აზრი Posted March 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2010 მოდი მაგ საქმეს შენ მოგანდობ, ბოლოსდაბოლოს დაგვპირდი. მე ჩემ რეაქციას და მოსაზრებას დავწერ ბუდიზმზე: რამდენადაც მე მესმის, ბუდისტური მოძღვრება ტანჯვისგან გათავისუფლების პრინციპზე დგას. ძირეულია ის მოსაზრება, რომ ამქვეყნიური ტანჯვისგან გასათავისუფლებლად ადამიანმა უარი უნდა თქვას მიწიერ სურვილებზე და ე.წ. მიჯაჭვულობაზე [ინგლისურად attachment, რომელიც უკეთ ვერ გადავთარგმნე] ამ სურვილების მიმართ. მცირეოდენი ბუდისტური ელემენტი ალბათ ყველას გამოუყენებია ცხოვრებაში: "დაიკიდე-მოგეშვება" გარკვეულწილად მიჯაჭვულობის მოხსნაა ამა-თუ-იმ მტკივნეული საკითხის მიმართ. მაგალითად, დავკარგე საყვარელი ჩუსტი და ამის გამო ლოყებს ვიხოკავ. თავისთავად ის, რომ მე ჩუსტი დავკარგე, პრობლემას არ წარმოადგენს და არც ტანჯვის საფუძველია, სამაგიეროდ ის, რომ ეს ჩუსტი ძალიან მიყვარდა და მიჯაჭვული ვიყავი მასზე [გრძნობა მქონდა ამ ჩუსტის მიმართ], განაპირობებს ჩემს ტანჯვას და დასისხლიანებულ ლოყებს. ხოდა, თუ მე მოვიხსნი ამ მიჯაჭვულობას, ანუ "დავიკიდებ" ჩუსტს და გადავწყვეტ, რომ არ ღირს მასზე დარდი და ვაება, მომეშვება.ამ დონემდე და ამ დოზით მეც მომწონს ეს მწირი პრაქტიკული ბუდიზმი, მაგრამ როდესაც ვხვდები, რომ ბუდიზმი მოითხოვს, რომ ადამიანმა უარი თქვას აბსოლუტურად ყველა მიწიერ სურვილზე, დაიჩლუნგოს ყოველგვარი მიჯაჭვულობა/მგრძნობელობა, ჩემთვის ბუდიზმი აზრს კარგავს უკვე. ჩემთვის ცხოვრება და ცხოვრების არსი სწორედ ისაა, რისი უარყოფისკენაც ბუდიზმი მიბიძგებს. მირჩევნია ვიტანჯო ცალმხრივი სიყვარულის გამო, აღმაფრენის ქარცეცხლში გავეხვე როცა საქმე კარგად წამივა, თვეები ვერ დავივიწყო გარდაცვლილი ახლობელი, ვიდრე შინაგანად ნეიტრალური, სტერილური, სტოიკური და ინერტული ვიყო [მაგრამ სამაგიეროდ მივაღწიო ნირვანას]. ცხოვრებას იმდენად აქვს აზრი რამდენადაც მას იცხოვრებ, და არა მომავალი, უკეთესი ცხოვრებისთვის ზრუნვაში გაატარებ.The Reaper იდეალური პოსტია! ძალიან მომეწონა რაც დაწერე. ძალიან კარგად აღწერე ბუდიზმის სუსტი მხარე. აფსოლუტურად გეთანხმები რაც დაწერე. იდეალური პოსტია. ერთი რაც მინდა გამოვყო ისაა, რომ ჩვენ, მატერიალური არსების მქონე ადამიანებს, მრავალი რამ გვილამაზებს ცხოვრებას. სურვილები, მისი დაკმაყოფილება. მიზნების დასახვა, მათი მიღწევა და მისით ბედნიერების განცდა. არადა, ბუდიზმი ამ ყველაფრიდან გთიშავს და ნირვანას მისაღწევად ყველაფერზე უარს ამბობ. მოკლედ, ბუდიზმში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
The Reaper Posted March 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2010 The Reaperერთი რაც მინდა გამოვყო ისაა, რომ ჩვენ, მატერიალური არსების მქონე ადამიანებს, მრავალი რამ გვილამაზებს ცხოვრებას. სურვილები, მისი დაკმაყოფილება. მიზნების დასახვა, მათი მიღწევა და მისით ბედნიერების განცდა. არადა, ბუდიზმი ამ ყველაფრიდან გთიშავს და ნირვანას მისაღწევად ყველაფერზე უარს ამბობ. მოკლედ, ბუდიზმში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ.ზუსტად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.