machkatela Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 სანამ მმართველი გუნდი შიგნით არ დაიშლება,.... აზრი არ აქვს ამათა აქციობანას..... ეს მაგათაც იციან..ხოდა რა უნდათ და რატომ უნდათ... ყველაფერი ან ძალიან მარტივად არის, ან შეთქმულების თეორიას უნდა მიმართო კაცმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 Siknadmoსხვისი არ ვიცი და მე პირადად არ ვამართლებ როდესაც ადამიანები ვისაც ნამდვილად აქვთ კვალფიციური მუშაობის გამოცდილებაცდა შესაძლებლობაც, ფულის გამო შავ სამუშაოზე რომ კარგავენ თავიანთ შესაძლებლობებს,მეცოდება ასეთი ხალხი, რაც არ უნდა ფული იშოვო, ან რა უნდა იშოვო, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ შეძლებ ცხოვრებაში,ცხვირის აბზუებაზე არაა ლაპარაკი, თვითონ ადამიანია ცოდო, ის არარეალიზირებული რჩება გეთანხმები, ადამიანმა ის უნდა აკეთოს რაც ყველაზე კარგად ეხერხება და რაც მისი შესაძლებლობების სრულყოფილ რეალიზებას ახდენს. განათლება, კარგი ხარისხის განათლება, არის ის რის საფუძველზეც უნდა მოახდინოს პიროვნებამ თავისი თვითრეალიზების ვექტორის პოვნა, მაგრამ როცა საზოგადოებაში განათლებულობა შინაარსდაკარგულია, პიროვნებას არეული აქვს საორიენტაციო კრიტერიუმები. მე მგონია, რომ ზუსტად გაუნათლებლობა არის მიზეზი იმისა, რომ ყველა ქართველს უნდა მენეჯერობა და პრეზიდენტობა და არა ის რომ ჩვენ ასეთი უკუღმართი ხალხი ვართ.პირადად მე ჩემს დღევანდელ მდგომარეობას არ ვემდური. მიუხედავად იმისა რომ სულ სხვა კარიერისთვის ვამზადებდი თავს, ასე თუ ისე ვაკეთებ პროფილთან (განათლებიდან გამომდინარე) დაახლოებულ საქმეს. გაჭირვებული ნამდვილად არა ვარ, მაგრამ მყავს მცირეწლოვანი შვილები "ლო" და "ჯანკო" (მათი სახელების კნინობითი ფორმაა) და თუ ქვეყნიდან წავალ მხოლოდ მათი უკეთესი მომავლის საძებნელად და არა "საგრიალოდ". მინდა გაიზარდონ თავისუფალ პიროვნებებად და არ მინდა ჩამოუყალიბდეთ მახინჯი, მონური და ყველაფრისადმი შემგუებლური მენტალიტეტი. დრაკულაელიტაში ვის გულისხმობ? წურწუმიას?წურწუმია ბომონდია, ელიტა ნუგზარ წიკლაური და ბენდუუუ არა წურწუმიას არა, სწორია სიკნადმო, წიკლაური, ბენდუ და ძლიერნი ამა ქვეყნისანი ვიგულისხმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 Lo Jankoგეთანხმები, ადამიანმა ის უნდა აკეთოს რაც ყველაზე კარგად ეხერხება და რაც მისი შესაძლებლობების სრულყოფილ რეალიზებას ახდენს. განათლება, კარგი ხარისხის განათლება, არის ის რის საფუძველზეც უნდა მოახდინოს პიროვნებამ თავისი თვითრეალიზების ვექტორის პოვნა, მაგრამ როცა საზოგადოებაში განათლებულობა შინაარსდაკარგულია, პიროვნებას არეული აქვს საორიენტაციო კრიტერიუმები. მე მგონია, რომ ზუსტად გაუნათლებლობა არის მიზეზი იმისა, რომ ყველა ქართველს უნდა მენეჯერობა და პრეზიდენტობა და არა ის რომ ჩვენ ასეთი უკუღმართი ხალხი ვართ.პირადად მე ჩემს დღევანდელ მდგომარეობას არ ვემდური. მიუხედავად იმისა რომ სულ სხვა კარიერისთვის ვამზადებდი თავს, ასე თუ ისე ვაკეთებ პროფილთან (განათლებიდან გამომდინარე) დაახლოებულ საქმეს. გაჭირვებული ნამდვილად არა ვარ, მაგრამ მყავს მცირეწლოვანი შვილები "ლო" და "ჯანკო" (მათი სახელების კნინობითი ფორმაა) და თუ ქვეყნიდან წავალ მხოლოდ მათი უკეთესი მომავლის საძებნელად და არა "საგრიალოდ". მინდა გაიზარდონ თავისუფალ პიროვნებებად და არ მინდა ჩამოუყალიბდეთ მახინჯი, მონური და ყველაფრისადმი შემგუებლური მენტალიტეტი. როგორ უყურებ იმას რომ დღEს ყველას შეუძლია გახდეს სტუდნეტი, ყოველგვარი სერიოზული ძალისხმევის გარეშE,მე რომ უმაღლესში ვაბარებდი ბოლო თვე საერთოდ არ მეძინა,ძალიან ძნელი იყო ჩAბარება ეხლა კი პრობლემა არაა, ნუ ეს ერთი საკითხია,მეორე ისევ უმაღლესს უკავშირდება, არაა საჭირო ამდენი სტუდენტი,კარგი ხელოსანიც სჭირდება ქვეყანას, ეხლა კი ახალგარდები არც განათლებას ღებულობენ არც ხელობა არ იციან,ასეთი თაობა კონკურენციას ვერ გაუწევს სხვა სახელმწიფოს მომავალ თაობას და ვიქნებით ასე მაჩანჩალები,უცხოეთში სამუშაოს პოვნაზე დახარბებულები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.