Jump to content
Planeta.Ge

საკონსტიტუციო ცვლილებები


Recommended Posts

  • Replies 105
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

machkatela

როგორი კონსტიტუციის პროექტიც არ უნდა დაედოთ, იგივე შეფასებები ექნებოდა...   ამ ხელისუფლებსი სახლში გაშვებას, საყოველთაო სახალხო ნება თუ უშველის, სხვა დანარჩენი ვერაფერი...   მაშინ უნდა ჩაიწეროს კონსტი

lasha1997

რას გულისხმობ სამშობლოს უარყოფაში?     შენი ნალაპარაკებიდან გამოდის,რომ მშიერი უნდა დახოცო ოჯახი,მაგრამ სამშობლოში უნდა იცხოვრო არა? რა ჩემს ფეხებად მინდა ეგეთი სამშობლო,თუ არაფრის შანს არ მაძლევს ო

Saturn

babuagiorgi ცუდი ყოფილა არა იდიოტურ ბრალდებებს რომ გიყენებენ?     რაც შეეხება ემიგრანტებს, ჩემი აზრით ამ ხალხზე რამე ბრალდებების წაყენება უაზრობაა, რადგან ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს და უფლება ა

Posted Images

მეტრაკეების პარადმა გადაფარა არა საკონსტიტუციო ცვლილებები? :givi: აგვისტოში უნდა ყოფილიყო განხილვა და არაფერი ისმის? Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ცუდი ყოფილა არა იდიოტურ ბრალდებებს რომ გიყენებენ?

 

 

რაც შეეხება ემიგრანტებს, ჩემი აზრით ამ ხალხზე რამე ბრალდებების წაყენება უაზრობაა, რადგან ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს და უფლება აქვს ისე იცხოვროს (ეს საცხოვრებელ ადგილსაც ეხება და ცხოვრების სტილსაც) როგორც თავად თვლის საჭიროდ. მხოლოდ ერთი რამ უნდა იყოს გათვალისწინებული აქ. კერძოდ ის, რომ არც ემიგრანტთა მხრიდან არაა ლამაზი ჭკუის სწავლება იმ ხალხზე ვინც საკუთარ ქვეყანაში დარჩა და თავისი ნიჭით და შრომით ცდილობს ეს ქვეყანა საცხოვრებლად უფრო კარგი გახადოს.

 

როდის გიყენებდი იდიოტურ ბრალდებებს? რაღაც ვერ ვიხსენებ. :)

 

რაც შეეხება ჭკუის სწავლებს. აქ მგონი შეიძლება ეს იყოს არასწორი აღქმა.

ემიგრანტსაც გული შესტკივა სამშობლოზე და იგივე უფლება აქვს თავისი შეხედულება იქონიოს საკითხზე, მაგრამ ეს შენ არ უნდა აღიქვა როგორც ჭკუს სწავლება.

აბა ასე ყოველი სიტყვა აქ დაწერილი ჭკუის სწავლებად აღიქმევა დაბა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომელსაც თქვენ და სხვების გადასახადებიან აიღებს სახელმწიფო

თქვენ თუ ბენდუქიძე გადარდებთ, შეიტანეთ მასზე სისხლი სამართლის საჩივარი,

გასაგებია, ჩვენი გადასახადები თქვენ არ გადარდებთ, რა თქმა უნდა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და თავი ქუდში გაქვთ.კარგი რამეა ორმაგი მოქალაქეობა,საქართველოსგან უფლებებს მოითხოვთ, ხოლო მის წინაშე ვალდებულებები არ გეხებათ და მიშას უნდა ასეთი ადამიანების ხელისუფლებაში მოყვანა,ამიტომაც იცავთ მას კბილებით,არის თუ არა ეს მიხეილისტობა? ბენდუქიძის წინააღმდეგ შევიტანოთ სარჩელი და დავაპატიმროთ,კი მაგრამ აქეთ რუსული ტანკები რომ წამოვლენ მის გასანთავისუფლებლად,თქვენ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამშვიდობოს იქნებით მანდ და დააკვირდებით მოვლენების განვითარებას შორიდან,ხოლო საქართველოს მოქალაქეებს კიდევ აქ,ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ არა? აი რა კარგია ორმაგი მოქალაქეობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ცუდი ყოფილა არა იდიოტურ ბრალდებებს რომ გიყენებენ?

ვინ ვის წაუყენა იდიოტური ბრალდება,როდის და რომელი გამარკვიე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გრიგალი

ვინ ვის წაუყენა იდიოტური ბრალდება,როდის და რომელი გამარკვიე?

word -ის ფორმატში გირჩევნია დასკვნა რომ გამოგიგზავნო თუ pdf -ში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მომხმარებელი შემოსულია Saturn

word -ის ფორმატში გირჩევნია დასკვნა რომ გამოგიგზავნო თუ pdf -ში?

მაგ ფორმატებში ნამდვილად ვერ ვერკვევი კარგად,გამოაგზავნე და ყველამ წაიკითხოს,რა არის დასამალი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გასაგებია, ჩვენი გადასახადები თქვენ არ გადარდებთ, რა თქმა უნდა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და თავი ქუდში გაქვთ.კარგი რამეა ორმაგი მოქალაქეობა,საქართველოსგან უფლებებს მოითხოვთ, ხოლო მის წინაშე ვალდებულებები არ გეხებათ და მიშას უნდა ასეთი ადამიანების ხელისუფლებაში მოყვანა,ამიტომაც იცავთ მას კბილებით,არის თუ არა ეს მიხეილისტობა? ბენდუქიძის წინააღმდეგ შევიტანოთ სარჩელი და დავაპატიმროთ,კი მაგრამ აქეთ რუსული ტანკები რომ წამოვლენ მის გასანთავისუფლებლად,თქვენ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამშვიდობოს იქნებით მანდ და დააკვირდებით მოვლენების განვითარებას შორიდან,ხოლო საქართველოს მოქალაქეებს კიდევ აქ,ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ არა? აი რა კარგია ორმაგი მოქალაქეობა.

 

ბატონოჩემო, მე ბენდუქიძეზე არ მაქვს უფლება შევიტანო საჩივარი იმიტომ რომ თვითონ ვარ საქართველოში ძებნილი.

 

რაც შეეხება ბენდუქიძეს გადასარჩენად წამოსულ ტანკებს. :givi:

რუსები მადლობას გეტყვიან თუ დააპატიმრებთ. იქ რუსეთში მის ქონებას მოუვლიან.

 

მესამე თუ მეოთხე.

ბევრ ჩვენს თანამემაულეს აქვს რუსეთის მოქალაქეობა მიღებული. სამაჩაბლოში მცხოვრები ოსი ეროვნების თანამოქალაქეები, აფახაზეთში მცხოვრები აფხაზები და რუსეთში ოხრად მცხოვრები ქართველი თანამემამულეები.

მოკლედ თქვენ ეს ხალხი არ გინდათ არა?

შეიძლება არც სამაჩაბლო და აფხაზეთი არ გინდათ?

 

ისე კიდევ ერთხელ, მაინც ვერ ვგებულობ რა გინდათ?

რა პრობლემას უქმნის საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა, შეგიძლითა კონკრტულად ჩამოწეროთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

შენ რას ჩაიხვიე ვერ გამიგია და ერთი ქვეყანა მაინც დამისახელე,სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან?

 

 

მე და შენზე არ არის აქ ბაზარი და მართალს ამობს ეგ კაცი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

შენ რას ჩაიხვიე ვერ გამიგია და ერთი ქვეყანა მაინც დამისახელე,სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან?

 

 

მე და შენზე არ არის აქ ბაზარი და მართალს ამობს ეგ კაცი. :)

 

ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კავანი არის ინგლისსი მოქალაქე.

პ.ს. კიდევ ჰყავდათ აქ რამოდენიმე. ერთი ავსტრიის მოქალაქ იყო. გვარები არ მახსოვს. ესენი ყოფილი დისიდენტები იყვნე რა.

მოკლედ ამის პრობლემა არ ჰქონდათ.

 

მაგი კაცი არ იძახის სიმართლე. ეს სიმართლე საქართველოს ძვირი დაუჯდება. შეიძლება ითქვას, რომ ამ სიმართლეს მინიმუმ ის, რომ დღესვე შეგვიძლია ოფიციალურად ვაღიაროთ ოსეთი და აფახაზეთი.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღესვე სეგვიძლია ოფიციალურად ვაღიაროთ ოსეთი და აფახაზეთი.

 

 

ეს რაღა შუაშია აქ და ჩეხეთში რუსეთის მოქალაქეს დანიშნავდნენ?

 

 

მე ბენდუქიძეს შპიონობა და რუსეთის სასარგებლოდ მუშაობაზე არაფერი არ ვიცი,მაგრამ მილიონობით ქონება იქ რომ აქვს,ეს მისაპრესათაც საკმარისია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

რა პრობლემას უქმნის საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა, შეგიძლითა კონკრტულად ჩამოწეროთ?

ლაშამ ჩემს მაგივრად უკვე გიპასუხა თავისი შეკითხვით,მეც გიპასუხე რამოდენიმეჯერ არგუმენტირებულად,ეხლა კიდევ გიპასუხებ ამჯერად უკვე ბოლოჯერ,თუმცა დარწმუნებული ვარ მაინც არას იტყვი,ვინაიდან, როცა კაცს არ უნდა რიყეზე ქვას ვერ დაინახავს. თუ ორმაგი მოქალაქეობა გავიდა, საქართველოს პარლამენტში აუცილებლად უმრავლესობაში აღმოჩნდებიან რუსეთის მოქალაქეობის მქონე ის პირები,რომლებმაც თავიანთი მერკანტილური მოსაზრებების გამო მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა, ასეთები არიან; ა. ებრალიძე, ზ. წერეთელი, ის ქართველები ვინც პუტინთან ერთად პრიმაკოვის დაბადების დღეზე იქეიფა, ვინც მე ახლა ჩამოგითვალე ზღაში წვეთია რუსეთში მცხოვრები დანარჩენი რენეგატი ქართველებისა და მაშინ,სამაჩაბლოსაცა და აფხაზეთსაც გამოაცხადებენ ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძევლად დარჩენილ ჩვენს თანამემამულეებს,დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ისინი დაპყრობილი ტერიტორიების განთავისუფლებისთანავე მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას. ,,ბაბუაგიორგი"ნუ გგონია, რომ მარტო შენ იბრძოდი ამქვეყნის თავისუფლებისათვის, თქვენი მონა-მორჩილის გვერდში არა ერთი ახალგაზრდა ვაჟკაცი დაეცა საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, არა ერთი ჩემი თანამებრძოლი დაბრუნდა ბრძოლის ველიდან მძიმედ დაინვალიდებული და ისინი არ წუწუნებენ და არავის არაფერს არ აყვედრებენ, ვაჟკაცურად უძლებენ აქაურ მძიმე ცხოვრებას. დღესაც მზად ვართ,თუ სააკაშვილის მსგავსი მოღალატე ხელისუფლება არ გვეყოლება, იარაღი ავიღოთ ხელში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინმემ თუ იცით ტექსტი სად შეიძლება, რომ ვნახო.

 

მარნეულის მოსახლეობას რომ აცნობენ, ჩვენც ხომ შეიძლება ვნახოთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღესაც მზად ვართ,თუ სააკაშვილის მსგავსი მოღალატე ხელისუფლება არ გვეყოლება, იარაღი ავიღოთ ხელში.

:givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

[quote name='ტაშიი' date='დღეს, 03:21 AM' timestamp='1282605668' post='316917'

 

ვინმემ თუ იცით ტექსტი სად შეიძლება, რომ ვნახო.

არ ვიცი რის ტექსტს მოითხოვთ ბატონო ,,ტაში ტუში ტაშფანდური", თუ კონსტიტუციის პროექტის ტექსტი გნებავთ იხილეთ ,,პარლამენტ ჯი"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...