Jump to content
Planeta.Ge

წამლების ფასები მკვეთრად გაიზარდა


Recommended Posts

- ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი წამლებზე ფასების ზრდას ხელისუფლების მიერ არჩევნებისთვის გახარჯული თანხების ამოღებას უკავშირებს.

ამის შესახებ გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც მედიკამენტებზე კომპანია “ავერსის” ფასების ნუსხა წარმოადგინა.

მისი თქმით, მედიკამენტებზე ფასების 20-დან 50%-მდე ზრდა, ხელისუფლების მიერ დაწყებულმა “რეკეტმა” გამოიწვია.

 

ცაგარეიშვილს აბსურდად მიაჩნია ფარმაცევტული კომპანიების განმარტებები, რომ თითქოს წამლებზე ფასების ზრდა ლარის გაუფასურების შედეგია.

“ყველამ იცით, რომ წამლები ბაზაში 5-6 თვით ადრე შემოდის. სინამდვილეში ავერსიც იძულებულია ხელისუფლებას ხარკი გადაუხადოს. მოსახლეობა კი წამალს ვერ ყიდულობს” – განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ კომპანია “ავერსისვე” ინფორმაციით, წამლების რეალიზაცია უკვე 2-ჯერ დაეცა.

გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ამ საკითხს მისი პარტია “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები დედაქალაქის საკრებულოს პირველივე სხდომაზე დასვამენ.

 

----

 

შავ დღეში ვართ, მაგრამ ერთი მაინტერესებს, ნაცკოორდინატორების 100 ლარი უკვე ამოიღო ხელისუფლებამ თუ ვერა ჯერ? :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამას ქვია "ბუდიმ ბიტ ბოლნო ნო აკურატნო" http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

ერთადერთი შიმშილით სიკვიდლის საშიშროება თუ დააფიქრებს საზოგადოებას დასაფიქრებელ საკითხებზე..

მერეა და სანამ პურის ფული მაინც აქვს ხალხს/უმრავლესობას მანამდე არაფრის გააზრებას საზოგადოება არ დაიწყებს და კარდინალურად არც არაფერი შეიცვლება.. ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ნაძირალა ვინც საზოგადოების პროტესტს ან გაანეიტრალებს ან სათავისოდ გამოიყენებს.. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება ყოველთვის ვიდრე საქართველო და ქართველი/საქართველოს მოქალაქე მედროვესთან, კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანთან, უსაქმურთან ასოცირდება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წამლებზე ფასები ავარდა შაბათსვე, პარასკევს ვიყიდე ერთ ფასად და იგივე აფთიაქში იგივე წამალი მეორე დღეს დამხვდა 3 ლარით გაძვირებული

 

სადღაც დავწერე კიდეც

 

ავერსი არის ყაჩაღი, თან სულ ცდილობენ შემოგტენონ ის საკუთარი წარმოების "წამლები"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავერსი არის ყაჩაღი,

ავერსი კი არაა ყაჩაღი, ხალხია ფარჩაკი! რასაც ვთესთ, იმას ვიმკით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წამიყვანეთ ეს ჭკვიანი და სიმპატიური ახალგაზრდა ამ ქვეყნიდან

 

გამოვადგები მსოფლიოს რამეში :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება ჯანდაცვას, როგორც ვეფხვაძის თანაგუნდელმა, დეპუტატმა მაგდა ანიკაშვილმა აღნიშნა, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტიდან ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის არც ერთი დამატებითი თეთრი გამოყოფილი არ არის. არადა, მისივე ინფორმაციით, სერიოზული ფინანსური დეფიციტი არსებობს ოკნოლოგიური, კარდიოქირურგიული და დიალეზის პროგრამების დაფინანსების კუთხით.

 

”ანალოგიური მდგომარეობაა რეფერალური პროგრამების დაფინანსების მიმართულებითაც. ხელისუფლებამ ან უნდა გამოაცხადოს, რომ ათასობით ადამიანს სიკვდილისთვის წირავს, ან ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება გაზარდოს. ყველა სხვა პროექტი მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება, სახელმწიფომ გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას - აღნიშნა ანიკაშვილმა.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=11355

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წამლების ფასები მკვეთრად გაიზარდა

 

 

ძალიან ცუდი და ეს დასაწყისია არჩევნებისთვის დახარჯული ბიუჯეტის ფულის ამოსაღებად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება ჯანდაცვას, როგორც ვეფხვაძის თანაგუნდელმა, დეპუტატმა მაგდა ანიკაშვილმა აღნიშნა, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტიდან ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის არც ერთი დამატებითი თეთრი გამოყოფილი არ არის. არადა, მისივე ინფორმაციით, სერიოზული ფინანსური დეფიციტი არსებობს ოკნოლოგიური, კარდიოქირურგიული და დიალეზის პროგრამების დაფინანსების კუთხით.

 

”ანალოგიური მდგომარეობაა რეფერალური პროგრამების დაფინანსების მიმართულებითაც. ხელისუფლებამ ან უნდა გამოაცხადოს, რომ ათასობით ადამიანს სიკვდილისთვის წირავს, ან ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება გაზარდოს. ყველა სხვა პროექტი მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება, სახელმწიფომ გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას - აღნიშნა ანიკაშვილმა.

 

http://presa.ge/inde...xt=news&i=11355

 

 

 

 

ძალიან ცუდათ არის ჯანდაცვის დაფინანსების საქმე, დეფიციტია კატასტროფული, სექტემბრიდან აქვთ იმედი ,რომ გამოსწორდება, მაგრამ

სექტემბრამდე ბევრი ვერ მიაღწევს, ძალიან ბევრი.

 

დიალეზი არაა სწორი :no: - დიალიზი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რით ვეღარ მიხვდით ხალხო, რომ ჩვენ ნაცებს ხელს ვუშლით ცხოვრებაში

რაც უფრო მეტი მოკვდება, მით უფრო აწყობთ

პენსიებს აღარ გადაიხდიან - ტავისტკივილი ხომ უნდა მოიშორონ? :(

დღეს ვიყავი "ავერსის" სადაზღვეოში, ინდივიდუალური დაზღვევის პროგრამა გახსნეს - ქრისტეს ტირილი :(

აგერ ნახეთ

http://www.aversi.ge/news.php?news_id=258&type=1&lang=geo

ეს თუ დაზღვევაა არ ვიცი :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

რით ვეღარ მიხვდით ხალხო, რომ ჩვენ ნაცებს ხელს ვუშლით ცხოვრებაში

რაც უფრო მეტი მოკვდება, მით უფრო აწყობთ

პენსიებს აღარ გადაიხდიან - ტავისტკივილი ხომ უნდა მოიშორონ?

ზუსტად მანდეთ მიდიან. ვინც ნაცებს არ დაუჭერს მხარს სამსახურს დაკარგავს, ბიზნესს არ გააკეთებინებენ და საშიმშილოდ და სასიკვდილოდ გაწირავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბურჟუები მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე, არახალია ძველია..

 

მარა ესენი ჩვეულებრივი ბუჟუები არ არიან, ესენი არიან ნაც.მოძ.ბუჟუები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...