ეს ფაქტია...როგორც ამბობენ პოლონეთში დიდი მარაგი აღმოაჩინეს 'სლანცევიი გაზის'... რომელიც რუსეთში ცოტაა და მომავალში ალბათ ამ გაზზე გადავა მსოფლიოო... ფული, ფული მართავს და ატრიალებს დედამიწას... პს. კაჩინსკის სიკვდილში რომ ბევრი გაუგებრობაა, ხომ ცხადია... ტუსკი სდუმს... კაჩინსკის რომ თავი დავანებოთ, პოლონეთის მთელი ვერხუშკა დაიღუპა და მაინც დუმილი... კაჩინსკები არ უყვარდათ პოლონეთში... ელოდებოდნენ როდის გაუვა დრო, რომ მათი ეპოქა დამთავრდესო... არც მე მგონია, რომ მეორე ძმა რომ პრეზიდენტად აირჩიონ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 არა მგონია ტუსკი და კომაროვსკი პრორუსულები იყვნენ, უბრალოდ ისინი კაჩინსკებივით რადიკალები არ არიან. რავი კი ეხუტება პუტინს და ვნახოთ.თუ არ მეშლება პოლონეთმა ნატოდან უნდა გავიდეთო და ვისი აზრი იყო არ იცით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 65% კომაროვსკისაა და 45% კაჩინსკისმათემატიკაში მოვიკოჭლებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 მათემატიკაში მოვიკოჭლებთ 55% უნდა იყოს თუ არ მეშლება პოლონეთმა ნატოდან უნდა გავიდეთო და ვისი აზრი იყო არ იცით? ალბათ ეს თუ იგულისხმება. თუმცა აქ ნატოდან გასვლაზე არაა საუბარი:როდოსლავ სიკორსკიზეა საუბარი Родившийся 23 февраля 1963 г, политолог и журналист, сумевший побывать министром обороны, выйти из партии «Право и справедливость» Ярослава Качиньского и стать видным членом «Гражданской платформы» Дональда Туска, Сикорский является одновременно и последовательным антикоммунистом, и то сторонником, то противником сближения с Россией. Резонансным стало его заявление годичной давности о том, что он хотел бы видеть РФ в составе НАТО – как писала тогда «Газета выборча», Сикорский уверен в том, что существование Североатлантического альянса без России ущербно. Не менее яростно обсуждали польские СМИ и фразу Сикорского о том, что строительство газопровода Nord Stream похоже на пакт Молотова-Риббентропа. Но в феврале 2010 года Сикорский выступил за то, чтобы Россия не была исключена из процесса расширения НАТО, так как это будет способствовать «стабильности и безопасности в регионах, где ранее не было ни одного, ни другого», сообщает польское деловое издание Money.pl.სხვათა სორის ის ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის ენ აპელბაუმის ქმარია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 ძუკუსხვათა სორის ის ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის ენ აპელბაუმის ქმარია. აპელბაუმი 'ვაშინგტონ პოსტის' კოლუმნისტია და რამდენიმე მწარე სვეტი აქვს გამოქვეყნებული სააკაშვილზე. მათ, შორის 2007 წლის ნოემბერში. აი, ერთ-ერთი მათგანი:http://www.anneapplebaum.com/2007/11/13/georgias-leap-backward/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 საქართველოს პრეზიდენტის, მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილის საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, მის აღმატებულება ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის ანგარიში 2010 წლის 8 ივნისიელისეის სასახლე 11.00ნიკოლა სარკოზი : მოგესალმები ბატონო პრეზიდენტო და ძვირფასო მეგობარო, მიხარია, რომ კვლავ ვხვდებით. როგორც ხედავ კარლას მონაწილეობა ჩვენს შეხვედრაში უკვე მიუთითებს იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ჩვენ შენს ვიზიტს ვანიჭებთ. ვიდრე მეუღლეები ცალკე ისაუბრებენ, მე ყურადღებით მოგისმენ. გთავაზობ, ვიდრე ჩემს სათქმელს გეტყოდე, შენ თავად გადმოგვცე შენი სათქმელი. ჩვენ მეგობრები ვართ და ერთმანეთისთვის დასამალი არაფერი გვაქვს.მიხეილ სააკაშვილი : მადლობა მინდა გითხრათ შესანიშნავი მიღებისათვის. მე ამჯერადაც მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი მიზანია რეგიონში სტაბილურობის მიღწევა და განმტკიცება ; ქვეყნის ეტაპობრივი წინსვლა ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ; ქვეყანაში გავაგრძელოთ ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ამჟამად არსებობს. საქართველომ უნდა შეასრულოს ის მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული როლი, რომელიც მას თავისი მდებარეობიდან გამომდინარე აკისრია. ქვეყანაში იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც დადებითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე.მსურს კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი მადლიერება თქვენი პირადი როლისა და წვლილისათვის ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში, სწორედ საფრანგეთის წყალობით ვიმედოვნებთ, რომ დღეს არსებული პრობლემებიც, ქვეყნის ნაწილობრივი ოკუპაცია და აგვისტოს ომის შედეგად დარჩენილი პრობლემებიც მოგვარდება. საქართველოს ხელისუფლება გონივრული სტრატეგიით აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ მუშაობის გაგრძელებას. საფრანგეთის თანადგომის პირობებში საქართველო სანიმუშო დემოკრატიული ლაბორატორია შეიძლება გახდეს პოსტ საბჭოურ სივრცეში.ნიკოლა სარკოზიჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან. მხარს დაგიჭერთ იმ მოლაპარაკებებში, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ევროკავშირში, აღმოსავლეთთან პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში.რუსეთთან დამოკიდებულებაში ევროპაში პრობლემატური დებატები იყო. არაფერია დასამალი და ევროპა ორ ბანაკად გაიყო. 1. აგრესიულად განწყობილი ნაწილი : პოლონეთი უკრაინა, ლიტვა, 2. გახსნილი პოლიტიკის მომხრე. ჩვენ მოგეხსენებათ მეორე ბანაკს წარმოვადგენთ. ხომ ხედავთ, რა დღეში ჩავარდნენ პირველი ბანაკის წარმომადენლები. პოლონეთის პრეზიდენტი, ღმერთმა აცხონოს მისი სული დაიღუპა, მაგრამ მისი რეიტინგი ქვეყანაში 15% ს არაღემატებოდა. უკრაინის პრეზიდენტი რა სამარცხვინო შედეგითაც წავიდა პოლიტიკიდან ესეც კარგად იცით, ნახეთ ასევე რა ხდება ლიტვაში. ამ პოლიტიკურ კონტექსტში, ჩვენ აბა, სხვა პოლიტიკური სტრატეგია როგორ უნდა გვქონდეს რუსეთთან მიმართებაში ? შეიძლება ვცდებით კიდეც, მაგრამ ჩვენი პოზიციაა საბოლოოდ დავასრულოთ ცივი ომის პერიოდი. ყველაფერი ვიღონოთ, რათა რუსეთი აღარავისთვის იყოს საშიში ქვეყანა. ყველაფერი შეიძლება დამაბრალონ, მაგრამ ლაჩრობა და შიშისგან დამალვა ნამდვილად არაა ჩემი სტილი. რუსეთთან ჩვენი დამოკიდებულება ნამდვილად არაა შიშით ნაკარნახევი, არამედ რუსეთის უფრო გაკეთილშობილებისა და მეტად ცივილურ ქვეყნად გარდაქმნის სურვილით. ესაა უზარმაზარი ქვეყანა, უზარმაზარი პოტენციალით, რესურსით და ასევე უზარმაზარი ამბიციებით. 3 ათასი კმ საზღვარი აქვს ჩინეთთან და მასთან ურთიერობები ცალკე პრობლემაა მისთვის. ამას ემატება შიდა ისლამისტური ინტეგრიზმისა დემოგრაფიის სერიოზული პრობლემები. რუსეთში დიდი ფული ტრიალებს და ერთი სული აქვთ ევროპულ ბაზარზე მოიკიდონ ფეხი. ჩვენ გვინდა მათ ფული ჩვენთან დავახარჯინოთ, რატომაც არა. გვინდა ჩვენი კონტინენტი ერთიანი უსაფრთხოების სივრცეში გავაერთიანოთ.რუსეთთან ჩვენ შეგვიძლია საუბარი. ხომ კარგად გახსოვთ, აგვისტოს მოვლენების დროს ბუშის გამოგზავნილმა გემებმა კი არა (ბუში მე ძალიან მიყვარს, კარგი, მხიარული ადამიანია) ჩვენ შევაჩერეთ რუსები. ამ ომმა რუსეთის ეკონომიკა ძალიან დააზარალა.ჟენევის პროცესი, რომელიც ჩენი იმდროინდელი შეთანხმების ნაწილია უნდა გაგრძელდეს და აფხაზებმა და ოსებმა უნდა ირწმუნონ, რომ საქართველო უფრო მიმზიდველი და მათთვის საინტერესო ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი. საფრანგეთს დაახლოებით იგივე ვითარება ჰქონდა 150 წლის წინ სავუას პროვინციაში, რომელიც მაშინ იტალიას ეკუთვნოდა. ნაპოლეონმა რეფერენდუმი ჩაატარა და მოსახლეობამ იტალიას საფრანგეთი არჩია. ილუზიას არ ვიქმნი, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში ყველა პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ეს შრომატევადი და დელიკატური პროცესია. როცა კბილი გვაქვს გასიებული, ექიმი ჯერ აბსეს მკურნალობს ანტიბიოტიკებით და მხოლოდ მერე გადადის კბილის მკურნალობაზე. ასეა ამ შემთხვევაშიც. მტავარია შეიქმნას სტაბილურობის განცდა. ხალხი თავად დაიწყებს ერთმანეთისკენ სავალი გზების ძიებას.ბერნარ კუშნერი : რამდენადაც ვიცით აფხაზები უკვე ჩამოდიან თბილისში სამკურნალოდ. მ.ს. გეთანხმებით. ჩვენც სწორედ ასეთი სტრატეგია გვაქვს შემუსავებული. მთელ შავიზღვისპირა ზოლში ვცდილობთ ინფრასტრუქტურა პლაჟები განვავითაროთ. მართლაც ბევრი რამ კეთდება ამ მიმართულებით. ნ. ს. ხშირადაა საუბარი პუტინ მედვედევის წყვილზე. თითქოს პრობლემები აქვთ ერთმანეთში და ასე შემდეგ. მე ამაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, მათთან, ორივესთან მუშაობა შეიძლება. ისინი ისეთები არიან, როგორებიც არიან, ჩვენ კი მათ ბიძგი უნდა მივცეთ კიდევ უფრო მეტი გახსნილობისკენ.მისტრალის ტიპის გემთან დაკავშირებით, მე თვითონ გეტყვი : რუსები ეშმაკურად მოიქცნენ და ერთგვარი მახე დაგვიგეს. იმ დროს, როცა ჩვენ მათ ირანის საკითხში თანამშრომლობას ვთხოვდით, მათ გვითხრეს, რომ ჩვენგან გემის შეძენა სურდათ. უხერხული იყო გვეთქვა, რომ თქვენ ირანთან მიმართებაში კი გვჭირდებით, მაგრამ გემს ვერ მოგყიდითო. ჭკვიანურად შეარჩიეს ამისთვის შესაფერისი მომენტი.შენ ჩემი მეგობარი ხარ და იცი, რომ არ მოგატყუებ. ამ შემთხვვაში დიდი როლი ითამაშა რუსეთისადმი ნდობის დემონსტრირების მნიშვნელობამ და ამასთან კონკურენციამაც. რადგან ჩვენ თუ არ დავთანხმდებოდით მეზობლები ამ შეთავაზებას ხელიდან არ გაუშვებდნენ. ამ ყველაფერთან ერთად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მისტრალი არსებულ ძალთა ბალანსს ვერ შეცვლის. რუსეთი საქართველოსთან ომს ვეღარ გაბედავს. თქვენი ამოცანაა მოახერხოთ აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნება რეფერენდუმის გზით. ალტერნატიულ გზას ვერ ვხედავ. მგონი მათი აზრის გათვალისწინება მოგიწევთ. მე კი, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ არასოდეს მიგატოვებთ. ჩვენი რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება სრულებითაც არ ნიშნავს, რომ საქართველოზე ხელი ავიღეთ, მივატოვეთ, ან ყურადღება და მხარდაჭერა შევასუსტეთ. ხომ გახსოვს პუტინს რა პასუხი გავეცი შენი « ერთი ადგილით დაკიდება », რომ უნდოდა. მე ვუთხარი, ეგეთი ლაპარაკი ჩემთვის მიუღებელია და მე ეხლავე ავდგები და დავტოვებ მოლაპარაკების მაგიდას მეთქი.უფრო მეტიც, ჩვენ ეხლა კიდევ უფრო მეტად შევძლებთ თქვენს დაცვას. ცხონებული კაჩინსკი, რუსებს ებუტებოდა, ხმას არ სცემდა და ის როგორ გიშუამდგომლებდათ, უკრაინის პრეზიდენტს კი ისედაც არაფერი ეთქმოდა. ჩვენ მეტის თქმაც შეგვიძლია და მეტის მოთხოვნაც. ჩვენი ურთიერთობა გულახდილობის ფორმატში მიმდინარეობს.მიხეილ სააკაშვილი : დიდი მადლობა, მე ვაფასებ თქვენს გულწრფელობას. კარგად მახსოვს თქვენი გაბედული პოზიციები კონფლიქტის დროს. ამჟამად 6.000 ზე მეტი რუსი ჯარისკაცი იმყოფებ, ოჯახებით კონფლიქტის ზონაში, საიდანაც 120.000 ქართველი გამოიდევნა საკუთარი სოფლებიდან. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რუსეთთან ომით ვერაფერს გავხდებით და გულუბრყვილობაა ვინმემ დაიჯეროს ის, თითქოს ჩვენ ვაპირებთ რუსეთს დავესხათ თავს. თქვენ როგორც მიუნხენში გამოსვლისას აღნიშნეთ, სრულიად გეთანხმებით : პრობლემის გასაღები რუსეთის მოდერნიზებაშია, რათა მხარეთათვის მისაღები გამოსავალი მოიძებნოს. ნიკოლა სარკოზირუსეთმა თავისი სამეზობლოდან ბევრი ქვეყანა დაკარგა, მათიც შეიძლება გვესმოდეს. პარალელურად კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა აქვთ, ყოველწლიურად ათასობით ადამიანი აკლდება რუსეთის დემოგრაფიას. რუსეთის მოდერნიზაცია, მისი ევროპეიზაცია, საერთო ეკონომიკური სივრცე ერთადერთი გზაა მათი ჩართულობის გავალისწინებით, რომ მივიღოთ უფრო სტაბილური და პარტნირობისთვის სანდო რუსეთი. ისინი ოცნებობენ ფული ჩვენთან ჩადონ. ამ გზით ვცდილობთ საერთო ინტერესები გაუჩდეთ. მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ. რაც შეეხება ნატოში თქვენს ინტეგრაციას. ჩვენ მხარს გიჭერთ. (ესე არაა, დაიმოწმა მრჩევლებიც). თქვენ კარგად გესმით, რომ ჯერ კონსენსუსი არაა წევრ სახელმწიფოთა შორის და ინტეგრაციამდე კიდევ რამდენიმე ეტაპია გასავლელი. სხვათა შორის, უნდა გულწრფელად გითხრათ: თქვენს იმ ამერიკელ მრჩევლებს ვკითხე, რომლებიც მაშინ ფუჭ და არარეალისტურ დაპირებებს გაძლევდნენ, რამდენი პროცენტი იყო საქართველოსა და უკრაინის შანსი ალიანსში გასაწევრიანებლად და მათ მე მიპასუხეს, რომ ეს შანსი იყო 0%. აი, ეს მინდა იცოდეთ. მე ყველამ იცის, რომ პროამერიკელი პრეზიდენტი ვარ, ბუშიც მიყვარს და ამერიკაც, მაგრამ მე მინდა, რომ თქვენ რეალურად დაინახოთ ვინ უფრო მეგობარია თქვენი. მე კიდევ ერთხელ გირჩევთ ჯერ რეგიონი დაამშვიდოთ. სტაბილური კავკასია ყველას ინტერესებშია ჩვენ კი გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას. რა თქმა უნდა გავაგრძელებთ და მართლაც დაგეხმარებით. მათ შორის სამხედრო სფეროშიც.მე შენ ოფიციალური ვიზიტის ფორმატში გიღებ პუტინის ჩამოსვლამდე 2-3 დღით ადრე. ჩემს მეუღლესთან და საგარეო სამეთა მინისტრთან, პრემიერ მინისტრთან ერთად. მე ეს ჟესტი შეგნებულად გავაკეთე ყველას დასანახად და გასაგონად. ქართველი ხალხიც უნდა დარწმუნდეს, რომ საფრანგეთს არა თუ არ მიუტოვებია, არამედ გვერდში უდგას მას ისე, როგორც არასდროს.თუმცა პუტინის დამცირებაც არ შეიძლება, ამასწინათ, როგორც იცით იგი პარიზში იყო ვიზიტით, მე ბრაზილიაში წავედი და მას ვერ შევხვდი. 9 მაისის აღლუმზე ბოლო მომენტში შევცვალე გეგმა და აღარ ჩავედი მოსკოვში. მერკელი ჩავიდა. ვიცი ეს ეწყინათ. მე მაინც ესე ვარჩიე გამეკეთებინა. გამგები გაგებს. მე ჩემი პირობები მაქვს. ყოველ შეხვედრაზე ორივეს ვახსენებ, რომ იმ დოკუმენტის შესრულება აუცილებელი პირობაა, რომელზეც შევთანხმდით. საფრანგეთ საქართველოს მეგობარია. რუსეთი ამჟამად ძალიან იბღინძება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საქართველოსთან ომს ვეღარ გაბედავს.ყოველ ჯერზე ვახსენებ მათ ასევე პერევსა და ახალგორს. ვიცი ეს რამდენად სტრატეგიული ადგილებია. ასევე ვახსენებ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე ემბარგოს მოხსნის აუცილებლობას.პუტინს როცა ვხვდები არასოდეს ველაპარაკები მედვედევზე და პირიქით. არ მაინტერესებს რამდენად ეწყობიან ისინი ერთმანეთს ან რაზე კამათობენ. იქნება პუტინი ხელახლა პრეზიდენტი თუ არა. ეს მათი საქმეა. რუსეთი უნდა გახდეს ცივილიზებული ევროპასთან ურთიერთობებში პასუხისმგებლობისა და ღირებულებების პატივისმცემელი ქვეყანა. მიხეილ სააკაშვილი: რუსეთის მოდერნიზებით შეიცვლება მისი მეტყველებისა და ქმედებათა სტილიც. თქვენ დიდი როლი შეგიძლიათ ითამაშოთ. გახსნილი და ევროპული ღირებულებების ერთგული და რეალურად დამცველი რუსეთი ჩვენს ინტერესებშია. რუსეთი უნდა გავიდეს ჩვენი ტერიტორიებიდან. უ საქართველო დაეცემა, მაშინ ევროპა არამარტოენერგეტიკულ კორიდორს დაკარგავს, არამედ კიდევ უფრო სუსტი აღმოჩდება გაძლიერებული რუსეთIს წინაშე. ამაზე ოცნებობს რუსეთი. მე ვხვდები რუსეთის პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკოსებს, ისინი ამ ხედვას იზიარებენ.ასევე მნიშვნელოვანია, ნატოსთან ეტაპობრივი დაახლოება, სავიზო რეჟიმის გამარტივება, ევროკავშირთან მეთი თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში უთანასწორო ვითარებში აღმოვჩდებით. ლისაბონის სამიტზე ბევრია დამოკიდებული. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მიმართ იქნეს პოზიტიური დამოკიდებულება შენარჩუნებული. ნიკოლა სარკოზი: გპირდებით, რომ ვერდში დაგიდგებით. თქვენს შეტყობინებებსაც, რომლებიც ყრადღებით მოვისმინე და ჩავინიშნე გადავცემ ღპუტინსაც და მედვედევსაც. იგივე გავაკეთეთ ჩვენ სირიასთან და ჩვენი გავიტანეთ. მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს. დაპირებებს ჩამოვართმევთ და მერე კა. ეს დახურულობისკენ გვიბიძგებს, პირიქით კი გახსნილობა და თანამშრომლობაა. იცოდეთ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.სიტყვაზე დავიჭერთ და მოვთხოვთ შეასრულონ დაპირება. თუ არადა ხმამაღლა ვიტყვით, რომ პუტინი და მედვედევი იტყუებიან. არა, არ გვინდა ანტირუსული რიტრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 lasha_aloნე ტუდა პაპალ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 lasha_aloხომ იცი ლაშა ამ ქალაქში ყველაფერი დასწრებაზეა. იხ. მეზობელი თემა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 ეხლა მე იმის თქმა არ მინდა რომ პოლონელი ხალხის წინააღმდეგი ვარ,რას ბრძანებთ,მაგრამ ძაან მაგრად მკიდია ვინ იქნება მაგ ქვეყნის პრეზიდენტი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.