Jump to content
Planeta.Ge

ისევ გვანცა ყუფარაძეზე


Recommended Posts

14 წლის გვანცა ყუფარაძე გაასამართლეს, ის ბრალეულად ცნო სასამართლომ და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროცესი ბრალდებულის არასრულწლოვნების გამო დახურული იყო და პრესას საშუალება არ ჰქონდა, პროცესის მიმდინარეობისთვის თვალყური ედევნებინა. სასამართლომ 14 წლის მოზარდი ბრალეულად ცნო, მაგრამ საქმის მასალების, ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმეთა ჩვენებების გაცნობის შემდეგ ეჭვი გაჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობაში, რადგან საქმეში ზედმეტად ბევრი საეჭვო ფაქტი გამოიკვეთა. ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, დაზარალებულს 30 ჭრილობა აქვს მიყენებული, რაც საეჭვოა, 14 წლის კაფანდარა გოგონას მოეხერხებინა. მეორე საეჭვო გარემოება ის არის, რომ ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული სრულიად უმოტივოა. საბრალდებო დასკვნაში და მოგვიანებით განაჩენში მითითებულია, რომ ყუფარაძემ უმიზეზოდ მიაყენა 30 ჭრილობა თავის მეგობარს

 

ამას დავამატებდი, რომ ჭრილობები ორი სხვადასხვა დანითაა მიყენებული და გვანცას არანაირი დაზიანება(ნაკაწრები მაინც) არ ქონდა. ესე იგი დაზარალებული დებილივით იდგა, არც გარბოდა, არც წინააღმდეგობას უწევდა, გვანცა კი ურტყამდა და ურტყამდა!

 

http://a.pix.ge/j/falp7.jpg

 

http://ucnauri.com/07/04/2010/გვანცა-ყუფარაძე-და-თანაკ/

 

პ.ს. რაიმე განცხადება არ გავაკეთოთ? არ შემოგვიერთებით ფორუმელებო?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 118
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

newstudio

დაზარალებულს 30 ჭრილობა აქვს მიყენებული, რაც საეჭვოა, 14 წლის კაფანდარა გოგონას მოეხერხებინა.

არ აქვს მნიშვნელობა კაფანდარაა თუ მძიმე წონოსანი ბოქსიორი ზიანის მიყენების რაოდენობა ხარისხი ინტენსივობა სღრმე დგინდება ექსპერტიზით და არა მოძალადის დამნაშავის ფიზიკური შესაძლებლობებით

 

newstudio

მეორე საეჭვო გარემოება ის არის, რომ ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული სრულიად უმოტივოა

გამოძიებას მოტივი აინტერესებს მაგრამ თუ დამნაშავემ არ განაცხადა მოტივის თაობაზე ამას გამოძიება ვერ დაადგენს ან სხვა გარემოებებით უნდა დაადგინოს დამნაშავის გვერდის ავლით მაგრამ შემდეგ ადვოკატი იტყვის რომ გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაცია რომელიც გამოკვეთავს დამნაშავის სავარაუდო მოტივს არის უსაფუძვლო შეთითხნილი და პროკურორის საბრალდებო დასკვნის გასამაგრებელი საშუალება

 

newstudio

ამას დავამატებდი, რომ ჭრილობები ორი სხვადასხვა დანითაა მიყენებული და გვანცას არანაირი დაზიანება(ნაკაწრები მაინც) არ ქონდა.

და რატომ უნდა ქონდეს ან ნაკაწრი ან სხვა დაზიანება თუ პირველ მეორე დარტყმაზე მსხვერპლი ფსიქოლოგიური შოკისგან და ტკივილისგან მიყენებული შოკისგან ვერ შეეწინააღმდეგა მოძალადეს

 

 

newstudio

სე იგი დაზარალებული დებილივით იდგა, არც გარბოდა, არც წინააღმდეგობას უწევდა,

როცა დანით ჭრილობას მოგაყენებენ და სისხლის დაკარგვა იწყება ეს იწვევს თავბრუსხვევას და მთელი სხეული კარგავს ძალას აქედან გამომდინარე წინაღმდეგობას ვერ გაუწევდა მოძალადეს

 

newstudio

გვანცა კი ურტყამდა და ურტყამდა!

ეს დაადგინა გამოძიებამ და ამას მისი ადვოკატის თეორიული ეჭვები ვერ უშველის დამნაშავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კანონმდებლობის შესაბამისად მიესაჯა სასჯელი რომელსაც მოიხდის ციხეში მანამ სანამ სასჯელი არ მიაღწევს სასურველ შედეგს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ გოგო უდანასაულობაში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული..///სტრაზბურგის იმედი ნამდვილად მაქვს...

 

ამბობენ, იმ ბიჭებთაგან ერთი,პალიკო და კოტიკო კუბლაშვილების ახლო ნათესავიაოოო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ამბობენ, იმ ბიჭებთაგან ერთი,პალიკო და კოტიკო კუბლაშვილების ახლო ნათესავიაოოო

კენედი ვინ მოკლა არ ამბობენ???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეზარება ახლა ადვოკატობა, თორემ ფრიდრიხ, წაგებული ხარ :)

 

გინდა ჩვენს ხელთ არსებული მასალებით მოვაწყოთ დადგმული სასამართლო, თუ რა თქმა უნდა მორალურად მისაღები იქნება ფორუმელთათვის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

თორემ ფრიდრიხ, წაგებული ხარ

წაგებული რომ ვიყო მაშინ ის პროკურორიც წააგებდა რომელმაც სასჯელი მოითხოვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წაგებული რომ ვიყო მაშინ ის პროკურორიც წააგებდა რომელმაც სასჯელი მოითხოვა

ალბათ პირველად არ ვწერ, მაგრამ იმ საქმის შესახებ თუ გსმენია კაცი მკვლელობითვის რომ ზის დღესაც ციხეში და დაზარალებულის ჩვენება არსებობს რომ ცოცხალია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ალბათ პირველად არ ვწერ, მაგრამ იმ საქმის შესახებ თუ გსმენია კაცი მკვლელობითვის რომ ზის დღესაც ციხეში და დაზარალებულის ჩვენება არსებობს რომ ცოცხალია?

 

ანუ ვინც მოკლა მან განაცხადა რომ არ მოუკლავთ და ცოცხალია??

ეგეთი შეცდომები აღარ ხდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

უბრალოდ არ ვიცი რა კრიტერიუმებით მოვძებნო ნეტში, არც გვარი ვიცი არც სხვა მონაცემი, თორემ ხდება ფრიდრიხ და ეს ჩვენთან, საქართველოში ხდება :)

 

ვეცდები ვიპოვო.

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

 

კენედი ვინ მოკლა არ ამბობენ???

 

კენედიის მკვლელობა რომ არ ბრალდება ვინმეს საქართველოში ამდენი ხანი მაგრად მიკვირს ისე.

 

"ამან დამარტყა დანაო" არ არის მტკიცებულება.

როგოც გავიგე, არც დანა ნაპოვნი და არც რამე კვალი რა. პროსტო თუ გინდ ცხრაჯერ დამნაშავე იყოს ეს გოგო, ასეთი მტკიცებულებებით კენედის მკვლობაც შეიძლება დაბრალდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

როცა დანით ჭრილობას მოგაყენებენ და სისხლის დაკარგვა იწყება ეს იწვევს თავბრუსხვევას და მთელი სხეული კარგავს ძალას აქედან გამომდინარე წინაღმდეგობას ვერ გაუწევდა მოძალადეს

 

კაი თუ ძმა ხარ ერთხელ დაახლოებით 15 კაცთან მომიწია ჩხუბი თანაც ყველა დანას მირტყავდა 10-12 ჭრილობა მქონდა და მაინც მაგრად დავამჟავე ტიპები. კინო ხო არ არის ერთი დარტყმით ძალა დაკარგოს. ქათამი არ კვდება ეგრევე.

მეორე 30 ჭრილობა მიაყენა, ანუ ან ეს ბავშვი ვერ არის ჭკუაზე ან რაღაც საშინელება მოხდა და ამის საპასუხოდ. როგორ შეიძლება მოტივის გარეშე. არ მჯერა. ამ სასამართლოსი ხო სულ სიმართლე რომ იყოს, არ მჯერა, ისე აქვთ შელახული სახელი. პირადად მაქვს სასამართლოზე ისეთები ნანახი გული გაგისკდებოდა კაცს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ გოგო უდანასაულობაში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული..///სტრაზბურგის იმედი ნამდვილად მაქვს...

 

ამბობენ, იმ ბიჭებთაგან ერთი,პალიკო და კოტიკო კუბლაშვილების ახლო ნათესავიაოოო

presa.ge უნდა მოიძებნოს დიდი სტატიაა მაგ საქმეზე. ძალიან ბევრი საეჭვო ფაქტია იქ მოყვანილი მაგ საქმეზე... მგონი 2 ბიჭმა წაიყვანა სკოლის ეზოდან და მერე უკვე მკვდარი ნახეს სკოლის ეზოში.

სკოლის დირექტორი და მასწავლებლებლებიც უცნაურ ჩვენებას იძლევიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

ერთხელ დაახლოებით 15 კაცთან მომიწია ჩხუბი თანაც ყველა დანას მირტყავდა 10-12 ჭრილობა მქონდა და მაინც მაგრად დავამჟავე ტიპები

ანალგინს კონკურენტი გამოუჩნდა ფორუმზე :givi:

Bruce_Lee.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ტაშიი

დანაშაული მოხდა დამნაშავე დაისაჯა არ აქვს მნიშვნელობა ბავშვია კაფანდარაა სასამართლოსი ჯერა ვინმეს თუ არა

 

12-ჭრილობა რომ მიგეღო დანით აუცილებლად მოკვდებოდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...