Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

კიდევ ერთი ქართული სანახაობა დასრულდა და თითოეულ ჩვენთაგანს აქვს საშუალება გარკვეული დასკვნები გააკეთოს.

 

ესაა მხოლოდ ჩემი მოსაზრებანი და შეგიძლიათ ან დაეთანხმოთ ან არა.

იმჰო:

 

1)ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები იყო საგრძნობი რეგრესი. გაიმარჯვა ჩვენში იმპერიის წყალობით ჩადებულმა ავტორიტარული მმართველობისკენ მიმართულმა ინსტინქტებმა,ხოლო ხელისუფლების მიერ მოპოვებული მანდატები უმეტესწილად ემყარება უიმედობას და არა მოსახლეობის გამოკვეთილ სამოქალაქო ნებას.

 

გრძელდება 90-ნი წლებიდან დაწყებული ტენდენციები,როცა უკვე ხელისუფლებაში ყოფნა უზრუვნელყოფს მნიშვნელოვან "მხარდაჭერას",რადგანაც არსებობს სახელმწიფოებრიობისადმი ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა-ადამიანები თავს აღიქვავენ არა ქვეყნის აქციონერებად,არამედ რეჟიმზე დამოკიდებული ჭანჭიკის როლს თანხმდებიან . ხელისუფლებას მიეწერება ყველაფერი ,რაც აწმყო დროისთვის გაკეთდა ,თან არ მოეთხოვება ბალანსი გაკეთებულსა და შესაძლებელს შორის + ბიუჯეტი ესააა საერთო ქონება .ამდენად უნდა ისმებოდეს კითხვები, თუ რა ფასად გაკეთდა , როგორი ხარისხით იქნა ეს უზრუნველყოფილი...ა.შ

 

მე არ ვაყენებ შეურაცხყოფას მოქალაქეებს,მაგრამ პირდაპირ ვთქვათ-სამოქალაქო თვითშეგნების დონის ამაღლების გარეშე, საუბარი რაიმე სახის ინტეგრაციაზე ევროატლანტიკურ აზროვნების ველში წარმოუდგენელია .....

 

ამის მიზეზი არის :

ა)მედიასივრცის და საერთოდ ქართული ჟურნალისტიკის დეგრადაცია .იქ მომუშავე პერსონებმა ხშირ შემთხვევაში უარი თქვეს იყვნენ ინდივიდები, მათი მუშაობა მთლიანად დამოკიდებულია ვირტუალურ პიარმანქანაზე ,რომელიც ნათლად გამოჩნდა არველაძე -წამალაიშვილის ჩანაწერებში.მისი ავთენტურობა უკვე ეჭვს არ იწვევს.ელემენტარულად მათ შერჩათ "მოდელირებული " სპეცგამოშვება....რაც ყველა ჩვენთაგანის სისუსტეა.

 

....ალბათ მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს "ჟურნალისტთა" მფლობელებზე , გამოიკვეთოს მეპატრონეები და ნებისმიერი ტყუილი საჭიროა გახდეს სასამართლო დავის ობიექტი .არანაირი კომპრომისები. მხოლოდ მკაცრი კანონის ენა , მუდმივი საჩივრები, ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან .

 

თუ ბოლო თვის განმავლობაში მეტნაკლებად მოხდა ინფორმაციის გაცემის დაბალანსება ე.ი ამ პიარტვინმა იცის რომ ყველაფერი არ გაუვა აქედან დასკვნა ეს შესაძლებელია!!!!!!!!!!!!!!!

არჩევნების შემდეგ კვლავ ძველებური სიმღერა აშკარად შეიგრძნობა, მაგრამ სამოქალაქო სექტორს შეუძლია ზემოქმედება და ეს ყოველდღიურ სახის მიცემას საჭიროებს.უკვე პიკს მიაღწია ამ პრობლემამ .ამის იქით კი ბრეჟნევის დროა .

 

ბ )სახელმწიფო სტრუქტურების მავნე ინექცია-არ ვყოფილვარ ყველა დონეზე ჩართული პროცესებში,მაგრამ საბინაო ამხანაგობების ნეგატიური კვალი ცხადზე ცხადია.

ავიღოთ ზედაპირულად ზოგადი სახე-ამხანაგობის თავმჯდომარე,სადარბაზოს კოორდინატორი.... ანუ თუ არსებობს 5სადარბაზოიანი კორპუსი ...უკვე სახეზე გვაქვს 6 მომუშავე პირი პატარა ეზოში.ოჯახის საშუალო ციფრად ავიღოთ 3 პირი,მაშინ 6 x3=18 უზრუნველყოფილ ხმას.შეიძლება იყოს გამონაკლისები,მაგრამ უმეტესწილად სურათი ცხადია.მათი საქმე ზუსტად არჩევნებია ...

 

ნაცებმა გამონახეს თითოოეულ სადარბაზოში აქტიური ქალბატონები ,რომლებიც "გაუგებარია" საიდან იღებდნენ ხელფასს,მაგრამ ძალიან მძიმე როლს თამაშობდნენ კონკრეტულად ამ არჩევნებში.

-მერიის სახელით მოჰქონდათ სახელმწიფო დახმარება ,ვაუჩერები ,რომელსაც მოყვებოდა გიგილოს წერილი;

-ატარებდნენ გამოკითხვებს ,თუ ვინ ვის აძლევდა ხმას ,რაც ანალოგიურად გაუგებარი გზებით ფინანსდებოდა;

-ეს მოხსენებითი ბარათები ანალიზდებოდა და სახელმწიფო რესურსით პარტია იღებდა დეტალურ ინფორმაციას მაცხოვრებელთა პოლიტ გემოვნებაზე. ეს უკვე კორუფციაა და იმედი მაქვს ვინმე მიხედავს საკითხის შესწავლას.

გ) გეგმიური სამუშაობით სპეკულაცია ყველა უბანში მოხდა. მაგალითად ჩემს სადარბაზოს წინ დააასხეს მცირე მოცულობით ასფალტის ახალი ფენა და რათქმაუნდა ქალბატონებმა ყველა გაგვაფრთხილა, რომ გიგი ასფალტს გვიგებდა. სტადიონის , რაიმე აუცილებლობის გაკეთებისას ხდებოდა ანალოგიური მესიჯის გაგზავნა ბრიგადნიკების მხრიდან, რომ ეს იყო დამოკიდებული ხალხის აქტიურობაზე . ესაა პირდაპირი ფსიქოლოგიური ზეწოლა.ამის გარდა შევამჩნიე უამრავი სხვა მეთოდი,რომელზეც არ დავკონკრეტდები .ტელევიზიის მომენტი ძალიან კარგად იყო სინთეზირებული ციცო დეიდების ინსტიტუტთან.

 

ამ ბუდის დანგრევის გარეშე არანაირ არჩევნებს აზრი არა აქვს. პარტიას აქვს უფლება აწარმოოს აგიტაცია არსებული დაფინანსების საზღვრებში ,ხოლო ეს ეს ინტიტუტები ემსახურება კორუფციას.

გადახედეთ ვიდეოებს -ამომრჩევლებზე ხდება ტოტალური მონიტორინგი. ციცო დეიდები ვერც ხედავენ ,რომ მათი მოცემული სიებით დგინდება ვინააა ლოიალური ზოგადად ხელისუფლების მიმართ და ვინ არა. არის გარანტია რომ ეს მხოლოდ პარტიას ხმარდება ?!........

 

სიბინძურე სახეზეა ,რომელიც თითქოს კანონს არ არღვევს ,მაგრამ რეალურად ლაფსუსის შედეგად გაპარულია უაღრესად საშიში ფენომენი.საერთოდ გამოკითხვის ჩატარების მექანიზმები და კრიტერიუმები მკაცრად უნდა განისაზღვროს .ანონიმურობის დაცვის გარეშე არსებობს დიდი ხიფათები. თუ ციცო დეიდის მიამიტ მზერას ანგარიშს უწევს კარის მეზობელი...ის ამხელს თავის პოზიციას ,რომელიც ღიად მიდის გაუგებარი პერსონების ხელში, ეს მხოლოდ ბინძური ავანტურააა ამ დეიდების წინააღმდეგადაც,რადგანაც ისინი ვერც ხვდებიან ,რომ მათი მეშვეობით ხდება ამომრჩეველთა ანონიმურობის უგულველყოფა.

დ)სიების პრობლემა- კვლავინდებურად მტკივნეულ თემად დარჩა.მაგალითად 600კაციან უბანში,სადაც მე ვიყავი მეთვალყურე, მთელი სადარბაზო იყო გამორჩენილი. სიებში შეყვანილი გახლდათ გადასული ადამიანები ,რომელთა მოსაწვევევი არაერთ ამომრჩეველს მიუვიდა.მესმის, პარტიებმა იმუშავეს ,თუმცა მაინც დაზუსტება სრულყოფილი არ ყოფილა......დღესაც სიები არის გაბერილი. ბლეფია თითქოს ბევრი ამორჩველი არ მოვიდა .რათქმაუნდა პასიურების ოდენობა დიდია.მაგრამ ეჭვს იწვევს რომ იდება ნაღმი-1)ოპოზიციას უნერგავს ცრუ იმედს რომ მას პოტენციური ამომრცევლები ყავს ,ხოლო ხელისუფლება საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის დაიმატებს სასურველ ხმებს.რადგანაც სიები არასრულფასოვანია ნება მომეცით მქონდეს დიდი ეჭვები.

ე)პარტიათა სისუსტე ადგილებზე-ამხანაგობების საპირწონედ არ ყოფილა ალტერნატიული კონტროლის მექანიზმი. სახელმწიფო ანაზღაურებით პარტიები ვერ უზრუნველყოფენ თითეეული ფაქტის წარმოჩენას. ეს ერთი მხრივ მათი ორგანიზაციული სისუსტეა, თუმცა მთლიანობაში გასაზრდელია პარტიათა ფუნქციონირებადობა. ნურავინ ამას ცუდად ნუ გაიგებს . ყველა ეზოში საჭიროა იგრძნობოდეს ალტერნატიული პოლიტიკური საქმიანობა,რომელიც მონიტორინგს გაუწევს სახელისუფლებო პროპაგანდას. თანხები საჭიროა, თუმცა უფრო მეტად მონდომება. იგივე არჩევნების დღეს , ადგილებზე მეთვალყურეების გაგზავნა უაზრობაა, თუ პირი იქ არ ცხოვრობს. მეთვალყურეების ტრეინინგი რეგულარულ სახეს სავალდებულოა ატარებდეს, ხოლო პარტიული სტრუქტურა არ შეიძლება გაჩერდეს არჩევნების შემდეგ პერიოდშიც. პარტიათა ევოლუციური განვითარებაზე დამოკიდებულია დემოკრატიზაციის პროცესი . საპარლამენტო არჩევნების წინ კი უფრო მტკივნეული იქნება რეგიონების თემატიკა,სადაც საზოგადოებრივი განწყობებზე ცუდ როლს თამაშობს როგორც მედია, აგრეთვე პარტიათა მოუქნელობასთან შეზავებული კლანური ზეწოლის მექანიზმები.

 

ვ) საარჩევნო კომისიები= ციცო დეიდების ბირჟას შეზავებული რამდენიმე ოპოქალბატონით ან ბატონით.რა უნდა მოვთხოვოთ ამ ადამიანებს? ბევრი ვერაფერი..... საჭიროაა საუბნო კომისიების დაკომპლექტების პრინციპების სრული შეცვლა.

 

ზ)საარჩევნო მონიტორინგი-ზოგიერთმა მონიტორმა აშკარად დაიკავა სახელისუფლებო პოზიცია .მათი მუშაობის გაკონტროლება რეალურად არ ხდება. არადა ენჯეო სექტორს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა. განსაკუთრებული თემაა პოსტის თავში გამოკვეთილი ნეგატიური ტენდენცია. დონორები იმედია დააფინანსებენ რეგიონების თუ პერიფერიების დემოკრატიზაციის პროექტებს .ძალიან,ძალიან მძიმე სურათია და რაც საგრძნობია ტრეინინგები მხოლოდ პატარა ფოკუს ჯგუფებზეა ორიენტირებული.

თ)სამხედრო და დახურული უბნები- აი ესაა ზუსტად ენჯეოების სამუშაო არეალი. პერმანენტული მონიტორინგი, ლექციები , მუშაობა იმაზე რომ სამხედრო პირებს განემარტოთ თავისი უფლებები. დარღვევათა აღნუსხვა. ხაზგასმით ვამბობ -არა პარტიული აგიტაცია, არამედ დემოკრატიის ანბანის განმარტება. ოცდამეერთე საუკუნეში ნუთუ ეს სადაო უნდა იყოს?!

 

დასკვნა:

არჩევნებში მონაწილეობა იყო საჭირო. გამოიკვეთა უამრავი მექანიზმი, რომელიც აღმოსაფხვრელია და ბოიკოტის პირობებში ნაკლებად მოხერხდებოდა;

 

შეცდომა იყო გაუთავებელი კონსულტაციები პრაიმერთან დამოკიდებულებაში. დღესაც დროა უკვე დღეიდან დაიხუროს ეს თემა და დაიწყონ სუბიექტებმა პრაქტიკული მუშაობა ადგილებზე.

სასურველია გაერთიანების შემთხვევაში აქცენტი წვრილმანებზე კი არ გაკეთდეს ,არამედ სამუშაოზე,რაც ძალიან დიდია .

 

ალიანსზე.ცალკე თემა დავწერე იხ.....http://planeta.ge/index.php?showtopic=26803

კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი. არ გაიგოთ დიდაქტიკად.ეს ჩემი ,როგორც ალიანსის ამ არჩევნებში ერთი რიგითი მხარდამჭერის პასაჟებია და მაინტერესებს ზუსტად კრიტიკა,აგრეთვე თქვენი მოსაზრებანი გამოსავალზე.

 

ერთს ვიძახი- არჩევნებს სააკაშვილის პირობებში აზრი აქვს დაკარგული და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ ჩავერთვები, როგორც ამომრჩეველი,მაგრამ ყველამ უნდა ვიმოქმედოთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ;)

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არჩევნების შემდეგ ალასანია გამოიკვეთა როგორც ყველაზე სუსტი პოლიტიკოსი...

 

 

და ნათელია, რომ მას მეორედ არ უნდა გაჰყვეს საზოგადოება.

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

ლაშა შენ პათოსს და გულისტკივილს საქართველოს მორიგი წარუმატებლობის თაობაზე ვიზიარებ, მაგრამ დანარჩენი რავიცი არ მიწყინო და ან ძალიან გულიბრყვილო/მეამიტი ადამიანი ხარ ან არვიცი, უბრალოდ კრიმინალური რეჟმის პროპაგანდის მსხვერპლი...

 

რასაც ვგულისხმობ ჩემი "აქამომდელი" (ასეთი სიტყვა არსებობს? :givi: ) პოსტებიდან ალბათ იცი.. საქართველოში 30 მაისს მოხდა ის რაც იყო კიდეც დაგეგმილი და მოხდა თქვენთვის/საზოგადოებისთვის სასაუბრო, საკამათო მომენტების გენერირებაც, რომ ის არ დაიჯეროთ რასაც მე და დანარჩენი ჩემნაირები (ასეთებიც არიან? :018: ) ღაღადებენ უდაბნოსა შინა..

 

რავიცი ტო პატივს გცემთ შენ, დეპრესას, სიკნადმოს, ძუკუს ბატონო (მერე რა რომ რესპუბლიკელია და არ ვევასები :givi: ) და ყველა სხვა ფორუმელს, რომლებიც მეტ ნაკლები ოპტიმიზმით ელოდებოდით არჩევნებს (საერთოდ ფორუმელებს პატივს ვცემ იასნა :018: ), მაგრამ რავიცი მამენტ, რაცხა ან დიდი სურათის დანახვა არ გინდათ ან დიდი სურათის დანახვის "გეშინიათ" და გაურბიხართ, რადგან ჩემთვის არაფერი მოულოდნელი ან განსაკუთრებული ადგილობრივი თვითმმართვეობის არჩევნებზე არ მომხდარა.. ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა და რავიცი ტო, რატომ ვერ ხედავთ ამას წარმოდგენა არ მაქვს..

 

--------

 

შენი პოსტიდან ერთ მომენტზე გავამახვილებ განსაკუთრებით ყურადღებას და გეტყვი რომა საქართველოში ჟურნალისტიკა მკვდარია. არც ვამეტებ და არც ვამცირებ არსებულ რეალობას, ჟურნალისტიკა საქართველოში რეალურად მკვდარია. ასე რომ არ იყოს მე აქ არ ვიქნებოდი და თქვენ ესოდენ ცუდათ ინფორმირებული და გაწბილებული...

 

იმ ცალკე აღებულ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რომელთაც ფულსა და მდგომარეობას პროფესიული და ადამიანური ღირსება ამჯობინეს ჩემ პატივისცემას უდასტურებ, მაგრამ სამწუხაროდ ეს რამდენიმე ადამიანი საკმარისი არ არის და ვერაფერს გახდება და თუ რეჟიმისთვის რეალური საფრთხის შექმნა დაიწყეს, ან ქვეყნის დატოვება და ან სააკაშვილის ციხეში ცხოვრების გაგრძელება მოუწევთ (თუ სიკვდილი არა)..

 

ერორებისა და დანარჩენი ბორდელების (არ ვხუმრობ როცა დღევანდელ ქართულ ტელევიზიებს ბორდელს ვუწოდებ, და იქ მომუშავე ჟურნალისტების 90%-ს პრასტიტუტკებს) პრასტიტუტკებს ჟურნალისტობას ნუ დააბრალებრქმევ, რადგან არაფერი საერთო ჟურნალისტიკასთან მაგ არაადამიანებს არ გააჩნიათ.. სამწუხაროდ ბეჭვდითი მედია ტელევიზიებზე უარესი გახდა..

 

ასე რომ შენი პოსტის პათოსს კი ვიზიარებ, მაგრამ .......

 

==================================

ვახ ბლინ.. პივოვსკი დალიეთ ხალხო, რადროს სერიოზული დაგრუზვაა :( არადა დავიგრუზე ტო : ))))

 

 

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და ეგეთი ბლეფი ბაასი დაივიწყეთ ხალხო საერთოდ..

 

რევოლუციის დრო როცა მოვა და როცა საზოგადოება საკმარისად გაიზრდება და მზად იქნება რევოლუციური ცვლილებებისთვის კი ბატონო გავაკეთოთ რევოლუცია, მანამდე პოლიტიკის თამაში თუ გაინტერესებთ ითამაშეთ, მაგრამ იცოდეთ რომა ბევრს ვერაფერს შეცვლით.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ა)მედიასივრცის და საერთოდ ქართული ჟურნალისტიკის დეგრადაცია

ქართველი ჯურნალისტების უმთავრესი პრობლემა, ანუ მათი პროფესიონალიზმის მკვლელი არის:

1) ზედმეტად ემოციურობა ანუ ცივი გონების არ ქონა

2) უსაზღვრო ზიზღი ან უსაზღვრო ყურმოჭრილობა ანუ მორჩილება

 

არაფერს ვამბობს სხვა ისეთ ფაქტორებზე განთლება, გამბედაობა, ობიექტურიობა, კორექტულობა და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ოპოზიცია ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად ჯერ ვერ ჩამოყალიბდა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არჩევნების შემდეგ ალასანია გამოიკვეთა როგორც ყველაზე სუსტი პოლიტიკოსი...

 

 

და ნათელია, რომ მას მეორედ არ უნდა გაჰყვეს საზოგადოება.

ალასანია თუ რეალურად "პატრიოტია" უარი უნდა თქვას უახლოეს მომავალსი პრეზიდენტობის კანდიდატურაზე საკუთარი თავის წარდგენაზე და დაიწყოს აქტიური პოლიტიკა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთს გეტყვით-ალასანიას მოუწევს ყველაფრის თავიდან დაწყება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთს გეტყვით-ალასანიას მოუწევს ყველაფრის თავიდან დაწყება.

მისი უდიდესი შეცდომა იყოს ობამას "გაშარჟება"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთს გეტყვით-ალასანიას მოუწევს ყველაფრის თავიდან დაწყება.

lasha_alo, მიშიზმის იდეოლოგები მასე არ ფიქრობენ.

ა, ნახე რა წამოცდა ნოდიას, თამ პაიჭაძემ შეამჩნია და ვითომ გაიხუმრეს:D

 

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთს გეტყვით-ალასანიას მოუწევს ყველაფრის თავიდან დაწყება.

არაფრის თავიდან დაწყება ალასანიას არ მოუწევს..

 

წამყვანი ოპო ლიდერის მანტიას მოირგებს უახლოეს მომავალში (შეეცდება) და ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისას წინასწარ განსსაზღვრულ პოზიციას დაიკავებს.. ეგ არის და ეგ..

 

თქვენ ჩემო კარგებო არავინ არაფერს გეკითხებათ და არც შეგეკითხებათ ვიდრე არ გაიზრდებით და ვიდრე ადამიანების გვერდით არ დადგებით...

 

 

 

არ ჩამქოლოთ ამ სიტყვებიზა, იმენნა დაფიქრდით და დამეთანხმებით :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

თავიდან მითითე რა დრო

 

asds

შენი ჩვენი სკეპტიკოსი ხარ :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები იყო საგრძნობი რეგრესი

რასთან შედარებით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მისი უდიდესი შეცდომა იყოს ობამას "გაშარჟება"

110%

 

===========

 

ადმინებო პლიუსების ვარიანტი 10-მდე მაინც აიყვანეთ დღეში, რომა დისკუსიის დროს ვინმეს მოსაზრებას დაუწერო.. ერთი ცოტაა..

 

+ 1 კიდო მე არ ვწერ :givi:

 

lasha_alo

შენი ჩვენი სკეპტიკოსი ხარ :018:

ანუ მე მესნი გენოსი ვარ? :))

 

არაუშავს, გადამიტანთ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...