Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

"ალიანსის საქართველოსთვის" ყოფილი წევრები კოკა გუნცაძე და ირაკლი ბათიაშვილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდში გადადიან. ამის შესახებ "პირWელისთვის" ჯერ კიდევ 30 მაისის არჩევნებამდე, 23 მაისს გახდა ცნობილი, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, სააგენტომ მაშინ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავა. მაშინ ამ თემაზე გუნცაძისა და ბათიაშვილის საუბარს "პირWელის" კორესპონდენტი ერთ-ერთ კაფეში თავად შეესწრო, თუმცა მოგვიანებით სატელეფონო საუბრებისას ერთმაც და მეორემაც ამ გეგმის არსებობა კატეგორიულად უარყვეს, მეტიც, სააგენტოს ჟურნალისტებს ამ საკითხით დაინტერესებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც "პირWელს" ბათიაშვილმა განუცხადა, მას "ნინო ბურჯანაძესთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, თუმცა მის პარტიაში შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება". "ნინო ბურჯანაძის მოძრაობაში შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაცია პირველად მესმის. ამჟამად მე აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას არ ვეწევი, რადგან სხვა საქმეებით ვარ დაკავებული. რაც შეეხება კოკა გუნცაძესთან გამართულ მოლაპარაკებებს, ჩვენ ახლო მეგობრები ვართ, ძალიან ხშირად ვიკრიბებით და სხვადასხვა საკითხებზე ვმსჯელობთ, მათ შორის - პოლიტიკაზე", - განაცხადა ბათიაშვილმა და ამ თემით დაინტერესების გამო "პირWელის" ჟურნალისტებს "მერაბიშვილის აგენტები" და "მოსყიდულები" უწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ "პირWელმა" კოკა გუნცაძის ალიანსში ყოფნის საკითხი ირაკლი ალასანიას თანაგუნდელებთანაც გადაამოწმა და მათ დაადასტურეს, რომ ბოლო პერიოდში იგი ალიანსში აღარ ჩნდებოდა. მეტიც, მათთვის გუნცაძის სამომავლო გეგმების შესახებ უკვე იყო ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ბათიაშვილი და გუნცაძე არათუ ალიანსის საარჩევნო სიაში, არამედ მის წინასაარჩევნო კამპანიაშიც კი არ იღებდნენ მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ გუნცაძემ ალიანსის სახით კონსტრუქციულ ოპოზიციურ ძალას შეაფარა თავი, იგი ყოველთვის ე.წ. რადიკალებთან ერთად ჩნდებოდა, მათ შორის - ბურჯანაძესთან.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=49628&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არც გუნცაძე და არც ბათიაშვილი ალიანსში არ ჩანდნენ,

ალიანსია რესპების, მემარჯვენების და ალასანიას გუნდის გაერთიანება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ თუ დაიშლება არც ეგაა პრობლემა. მე ვერ ვხდავ ალასანიაში ძლიერ პოლიტიკოსს! რესპუბლიკელების ფანი ვარ მე, მაგრამ ძალიან არათანმიმდევრულები არიან და ხშირად გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებენ. იგივე ბათიაშვილის აყვანა პარტიაში... რე ვიცი.

 

თუ არ დაიშლება და არც ეგაა პრობლემა - აი ზემოთ აღნიშნული მარგინალი ამხანაგები რაც მალე დასტოვებენ ამ ალიანსს მით უკეთესი :)

 

სოზარაც რო წავიდა ეგეც კარგია - სიტყვებზე მოხტუნავე პოლიტიკოსები ტეხავს რა.

 

ომბუდსმენობის დროს ერთს ბაზრობდა, ახლა პოლიტიკური ქულების ამბავში სხვა რამეს ბაზრობს და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:hamaki: ჩემთვის ოპოზიცია მიშასი არ იყოს მტლიანად ჩარეცხილია( ჩასარეცხია)..ასე რომ ვინ სად მიეტმასნება ვინ ვის შეუერტდება ან გამოუერტდება ზუსტად ისე მატოკებს როგორც ბურკინა ფასოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები :boli:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რესპუბლიკელების ფანი ვარ მე,

Harry Potter

 

 

თინა ხიდაშელის და პაატა ზაქარეიშვილიის?

 

Siknadmo

ირაკლი ალასანია კოკა გუნცაძის "ალიანსიდან" წასვლის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა .

ამის შესახებ "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"გუნცაძეს არ გაუკეთებია რაიმე განცხადება "ალიანსში", რომ წასვლას აპირებდა. ეს მისი გადასაწყვეტია. მე ვაგრძელებ ბრძოლას იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც გამარჯვების სჯერა", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, არ ფლობს ინფორმაციას არც კოკა გუნცაძის ნინო ბურჯანაძის პარტიაში შესაძლო გადასვლის შესახებ.

"ეს საკითხები ჯობია, თავად გუნცაძესთან გაარკვიოთ", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

კოკა გუნცაძე თავდაპირველად "ახალი მემერაჯვენეების" შემდეგ კი, ირაკლი ოქრუაშვილის "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წევრი იყო. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კი, დამოუკიდებელ სუბიექტად გაერთიანებული ოპოზიციაში შედიოდა. მოგვიანებით კი, ასევე, დამოუკიდებელ სუბიექტად "ალიანსი საქართველოსთვის" წევრი გახდა.

http://new.interpressnews.ge/ge/politika/136491-irakli-alasania-koka-guncadzis-qaliansidanq-tsasvlis-shesakheb-informirebuli-ar-yofila.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო ისაა რომ, ყველა ადამიანი, რომელიც ძლიერის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც გამტრაკებელია და აგრესიული, ნელ ნელა მოდის მანდედან, თითქოს გასვრა არ უნდათ. რჩებიან უპრინციპო ადამიანები რომლებიც ნაბოზVრობას - პრაგმატიზმით ხსნიან, სატელიტობას - კონსტრუქციულობით და წარუმატებლობას - სხვა ძალების ოინებით.

მე ასე ვატყობ რომ, ალასანიამ კი არ გაიერთიანა ირგვლივ ახლები და რესპები, რესპები შეიერთებენ ალასანიას და ახლები კი გამოეყოფიან.

ასე მგონია მე...

 

რესპები ამოიფარებენ მას ლიდერად, და მერე როდესაც აღარ დასჭირდებათ ამოისმევენ და მოიცილებენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალიანსი იშლება?

აუ..ეხლა ესენი თუ დაიშალენ,დაღუპულა ქვეყანა, რაღა გვეშველება.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Harry Potter

სოზარაც რო წავიდა ეგეც კარგია - სიტყვებზე მოხტუნავე პოლიტიკოსები ტეხავს რა.

 

ომბუდსმენობის დროს ერთს ბაზრობდა, ახლა პოლიტიკური ქულების ამბავში სხვა რამეს ბაზრობს და ა.შ.

ეს სად შეამჩნიე რო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

რესპუბლიკელია.

 

ხომ ბევრი რამ ხდება გასაგები ?

რა ხდება გასაგები ?

 

პ.ს.დადიხართ შენ და ასდს ერთად და ლანძღავთ ალასანიას..თან სრულიად უსაფუძვლოდ///

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ალასანია ვახსენე სადმე?

ჰარი პოტერის შესახებ იყო ნათქვამი.

რესპუბლიკელების მხარდამჭერია თქო.

შესაბამისად სოზარი იმიტომ გახდა საზიზღარი და ქულების დამწერი, რომ მაგათ მოსცილდა...

იმიტომაც მოსწონს რესპები.

ნაცებიც მოსწონს დარწმუნებული ვარ, უბრალოდ მოდაში არაა ეხლა ეგ ამბავი...

დადიხართ შენ და ასდს ერთად და ლანძღავთ ალასანიას

აუ ნუ გელანდება რა სისულელეები.

 

მიჰყევი ძმაო და იყავი.

და ბოლოს გაფარჩაკებულ საქართVელოში რომ ამოყობ თავს და რომ მიხვდები მიხოს გეგმის ნაწილი იყავი, მერე საკუთარ თავს დააბრალე.

ოღონდ საკუთარს.

და რესპებივით ნუ ეცდები სხვებს შეტენო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაიშალოს,მაინც ვერ გაქაჩავდნენ. :)

 

 

 

თარგამაძე ჩახდის მალე ყველას.დაიმახსოვრეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისღა დაგრჩენიათ ყველამ ითამაშოთ ის თამაში,გამყალბებლებს რომ ურტყავდით ჩაქუჩს თავში..ეს გამოიწვევს ნაცებში პანიკას და მერე თქვენ იცით.. :givi: :givi: Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე მე ძალიან მენიშნა ერთი მომენტი... ბერძენიშვილის აქტიურობა გუშინ - ჯერ რადიო პალიტრაში, მერე აქუსთან... აშკარად ძაბავდა სიტუაციას ოპოების მიმართ. განსაკუთრებით ფორუმის მიმართ. ანუ ყველაფერს აკეთებდა რომ ხელი ეკრა მათტვის.

აი ეს ვერ გავიგე.

მაგრამ მიმდინარე მოვლენების ფონზე...

შეიძლება გაქცევაზე ხალხი აქეთ იქით... და რესპებს გამყვანი პაიკის გარეშე დარჩენა ეშინიათ. მერე კი გაწირავენ იმ პაიკს... მაგრამ მანამდე ბოლომდე გამოწველიან... რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება მრჩება...

არ ვიცი შეიძლება ვცდები.

მაგრამ ნელ ნელა მივდივარ აზრამდე რომ, ალასანია თუ ამათ არ გამოეყო, დაღუპავენ. თუკი გათამასებული ფიგურა არაა რა თქმა უნდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

პ.ს.დადიხართ შენ და ასდს ერთად და ლანძღავთ ალასანიას..თან სრულიად უსაფუძვლოდ///

:*

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

:018:

 

თარგამაძე ჩახდის მალე ყველას.დაიმახსოვრეთ.

დჩპ რომ გააკეტონ ვერა? :))

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დჩპ რა დემოკრატ ჩახდილთა პარტია ანუ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...