Lo Janko Posted August 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2010 საჯარო მოხელეს იმავდროულად შეუძლია იყოს,საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად,უცხო ქვეყნის მოქალაქეცსაქართველოს საზღვრისპირა ქალაქებისა და რაიონების ხელისუფლების ორგანოები, შეიძლება დაკომპლექტებულ იქნეს უცხო ქვეყნების მოქალაქეებით.მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებითგრიგალი, ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით და არა მარტო ამასთან დაკავშირებით არის მკვეთრად უარყოფითი. მე ვკაიფობ იმ უნიათო და უტვინო ოპოზიციაზე, რომლიც გამოდიოდა კონსტიტუციის შეცვლის ინიციატივით.იმდენად იდიოტები არიან ვერ ხვდებიან, რომ პრობლემა კონსტიტუციაში კი არა საზოგადოების მენტალიტეტში და კონკრეტულად მათშია.მიხოს ფენომენი ქართველმა ხალხმა შექმნა, რომელშიც ყველაზე ქმედითი როლი სწორედ მათ - დღევანდელმა ოპოზიციამ შეასრულა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2010 პირველ რიგში მივესალმები ყველა მონაწილეს! უდაოა,რომ მიშა კონსტიტუციას თავისთავზე ირგებს,თუმცა არანაკლებად სახიფათოა მოცემული პროექტის 29-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტი,კერძოდ; ამ ნორმის მიხედვით-გარდა პრეზიდენტისა,პრემიერ მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისა,ნებისმიერი დონეზე,ნებისმიერ საჯარო მოხელეს იმავდროულად შეუძლია იყოს,საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად,უცხო ქვეყნის მოქალაქეც.როგორ წარმოგიდგენიათ ბატონებო,როცა მოცემული პროექტის მიხედვით, საქათველოს პრეზიდენტმა უნდა შეათანხმოს თავისი მოქმედებები საქართველოს მთავრობასთან,სადაც,თუ ყველა არა,ერთი-ორი მაინც იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქე.მაგალითად;საქართველოს თავდაცვის მინისტრი,შეიძლება იყოს,რუსეთის მოქალაქე.აგრეთვე საქართველოს საზღვრისპირა ქალაქებისა და რაიონების ხელისუფლების ორგანოები, შეიძლება დაკომპლექტებულ იქნეს უცხო ქვეყნების მოქალაქეებით.მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით.უმორჩილესად გთხოვთ ყველას წინ აღვუდგეთ ამ ღალატს,რომელიც გამანადგურებელი იქნება ჩვენი სამშობლოსათვის.გთხოვთ მიაწვდინოთ თქვენი ხმა, ,,საჯარო განხილვის კომისიას"საქართველოს პარლამენტში და გამოთქვათ თქვენი პროტესტი.ჩვენთვის ყველაზე უპრიანი უნდა იყოს ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის" კონსტიტუციის მე-13 მუხლი, ,,საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს იმავე დროს სხვა ქვეყნის მოქალაქე",ხოლო მათთვის, ვისაც არ შეუძლია უარი თქვას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე,შემოღებული უნდა იქნეს მწვანე ბარათების სისტემა. ნუ ორმაგ მოქალაქეობას მივესალმები.საერთოდ არასწორია შეზღუდვა ამ ამბეში. კაცმა არ იცის ის თუ როდის რა პრობლემები შეემთხვევა, სად მოუწევს ცხოვრება და ა.შ. არავის არ აქვს უფლება ვინემს მოაქალაქეობა წაართვას და ასევე შეზღუდოს მისი სწრაფვა ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე.ეხლა წარმოიდგინეტ შვილები. ვთქვათ და მშობლები სხვა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. რა არჩევანის წინაშე დავაყენოთ? მეორე.ძალიან კარგად იცით ის, რომ სამაჩაბლოს ოსი მოსახლეობამ რუსეთის მოქალაქობა მიიღო 99%-ა ამ შემთხვევაში რა გავაკეთოთ? რაც სახელმწი სამსახურს ეხება. ადამიანი ან ემსახურება ქვეყანას ან არა.ეხლა რა მიშას რომ არ აქვს ორმაგი მოქალაქეობა ქართველია? ანა საქართველოსთვის ზრუნავს? მეტი დაუდგა მაგას გვერები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გრიგალი Posted August 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2010 პირველ რიგში მივესალმები ყველა მონაწილეს! უდაოა,რომ მიშა კონსტიტუციას თავისთავზე ირგებს,თუმცა არანაკლებად სახიფათოა მოცემული პროექტის 29-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტი,კერძოდ; ამ ნორმის მიხედვით-გარდა პრეზიდენტისა,პრემიერ მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისა,ნებისმიერი დონეზე,ნებისმიერ საჯარო მოხელეს იმავდროულად შეუძლია იყოს,საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად,უცხო ქვეყნის მოქალაქეც.როგორ წარმოგიდგენიათ ბატონებო,როცა მოცემული პროექტის მიხედვით, საქათველოს პრეზიდენტმა უნდა შეათანხმოს თავისი მოქმედებები საქართველოს მთავრობასთან,სადაც,თუ ყველა არა,ერთი-ორი მაინც იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქე.მაგალითად;საქართველოს თავდაცვის მინისტრი,შეიძლება იყოს,რუსეთის მოქალაქე.აგრეთვე საქართველოს საზღვრისპირა ქალაქებისა და რაიონების ხელისუფლების ორგანოები, შეიძლება დაკომპლექტებულ იქნეს უცხო ქვეყნების მოქალაქეებით.მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით.უმორჩილესად გთხოვთ ყველას წინ აღვუდგეთ ამ ღალატს,რომელიც გამანადგურებელი იქნება ჩვენი სამშობლოსათვის.გთხოვთ მიაწვდინოთ თქვენი ხმა, ,,საჯარო განხილვის კომისიას"საქართველოს პარლამენტში და გამოთქვათ თქვენი პროტესტი.ჩვენთვის ყველაზე უპრიანი უნდა იყოს ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის" კონსტიტუციის მე-13 მუხლი, ,,საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს იმავე დროს სხვა ქვეყნის მოქალაქე",ხოლო მათთვის, ვისაც არ შეუძლია უარი თქვას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე,შემოღებული უნდა იქნეს მწვანე ბარათების სისტემა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2010 babuagiorgi ორმაგი მოქალაქეობა კარგია,მაგრამ ეს კაცი სხვა რამეს ამბობს.თავდაცვის მინისტრი რუსეთის მოქალაქე რომ იყოს ეგ როგორ გამოდის და კეზერაშვილი გვყავდა ეგეთი.ისრაელის მოქალაქეც არის და იმიტომაც დაითესა იქ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2010 ,,საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს იმავე დროს სხვა ქვეყნის მოქალაქე",ხოლო მათთვის, ვისაც არ შეუძლია უარი თქვას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე,შემოღებული უნდა იქნეს მწვანე ბარათების სისტემა. ბევრი რომ არ გავგრძელო ჩემს მაგალითს დავწერ. 2004 ვკვდებოდი აქ. მოკლედ თუ გადავრჩებოდი არავის ეგონა და მე ხომ ისედაც არ მჯეროდა. პოლიტიკური თავშესაფარი ჩემს ოჯახს ჩემი გულისთვის ჰქონდა. უფრო სწორედ ამას ოჯახის შეერთებას ეძახიან აქ.ეხლა რომ მომკვდარიყავი მაშინ, შესაძლებელი იყო ჩემი ოჯახისთვის უარი ეთქვათ თავშესაფრის გაგრძელებაზე. იყო ასეთი შემტხვევები.ამიტომ გადავწყვიტე მაშინ მოქალაქეობის მიღება. ნუ უფრო სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი. იყო სხვა მიზეზებიც არანაკლებ წონიანი, მაგრამ ჩემი აზრით ეს საკმარისია. რაც სამსახური დავიწყყე იმ დღიდან საქართველოს სამსახურში ვარ და ვიქნები ყოველთვის. ომი ჯანდაბა და უბედურება არ დამკლებია თავს და ვის აქვს უფლება შემეცილოს საქართველოს სიყვარულში? ეხლა რაც ჩეხეთის მოქალაქეობას ეხება კიდევ. მარცხენა ფეხი დავკარგე და პროტეზი მჭირდება ყოველ 2 წელიწადში ერტხელ და ყოველ 6 თვეში ერთხელ შეკეთება. ჩემი პროტეტიკი ჩემთვის როგოც მშობელია რა. 5 წლის წინ შევცვალე პროტეტიკი და კინაღამ ფეხი ისევ მომკვეთეს. მოკლედ ძალაინ ძნელაია სხვის ხელზე მიჩვევა. რაც შეეხება დაზღვევას. ერთი პროტეზი აქ 5-7 ათასი ევრო და შეკეთება 5000-1000 ევრო ჯდება და ამას დაზღვევა მიხდის. ხო და მოდი მითხარი რა პრობლემა აქვს ვინმეს იმაში, რომ მე საქართველოს და ჩეხეთის მოქალაქე ვიყო? რა ეს ჩემი ნებიტ მოხდა? ეს ისე მაგალითი მოვიყვანე, თორემ ჩემთვის უარის თქმა ძნელი არაა. ისეთ რამეზე მითქვამს უარი, სხვას არც კი დაესიზმრება, ამგრამ აქ საქმე მარტო ჩემში ხომ არაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გრიგალი Posted August 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2010 ნუ ორმაგ მოქალაქეობას მივესალმები.საერთოდ არასწორია შეზღუდვა ამ ამბეში. კაცმა არ იცის ის თუ როდის რა პრობლემები შეემთხვევა, სად მოუწევს ცხოვრება და ა.შ. არავის არ აქვს უფლება ვინემს მოაქალაქეობა წაართვას და ასევე შეზღუდოს მისი სწრაფვა ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე.ეხლა წარმოიდგინეტ შვილები. ვთქვათ და მშობლები სხვა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. რა არჩევანის წინაშე დავაყენოთ? მეორე.ძალიან კარგად იცით ის, რომ სამაჩაბლოს ოსი მოსახლეობამ რუსეთის მოქალაქობა მიიღო 99%-ა ამ შემთხვევაში რა გავაკეთოთ?რაც სახელმწი სამსახურს ეხება. ადამიანი ან ემსახურება ქვეყანას ან არა.ეხლა რა მიშას რომ არ აქვს ორმაგი მოქალაქეობა ქართველია? ანა საქართველოსთვის ზრუნავს? მეტი დაუდგა მაგას გვერები. მომხმარებელი გასულია babuagiorgi თქვენი და თქვენისთანებისთვის გამოსავალია მწვანე ბარათი,რაც უნდა განისაზღვროს კანონით.ადამიანი არ უნდა იყოს ,,პელეგრინა"ანუ,თუ საქართველოს ძალიან გაუჭირდება,თქვენისთანები მაშინ თბილ ქვეყნებში გაფრინდებიან.ჩემთვის ,,პელეგრინიზმი" მიუღებელია.არ შემიძლია უცხოეთიდან ვუყურო ჩემი სამშობლოს უბედურებას და მარტო ჩემს ტყავზე ვიზრუნო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2010 babuagiorgi ორმაგი მოქალაქეობა კარგია,მაგრამ ეს კაცი სხვა რამეს ამბობს.თავდაცვის მინისტრი რუსეთის მოქალაქე რომ იყოს ეგ როგორ გამოდის და კეზერაშვილი გვყავდა ეგეთი.ისრაელის მოქალაქეც არის და იმიტომაც დაითესა იქ. ვერ იტყვის სხვა რამეს. ეს ერთი და იგივე პრობლემაა და კანონზე თუ ვისაუბრებთ, მაშინ ამ პრობლემის ორ ჭრილში აღება შეძლებელია. კანონი ან არსებობს ან არა.კეზერაშვილი იმიტომ კი არ დაითესა რომ ორმაგი მოქალაქეობ ჰქონდა, არამედ იმიტომ რომ ჩათლახი იყო და არა მინისტრი.კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მორალური მხრიდან გამომდინარე ადამიანი ან ემსახურება ან არა სამშობლოს. მეორე კი მორალური მდგომარეობიდან გამომდინარე მინისტრს უარი უნდა ეთქვა იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომელიც გვებრძოდა, მაგრამ ამას კანონით ვერ მოსთხოვ. ეს სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2010 კეზერაშვილი იმიტომ კი არ დაითესა რომ ორმაგი მოქალაქეობ ჰქონდა, არამედ იმიტომ რომ ჩათლახი იყო და არა მინისტრი.რომ არ ჰქონოდა ის მოქალაქეობა, ვეღარ დაითესებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2010 თქვენი და თქვენისთანებისთვის გამოსავალია მწვანე ბარათი,რაც უნდა განისაზღვროს კანონით.ადამიანი არ უნდა იყოს ,,პელეგრინა"ანუ,თუ საქართველოს ძალიან გაუჭირდება,თქვენისთანები მაშინ თბილ ქვეყნებში გაფრინდებიან.ჩემთვის ,,პელეგრინიზმი" მიუღებელია.არ შემიძლია უცხოეთიდან ვუყურო ჩემი სამშობლოს უბედურებას და მარტო ჩემს ტყავზე ვიზრუნო. პირველი, ისე გაფრინდი შენ თბილ ქვეყნებში რაფრაც მე გავფრინდი. გაფრინდისა და გაიძულას შორის სხვაობა უნდა იცოდე სანამ რამეს დასწერ. მეორე.ჩემი საქართველოსადმი სამსხურის მორალური მხარე არა ვიღაცის ერთპიროვნულ მიდგომაზეა დამოკიდებული, არამედ ერის სურვილზე, ნებაზე და პატივისცემაზე. თუ აქედან ერთი დააკლდება არ მჭირდება შეხსენება. რომ არ ჰქონოდა ის მოქალაქეობა, ვეღარ დაითესებოდა. რატომ საფრანგეთში არ "დაითესა" ეგერ პირველი მინისტრი, რა ორმაგი აქვს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2010 პ.ს. ჩემი მაგალითი მხოლოდ ისე მოვიყვანე.რაც მე მეხება. აქ უკვე არაერთხელ დავწერე. მაქსიმუმ 2 -3 წელი და დავბრუნდები სამუდამოდ საქართველოში. არ მადარდებს ეს ამბე, მაგრამ შვილები მყავს და შვილისვილებიც მეყოლება ალბათ ღმერთის წყალობით. ხო და, ვიღაც ვაიპატრიოტმა არ უნა გადაწყვიტოს ჩემი შვილის მოქალაქეობა? ემიგრაციაში მთელი ჩემი ცხოვრება იმას დავაკალი, რომ ბავშვები არ მოწყვეტილიყო სამშობლოდან და შემოვა აქ ასეთი დაიწყებს "თბილ" ქვეყნებზე საუბარს. პ.ს. ერთი მახსოვს, კიდევ ჯეზე იყო ეს ამბე. ხო და ომზე იყო კამათი ერთ თემასი. მანდ დაწერა კარგი სიტყვები "ვისაც გაქცეულს არ მოგიჯვიათო, ომზე ნუ საუბრობთო ასეთი სიტყვებით". აქაც გამოდგება ეს მაგალითი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2010 გრიგალითქვენი და თქვენისთანებისთვის გამოსავალია მწვანე ბარათისად არიგებენ მაგას ხო არ იცი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2010 გრიგალი სად არიგებენ მაგას ხო არ იცი? უგულავს კაბინეტამდე სანამ მიხვალ ჯერ ვანოს კაბინეტი უნდა გაიარო. ხო და მანდ მესამე შესახვევში მწვანე კარებია. მიდი და მოგცემენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გრიგალი Posted August 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2010 ემიგრაციაში მთელი ჩემი ცხოვრება იმას დავაკალი, რომ ბავშვები არ მოწყვეტილიყო სამშობლოდან და შემოვა აქ ასეთი დაიწყებს "თბილ" ქვეყნებზე საუბარსთქვენთვის ბენდუქიძის მაგალითი ალბათ საკმარისი უნდა იყოს.ასეთებმა იციან,რომ მათ პასუხს,აგრე იოლად,ვერ აგებინებენ და თუ მაინც ვინმემ რამე გაუბედა,მაშინ მათ რუსეთი დაიცავს როგორც თავის მოქალაქეებს.ისე თუ გინდათ იცოდეთ საქართველოში ცხოვრობენ, საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლებში დაინვალიდებული პატრიოტები.ჩემი მოსაზრება ქვეყნის უსაფრხოებას ითვალისწინებს და სულ არ მიფიქრია ინვალიდების შეურაცხყოფა.იმედი მაქვს სამშობლოს ინტერესები თქვენთის უპირველესია!ეხლა კი დროებით,მოგვიანებით შეგეხმიანებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2010 (edited) თქვენთვის ბენდუქიძის მაგალითი ალბათ საკმარისი უნდა იყოს.ასეთებმა იციან,რომ მათ პასუხს,აგრე იოლად,ვერ აგებინებენ და თუ მაინც ვინმემ რამე გაუბედა,მაშინ მათ რუსეთი დაიცავს როგორც თავის მოქალაქეებს.ისე თუ გინდათ იცოდეთ საქართველოში ცხოვრობენ, საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლებში დაინვალიდებული პატრიოტები.ჩემი მოსაზრება ქვეყნის უსაფრხოებას ითვალისწინებს და სულ არ მიფიქრია ინვალიდების შეურაცხყოფა.იმედი მაქვს სამშობლოს ინტერესები თქვენთის უპირველესია!ეხლა კი დროებით,მოგვიანებით შეგეხმიანებით. ბატონოჩემო, ჩამოაყალიბეთ კონკრეტულად რა არის თქვენთვის მუღებელი?არცერთი თქვენს მიერ მოყვანილი მაგალითი არ ჯდება ამ თემის ჩარჩოში.ბენდუქიძეზე და კეზერაშვილზე რომ საუბრობთ ოქრუაშვილი გავიწყდებათ. თუ პიროვნება საქართველოშია და ვინმეს უნდა მისი პასუხისგება, ამ შემთხვევაში მეორე მოქალაქეობა არ შველის. სისხლის სამარლის კოდექისთვის მეორე მოქალაქეობა იმინიტეტს არ იძლევა და აქ უაზროა ამაზე დავა.კიდევ ერთხცელ ოქრუაშივილის მაგალითი, არ დასჭივრებია მეორე მოქალაქეობა იმისათვის რომ საფრნაგეთს შეეფარა თავი. ასე რომ ეს აბსურდული აზრია, თითქოს და მეორე მოქალაქეობა პასუხისგებას უშლის ხელს. რაც შეეხება ჩემს მაგალითს. აქ უკვე ავხსენი. თქვენ არ ხართ ის ვისაც უფლება აქვს განსაზღვროს რა შემთხვევაში არის შესაძლებელი ინვალიდის საქართველოსი ცხოვრებ და რა შემთხვევასი არა. არც ის ხართ ვისაც უფლება აქვს განნსაზღვროს იმ პიროვნების და მისი შვილების ბედი, ვისაც საქართველოდან წასვლა აიძულეს.თქვენ როდესც თბილად იჯექით სახლში, ამ ხალხმა შეიძლება ჯოჯოხეთი გამოიარა. ასე ვინმეზე რამის დასკვნის გაკეთების უფლება არ გაქვთ.ვხედავ თქვენამდე ვერ დავიდა ის, რომ არის ისეთი გარემოება, როდესაც ადამიანზე არაა დამოკიდებული სად იცხოვრებს და რომელ მოქალაქეობას მიიღებს. მინიმუმ სამარცხვინოა ამაზე საუბარი, როდესაც მაგალითისთვის ჩეხეთ არ აქვს ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ არის გამონაკლისი.1. როდესაც მშობლები არიან სხვა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, შვილებს აქვთ ორმაგი მოქალაქეობის უფლება.2. პოლიტიკური აზილანტები. ჩეხეთმა ამ ხალხს არ მოსთხოვა პირველი მოქალაქეობის დათმობა. სხვა შემთხვევაში ჩეხეთის მოქალაქეობის მისაღებად უნდა უარი სთქვათ პირველად მოქალაქეობაზე. ე.ი. ჩეხებს არ მოითხოვნია ჩემზე მოქალაქეობის დათმოვბა. ეხლა კიდევ ერთხელ. მე მხოლოდ მაგალითი მოვიყვანე. რაც შეეხება ჩემს დაბრუნებას, ეს შეიძლება სიცოცხლე დამიჯდეს, მაგრამ მაინც დავბრუნდები. უბრალოდ ოჯახის წინაშე ვალი მაქვს მოხდილი და აწი არ მეშინია ის, რომ ოჯახი დამრჩება უპატრონოდ. დანარჩენი არაფერი მაკავებს.აქ შვილებზეა საუბარი.ამათ არ დაუშავებიათ არაფერი და არავის არ აქვს უფლება ან ჩამოართვას, ან კიდევ უარი უთხრას ორმაგ მოქალაქეობაზე. პ.ს. კიდევ არსებობს ერთი რამ. სახელმწოფო პასუისმგებლობა.დემოკრატიულ ქვეყნებში იციან ეს რა არის.სახელმწიფო პასუხისმგებელია მოქალაქის მიმართ ჩადენილ დანაშაულის წინაშე. არ აქვს მნიშვენლობა რომელმა მთავრობამ ჩაიდინა ეს დანაშაული. დანაშუალი ჩადენილია და ამაზე პასუხს აგებს სხელმწიფო და ეს სხვა და სხვა ფორმით.ჩემს შემთხვევაში თავისუფლად შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ.აქ არა მე, არამედ სახელწიფოა ვალდებული გამოასწოროს დანაშაული და უასამართლობა. ამ უსამართლობას კი მერწმუნეთ გამოვასწორებინებ და არ აქვს ამას მნიშვნელობა ცოცხალი ვიქნები თუ არა. სახელმწიფოს მოუწევს პასუხისგება. ეს ისე სხვათაშორის. კიდევ ერთხელ, ასეა ეს დემოკრატიულ ქვეყნებში. Edited August 22, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გრიგალი Posted August 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2010 "გარეწარის ბოლო თავშესაფარი პატრიოტიზმია". Samuel Johnsoნ.გეშლებათ ბატონო, ის ვინც უარყოფს ,,პატრიას", ანუ სამშობლოს,თავად არის გარეწარი რომლის ერთადეთი მიზანიც არის საჭმელი და მისი მონელება.ეს ლენინური მსოფლხმედველობაა ,,პროლეტარიატს სამშობლო არ აქვს"იმაში გეთანხმებით, რომ პატრიოტიზიმით შენიღბული ნაძირალები ჩვენთანა ბევრი მოიძებნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.