Jump to content
Planeta.Ge

რა ხდება თრუსოს ხეობაში?


Recommended Posts

asds

განა დაჯერება არ ვინდა კისა, ფაქტების ლოგიკა გამორიცხავს იმას რომ სააკაშვილს დამოუკიდებლად მიეღო ომის გადაწყვეტილება. 110%-ით გამორიცხულია ეგ ამბავი.

მეც ვფიქრობ რომ კისა მართალია და მიხომ თვითონ მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება.

ძაან კი უნდათ ნაცებს მიხოს რეპუტაციის გადასარჩენად ცოტა ამერიკელებსაც მიახოცონ ხელები, მაგრამ არ გამოუვათ.

მოვა დრო (კი იცით როდის) და ყველაფერი გაიასნდება.

ვიცი ეროსა კიწმარიშვილი ერთნაირად გეზიზღებათ პოსაც და ოპოსაც, მაგრამ თუ გაქვთ მისი დავითაიას კომისიაზე ნალაპარაკევის ჩანაწერი კიდევ ერთხელ მოუსმინეთ და დარწმუნდებით - გადაწყვეტილება მიიღო მიხომ და მე მგონია ეს რუსებთან იყო შეთანხმებული.

წაიპრაფესორეს ბიჭებმა, დავით აღმაშენებლობა მოინდომეს, ტყულა არ იძახდა ოქროს ბიჭი ახალ წელს ცხინვალში შევხდებიო, ამზადებდნენ ეს იდიოტები რაღაცას, ეგონათ გაგვივაო, მაგრამ ვერ გათვალეს.

ვერ გათვალეს და მერე იძახდნენ რუსების ასეთ რეაქციას არ ველოდითო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 111
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Lo Janko

ლო, გხედავ

 

რა ერქვა იმ ნავაროჩენი გემს?

რუსებს ისტერიკა რომ დამართა - არიქა ბალისტიკური რაკეტა აქვთო

 

Lo Janko

ვიცი ეროსა კიწმარიშვილი ერთნაირად გეზიზღებათ პოსაც და ოპოსაც, მაგრამ თუ გაქვთ მისი დავითაიას კომისიაზე ნალაპარაკევის ჩანაწერი კიდევ ერთხელ მოუსმინეთ და დარწმუნდებით - გადაწყვეტილება მიიღო მიხომ

პარლამენტის საიტზე დევს დავითაიას კომისიის მთელი მასალა - საჯარო ინფორმაციაა

მართალს ამბობ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

რა ერქვა იმ ნავაროჩენი გემს?

რუსებს ისტერიკა რომ დამართა - არიქა ბალისტიკური რაკეტა აქვთო

ჯერ შემოვიდა ესმინეცი მაკფოლი McFau, თუ არ ვცდები 24 აგვისტოს და მერე შემოვიდა დალასი

эсминец McFaul, оснащенный новейшим военным оборудованием, в том числе и ракетами "Томагавк", способными нести ядерный заряд. "Это повышает градус напряженности в регионе", - заявил замначальника Генштаба ВС РФ Анатолий Ноговицын.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

კი ეს არის, მაშინ გაოცებული ვუყურებდი, ვიკიპედიაშიც წერია - 24 აგვისტოს შემოვიდა

 

USS McFaul (DDG-74)

On 24 August 2008, McFaul arrived in Batumi, Georgia, as part of Operation Assured Delivery to "deliver humanitarian relief supplies...as part of the larger United States response to the government of Georgia request for humanitarian assistance" in the wake of the 2008 South Ossetia war.[4] McFaul offloaded nearly 155,000 pounds of supplies—including hygiene items, baby food and care supplies, bottled water, and milk—donated by the U.S. Agency for International Development.[4]

 

http://en.wikipedia.org/wiki/USS_McFaul_%28DDG-74%29

post-4406-072720400 1275938347_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ერქვა იმ ნავაროჩენი გემს?

რუსებს ისტერიკა რომ დამართა - არიქა ბალისტიკური რაკეტა აქვთო

დაემართებოდათ ისტერიკა აბა რა, დათვალეს და აღმოჩნდა რომ იმ გემს რუსების მთელი შავი ზღვის ფლოტილიის ჩაძირვა შეეძლო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხომ თვითონ მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება.

ზუსტად!

 

ამიტომაც ღეჭა ზუსტად ჰალსტუხი, და ამიტომაც მეცოდება ზუსტად ადამიანურად, მაგრამ არსებობს შეცდომები, რომლბისთვისაც უბრალო ბოდიში საკმარისი არაა... :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

რამდენით?

რამდენია ეს რამოდენიმე?

მე დანამდვილებით სულ სხვა რამ ვიცი - შვებულებაში იყო ჯარი გაშვებული - ძალიან ბევრი მათგანი

ვინ უშვებს ჯარს შვებულებაში ომისთვის მზადებისას?

კისა შვებულებაში ჯარი არ მიდის როგორც ვიცი. არც ომამდე არ ომის მერე..

 

რამდენიმე კვირა რამდენიმე კვირას ნიშნავს. ჩემი წყაროების ინფორმაციით ცხინვალის რეგიონში 7 ავისტომდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო სპეც დანიშნულების რაზმების შესვლა, სწორედ 7 აგვისტომდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო ვითარებამ მკვეთრი გაუარესება. ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პერიოდულად ეწყობოდა დივერსიული ოპერაციები და ხან ვის ააფეთქებდნენ ხან ვის. მახსოვს ნივაში ააფეთქეს ოსი მილიციელები მგონი და თითქოს ამის საპასუხოთ ააფეთქეს ოსებმა ქართული პოლიციის ჯიპი ივლისის მიწურულს თუ აგვისტოს დასაწყისში, შეიძლება გახსოვს კიდეც, მსხვერპლი მოყვა ამ ინცინდენტს და ამბობენ იმასაც, რომ ოსებს არ აუფეთქებიათ ეს ჯიპი და სულ სხვა რამე მოხდა მეტი მუხტე რომ ყოფილიყო საზოგადოებაში..

 

რეგულარულად იცხრილებოდა მოკლედ ოსების პოზიციები და საერთოდ ცხინვალის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია.

 

სხვადასხვა მონაცემებით, მათ შორის გორის და ქარელის რაიონის სოფლების მკვიდრი მოსახლეობის ინფორმაციით 7 აგვისტომდე რამდენიმე კვირით ადრე შევიდა რეგიონში ჯავშანტექნიკა, არტილერია და მნიშვნელოვანი ცოცხალი ძალა. იგივე ხდებოდა რაჭაში, კასპის რაიონში, დუშეთის რაიონში..

 

სად რომელი ნაწილი იდგა ეგ თუ გაინტერესებს არ ვიცი, რადგან თავდაცვის სამინისტრო მე არ მაწვდიდა ინფორმაციას და ჩემი წყაროებისთვის მიერ კი ფაქტი ფიქსირება ხდებოდა და არა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის შეგროვება.. მამენტ რამდენჯერმე იყო ომამდე და ომის დროს შემთხვევა, როცა ზუსტი მონაცემები მოდიოდა იმისა თუ სად იყო ქართული არმიის პოზიციები, მაგრამ ჟურნალისტები გაფრთხილებული მყავდა, რომ არანაირი კონკრეტიკა დანაყოფების დისლოკაციისა და გადაადგილების შესახებ არ გავრცელებულიყო.

რასაც მე ვამბობ ეს რავიცი ყველამ იცის მგონი და არ მეგონა შენთვის თუ სიახლე იქნებოდა..

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ზუსტად რომელი ბრიგადის, რომელი ბატალიონის, რომელი ასეული ან ოცეული, რომელ პოზიციას აკონტროლებდა ეს ინფორმაცია საიდუმლო ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ვიცოდე არც მე, არც შენ და არცერთმა ფორუმელმა აქ, თუ გენშტაბიდან არ პოსტავს ვინმე :givi: ან უშუალოდ არ იღებდა მონაწილეობას ამ აქციაში, ცხინვალის რეგიონში რომ იყვნენ 7 აგვისტომდე ეს ცალსახა ფაქტია..

 

თავად წარმოიდგინე რამდენად არის შესაძლებელი ნახევარი არმია ტექნიკითა და აღჭურვილობით რამდენიმე საათში შეიყვანო ცხინვალის რეგიონში ან მიმდებარე ტერიტორიაზე.. გამორიცხულია.. სააკაშვილმა რაც არ უნდა თქვას, ესეთი რამე გამორიცხულია..

 

 

2 თუ 3 აგვისტოს (დრო გავიდა და თარიღი აღარ მახსოვს, აღარც ჩვენი იმ დროინდელი საიტი და არქივი არსებობს სამწუხარდ) ქართული პოზიციებიდან ცხინვალს ცეცხლი სნაიპერებმა გაუხსნეს, იცოდი ამის შესახებ? ჩვენ სააგენტოს საიტზე ფოტომასალა გვქონდა სნაიპერების ნამოქმედარის და პირველი მუქარა სხვათაშორის მაშინ მივიღე, რადგან ამ და რიგ სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით პატარა პუბლიკაცია დავწერე, სადაც სააკაშვილს ომის პროვოცირებაში ვადანაშაულებდი და რამდენიმე დღეში ცხინვალის რეგიონში ომის დაწყებას ვვარაუდობდი..

 

რავიცი კიდო რა გითხრა? ან რა საჭიროა იმის მტკიცება, რომ არავინ არაფერი არ იცოდა და 90 000 რუსი ჯარისკაცი და 3 000 რუსული ტანკი ნე ს ტოგო ნე ს სეგო საზღვრებზე გადმოვიდა და საქართველოს უტევდა? ვის ვატყუებთ ამით?

 

სააკაშვილს უყვარდა 3 000 ტანკის ხსენება არადა მგონი შეიარაღებაზე და საბრძოლო მდგომარეობაში სულ არ ყავთ 3 000 ტანკი რუსებს :)) ჯართი მეტი ექნებათ 10-ჯერ მეტი : )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

დაემართებოდათ ისტერიკა აბა რა, დათვალეს და აღმოჩნდა რომ იმ გემს რუსების მთელი შავი ზღვის ფლოტილიის ჩაძირვა შეეძლო.

:))

 

Lo Janko

მეც ვფიქრობ რომ კისა მართალია და მიხომ თვითონ მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება.

ძაან კი უნდათ ნაცებს მიხოს რეპუტაციის გადასარჩენად ცოტა ამერიკელებსაც მიახოცონ ხელები, მაგრამ არ გამოუვათ.

მოვა დრო (კი იცით როდის) და ყველაფერი გაიასნდება.

ვიცი ეროსა კიწმარიშვილი ერთნაირად გეზიზღებათ პოსაც და ოპოსაც, მაგრამ თუ გაქვთ მისი დავითაიას კომისიაზე ნალაპარაკევის ჩანაწერი კიდევ ერთხელ მოუსმინეთ და დარწმუნდებით - გადაწყვეტილება მიიღო მიხომ და მე მგონია ეს რუსებთან იყო შეთანხმებული.

წაიპრაფესორეს ბიჭებმა, დავით აღმაშენებლობა მოინდომეს, ტყულა არ იძახდა ოქროს ბიჭი ახალ წელს ცხინვალში შევხდებიო, ამზადებდნენ ეს იდიოტები რაღაცას, ეგონათ გაგვივაო, მაგრამ ვერ გათვალეს.

ვერ გათვალეს და მერე იძახდნენ რუსების ასეთ რეაქციას არ ველოდითო.

რა ვქნა მომკალით და არ მჯერა რომ სააკაშვილი ომის დაწყებას გაბედავდა.. აი არ მჯერა რა. არ არის მაგ დონეზე დამოუკიდებელი მასტი, თან არასდროს დავიჯერებ იმას რომ CIA-ის თავის აგენტები არ ყავს სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში და თავდაცვის სამინისტროს მაღალ ეშელონებში, რომ ომისთვის მზადება გამოპარვოდათ..

 

ამერიკის გადაგდება ხუმრობა საქმე ხომ არ არის? მერაბიშვილს აქვს ყველგან თვალი და ყური და ვაშიგტონს არა?

 

სააკაშვილს მოგუდავდნენ საკუთარ სარტირში ბლინ ვაშინგტონის გარეშე რომ ესეთი ნაბიჯი გადაედგა..

 

თან ვინ მოიგო აგვისტოს ომით? ეს ხომ არის ლოგიკური კითხვა? ვინ მოიგო? აშშ-მ ხო? ხოდა ეგრე..

რუსეთმა რის ვაი ვაგლახით "გამოსწორებული" რეპუტაცია 3 დღეში ჩარეცხა და ამას საკუთარი ნებით ასი წელი არ იზავდა.. სხვა ამბიციები და გონორი ქონდა მიუნხენის კონფერენციის შემდეგ პუტინს, აგვისტომდე ოღონდ.. დღეს რატომ არ/ვერ აკეთებს მკვეთრ განცხადებებს? ან რატომ უწვება რუსეთი ვაშინგტონს? ბოლო ბოლო აშშ-ის არმიას მიენიჭა რუსეთის ტერიტორისაზე "ტასავისა" და ავღანეთში ჩერეზ რუსეთი ჩასვლის უფლება, თან საბრძოლო ტექნიკითა და აღჭურვილობით.. ხუმრობაა მამენტ?

 

kisa

 

ავიამზიდი უნდა მოსულიყო მაინც და მაინც? ჯერ ეს ერთი რამდენიმე ხომალდი თურქეთმა არ გამოატარა რამდენადაც მახსოვს თავიდან თორე გაცლებით ადრე მოვიდოდნენ ვიდრე მოვიდნენ, მაგრამ თავად ფაქტს აქვს მნიშვნელობა და არა ხომალდს, რომელიც სატურნისა არ იყოს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს გაანახევრებდა მაინც რამე რომ ყოფილიყო..

 

ის კრეისერი "მოსკვა" შეუძლიათ სამუზეიმო ექსპონატად დაიდგან იდიოტებმა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

კისა შვებულებაში ჯარი არ მიდის როგორც ვიცი.

რას მელაპარაკები :))

ჯარში რობოტები არიან?

შენ წარმოიდგინე და შრომის კოდექსი მათაც ეხებათ და შვებულებაც ეკუთვიონს ყველა ოფიცერს და ყველა ჯარისკაცსს

მე არ მიგულისხმია, რომ მტელი ჯარი შვებულებაში იყო - რაც არ იცი ამაზე ნუ მეკამათები რა

რამდენიმე კვირა რამდენიმე კვირას ნიშნავს. ჩემი წყაროების ინფორმაციით

ხომ ამბობ რომ წერდი ბლოგზე?

 

დადე რა რიცხვები - რამდენიმე კვირა ერთ თვემდეცაა და იამზეც მეტიც - მაინც რამდენია?

 

 

სხვადასხვა მონაცემებით, მათ შორის გორის და ქარელის რაიონის სოფლების მკვიდრი მოსახლეობის ინფორმაციით

აუ, ძალიან გთხოვ რა!

ეს არის რაღაც "ოდნა ბაბა ნა ბაზარე სკაზალ"ს პონტი

ვინ , სად, როდის და რამდენი კაცი შევიდა?

არ გთხოვ ქვედანაყოფების ნომრებს და მეთაურების გვარებს ( ეს არავინ იცის და თუ იცის არც უნდა თქვას)

უბრალოდ რომელ სოფლებში, რამდენად დაშორებული იყო კომფლიქტის ზონას?

რაჭაში კი შევიდნენ მაგრამ გვიან - არის ამაზე პრესაში მონაცემები, მეზარება ეხლა ძებნა

თავად წარმოიდგინე რამდენად არის შესაძლებელი ნახევარი არმია ტექნიკითა და აღჭურვილობით რამდენიმე საათში შეიყვანო ცხინვალის რეგიონში ან მიმდებარე ტერიტორიაზე.

ძალიან ჩქარა შეიძლება - საქართველო პატარაა , რამდენი ხანიც სჭირდება ქუთაისიდან გორამდე

ტექნიკას არავინ არ ატარებს საავტომობილო გზებზე - ამისთვის ეშელონი არსებობს , სადაც რკინიგზა არ არის იქ სხვა ამბავია

 

2 თუ 3 აგვისტოს (დრო გავიდა და თარიღი აღარ მახსოვს, აღარც ჩვენი იმ დროინდელი საიტი და არქივი არსებობს სამწუხარდ) ქართული პოზიციებიდან ცხინვალს ცეცხლი სნაიპერებმა გაუხსნეს, იცოდი ამის შესახებ? ჩვენ სააგენტოს საიტზე ფოტომასალა გვქონდა სნაიპერების ნამოქმედარის და პირველი მუქარა სხვათაშორის მაშინ მივიღე, რადგან ამ და რიგ სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით პატარა პუბლიკაცია დავწერე, სადაც სააკაშვილს ომის პროვოცირებაში ვადანაშაულებდი და რამდენიმე დღეში ცხინვალის რეგიონში ომის დაწყებას ვვარაუდობდი..

 

2-3 აგვისტო არ არის რამოდენიმე კვირა, ამ დროისთვის უკვე ძალიან გამწვავებული იყო

 

რავიცი კიდო რა გითხრა? ან რა საჭიროა იმის მტკიცება, რომ არავინ არაფერი არ იცოდა და 90 000 რუსი ჯარისკაცი და 3 000 რუსული ტანკი ნე ს ტოგო ნე ს სეგო საზღვრებზე გადმოვიდა და საქართველოს უტევდა? ვის ვატყუებთ ამით?

 

გადამრევ შენ მე!

აქით გახსოვს ყველაფერი და იქით დაგავიწყდა რომ ეს ჯარი მიყრილი ჰყავდათ სწავლებაზე?

 

ვის ვატყუებთ ამით?

ვის ვატყუებ კაცო? გაგიჟდი?

სადმე დავწერე ვის რამდენი ტექნიკა ყავდა ?

სააკაშვილს უყვარდა 3 000 ტანკის ხსენება არადა მგონი შეიარაღებაზე და საბრძოლო მდგომარეობაში სულ არ ყავთ 3 000 ტანკი ალბათ რუსებს

არ ვუსმენ მე რას ლაპარაკობს ეს ადამიანი, არც ის ვიცი რამდენი ტანკი ყავს რუსებს, თუმცა ის კი ვიცი, რომ ერთ სატანკო პოლკში 500 ტანკია.

მამა იყო სატანკო პოლკის მეთაური საბჭოთა ჯარში, ასე რომ ამაში მაინც დამეჯერება ( "რაზვერნუტიი პოლკ" და არა "კადრიროვანნიი")

 

asds

ავიამზიდი უნდა მოსულიყო მაინც და მაინც?

ვერ შემოვიდოდა ავიამზიდი - ბოსფორის სრუტეში ვერ გაეტევა, აგერ ლოს კითხე

გემების არაფერი არ ვიცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

მოკლედ რა

ხომ ვთქვი რომ აზრი არ აქ კამათს - მაინც სენ აზრზე ხარ

მე კი ჩემზე

კარგად ბრძანდებოდე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

რას მელაპარაკები :))

ჯარში რობოტები არიან?

შენ წარმოიდგინე და შრომის კოდექსი მათაც ეხებათ და შვებულებაც ეკუთვიონს ყველა ოფიცერს და ყველა ჯარისკაცსს

მე არ მიგულისხმია, რომ მტელი ჯარი შვებულებაში იყო - რაც არ იცი ამაზე ნუ მეკამათები რა

რა არ ვიცი კისა? ჯარის შვებულებაში არ მიდის, ჯარისკაცები რომ პერიოდულად რამდენიმე დღიან შვებულებაში გადიან ეგ მთელ მსოფლიოში ეგრეა და გამონაკლისი ქართული არმია ვერ იქნება. ეგ ჯარის შვებულებას არ ნიშნავს..

 

საერთოდ რაზე ვკამათობთ ვეღარ ვხვდები : )))

 

ვინ , სად, როდის და რამდენი კაცი შევიდა?

ეს სააკაშვილის სტილია უკვე. ფაქტები გინდა არა? გასაიდუმლეობული ინფორმაცია? დრო მოვა ამ მონაცემების განსაიდუმლოება მოხდება და გაიგებ.

 

ძალიან ჩქარა შეიძლება - საქართველო პატარაა , რამდენი ხანიც სჭირდება ქუთაისიდან გორამდე

ტექნიკას არავინ არ ატარებს საავტომობილო გზებზე - ამისთვის ეშელონი არსებობს , სადაც რკინიგზა არ არის იქ სხვა ამბავია

ძალაინ სწრაფად რამდენია კისა? რკინიგზით ბრიგადების აქეთ იქით გადაადგილ გადმოადგილება რუსებს გამოეპარებოდათ?

 

ვერ მიხვდი დღემდე კისა რომ მოსკოვი დაბნეული იყოს ომის პირველი დღეები და არ იცოდა რა ექნა? სადაზვერვო მონაცემები ეტყობა რაღაც დონეზე ქონდათ, რადგან ომამდე რამდენიმე დღით ადრე კოკოითმა ცხინვალის მოსახლეობის ევაკუირება დაიწყო, მაგრამ მასშტაბებს არ ელოდნენ როგორც ჩანს. ანუ ქართული არმიის დანაყოფებმა ასე თუ ისე მოახერხეს რუსებისთვის შეუმჩნევლად რეგიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლა..

 

ესეც დოკუმენტების დონეზე გაირკვევა როცა დრო მოვა..

 

გადამრევ შენ მე!

აქით გახსოვს ყველაფერი და იქით დაგავიწყდა რომ ეს ჯარი მიყრილი ჰყავდათ სწავლებაზე?

სად აქეთ და სად იქით? ვერ მივხვდი? ვინ სად სწავლებაზე ყავდათ მიყრილი? სადღაც რომელიღაცა ნაწილი ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის გადის სწავლებებს პოლიგნზე, მაგრამ აგვისტოს ომის წინა დღეებში არანაირი ფართომასშტაბიანი წვრთნები არ იმართებოდა.. ეგრე მახსოვს..

რუსებმა რომ გამართეს "კავკას 2008" ეს იმას ნიშნავს რომ ემზადებოდნენ, მაგრამ მზად არ აღმოჩნდნენ. ნებისმიერი სამხედრო ექსპერტი გეტყვის, რომ რუსეთის არმია უკიდურესად არაორგანიზებულად და არაპრიფესიულად მოქმედებდა..

 

არ ვუსმენ მე რას ლაპარაკობს ეს ადამიანი, არც ის ვიცი რამდენი ტანკი ყავს რუსებს, თუმცა ის კი ვიცი, რომ ერთ სატანკო პოლკში 500 ტანკია.

მამა იყო სატანკო პოლკის მეთაური საბჭოთა ჯარში, ასე რომ ამაში მაინც დამეჯერება ( "რაზვერნუტიი პოლკ" და არა "კადრიროვანნიი")

ეს ნამდვილად არ ვიცი და არც ის ვიცი ან რუსეთის არმიას რამდენი ტანკი ყავს ან ქართულ არმიას..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

ეხლა გამახსენდა კისა და რომ არა გკითხო ვერ მავისვენებ : )))

 

თუ კარგად მახსოვს მთელი საქართველო ომზე ლაპარაკობდა ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში, კონკრეტულად აგვისტოსაც კი ახსენებდენ ხოლმე ომის დაწყების სავარაუდო თვედ და იმიტომ ხომ არა შემთხვევით რომა ბევრმა იცოდა სად იყო მისი სამხედრო შვილი, ძმა, მეუღლე ან მამა და ომის დაწყებაზეც ამიტომ ვრცელდებოდა ხმები?

 

ესეც კიდევ ერთი არგუმენტი იმისა რომ 7 აგვისტომდე გაცილებით ადრე (გაცილებით რა ერთი ორი კვირით ადრე) დაიწყო ცხინვალის რეგიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო დანაყოფების შესვლა.. რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს დღეს და ამ თემასთან ამ საკითხს, მაგრამ წეღან ისეთი ჩამაცივდი ფაქტები დადეო რომა ვინანე რატომ არ მყავს ერთი ბესპოლოტნიკი კადრები რომ მქონოდა გადაღებლი http://s8.rimg.info/739c995c7d7ba2b854cff0834d19b6d7.gif

 

 

არა რა ამ სიგნაჩას წავშლი თორემა შაილება ქართლული იუმორი ვერ გამიგონ http://s8.rimg.info/739c995c7d7ba2b854cff0834d19b6d7.gif

 

არ დაიძინოთ ხალხო ასე 7 საათამდე :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

თუ კარგად მახსოვს მთელი საქართველო ომზე ლაპარაკობდა ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში, კონკრეტულად აგვისტოსაც კი ახსენებდენ ხოლმე ომის დაწყების სავარაუდო თვედ და იმიტომ ხომ არა შემთხვევით რომა ბევრმა იცოდა სად იყო მისი სამხედრო შვილი, ძმა, მეუღლე ან მამა და ომის დაწყებაზეც ამიტომ ვრცელდებოდა ხმები?

 

არ ვიცი ვინ რაზე ბაასობდა, აი შენ ლინკი და ნახე რაზე ვლაპარაკობდით ფორუმზე

 

http://politforumi.com/index.php?showforum=13&prune_day=100&sort_by=Z-A&sort_key=last_post&topicfilter=all&st=2220

 

იმ ფელდენგაუერის სტატიის გარდა არავის არაფერი არ უხსენებია - აი ეგ კი იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...