Jump to content
Planeta.Ge

ვიწყებ ომს II და ბოლო სერია


Recommended Posts

ფორუმს ჩემი ბოდიში რომ იმ პირველ თემაში არ გავაგრძელე. არ ვიცი რამედნად მართებული იყო ისევ ახალის გახსნა, მაგრამ ჩემი აზრით შეიძლება იმსახურებს ეს ამბე ახალ თემას.

 

მაშინ თემა დამთავრდა პროტესტით, რომელიც შეიძლება ზოგიერთისთვის მიუღებელი და გაუგებარი იყო. შეიძლება არ იყო ეს მთლად გამართლებული ნაბიჯი, მაგრამ იყო მცდელობა ამ უსამართლობის გამოსწორებისა. მომენტებში რა თქმა უნდა შეიცავდა პირადულ ელემენტებსაც, მაგრამ ამავე დროს უსამართლობასთან ბრძოლის საერთო ელემენტებსაც ასახავდა, რაზეც შეიძლება მოწმობდეს ჩემი ბოლო 21 წლის ცხოვრება.

არ ვიცი "ჩქიმი პაკაზუხა" შეიძლება მე ვღებულობ ამას ასე და მგონია კარგს ვაკეთებ, არა და არაა გამორიცხული არც ის, რომ ასე მეჩვენება. პრინციპში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მინიმუმ ჩემი მხრიდან ეს იყო მცდელობა, რამით მაინც დავხმარებოდი იმ სამართალს, რომელიც დღეს ფაქტიურად არ არსებობს.

 

სანამ ხეზე მივიჭედე ხელი, მანამდე ვიცოდი ის რომ აქ სახელმწიფოს წინააღმდეგ მივდივარ და შანსები მოგების მინიმუმია. ეხლაც ვიცი ეს და შეიძლება მეტიც, ვიცი ის რომ მოგების შანსი საერთოდ არ არსებობს, მაგრამ განა წაგებას ყოველთვის არის წაგება? ხომ შეიძლება ამ წაგებასაც მომავალში რამე აზრი ჰქონდეს და თუ მე ეს არ გამომადგა ვინმე სხვას მაინც გამოადგეს?

 

მოკლედ ბევრს არ მოგაწყენთ და ვიტყვი ასე; ვერ მოვიგებ ამ ბრძოლას, მაგრამ წაგებითაც არ წავაგებ.

 

არ ვარ მე ის "ჩქიმი პაკზუხა" რომელიც ეხლა ან კოშკიდან გადმოხტება და არც ის რომელიც მთავრობის სახლის წინ შიმშილობას გამოაცხადებს.

ეს პროტესტი არ იქნბეა ისეთი ხმაურიანი, რომ არიქა და ვინმემ შემამჩნიოს. უბრალოდ გეცოდინებათ ეს თქვენ და მეცოინება ეს მე. ამათაც დაუდებ აქ ჩეხურად ინტერნეტზე და ვიქნები ჩემთის ჩუმად სანამ გავძლებ, რომ ვერ გავძლებ და მერე ალბათ უკვე არც ეს მექნება სადარდებელი. სხვა გზა არ არსებობს და კანონის დარღვევით ვინმეს საბაბი არ მინდა მივცე იმისა, რაც განაკეთები მაქვს ისიც გააქარწყლოს.

 

ვაცხადებ უვადო შიმშილობას. გუშინდელი დღის 12 საათიდან საჭმელი არ მიმიღია და არც მივიღებ თუ გინდ ეს ქვეყანა ორად გამსკდარა. არსად არ მივდივარ, ვიქნები სახლში და გარეთაც არ გავალ.

თუ ამ ბრძოლის მოგება არ შეიძლება ისე მაინც გავაკეთებ რომ წაგებითაც არ წავაგო.

ვინ იცის რა მოხდება მომავალში და შეიძლება ერთ დროს ამას აზრიც ექნება.

 

ასე რომ სანამ შევძლებ ვიქნები აქ თქვენს გვერდით, რომ ვერ შევძლებ და ისედაც ნახავთ.

 

ფორუმის დიდი მადლობელი ვარ მაშინდელი მხარდაჭერისათვის. სიმართლე გითხრათ დიდი ძალას მმატებს ეს ამბე.

 

 

პ.ს. აბა ჰე ღმერთმა ძალა მომცეს იმისა რომ არ შევრცხვე. :) ადრე მეტს ვუძლებდი და ვნახოთ დაბა .................

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 75
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

babuagiorgi

ალბათ გახსოვთ ჩემი პროტესტი, ლურსმალი და ა.შ. ეს თემა "გავაღვიძე" ერთი რამის გამო, ისწავლეთ თქვენ უფლებების მოთხოვნა ხალხო. არ დათომთ როდესაც იცით ის რომ სიმართლე გაქვთ. ჩემი აზრით საქართველოში ძალიან

babuagiorgi

ფორუმს ჩემი ბოდიში რომ იმ პირველ თემაში არ გავაგრძელე. არ ვიცი რამედნად მართებული იყო ისევ ახალის გახსნა, მაგრამ ჩემი აზრით შეიძლება იმსახურებს ეს ამბე ახალ თემას.   მაშინ თემა დამთავრდა პროტესტით, რო

 Anima Libera

babuagiorgi ღმერთმა ძალა მოგცეს ბაბუ, დღესვე რომ შეჭამო საჭმელი ვინც სირცხვილად შერაცხოს მოუტყან დამსმელი,   მაგრამ შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი ჩეხეთის მხრიდან რა ქმედება შეიძლება გახდეს?

babuagiorgi

ღმერთმა ძალა მოგცეს ბაბუ, დღესვე რომ შეჭამო საჭმელი ვინც სირცხვილად შერაცხოს მოუტყან დამსმელი,

 

მაგრამ შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი ჩეხეთის მხრიდან რა ქმედება შეიძლება გახდეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. აბა ჰე ღმერთმა ძალა მომცეს იმისა რომ არ შევრცხვე. ადრე მეტს ვუძლებდი და ვნახოთ დაბა .....

კი მაგრამ ეცადე მადაურმა პრესამ ფეხებზე არ დაიკიდოს :no: შენ თუ ჯამრთელობას დაიზიანებ,შესაძლოა არც შეწუხდნენ ამით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

კაცო,სახლში თუ იშიმშილებ ვინ გაიგებს მაგას და მაგ მთავრობამ რომც წაიკითხოს ეს ინტერნეტში,არავინ არ მოგაკითხავს.

 

 

 

თუ ეს გადაწყვიტე აკანჩატელნად,შენს ადგილას,ოფისის წინ გავაკეთებდი პატარა პლაკატს და იქ დავჯდებოდი.

 

 

 

ხო,ჩემი რესპექტები გიორგი შენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ვაცხადებ უვადო შიმშილობას. გუშინდელი დღის 12 საათიდან საჭმელი არ მიმიღია და არც მივიღებ თუ გინდ ეს ქვეყანა ორად გამსკდარა.

რა შიმშილობას აცხადებ ბაბუ? თან სახლში, ისე რომ არავინ ან თითქმის არავინ, არაფერი იცის? რა აზრი აქვს?

 

ჰიპოტეტური საუბარი, რომ ვიღაცას შეიძლება გამოადგეს საერთოდ უადგილოა..

 

 

შეეშვი მაგ დედამოდღნულებს ტო ხომ ხედავ ნევროზი აგკიდეს, არ ვამართლებ ეგეთ რამეს არანაირად, ბრიუსელში ჩადი თუ მაინც და მაინც პროტესტია და თუ გაქვს საშუალება ან რამე სხვა, მაგრამ სახლში შიმშილობის აქცია არ გამიგია..

 

რას მიაღწევ ამით?

 

შეიძლება ვერ მივხვდი რამეს, მაგრამ თუნდაც ამიტომ არ ღირს პროტესტის ეგეთი ფორმა.. არ გეწყინოს და რაღაცა სუიციდური მომეტი შეგამჩნიე ბაბუ და როგორმე ნერვები დაიწყნარე, ანტიდეპრესანტები მიიღე ან არ ვიცი, ფსიქოლგთან მიდი..

 

ხომ იცი მართალს ვამბობ ხოდა არანაირი შიმშილობა! მაგ ნაბოზრებს რატო უნდა შეაკლა თავი? ბოლო ბოლო თურქეთში ჩადი და იქიდან საქართველოში გადადი, ასი წელი არ უნდა დაგაკაონ რადგან არა მგონია მესაზრვრეებს შენი სახელი და გვარი ქონდეთ დასაკავებელთა სიაში, თუ საერთოდ აქვთ რამე სია.. თან ჩეხეთის მოქალაქე ხარ.. ხოდა სადმე დაისვენე პაწა ხანს, ნერვოზიც გადაგივლის..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ საქართველოში ვერ ჩადიხარ ჩერეზ თურქეთი, ერთი ორი კვირა მოიცადე, მოსკოვიდან მივდივართ, ასე ვგეგმავთ და სადაც ჩავალთ იქ ჩამოდი, ან საქართველოში გადაგაპარებ თუ მოხერხდა ან დაისვენებ მაინც, მაგის დედაც მოვდღან. ჩეხებს არ გავარტყი ტო მაგ შიზიკებს თავი არ მოაკვლევინო!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

კაცო,სახლში თუ იშიმშილებ ვინ გაიგებს მაგას და მაგ მთავრობამ რომც წაიკითხოს ეს ინტერნეტში,არავინ არ მოგაკითხავს.

 

 

ავწონე ეს ყველაფერი და ერთ წუთში მიღებული გადაწყვეტილება არაა ეს.

სხვა გზა არაა, თუ არა და მაშინ სულ ფუჭად იქნება ის რაც გამიკეთებია. მეორე მხვრივ ამათან ჭიდაობა როდესაც მედია ხმას არ იღებს, როდესაც ეს ე.წ სათვისტომოც შეძვრა საქმე ხელიუსფელბას რომ შეეხო ძნელია. დავფიქრდი ამაზე და ყველაფეირ ამის შემდეგ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

ან რამე უნდა მოხდეს რასაც კანონის დარღვევა ჰქვია და რაც მხოლოდ ჩემსას დააკობეს, მაგრამ დანარჩენს გააფუჭებს, ან უბრალოდ თუ ვერ ვიგებ ამათ არ მივცე გამარჯვების შეგრძნება, რითაც საბოლოო ჯამში არ წავაგებ.

 

ხმაური არ მინდა და თან უაზრობა მგონია. საკამრისია რომ გადავუგზავნე ხელისუფალთ. გაახმაურებენ ამას? მეეჭვება. ხო და ვნახავ მაინც შედეგს.

უბრალოდ უკან დახევა გამორიცხულია. არ ვარ მე ამას მიჩვეული "ჩქიმი პაკაზუხა". :)

 

babuagiorgi

ღმერთმა ძალა მოგცეს ბაბუ, დღესვე რომ შეჭამო საჭმელი ვინც სირცხვილად შერაცხოს მოუტყან დამსმელი,

 

მაგრამ შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი ჩეხეთის მხრიდან რა ქმედება შეიძლება გახდეს?

 

ესეც გამოვითვალე. საჩივრები შევიტანე და თან თუ იძულებულნი იქნებიან ის რაც მოხდა და ხდება მედიაში გაუშვან, მაშინ თავისთავად მოგებული იქნება და ამით ბევრი რამ შეიცვლება.

ერთი პრეცედენტი რომ იქნება, მერე უკვე პროცეს ვერ შეაჩერებენ. იციან ეს და ამიტომაცა ყველანაერდა ცდილობენ ეს მიჩქმალული იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

შენი ვერ გამიგია რა.თუ არავის ეცოდინა რას აკეთებ,რა შედეგს ელოდები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

შენი ვერ გამიგია რა.თუ არავის ეცოდინა რას აკეთებ,რა შედეგს ელოდები?

 

კაცო ვინც საჭიროა იმათ ეცოდნება, ხელისუფლება მაქვს მხედველობაში. არ მინდა ისეთი რამ რომ ეხლა ეს ნამეტანი ხმაურიანი იყოს. უბრალოდ არმინდა.

მოკლედ მთლა უიმედო არაფერია ამქვეყნად და ვნახოთ, ეგებ ნამუსმა შეაწუხოთ, ან დაფიქრდნენ იმაზე, რომ არ დავიხევ უკან და რა ვიცი დაბა რა იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მინდა ისეთი რამ რომ ეხლა ეს ნამეტანი ხმაურიანი იყოს. უბრალოდ არმინდა.

თუ გინდა შედეგის შანსი მაინც გქონდეს, რაც შეიძლება მეტად ხმაურიანი უნდა იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაბუ შენს გვერდით ვარ ხო იცი, მარა რა შედეგი ექნება ეხლა მაგას. ტყუილად რამე არ დაიზიანო. განა მიიღებ რამე შედეგს? შენ თავს კი ავნებ. მაგთზე ეგ არ იმოქმედებს. სადაც აქამდე ყურს არ იბერტყდნენ, არც ეხლა შეწუხდებიან.

განვიცდი შენს მდგომარეობას ძალიან. წარმომიდგენია შენ როგორ დღეში ხარ, რომ ვერ გაგაქვს სამართალი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი რა გირჩიო, ან რა აზრი აქვს, შენი საქმის შენზე უკეთესად ვინ შეიძლება იცოდეს,

სულიერ სიმხნევეს გისურვებ.

 

Edited by Marta1
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიფიქრე ამაზე და მაწუხებს ერთი მხვრივ ის რომ ამას არვითარი შედეგი არ მოჰყვება. არ ვარ კამიკაძე და არც მატროსოვი სულელურად ტანკს რომ დავუწვე. ცხოვრება მინდა და ეს ცხოვრება მაგრად მიყვარს, მაგრამ ვერ ვებრძოლები ჩემს თავს. ვეცადე ესეც და არ გამოვიდა.

 

აქ მთავრი ერთი რამ არის და ამას ვერ გავექცევი ძალიან მაგრადაც რომ მინდოდეს. ვიქნები ამათთვინ ის უცხოელი რომელმაც გაიბლატავა და მერე გაჩუმდა, თუ ქართველი ვინც თავზე არ დაისვა ესენი და არ დანებდა.

 

ისეთი ცხოვრების დედავატირე მე, რომ სულ მაწუხებდეს ეს აზრი, რომ ვერ გავუძელი და დავნებდი ამათ. ვერ ვივილი ამის დედავატირე თავჩაღუნული. რა ფასი აქვს ასეთ ცხოვრებას არ ვიცი, მაგრამ არაა ეს საჩემოს საქმე.

 

წინათ რომ წავედი პრაღაში და ხელი მივიჭედე, ღმერთს ვთხოვე მომეცითქო იმის ძალა არ შევრცხვე, ხო და დამეხმარა. ეხლაც ამას ვთხოვ და იმედია არ მეტყვის უარს. ესაა მთავარი თორემ დანარჩენი არაა დიდი სადარდებელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცო ვინც საჭიროა იმათ ეცოდნება, ხელისუფლება მაქვს მხედველობაში. არ მინდა ისეთი რამ რომ ეხლა ეს ნამეტანი ხმაურიანი იყოს. უბრალოდ არმინდა.

მოკლედ მთლა უიმედო არაფერია ამქვეყნად და ვნახოთ, ეგებ ნამუსმა შეაწუხოთ, ან დაფიქრდნენ იმაზე, რომ არ დავიხევ უკან და რა ვიცი დაბა რა იქნება.

 

 

აბა შენა ხარ და რა ნამუსზე ბაზრობ ამხელა კაცი? რავი შენი საქმისა შენ იცი და თუ წონის დაკლება გინდა ეგ სხვა საქმეა. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

აბა ჰე ღმერთმა ძალა მომცეს იმისა რომ არ შევრცხვე.

მაგარი კაცი ხარ ბაბუ! :*

ტყუილად კი არ მიყვარხარ...

პრინციპული და ჯინიანი ხარ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს.

ფეისბუკზე დადეთ რა ვინმემ ინფო.

ჯგუფი შექმენით.

ერთ ერთი კარგი საშუალებაა ყურადღების მიპყრობის!

დედამოხნული კორუმპირებული მინისტრების ფანკლუბებში რომ არ იყონ გაწევრიანებულები, არაფერი მოუვათ ამ ჯგუფშიც გაწევრიანდნენ!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...