SSDK Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) newstudioშენ რას გვტავაზობ? ირონიის გარეშე გეკითხები? არ ვიცი.. მართლა არ ვიცი, რა ვქნათ, რა გზით წავიდეთ..ვფიქრობ მე.. ბევრს ვფიქრობ, მაგრამ არ გამოდის ჯერ არაფერი.. ვერ ვიფიქრებ სწორ გზას.. უფრო მეტი ფიქრი სჭირია, რომ ვატყობ, მაგრამ წინაც ვერ ვიწევ და ეს არის ცუდი..ვიფიქროთ უნდა ხალხნო.. მივაგნოთ იქნებ რაიმეს..აი, ეს თემა რომ არის, სწორედ ისე.. იფიქრა ერთმა ადამიანმა, მოიფიქრა რაღაც.. უნდა გავაანალიზოთ სანამ რამეს ვიზამთ, მგონია მე.. თუ მსჯელობიდან და ანალიზიდან გამოვიტანთ დასკვნას, რომ ნაფიქრალი აღმოჩნდა საინტერესო და სასარგებლო, უნდა დაისახოს გეგმა და შევუდგეთ შესრულებას, მაგრამ თუ ნაფიქრალი ვერ უძლებს კრიტიკას, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ვერ მოვიფიქრეთ სხვა რამე და სხვა გზაც არ ჩანს, არ უნდა შევუდგეთ ჯიქურ, მაინც და მაინც ამ ნაფიქრალის განხორციელებას.. ვალის მოხდაა ხალხნო ეს, ვალის მოხდა და პრობლემის "გადაჭრა".. არ მიგვიყვანს ეს გზა შედეგამდე და შედეგი რა მოსატანია და პოსტლუზინგ დეპრესიას და ნიჰილიზმს რომ თავი გავანებოთ, რამხელა პრობლემა არის ამაში, წინა პოსტში ვილაპარაკე.. დასკვნას გამოვიტან:ვიფიქროთ უნდა..ყველანაირი ნაფიქრალი დავდოთ და აუცილებლად ყველა უნდა განვიხილოთ.. ნაფიქრალის არადამაკმაყოფილებელი შედეგის დროს, არ უნდა მივაწვეთ ჯიქურ მის განხორციელებას.. უნდა აუღელვებლად გადავდოთ ეს ნაფიქრალი და სხვა რამე მოვიფიქროთ.. არ გვინდა პრობლემების ილუზიური გადაჭრები.. არ გვყოფნის, მიშიტოს და ნაციონალების დაბოლებები, ჩვენ თვითონაც რომ არ დავაბოლოთ ჩვენი თავი.. babuagiorgiან ეგერ მაღლა რომ პოსტია სსდკ-სი ისე მოვიქცეთ. ვაბშე არ ამოვიღოთ ხმა იმიტომ რომ აზრი არ აქვსო. ეეჰ სიღრმეები..არასწორად გიგიგიათ ბატონო ჩემო..არ მითქვია მე "ვაბშე არ ამოვიღოთ ხმა მეთქი", ვთვი ის, რომ ასეთნაირად არ უნდა ამოვიღოთ ხმა და სხვა რამ უნდა მოვიფიქროთ.. ხოლო ის, თუ რატომ არ უნდა ამოვიღოთ ასეთნაირად ხმა, იმავე პოსტში წერია ჩემი მოსაზრება დასაბუთებითურთ.. გავიმეორებ მაინც მოკლედ აქაც, დასაბუთების გარეშე:რაც ჩვენ გვინდა გავაკეთოთ, გაკეთებულია უკვე და ჩვენი აქტიურობის შემდეგ ამ კუთხით, ვიმეორებ ამ კუთხით და არა საერთოდ, არაფერი არ შეიცვლება, შეიცვლება მხოლოდ ის, რომ ჩვენსავე თავებს მოვატყუებთ, რომ საქმე გავაკეთეთ და მივესალმებით პატივცემულ ილუზიას, კიდევ და კიდევ არაფერს ვამბობ პოსტლუზინგ დეპრესიაზე.. გვინდა ილუზიური "გამარჯვება".. კაი ბატონო.. "გავიმარჯვოთ" მაშინ.. Edited June 22, 2010 by SSDK Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 babuagiorgi ეეჰ სიღრმეები..არასწორად გიგიგიათ ბატონო ჩემო..არ მითქვია მე "ვაბშე არ ამოვიღოთ ხმა მეთქი", ვთვი ის, რომ ასეთნაირად არ უნდა ამოვიღოთ ხმა და სხვა რამ უნდა მოვიფიქროთ.. ხოლო ის, თუ რატომ არ უნდა ამოვიღოთ ასეთნაირად ხმა, იმავე პოსტში წერია ჩემი მოსაზრება დასაბუთებითურთ.. გავიმეორებ მაინც მოკლედ აქაც, დასაბუთების გარეშე:რაც ჩვენ გვინდა გავაკეთოთ, გაკეთებულია უკვე და ჩვენი აქტიურობის შემდეგ ამ კუთხით, ვიმეორებ ამ კუთხით და არა საერთოდ, არაფერი არ შეიცვლება, შეიცვლება მხოლოდ ის, რომ ჩვენსავე თავებს მოვატყუებთ, რომ საქმე გავაკეთეთ და მივესალმებით პატივცემულ ილუზიას, კიდევ და კიდევ არაფერს ვამბობ პოსტლუზინგ დეპრესიაზე.. გვინდა ილუზიური "გამარჯვება".. კაი ბატონო.. "გავიმარჯვოთ" მაშინ.. ერთი რამ მაინტერესებს.აი შეწყალების თხოვნის წერილი რომ გამზადდეს ხელმოწერებით და გაიგზავნსო მიშასთან და ამ წერილს მიშამ პიარის ნიშნით თანხმობა რომ უთხრას რა დაშავდება? რას აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, ის რომ ეს არასწორი წერილია, თუ იმას რომ 16 წლის გოგო შეიძლება გარეთ გამოვიდეს.ვცადეთ რო? ესაა პრობლემა რომ არა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 ვინ გოგოზეა საუბარი? ფეხბურთების გადამკიდე საერთოდ არ ვარ საქმის კურსში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) babuagiorgiერთი რამ მაინტერესებს.აი შეწყალების თხოვნის წერილი რომ გამზადდეს ხელმოწერებით და გაიგზავნსო მიშასთან და ამ წერილს მიშამ პიარის ნიშნით თანხმობა რომ უთხრას რა დაშავდება? რას აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, ის რომ ეს არასწორი წერილია, თუ იმას რომ 16 წლის გოგო შეიძლება გარეთ გამოვიდეს.სხვაა ეგ სულ..თემა არ ეხებოდა ამას როგორც ვიცი, არამედ გაპროტესტებას, საერთაშორის ორგანიზაციების ფეხზე დაყენებას და მისთანებს..აი შენი ნათქვამი, შეწყალების თხოვნა, სულ სხვაა..ნაფიქრი მაქვს ამაზეც..აგერ ვიტყვი მოსალოდნელ შედეგებს:პირველი ის, რომ ვაღიარებთ მის დანაშაულს, ვაღიარებთ ამ შემთხვევაში ქართული სასამართლოს სამართლიანობას და გადავდივართ შეწყალების თხოვნაზე.. შესაბამისად, ვასამარებთ ჩვენს ბრძოლას სამართლიანობისათვის..შევხედოთ სხვა კუთხითაც:კონკრეტულ შემთხვევაში, მართლაც დიდსულოვნებაა, მიკრო ბრძოლის განწირვა, უსამართლოდ მისჯილის გამოსაშვებად და კარგი საქციელია ეს, მაგრამ, არის სამი მაგრამ: პირველი, რამხელაა შანსი იმისა, რომ მიშიტოს("ყველანი ციხეში", "ნულოვანი ტოლერანტობა") გული აუჩუყდება და გამოუშვებს.. მეორე, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მიშიტოსგან გარკვეულწილად აღიქმება, როგორც აღიარება სასამართლოს შეცდომისა და მოსყიდულობისა, რასაც ნამდვილად არ დააშვებინებს ეს მომსყიდველი და მისი გარემოცვა.. მესამე, საშინელება იქნება, მართლა საშინელება იქნება, თუ ქვეყნის პრეზიდენტი შეიწყალებს ადამიანს შემდეგი ნასამართლეობით: "განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი წინასწარგანზრახული მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით".. რა დააშავა მაშინ მისნაირმა სხვა ახალგაზრდობამ? არ არის ეს გოგონა ერთადერთი ასეთი ბრალდებით.. რატომ ვუშვებთ მას და არა სხვას? მართალიაო არ ითვლება, შეწყალების მოთხოვნით, ჩვენც უკვე ვეთანხმებით "მსაჯის გადაწყვეტილებას", მაშ რატომ უნდა გაათავისუფლოს? მოვა აგერ სატურნი და გვეტყვის, ხომ აღიარებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და რატომ უნდა გამოუშვას მკვლელიო? რაშიც აბსოლუტურად მართალი იქნება..ლოგიკურად, 0.0001%-იც კი არ არის იმისა, რომ ეს თხოვნა დაკმაყოფილდება..ანუ, გამოდის რა?მთელ ბრძოლას ვაუქმებთ, იმისთვის, რისი ლოგიკური შანსიც მიზერულზე დაბალია..მეტი კი არაფერი უქნიათ ნაციონალებს აგვისტოს ომში.. დაგვაკარგვინებს ტერიტორიები და გვაომეს რუსეთთან, სადაც გამარჯვების ლოგიკური შანსი მიზერულზე დაბალი იყო..ღირს ვითომ? მაგრამ არის აქ მეოთხე მაგრამ, მიჩქმალული .. თვითონ მიშიტო არაადეკვატურია და ასე ვთქვათ სულელიც, როცა რამეზე მარტო თვითონ ფიქრობს.. ჩვენც გვახსოვს: "გეშინოდეს სულელისა, მის სვლებს ვერ გათვლი, თორემ ჭკვიანის სვლებს ყოველთვის გათვლის სულ ცოტათი უფრო ჭკვიანი"..ასე რომ, ლოგიკური გათვლები მიშიტოსთან არ არის რეალური.. ჩემის აზრით, მისი არაადეკვატურობის გათვალისწინებით, თხოვნაზე დადებითი პასუხის ალბათობა 1%-ით მეტია, მაგრამ არც ეს 1.0001%-ც არ ღირს ამხელა მსხვერპლად, მგონია მე..სხვა რამეა მოსაფიქრებელი.. Edited June 22, 2010 by SSDK Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) ამ შემთხვევაში წესწყალების თხოვნას გაპრავებასთან ნამდვილად არავითარი შეხება არ აქვს. თუ კიდევ სხვა არის ამ ბრალდებით გოგონა ციხეში იქაც არაა პრობლემა. ყველა ვარიანტში არ შეიძლება საქმის პოლიტიკასთან დაკავშირება. პ.ს. ზედა თქვენი პოსტიდან გამომდინარე არც გაპროტესტებას არ აქვს აზრი. ხო და მაშინ ის ჩემი პოსტიც იმას მიუთითებდა, რომ მაშინ საერთოდ არ უნდა ამოვიღოთ ხმათქო თუ არაფერს აზრი არ აქვს. Edited June 22, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) .. Edited June 22, 2010 by SSDK Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) babuagiorgiძალიან არ მიყვარს ქვოტერობა, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა აქ არ არის..ამ შემთხვევაში წესწყალების თხოვნას გაპრავებასთან ნამდვილად არავითარი შეხება არ აქვს.შეწყალება არის თხოვნა პატიებისა.. თუ თხოვ, რომ უნდა აპატიოს, ესე იგი აღიარებ, რომ დამნაშავეა და არა აქვს აქ მნიშვნელობა, გულში რას ფიქრობ, უბრალოდ, სახალხოდ აღიარებ, რომ დამნაშავეა.. თუ კიდევ სხვა არის ამ ბრალდებით გოგონა ციხეში იქაც არაა პრობლემა.როგორ თუ არაა პრობლემა?რა არაა პრობლემა?ნამდვილად არ მინდა მე, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს ადამიანი შემდეგი ნასამართლეობით: "განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი წინასწარგანზრახული მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით".. აგერ, შეიწყალეს მასე 1 წელიწადში გირგვლიანის მკვლელი, თანაც "მკვლელობა შემთხვევითი ფაქტორების არსებობით" ნასამართლეობით და ავტეხეთ ერთი ამბავი და აქვე ვითხოვთ "განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი წინასწარგანზრახული მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით" ნასამართლეობის გათავისუფლებას? ყოველგვარ ზღვარს სცდება ეს..არაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, რომ რატომ ვუშვებთ ამას და არა სხვებს? თუ ყველანი უნდა გამოვუშვათ?თუ?ააპააააპ!ერთი წუთით.. მე ვიფიქრე, რომ ეს გზა(შეწყალების მოთხოვნა) მოიფიქრე მიშიტო სულელის გამო, იმის გამო რომ 1% შანსს მაინც უმატებს უდანაშაულო ადამიანის გამოშვებას.. ასე მეგონა მე და ამ პოსტის შემდეგ დავეჭვდი..იმას ხომ არ ფიქრობ, რომ როდესაც გოგონა ნამდვილად დამნაშავეა ამ ბრალდებით, ისიც უნდა გამოვუშვათ?პ.ს. ზედა თქვენი პოსტიდან გამომდინარე არც გაპროტესტებას არ აქვს აზრი. ხო და მაშინ ის ჩემი პოსტიც იმას მიუთითებდა, რომ მაშინ საერთოდ არ უნდა ამოვიღოთ ხმათქო თუ არაფერს აზრი არ აქვს. იგივეს მიმეორებ, ხომ გავეცი ამ წინადადებას უკვე პასუხი წინა პოსტში? თუ არ ეთანხმები, არგუმენტები მომიყვანე და არა იგივე სიტყვების გამეორება, თორე დაკოპირებას რა უნდა, კი არ მეზარება.. ვიყოთ ასე მაშინ: მიმეორე ერთი და იგივე შეკითხვა და მეც ვაკოპირებ და ვაკოპირებ ერთი და იგივე პასუხს:ეეჰ სიღრმეები..არასწორად გიგიგიათ ბატონო ჩემო..არ მითქვია მე "ვაბშე არ ამოვიღოთ ხმა მეთქი", ვთვი ის, რომ ასეთნაირად არ უნდა ამოვიღოთ ხმა და სხვა რამ უნდა მოვიფიქროთ.. ხოლო ის, თუ რატომ არ უნდა ამოვიღოთ ასეთნაირად ხმა, იმავე პოსტში წერია ჩემი მოსაზრება დასაბუთებითურთ..გავიმეორებ მაინც მოკლედ აქაც, დასაბუთების გარეშე:რაც ჩვენ გვინდა გავაკეთოთ, გაკეთებულია უკვე და ჩვენი აქტიურობის შემდეგ ამ კუთხით, ვიმეორებ ამ კუთხით და არა საერთოდ, არაფერი არ შეიცვლება, შეიცვლება მხოლოდ ის, რომ ჩვენსავე თავებს მოვატყუებთ, რომ საქმე გავაკეთეთ და მივესალმებით პატივცემულ ილუზიას, კიდევ და კიდევ არაფერს ვამბობ პოსტლუზინგ დეპრესიაზე..გვინდა ილუზიური "გამარჯვება".. კაი ბატონო.."გავიმარჯვოთ" მაშინ.. Edited June 22, 2010 by SSDK Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 SSDKაი, ეს თემა რომ არის, სწორედ ისე.. იფიქრა ერთმა ადამიანმა, მოიფიქრა რაღაც.. უნდა გავაანალიზოთ სანამ რამეს ვიზამთ, მგონია მე.. თუ მსჯელობიდან და ანალიზიდან გამოვიტანთ დასკვნას, რომ ნაფიქრალი აღმოჩნდა საინტერესო და სასარგებლო, უნდა დაისახოს გეგმა და შევუდგეთ შესრულებას, მაგრამ თუ ნაფიქრალი ვერ უძლებს კრიტიკას, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ვერ მოვიფიქრეთ სხვა რამე და სხვა გზაც არ ჩანს, არ უნდა შევუდგეთ ჯიქურ, მაინც და მაინც ამ ნაფიქრალის განხორციელებას.. ვალის მოხდაა ხალხნო ეს, ვალის მოხდა და პრობლემის "გადაჭრა".. არ მიგვიყვანს ეს გზა შედეგამდე და შედეგი რა მოსატანია და პოსტლუზინგ დეპრესიას და ნიჰილიზმს რომ თავი გავანებოთ, რამხელა პრობლემა არის ამაში, წინა პოსტში ვილაპარაკე..+1 akkaiვინ გოგოზეა საუბარი? ფეხბურთების გადამკიდე საერთოდ არ ვარ საქმის კურსშიგვანცა ყუფარაძეზე 14 წლის გოგოს 10 წელი მიუსაჯეს და ფრიად საეჭვო საქმეა...30 ჭრილობა მიუყენებია დაზარალებულისთვის ორი ხვადასხვა დანით "თურმე" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 babuagiorgiძალიან არ მიყვარს ქვოტერობა, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა აქ არ არის.. შეწყალება არის თხოვნა პატიებისა.. თუ თხოვ, რომ უნდა აპატიოს, ესე იგი აღიარებ, რომ დამნაშავეა და არა აქვს აქ მნიშვნელობა, გულში რას ფიქრობ, უბრალოდ, სახალხოდ აღიარებ, რომ დამნაშავეა.. როგორ თუ არაა პრობლემა?რა არაა პრობლემა?ნამდვილად არ მინდა მე, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს ადამიანი შემდეგი ნასამართლეობით: "განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი წინასწარგანზრახული მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით".. აგერ, შეიწყალეს მასე 1 წელიწადში გირგვლიანის მკვლელი, თანაც "მკვლელობა შემთხვევითი ფაქტორების არსებობით" ნასამართლეობით და ავტეხეთ ერთი ამბავი და აქვე ვითხოვთ "განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი წინასწარგანზრახული მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით" ნასამართლეობის გათავისუფლებას? ყოველგვარ ზღვარს სცდება ეს..არაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, რომ რატომ ვუშვებთ ამას და არა სხვებს? თუ ყველანი უნდა გამოვუშვათ?თუ?ააპააააპ!ერთი წუთით.. მე ვიფიქრე, რომ ეს გზა(შეწყალების მოთხოვნა) მოიფიქრე მიშიტო სულელის გამო, იმის გამო რომ 1% შანსს მაინც უმატებს უდანაშაულო ადამიანის გამოშვებას.. ასე მეგონა მე და ამ პოსტის შემდეგ დავეჭვდი..იმას ხომ არ ფიქრობ, რომ როდესაც გოგონა ნამდვილად დამნაშავეა ამ ბრალდებით, ისიც უნდა გამოვუშვათ? იგივეს მიმეორებ, ხომ გავეცი ამ წინადადებას უკვე პასუხი წინა პოსტში? თუ არ ეთანხმები, არგუმენტები მომიყვანე და არა იგივე სიტყვების გამეორება, თორე დაკოპირებას რა უნდა, კი არ მეზარება.. ვიყოთ ასე მაშინ: მიმეორე ერთი და იგივე შეკითხვა და მეც ვაკოპირებ და ვაკოპირებ ერთი და იგივე პასუხს: გინდ ეს გოგო იყოს და გინდ სხვა ვინმე ამ ასაკში 10 წელი გაბერილზე გაბერილია.იქედან რომ გამოვა ასეთი ახალგაზრდა და მერე დანაშაულს ჩაიდენს ზუსტად რომ ამ 10 წლის ბრალი იქქნება. ეხლა საკითხავი ის რომ თუ რა სჯობია მაშინ როდესაც სხვა სამართლებლივი გზები არაა.რაც შეეხება შეწყალებას ამის აზრზე ვარ.ვთქვი უკვე ერთხელ უარი შეწყალებაზე და მეორედ თხოვნაზე. ამ შემთხვევაში ეს სულ სხვა რამ არის. მომენტალურად არის გასარკვევი რა ქმედება შეიძლება და რასაც მე ვუყურებ აქ, იქედან შემიძლია დავასკვნა რომ არავითარი.ისე როგორც მიშაა არადეკვტური ისე საზოგადოებაც.ადამიანი და ამ შემთხვევასი არასრულწლოვანი და თან გოგო წინა პლანზე უნდა დადგეს და მერე სხვა რამ. ეს თუ არ გვესმის მაშინ აზრი არ აქვს საუბარს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 ასობით თხოვნა ვიცი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები სთხოვდნენ რომელიმე რეჟიმს პატიმრის გამოშვებას.ამ შემთხვევასი არ კეთდებოდა აქცენტი მის დანაშაულზე თუ უდანაშაულობაზე. დაველოდეოთ იმას როდესაც მიშა შეიცვლება და ანცები აღარ იქნებიან და ასე 15 წლის შემდე ვთხოვოთ, როდესაც ეს გოგო გარეთ იქნება. თემა ეხებოდა ამ ახალგაზრდა ადამიანს რომლის დანაშაულში აქ ეწჭვი გვეპარება. ამ შემთხვევაში კი ჩემამდე ვერ დადის რა არის ასეთი არასწორი იმაში რომ მიშას ვთხოვოთ.ის რომ მიშაა სააკაშვილი და ამიტომ?სულ ერთ ადგილზე არაა ეს დასკიდებელი თუ ერთ ადამიანს ეშველება მაინც. ყველგან ეს გლობალური მიდგომა ნამდვილად არ არის საჭირო.ჩემი აზრით აქ არც ამაშია საქმე, არამედ თვით საქმისადმი მიდგომაში.რომელი ერთი რამის გაპროტესტება შევძელით აქ?არცერთის.თუ გნებავთ პროტესტის წერილი დაწერეთ და არა შეწყალების, მაინც იგივე საუბარი იქნება აქ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 გვანცა ყუფარაძეზე 14 წლის გოგოს 10 წელი მიუსაჯეს და ფრიად საეჭვო საქმეა...30 ჭრილობა მიუყენებია დაზარალებულისთვის ორი ხვადასხვა დანით "თურმე" რაიმე ტემის ლინკი არ გვაქ? სადაც ეს საქმე ტავიდან ბოლომდეა აღწერილი? დავინტერესდი და მეცოდება მოზარდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 მეტი არაა ჩემი მტერი, ამ პოსტით ვინმემ სხვანაირად დაიწყოს ფიქრი, რომელიმე სულ მცირე ხნით მაინც ჩაგაფიქროთ, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და მეც ჩემს პრობლემას "ვჭრი", რა ვქნა.. წავიკითხე შენი პოსტი და თითქმის ყველაფერს მართალს სწერ.პრობლემის გადასაჭრელად მოვიწვიოთ მეთქი მაგ გოგოს ადვოკატი,ან საქმის კოპიო მაინც ექგნება კოპში და დავდოთ ამ ფორუმზე.წავიკითხოთ და თუ იმაში დავრწმუნდით,რომ ის გოგო უდანაშაულოა მერე მოვიფიქროთ შემდეგი ნაბიჯი. რავი მერ რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ და არ მინდა ცარელა სიტყვებად დარჩეს ეს თემა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 babuagiorgiამ შემთხვევაში წესწყალების თხოვნას გაპრავებასთან ნამდვილად არავითარი შეხება არ აქვს. შენ რა გჭირს ადამიანო და რაც მაქვს წაკითხული მაგ საქმეზე,შეუკერეს მაგ გგოგს საქმე ვიღაცა ჩინოვნიკის კარნახით. ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა და იმიტომაც გავხსენი ეს თემა,რომ არა მგონია მართლა ექნა ეგეთი რამ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 თუ იმაში დავრწმუნდით,რომ ის გოგო უდანაშაულოა მერე მოვიფიქროთ შემდეგი ნაბიჯი. მხხოლოდ ადვოკატის მასალებით პირადად მე ვერ დავრწმუნდები 100%-იან უდანაშაულობაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 მხხოლოდ ადვოკატის მასალებით პირადად მე ვერ დავრწმუნდები 100%-იან უდანაშაულობაში. ეგ მე არ დამიწერია.შემდეგ შეიძლება იმ ბიჭის ჩვენებების დადებაც.ერთი ოთხი მაქვს წაკითხული და ყოველთვის სხვა რამეს ბაზრობდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.