Grig Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 GeoStreamსად წაიკითხეთ? ბმილს დასდებთ? ეს კი თორნიკე ტყემლაძის (დაზარალებულის) ჩვენებაა “სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ერთი თვით ადრე გავეხუმრე, 50 ლარი მასესხე-მეთქი. არ მაქვსო, მითხრა, პირიქით, მე შენთვის უნდა მეთხოვაო. ჩემს დაჭრამდე ერთი კვირით ადრე გვანცამ მკითხა, ფული ისევ გინდაო? კი, მინდა-მეთქი, ვუთხარი. ხუთშაბათს ქართულის გაკვეთილი მქონდა. გვანცამ მითხრა, დედაჩემმა არ მინდა, დაინახოს, ფულს რომ გაძლევ, სკოლის ეზოში მოფარებული ადგილია (ფანჯრიდან დამანახვა ის ადგილი) და იქ ჩამოდი და მოგცემო. ფიზკულტურის გაკვეთილიდან გავედი, პირველად ქუჩიდან, ალაყაფის კართან კედელზე გადავძვერი და ხუთი წუთი ეზოში ვიცადე. მერე უკან გადმოვძვერი. გვანცა ნათაძის ქუჩის ასასვლელში დამხვდა, მითხრა, წამო, ერთად გადავძვრეთო. გვანცამ მითხრა, ფული ფეხბურთის სტადიონზე მაქვს დამალული “ჟეშტის” ქვეშ და ამაწევინეო. უცბად რაღაც მომხვდა უკან, თავიდან ზურგზე დანა მომხვდა. რომ შევძელი, ხელი მოვიქნიე და გამოვიქეცი. გვანცამ დამიძახა, თოკო, მაპატიეო. მერე დავიყვირე, მიშველეთ-მეთქი. მანდ რას აკეთებო, მკითხა თამაზი მასწავლებელმა. მერე გრძნობა დავკარგე. შემიყვანეს მედპუნქტში. მკითხეს, რა მოხდაო. თავიდან არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ მეგონა და არ ვთქვი სიმართლე. ვთქვი, სკოლიდან ვიპარებოდი და მეორე სართულიდან გადმოვხტი-მეთქი. ხუთი დღის მერე რომ დამკითხა გამომძიებელმა, მაშინ ვთქვი სიმართლე. დანით რომ ვიყავი დაჭრილი, არ ვიცოდი. ოპერაცია რომ გამიკეთეს, ექიმებმა მითხრეს, – დანით ხარ დაჭრილიო.დანა არ დამინახავს, ვერ დავინახავდი. ძირს ვეგდე და უკნიდან მირტყამდა გვანცა… დანას როგორ დავინახავდი? თავიდან თავში ვიგრძენი დარტყმა, გავბრუვდი, ვეღარ ვგრძნობდი ვეღარაფერს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც შემდიოდა და გამომდიოდა, მაგრამ რა, არ ვიცი. თუმცა გონება არ დამიკარგავს. დავიბენი და ძირს დავეცი, მაგრამ გონება არ დამიკარგავს. გვანცას ცალი ხელი მხარზე ედო და, ალბათ, ერთი და იმავე ხელით მირტყამდა,მე ამ დროს ვხოხავდი. მერე შემეშინდა და გავიქეცი. http://ucnauri.com/07/04/2010/%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%90-%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 GeoStream ეს კი თორნიკე ტყემლაძის (დაზარალებულის) ჩვენებაა “სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ერთი თვით ადრე გავეხუმრე, 50 ლარი მასესხე-მეთქი. არ მაქვსო, მითხრა, პირიქით, მე შენთვის უნდა მეთხოვაო. ჩემს დაჭრამდე ერთი კვირით ადრე გვანცამ მკითხა, ფული ისევ გინდაო? კი, მინდა-მეთქი, ვუთხარი. ხუთშაბათს ქართულის გაკვეთილი მქონდა. გვანცამ მითხრა, დედაჩემმა არ მინდა, დაინახოს, ფულს რომ გაძლევ, სკოლის ეზოში მოფარებული ადგილია (ფანჯრიდან დამანახვა ის ადგილი) და იქ ჩამოდი და მოგცემო. ფიზკულტურის გაკვეთილიდან გავედი, პირველად ქუჩიდან, ალაყაფის კართან კედელზე გადავძვერი და ხუთი წუთი ეზოში ვიცადე. მერე უკან გადმოვძვერი. გვანცა ნათაძის ქუჩის ასასვლელში დამხვდა, მითხრა, წამო, ერთად გადავძვრეთო. გვანცამ მითხრა, ფული ფეხბურთის სტადიონზე მაქვს დამალული “ჟეშტის” ქვეშ და ამაწევინეო. უცბად რაღაც მომხვდა უკან, თავიდან ზურგზე დანა მომხვდა. რომ შევძელი, ხელი მოვიქნიე და გამოვიქეცი. გვანცამ დამიძახა, თოკო, მაპატიეო. მერე დავიყვირე, მიშველეთ-მეთქი. მანდ რას აკეთებო, მკითხა თამაზი მასწავლებელმა. მერე გრძნობა დავკარგე. შემიყვანეს მედპუნქტში. მკითხეს, რა მოხდაო. თავიდან არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ მეგონა და არ ვთქვი სიმართლე. ვთქვი, სკოლიდან ვიპარებოდი და მეორე სართულიდან გადმოვხტი-მეთქი. ხუთი დღის მერე რომ დამკითხა გამომძიებელმა, მაშინ ვთქვი სიმართლე. დანით რომ ვიყავი დაჭრილი, არ ვიცოდი. ოპერაცია რომ გამიკეთეს, ექიმებმა მითხრეს, – დანით ხარ დაჭრილიო.დანა არ დამინახავს, ვერ დავინახავდი. ძირს ვეგდე და უკნიდან მირტყამდა გვანცა… დანას როგორ დავინახავდი? თავიდან თავში ვიგრძენი დარტყმა, გავბრუვდი, ვეღარ ვგრძნობდი ვეღარაფერს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც შემდიოდა და გამომდიოდა, მაგრამ რა, არ ვიცი. თუმცა გონება არ დამიკარგავს. დავიბენი და ძირს დავეცი, მაგრამ გონება არ დამიკარგავს. გვანცას ცალი ხელი მხარზე ედო და, ალბათ, ერთი და იმავე ხელით მირტყამდა,მე ამ დროს ვხოხავდი. მერე შემეშინდა და გავიქეცი. http://ucnauri.com/07/04/2010/%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%90-%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99/ მაგარი ჩვენებაა და მე სხვა ჩვენებაც მაქვს წაკითხული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 და ამ ჩვენების საფუძველეზე დაიჭირეს ადამიანი? დანა იპოვეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 FRIDRIX12-ჭრილობა რომ მიგეღო დანით აუცილებლად მოკვდებოდი ფრიდრიხ იუზერ ტაშიი 12 ჭრილობამ გაგაკვირვა და ამ პატარა გოგოს მიერ მიყენებულმა უამრავმა ჭრილობამ და დაზარალებულის ცოცხლად გადარჩენამ არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 DATA TUTASXIAფრიდრიხ იუზერ ტაშიი 12 ჭრილობამ გაგაკვირვა და ამ პატარა გოგოს მიერ მიყენებულმა უამრავმა ჭრილობამ და დაზარალებულის ცოცხლად გადარჩენამ არა? როცა 15-კაცი გცემს და თან 12-ჭრილობას მოგაყენებს გადარჩენის შანსი არ არსებობს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
natalir Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 FRIDRIXუბრალოდ არ ვიცი რა კრიტერიუმებით მოვძებნო ნეტში, არც გვარი ვიცი არც სხვა მონაცემი, თორემ ხდება ფრიდრიხ და ეს ჩვენთან, საქართველოში ხდება ვეცდები ვიპოვო. “მკვლელის“ გვარია ბახუტოვი. საქმე სახალხო დამცველის ანგარიშშიცაა შეყვანილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 მაგარი ჩვენებაა და მე სხვა ჩვენებაც მაქვს წაკითხული. მე ეს ბოლო მომენტი მოეწონა. 30 ჭრილობის შემდეგ "მერე შემეშინდა და გავიქეცი." ამ სასამართლოს ვინც განაჩენი გამოიტანა დედა რა..................... თავის ქალაა მოსამართლეზე ასახდელი შიგ რომ ჩაგვახედონ რა უდევს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 babuagiorgi"მერე შემეშინდა და გავიქეცი." ერთი ხუთი სხვა და სხვა ჩვენება აქვს მიცემული,მაგრამ ამ პატარა გოგოს რატომ აუბედურებენ ეგ არ მიესმის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 babuagiorgi ერთი ხუთი სხვა და სხვა ჩვენება აქვს მიცემული,მაგრამ ამ პატარა გოგოს რატომ აუბედურებენ ეგ არ მიესმის.ეტყობა რეალური დამნაშავე ხელშეუხებელია და ამიტომ... DATA TUTASXIA როცა 15-კაცი გცემს და თან 12-ჭრილობას მოგაყენებს გადარჩენის შანსი არ არსებობსჩემი მეგობარი სცემა 20-მდე კაცმა... კარგა მაგრადაც იყო დანით დასერილი და დაჭრილი... გადარჩა... ყველაფერი ხდება... ბოლო-ბოლო, ჩვენი მხედართმთავარი გადაურჩა რუსების ისტრებიტელს, და 15 კაცს გადაურჩე ეს გიკვირს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 ეტყობა რეალური დამნაშავე ხელშეუხებელია და ამიტომ... შეიძლება ეგრეც იყოს,მაგრამ ათი წელი რა უბედურებაა და იქიდან რა უნდა გამოვიდეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 შეიძლება ეგრეც იყოს,მაგრამ ათი წელი რა უბედურებაა და იქიდან რა უნდა გამოვიდეს?დავუშვათ, რომ 30 ჭრილობა მართლა მიაყენა... მაშინ ეკუთვნის სასჯელი...სასამართლო ხომ აქედან, გამოდის, რომ ის გოგო მართლა დამნაშავეა... სხვა საკითხია, დამნაშავეა თუ არა ეს გოგო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 იდეა მაქვს,გავაპროტესტოთ.ვინც კარგად იცის ეს საქმე,შეგვიძლია მოვიწვიოთ(თუნდაც მაგ გოგოს ადვოკატი)და შემდეგ პლანეტას სახელით(ხელმოწერებით იასნად)გავაპროტესტოთ. საწყალი გირგვლიანის და რობაქიძის საქმეზე საზოგადოებამ ხმა რომ არ ამოვიღეთ,იმიტომ ხდება ესეთი რამ.სანამ ჩვენ არ მოგვაკითხავენ ხმას არ ამოვიღებთ და მერე გვიანი იქნება. დავეხმაროთ ამ პატარა გოგოს(თუ უდანაშაულოა) და საკუთარ შვილებსაც. სხვა საკითხია, დამნაშავეა თუ არა ეს გოგო... მაგაში მისი ადვოკატი გაგვარკვევს.თუ შემოვიდა აქ.წესით არ უნდა დაიზაროს და ვნახოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 სხვა საკითხია, დამნაშავეა თუ არა ეს გოგო... მაგაში მისი ადვოკატი გაგვარკვევსადვოკატი აპრიორი სიმართლეს ამბობს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 ადვოკატი აპრიორი სიმართლეს ამბობს? ლოგიკა ხომ არსებობს და მე მგონი მივხვდებით იტყუილება თუ სიმართლეს ამბობს.ფაქტების თანმიმდევრობაზე ვამბობ და ამ ბიჭის მიცემული ჩვენებები არა მგონია სიმართლე იყოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 ადვოკატი აპრიორი სიმართლეს ამბობს? სიმართლეს ვინ ამბობს? ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელია, რომ უდანაშაულოდდ ასე 15 წლის გოგო ციხეში ჩასვა, რომ ლამისაა დავიჯერო მისი დანაშაული...ვერ წარმომიდგენია, მოსამართლე, რომელიც უდანაშაულო ბავშვს ციხეში უშვებს 10 წლით... პს. მართლა, რომელი ასაკიდანაა პასუხისმგებელი ადამიანი კანონის სრული სიმკაცრით ჩადენილ დანაშაულზე, 14-დან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.