lasha1997 Posted June 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2010 GeoStream ტყუილია ეგ ყველაფერი.მარტო ლაპარაკი შეგვიძლია მაღალფარდოვანი სიტყვებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted June 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2010 მთავარია პირველი ნაბიჯი გადავდგათ! უბრალოთ მაინც, ვინმემ მე-12 სკოლის სურათი დასდეთ.დასდეთ იმ ეზოს სურათი, სადაც დაზარალებული მეზობელ ბიჭებს ეუბნება, "ეგ გოგო არ ყოფილაო. მაგ გოგოს ხომ მეც მოვერევოდიო!"ყველაფერი ეგრე საშიში კი არააა... პირველი ნაბიჯია საჭირო! მეორეც. რა პოლიტიკაზე დაპოლიტიკოსებზე, რა პარტიებზე და პარტიის ლიდერებზე ვლაპარაკობთ აქ??რომ გაიძახიან კუბლაშვილი უნდა გადადგესო. თითი გაანძრიონ, აი მიზეზი (ეს საქმე, თუ მართლა მაგის შვილი ურევია) რატომაც უნდა გადადგეს.რა ვიცი ალასანია, გრეჩიხა, ძიძიგური, რომელიმე სხვა... გვანახეთ რომ პოლიტიკურ ბრძოლის რამე გაგეგებათ!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2010 არ უნდა ამას ამდენი საუბარი, თუ გინდათ აგერ საწყისი ტექსტი. შეასწორეთ ან დასტოვეთ ასე. საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ინტერნეტ–ჯგუფის«პლანეტის» თბილისი 17.6.2010 მ ი მ ა რ თ ვ ა ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ თხოვნით შეიწყალოთ ახალგაზრდა 16 წლის გოგონა გვანცა ყუფარაძე, რომელსაც სასამართლომ და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გთხოვთ გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ დანაშაულის ჩადენისას გვანცა ყუფარაძე 14 წლის ასაკისა იყო. დღეს ზდასრული ადამინიც ბევრ შეცდომებს უშვებს და ასეთ ადმინისთვის მიტევებაც მიღებულია დემოკრატიულ ქვეყნებში. ამ შემთხვევაში კი 14 წლის ასაკიდან ახალგაზრდა გოგოს ციხეში გატარებული წლები უფრო მეტ მიტევებას მოითხოვს. თუ თქვენი დასავლეთის ღირებულებების დეკლარირება მხოლოდ სიტყვები არ არის, იმედია შეისმენთ ჩემს თხოვნას. 1.გირგი ალანია ჩეხეთი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted June 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2010 "დანაშაულის ჩადენისას" ? ესეთი რამე იმ გოგოსთვისაც უნდა შეთანხმდეს. თანახმაა აღიაროს, რომ "დანაშაული ჩაიდინა"?ესეთ აღიარებას კუბლაშვილიც მოაწერს ხელს!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2010 babuagiorgi ამ ტექსტით იმას ამბობ,რომ მაგ გოგომ ჩაიდინა დანაშაული და შეწყალებას ვთხოვთ ყვარყვარეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2010 babuagiorgi ამ ტექსტით იმას ამბობ,რომ მაგ გოგომ ჩაიდინა დანაშაული და შეწყალებას ვთხოვთ ყვარყვარეს. ამ მომენტში გასამართლებულია და მისჯილი აქვს 10 წელი. ასე რომ სცნეს როგორც დამნაშავე. გავქვს ორი ვარიანტი: 1. მივწეროთ რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ამ დედაფეტქებულმა სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა (რამდენად მოეწონება ეს და თანხმობას იტყვის არ ვიცი);2. არ დავიწყოთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარჩევა და ეს წერილი ამ ფორიმით გავაგზავნოთ. პრეზიდენტს კანონით აქვს უფლება შეწყალება მისცეს.მთავარია ციხიდან გამოვიდეს და გასაჩივრების უფლებას მერეც არავინ ართმევს არც მაგ გოგოს და არც ჩვენ საპროტესტო წერილის შედგენისა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2010 არ დავიწყოთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარჩევა და ეს წერილი ამ ფორიმით გავაგზავნოთ. ეს სჯობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 babuagiorgiპრეზიდენტს კანონით აქვს უფლება შეწყალება მისცეს.არ შეიწყალებს, იმიტომ რომ ძმები კუბლაშვილების ინტერესიაო, ამბობენ... 1. მივწეროთ რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ამ დედაფეტქებულმა სასამართლომ არასწორად გადაწყვიტამე მგონი ეს უფრო სწორია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 GeoStreamაი აქ უფრო ბევრი მასალაა მაგ საქმეზე და ყველამ წაიკითხეთ მანდვე ნახავთ თანამოაზროვნეებს პროტესტისთვის.ეს ბმული მე გრიგ მაჩვენა ... და რა აზრი აქვს??? ხომ იცით რომ სანამ ეს მიშმაკაკების მთავრობა არსებობს მანამდე სიმართლეს ვერავინ ვერ იპოვის??? babuagiorgi1. მივწეროთ რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ამ დედაფეტქებულმა სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა (რამდენად მოეწონება ეს და თანხმობას იტყვის არ ვიცი);2. არ დავიწყოთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარჩევა და ეს წერილი ამ ფორიმით გავაგზავნოთ. შენ ჯერ კიდევ გაქვს მშვიდობიანი და სამართლიანი გზებით საქართველოში რამის მოგვარების იმედი??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 მ ი მ ა რ თ ვ ა ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ თხოვნით შეიწყალოთ ახალგაზრდა 16 წლის გოგონა გვანცა ყუფარაძე, რომელსაც სასამართლომ და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გთხოვთ გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ დანაშაულის ჩადენისას გვანცა ყუფარაძე 14 წლის ასაკისა იყო.დღეს ზდასრული ადამინიც ბევრ შეცდომებს უშვებს და ასეთ ადმინისთვის მიტევებაც მიღებულია დემოკრატიულ ქვეყნებში. ამ შემთხვევაში კი 14 წლის ასაკიდან ახალგაზრდა გოგოს ციხეში გატარებული წლები უფრო მეტ მიტევებას მოითხოვს. თუ თქვენი დასავლეთის ღირებულებების დეკლარირება მხოლოდ სიტყვები არ არის, იმედია შეისმენთ ჩემს თხოვნას.არ მომწონს, რადგან აპრიორი დამნაშავეთ გამოგყავს ეგ გოგო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 lasha1997იდეა მაქვს,გავაპროტესტოთ.ვინც კარგად იცის ეს საქმე,შეგვიძლია მოვიწვიოთ(თუნდაც მაგ გოგოს ადვოკატი)და შემდეგ პლანეტას სახელით(ხელმოწერებით იასნად)გავაპროტესტოთ. სასაცილოა ხალხნო..დავწერეთ, მივწერეთ, რა მერე? ჩვენი დაწერილი კი არა, ომბუდსმენის დაწერილი კიდიათ და ერთბაშად ახლა, არიქა პლანეტამ მოგვწერაო, პლენარული სხდომა არ დანიშნოს პარლამენტმა..არც გარე ინსტანციებზე გატანას აქვს აზრი.. იცის უკვე ევროპამაც და ამერიკამაც რა ხილიცაა მიშიტო, მაგრამ არ ჩაერევა მეორეჯერ.. ტყუილია ეს.. პირველ ჩარევას ნანობენ ჯერ კიდევ..ნაცადია უკვე ყველაფერი..არ გამოდის ასე..სულ ტყუილად გავირჯებით და ის კი გვეგონება, აქაოდა კარგი საქმე გავაკეთეთ და ვალი მოვიხადეთო.. აი, ეს უკანასკნელია ყველაზე ცუდი.. სუფრაზე სამშობლოს სიყვარულის სახეცვლილებაა და საშიშია ძაან.. საშიში..შევეგუოთ უნდა..ხვალ თქვენ თუ დაგიჭერენ კენედის მოკვლაზე ვერაფერს ვერ ვიზავთ..თავის დროზე, როცა შეიძლებოდა რაიმეს გაკეთება და შეცვლა, "შეეშვით ამ გირგვლიანს, ნუ გადააყოლეთ ქვეყანა", "რა მოხდა მერე რობაქიძე მოკლეს მე ხო არა", "ხომ მიუსაჯეს 2 წელი და 1 წელიწადში გამოუშვეს, იზეიმა სამართლიანობამ" ვიძახეთ..გვიანია უკვე..ავუშვით უკვე ტილი თავზე..სხვაა მოსაფიქრებელი..ბევრი ფიქრი სჭირდება.. ბევრი.. იხ: "ჩვენ ევროპა, ამერიკა, უგანდა მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას""ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას""ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერთ მხარს""საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერთ ჩვენ მხარს""ჩვენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერთ"გავაგრძელო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 დავწერეთ, მივწერეთ, რა მერე? თუ რამე არ დაიწყე,ვერასოდეს ვერ დაამთავრებ.იმას მართალს ამბობ,რომ მკიდია საზოგადოება გვყავს.სანამ საკუთარს არ მოხვდება ხმას არავინ იღებს და როცა მოხვდებათ ძალიან გვიანი არის ხოლმე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 (edited) lasha1997თუ რამე არ დაიწყე,ვერასოდეს ვერ დაამთავრებ.იმას მართალს ამბობ,რომ მკიდია საზოგადოება გვყავს.სანამ საკუთარს არ მოხვდება ხმას არავინ იღებს და როცა მოხვდებათ ძალიან გვიანი არის ხოლმე. ცუდად არ გამიგო, მაგრამ იყო უკვე ეს და უდაბნოში წრეზე სიარულია შენი წამოწყება, მეტი არაფერი.. ყველა ორგანიზაციამ იცის.. მთელმა მსოფლიომ იცის, საქართველოში პრემიერი რომ მოკლეს.. ყველა ევროპულმა და ამერიკულმა უწყებებმა თუ ენჯეოებმა იციან, გირგვლიანის, რობაქიძის და მისთანების სიკვდილში შსს რომ ურევია.. გაიგეთ ხალხნო, არ გაანძრევენ ისინი ხელს, უფრო სწორედ, აღარ.. კაი ბატონო..აგერ ხარ შენ, აგერა ვარ მე და "აგერაა გერმანია"..აგერვე ვთქვათ რა მოხდება მანდედან:დავწერეთ მიმართვა პრეზიდენტი(პარლამენტი, ვანიჩკა, გიგიჩო, ევროპულ-ამერიკული ენჯეო და ა.შ.)სადმი..აგაშენა ღმერთმა..მითხარი შედეგი..აგერ გეტყვი რა მოხდება:პრეზიდენტ-პარლამენტ-ვანიჩკა-გიგიჩო ეგრევე დაფაცურდებიან, რას ქვია უსამართლობა მოხდა ჩვენს ქვეყანაშიო, ისე არ გვეტკინა არაფერი..საერთაშორისო ორგანიზაციებს, თითქმის ყველას უკვე აქვს ეს ინფო და იმ რიცხვს, რომლითაც საქართველოში უსამართლოებებს აღნიშნავენ +1 აღარ მიუწერენ, მიწერილია უკვე..ხალხის 98%-მა გირგვლიანიც იცის, რობაქიძეც იცის, ჟვანიაც იცის.. რაი მერე? იცის ეს ამბავიც უმრავლესობამ.. ვინც არ იცის მიუწერს +1ს.. თანაც ზემოთ ჩამოთვლილი თვით თავგადამკვდარმა მიშისტებმაც კი იციან.. კარდუმაც იცის, სატურნმაც და დიზაინ-ლარსის მიშა-ღმერთის ტანდემმაც, მარა თუ გგონია იტყვიან, ძაან ცდები.. ადამიანები არიან ეგენი.. ანგელოზობას ვერ მოსთხოვ და ადამიანი მეტი კი არაფერი არაა.. ადამიანი კარდუა, ადამიანი სატურნია და ადამიანი ლარსია.. ლაშა-ალოა ადამიანი და ახლად გაფეტიშებული ბაბუა გიორგია ადამიანი.. ძველი კერპი-ლიციც ადამიანია და შენც ადამიანი ხარ.. მეც ადამიანი ვარ.. უკეთესი გგონია რაიმე ადამიანი? აა ეს არის ადამიანი, მეტი კი არაფერი..ხოდა, იმას ვამბობდი, ხალხისთვისაც არაფერი არ შეიცვლება.. ანუ, წინა სამი მეტაობიექტისთვის(მთავრობა, საზღვარგარეთი, ხალხი) არაფერიც არ შეიცვლება, მაგრამ ამას კიდევ არაუშავს, ცუდი რა არის ამ წამოწყებაში და საშინელება აგერ ვიტყვი ამასაც:100-ჯერ გაკეთებულს 101-ჯერ გავაკეთებთ, არავისთვის არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ შეიცვლება ჩვენთვის.. აი ესაა ძალიან დიდი შეცდომა და ამისაა რომ მეშინია ყველაზე მეტად.. ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური მოთხოვნილება, როდესაც დაისმება ამოცანა, "გადაჭრას".. რატომ არის აქ "გადაჭრას" ბრჭყალებში? იმიტომ, რომ ადამიანისთვის არ არის მთავარი პრობლემის გადაჭრა, არამედ მისი მოთხოვნილებაა, რაიმე მოიმოქმედოს პრობლემის გადასაჭრელად, ანუ "გადაჭრას".. ზუსტად ეს სიტუაცია იქმნება აქაც: პრობლემას ვხედავთ.. ძალიან კარგია ეს უკვე, რომ პრობლემას ვხედავთ.. კიდევ უკეთესია, რომ პრობლემას ვაღიარებთ და ვადასტურებთ, რომ აუცილებელია პრობლემის გადაჭრა.. ეს უკვე კარგი შედეგია ხალხნო, ძალიან კარგი..მაგრამ აი მესამეში, პრობლემის გადაჭრაში მოვიკოჭლებთ, მგონია მე.. გადავდგით ეს ნაბიჯი, დავსახეთ გეგმა პრობლემის გადაჭრისა და უნდა შევუდგეთ ქმედებას, მაგრამ პრობლემის გადაჭრაა ეს თუ "გადაჭრა"?გადაჭრა გვინდა ხალხნო პრობლემის თუ "გადაჭრა"?ეს გზა, რაზეც ეს თემაა შექმნილი, პრობლემის "გადაჭრაა" და არა გადაჭრა..გავაკეთებთ ამას, ვიმეორებ, წინა სამი მეტაობიექტისთვის არაფერიც არ შეიცვლება, მაგრამ ჩვენ ჩავთვლით, რომ გავაკეთეთ ყველაფერი რაც შეგვეძლო და "არხეინად" გავაგრძელებთ ცხოვრებას, ანუ, ჩავთვლით, რომ პრობლემა "გადავჭერით", მაგრამ ვაი, რომ საერთოდ თვალების დახუჭვა სატურნ-ლარსივით და კარდუსავით სირაქლემას პოზა ამ შემთხვევაში ნაკლებად საშიშია, ვიდრე ეს, ჩვენი "პრობლემის გადაჭრა".. ეეეჰ, ნამეტანი რთულად დავიწყე მე ლაპარაკი და გადავედი მოუხნავში გონია..ეგ არაფერი ხალხნო და არც იმას დავაბრალებ, ღამე ნათევი ვარ და მიტომ ვწერე ამდენი თქვა და არც იმით ვიმართლებ თავს, ნასვამი ვარ და ამომასხა მეთქი..არა, მინდოდა და მიტომ დავწერე ამდენი..მეტი არაა ჩემი მტერი, ამ პოსტით ვინმემ სხვანაირად დაიწყოს ფიქრი, რომელიმე სულ მცირე ხნით მაინც ჩაგაფიქროთ, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და მეც ჩემს პრობლემას "ვჭრი", რა ვქნა.. Edited June 21, 2010 by SSDK Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 SSDKგავაკეთებთ ამას, ვიმეორებ, წინა სამი მეტაობიექტისთვის არაფერიც არ შეიცვლება, მაგრამ ჩვენ ჩავთვლით, რომ გავაკეთეთ ყველაფერი რაც შეგვეძლო და "არხეინად" გავაგრძელებთ ცხოვრებას, ანუ, ჩავთვლით, რომ პრობლემა "გადავჭერით", მაგრამ ვაი, რომ საერთოდ თვალების დახუჭვა სატურნ-ლარსივით და კარდუსავით სირაქლემას პოზა ამ შემთხვევაში ნაკლებად საშიშია, ვიდრე ეს, ჩვენი "პრობლემის გადაჭრა"..შენ რას გვტავაზობ? ირონიის გარეშე გეკითხები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 არ მომწონს, რადგან აპრიორი დამნაშავეთ გამოგყავს ეგ გოგო ჩვენ არაფერი არ გამოგვყავს. მომენტალური მდგომარეობიდან გამომდინარე ორი გზაა.1. თხოვნა2. პროტესტი შედეგი დღევანდელობიდან გამომდინარე 1 ვარიანტში მეტი მოსალოდნელია უბრალოდ. ან ეგერ მაღლა რომ პოსტია სსდკ-სი ისე მოვიქცეთ. ვაბშე არ ამოვიღოთ ხმა იმიტომ რომ აზრი არ აქვსო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.