Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება:

 

1. ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი.

2. არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ.

3. შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე.

4. არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს.

 

ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება:

 

1. მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება.

2. მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად.

3. მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე...

4. მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს - არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს.

5. მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს.

6. მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს.

7. მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე.

8. მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო.

 

მხოლოდ ხსნის გზის რვა საფეხურის გავლის შემდეგ მიაღწევს ადამიანი ხსნას, გასხივოსნებას, გამოღვიძებას ცრუ ცხოვრებიდან, რომელიც ცუდი და მტანჯველი სიზმარია, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამ გამოღვიძებას ბუდიზმში ნირვანა ეწოდება: ეს არის სრული სიმშვიდე - არც სიცოცხლე, არც სიკვდილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...
ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება:

 

1. ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი.

2. არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ.

3. შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე.

4. არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს.

 

ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება:

 

1. მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება.

2. მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად.

3. მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე...

4. მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს - არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს.

5. მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს.

6. მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს.

7. მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე.

8. მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო.

 

მხოლოდ ხსნის გზის რვა საფეხურის გავლის შემდეგ მიაღწევს ადამიანი ხსნას, გასხივოსნებას, გამოღვიძებას ცრუ ცხოვრებიდან, რომელიც ცუდი და მტანჯველი სიზმარია, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამ გამოღვიძებას ბუდიზმში ნირვანა ეწოდება: ეს არის სრული სიმშვიდე - არც სიცოცხლე, არც სიკვდილი.

 

ყოველთვის მიზიდავდა ეს მიმდინარეობა. :blink:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბუდიზმთან დაკავშირებით ტიბეტური სწავლება მახსენდება ხოლმე შეცდომის ათ წყაროზე. რუსულად ასეა:

1. Желание можно принять за веру.

2. Привязанность можно принять за благоговение и сострадание.

3. Прекращение мыслительных процессов можно принять за спокойствие бесконечного ума, являющееся истинной целью.

4. Чувственные ощущения (или феномены) можно принять за откровения (или проблески) реальности.

5. Простой проблеск реальности можно принять за полное ее осуществление.

6. Те, кто проповедует, но не практикует религию, могут быть приняты за истинно посвященных.

7. Рабы страстей могут быть приняты за мастеров йоги, которые освободились от всех условностей.

8. Действия, предпринимаемые в собственных интересах, можно ошибочно принять за альтруистические.

9. Обман может быть принят за осторожность.

10. Шарлатанов можно принять за мудрецов.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
Guest ჭანო

ბუდიზმი (ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი, ან გაღვიძებულის კანონი), რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI - V საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოში ქრისტიანობის, ისლამის, ინდუიზმის და ტრადიციული ჩინური რელიგიის შემდეგ.

 

ბუდას ცხოვრება

ძვ. წ. V საუკუნეში თანამედროვე ნეპალში ინდოეთის საზღვართან, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად სიდჰართა დაარქვს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი სასახლის კედლებსა და ეზოს გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი გახდებოდა, თუ არა და, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა.

 

როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცებულმა ბრძენმა მოინახულა და დაადასტურა ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას მოუტანსო. ასიტამ გაიხარა მისი ხილვიასგან, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან ძალზე მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს.

 

მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სხვა ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შერთეს ცოლად და შვილიც შეეძინა.

 

ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა, რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო? მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ დაბრუნებულუი სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა.

 

ერთ დღესაც მან სნეულებისაგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების შესახებ, რომელიც ყველა ადამიანს ემუქრება.

 

მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც მიჰყავდათ. როცა იკითხა, უთხრეს ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო.

 

ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და, როცა იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს ეს არის ასკეტი (განდეგილი), რომელიც ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ამ წუთისოფლის ცოდვა-ბრალის საიდუმლო ამოხსნასო, ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისაგანო.

 

და მიატოვა 29 წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლი და შვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა. შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი და ბრძენი მოინახულა, მაგრამ მათმა სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრებამ ვერ დაანახა გზა ხსნისაკენ. ბოლოს, ერთი ლეღვის ხის ძირას დაჯდა ფეხმორთხმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა.

 

მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა, სიდჰართას ბუნება სრულიად გარდაიქმნა - ეს გამოღვიძებას ჰგავდა. ამიტომ ეწოდა მას ბუდა, რაც ნიშნავს „გამოღვიძებულს“ და „გასხივოსნებულს“.

 

ამის შემდეგ ორმოცი წლის განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრობას. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა. ღრმად მოხუცებული კი იგი გარდაიცვალა, მიაღწია რა ნირვანას.

 

წყარო ვიკიპედია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ბუდიზმი ინდოეთში დაახლოებით ძვ. წ. 500 წელს წარმოიშვა. ბუდისტური გადმოცემის თანახმად, ინდოელმა პრინცმა, სახელად სიდჰართა გაუტამამ, რომელიც წმინდანად შერაცხვის შემდეგ ბუდას სახელით არის ცნობილი, შექმნა ბუდიზმი. ეს რელიგია ინდუიზმს გამოეყო, რის გამოც მისი სწავლებები რაღაცით ინდუიზმის სწავლებების მსგავსია. ბუდიზმის თანახმად, ცხოვრება სიკვდილ-სიცოცხლის მუდმივი ციკლია და, როგორც ინდუიზმში, თითოეული პიროვნების მდგომარეობა წინა ცხოვრებაში განვლილ სიცოცხლის გზაზეა დამოკიდებული.

"[ბუდა] ადამიანის ცხოვრებაში ხედავდა მხოლოდ ხანმოკლე, წყვეტილ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობებს, რომლებსაც მხოლოდ ადამიანის ძლიერი სურვილი აერთიანებდა", — აღნიშნა არნოლდ ტოინბიმ. ბუდას სწამდა, რომ რაღაც — რომელიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა თუ ძალა — ერთი სიცოცხლიდან მეორეში გადადიოდა. ბუდისტი მეცნიერი, დოქტორი ვალპოლა რაჰულა, ამბობს:

"ცოცხალი არსება ფიზიკური და სულიერი ძალების ანუ ენერგიის ერთობლიობაა. ის, რასაც ჩვენ სიკვდილს ვუწოდებთ, ფიზიკური სხეულის სრული უმოქმედობაა. უკვალოდ ქრება ყველანაირი ძალა და ენერგია სხეულის სიკვდილის დროს? ბუდიზმი პასუხობს, რომ არა. სურვილი, რომ არსებობდე, აგრძელებდე ცხოვრებას და ისევ და ისევ იბადებოდე, სიცოცხლის, ყოველგვარი არსებისა და თვით მთელი სამყაროს მამოძრავებელი უდიდესი ძალაა. ეს უზარმაზარი ძალა და უდიდესი ენერგიაა მთელ მსოფლიოში. ბუდიზმის თანახმად, ეს ძალა არ ქრება სხეულის ცხოველქმედობის შეწყვეტის ანუ სიკვდილის დროს; არამედ გვევლინება სხვა ფორმაში და ხელახლა არსებობს, რასაც მეორედ შობას უწოდებენ".

ბუდისტების აზრი სიკვდილის შემდეგ ადამიანის არსებობის შესახებ შემდეგია: არსებობა მარადიულად გაგრძელდება, ვიდრე პიროვნება არ მიაღწევს საბოლოო მიზანს — ნირვანას და თავს არ დაიხსნის გარდაქმნის ციკლიდან. ნირვანა არც მარადიული ნეტარებაა და არც საბოლოო რეალობასთან შერწყმა. ეს უბრალოდ სრული გაქრობაა — "უკვდავება" პიროვნების არსებობის გარეშე. "უებსტერის ახალი ლექსიკონის მეცხრე გამოცემა" [Webster's Ninth New Collegiate Dictionary] "ნირვანას" განმარტავს, როგორც "ყოფიერებიდან გამოთიშულ ადგილს ან მდგომარეობას ყოველგვარი საზრუნავისა და ტკივილის გარეშე". ბუდისტები უკვდავებას კი არ ეძებენ, არამედ აღძრული არიან, რომ მის საზღვრებს გასცდნენ და მიაღწიონ ნირვანას.

 

რამდენადაც ბუდიზმი აზიის სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა, ადგილობრივ წარმოდგენებთან შერწყმის შედეგად მისმა სწავლებებმა ცვლილებები განიცადა. მაგალითად, მაჰაიანაში, ბუდიზმის ერთ-ერთ მიმართულებაში, რომელიც გავრცელებულია ჩინეთსა და იაპონიაში, არსებობს ზეციერი ბოდჰისატვის ანუ მომავალი ბუდას რწმენა. ბოდჰისატვებს გადადებული აქვთ ნირვანის დამკვიდრება და მრავალჯერ იბადებიან, რათა სხვებს მოემსახურონ და დაეხმარონ ნირვანის მიღწევაში. ამგვარად, პიროვნებას კვლავ და კვლავ დაბადების ციკლის გაგრძელება ნირვანის დამკვიდრების შემდეგაც კი შეუძლია.

 

სხვა მიმდინარეობა, რომელიც ძირითადად ჩინეთსა და იაპონიაშია გავრცელებული, მოძღვრება დასავლეთის წმინდა მიწის შესახებ, ამიტაბჰა-ბუდამ ანუ ამიდამ შექმნა. ის, ვინც ბუდას რწმენით უხმობს, მეორედ იბადება წმინდა მიწაზე ანუ სამოთხეში, სადაც საბოლოო მიზნის მიღწევისთვის საუკეთესო პირობებია. რა მოიტანა ამ სწავლებამ? ზემოხსენებული პროფესორი სმარტი ამბობს: "ბუნებრივია, რომ საუცხოო სამოთხემ, რომელიც ნათლად არის აღწერილი მაჰაიანას ზოგ საღვთო წიგნში, საზოგადოების წარმოდგენაში ნირვანას ადგილი დაიკავა, როგორც საბოლოო მიზანმა".

 

ტიბეტურ ბუდიზმში კიდევ სხვა ადგილობრივი ელემენტებია შერწყმული. მაგალითად, მკვდრების შესახებ ტიბეტური წიგნი აღწერს, თუ რა ემართება პიროვნებას შუალედურ მდგომარეობაში, ვიდრე მეორედ დაიბადება. მკვდრები წარსდგებიან საბოლოო რეალობის მოკაშკაშე ნათელის წინაშე და ისინი, რომლებიც ვერ უძლებენ ნათებას, არ თავისუფლდებიან, არამედ მეორედ იბადებიან.

 

ბუდა

 

http://s006.radikal.ru/i214/1003/2b/a5e65cd4a3d7.jpg

 

 

ბუდისტები

 

http://s52.radikal.ru/i135/1003/25/69446ae618e4.jpg

 

ამიტაჰბა ბუდა

 

http://i045.radikal.ru/1003/5f/5df4207dee37.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი.

2. არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ.

3. შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე.

ეს სანდო წყაროა?

მე სხვანაირად ვიცოდი ( თვალ-ყურმოკვრით)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

 

ეს ფრაზები, მის დამწერს, ვიკიპედიიდან აქვს გადმოკოპირებული. აი ლინკი: http://planeta.ge/index.php?showtopic=2710

 

სანდოობას რაც შეეხება, ვიკი პედიას მე პირადად სანდო წყაროდ არ მივიჩნევ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

უფრო გავმყარდი ჩემს ეჭვებში-ძAლიან დიდი ხანია არ შევხებივარ მაგათ პოსტულატებს-ეს დღეებია რ მცალია სამწუხაროდ-მერე მგონი პირევლი პოსტი ჩასასწორებელი გახდეს--როგორც მახსოვს რაც დავაკოპირე -ზუსტად მაგის საპირისპიროს ქადაგებს ეგ მოძღვრება:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენადაც ვიცი და წამიკითხავს, ბუდიზმის ოთხი ჭეშმარიტება მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:

 

1. ცხოვრება ტანჯვაა

2. ტანჯვის მიზეზია ამქვეყნიურ ლტოლვებზე და სურვილებზე მიჯაჭვულობა

3. ტანჯვისგან გათავისუფლება შესაძლებელია, და ხდება სურვილებზე უარის თქმით, მიჯაჭვულობის მოხსნით.

4. მიჯაჭვულობის მოხსნა და სურვილებზე უარის თქმა შესაძლებელია რვასაფეხუროვანი გზით, რომელიც პირველ პოსტში წერია.

 

ეს ოთხი ჭეშმარიტებაც საკმაოდ ზუსტადაა გადმოცემული პირველ პოსტში და რას ერჩით ვერ ვხვდები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

The Reaper

 

ბუდიზმზე მე დავწერე უკვე, გადახედე ჩემ პოსტებს. მერე, როცა მოვიცლი, თუ სურვილიც გამიჩნდა, უფრო დაწვრილებით დავწერ რომ ხალხმა იცოდეს რა არის ბუდიზმის ნამდვილი ხედვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

გადავხედე. პირველი პოსტის გაუგებრობას და ოთხი ჭეშმარიტებიც ცნებას გამოვეხმაურე. ამაზე არ გქონია საუბარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

გადავხედე. პირველი პოსტის გაუგებრობას და ოთხი ჭეშმარიტებიც ცნებას გამოვეხმაურე. ამაზე არ გქონია საუბარი.

The Reaper

 

მექნება და

თუ სურვილიც გამიჩნდა, უფრო დაწვრილებით დავწერ რომ ხალხმა იცოდეს რა არის ბუდიზმის ნამდვილი ხედვა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წამზომი ჩართულია? :) (კაი, ეს ხუმრობით).

 

ისე კარგი იქნებოდა შენც დაგეწერა ბუდიზმე რაც იცი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდი მაგ საქმეს შენ მოგანდობ, ბოლოსდაბოლოს დაგვპირდი. მე ჩემ რეაქციას და მოსაზრებას დავწერ ბუდიზმზე:

 

რამდენადაც მე მესმის, ბუდისტური მოძღვრება ტანჯვისგან გათავისუფლების პრინციპზე დგას. ძირეულია ის მოსაზრება, რომ ამქვეყნიური ტანჯვისგან გასათავისუფლებლად ადამიანმა უარი უნდა თქვას მიწიერ სურვილებზე და ე.წ. მიჯაჭვულობაზე [ინგლისურად attachment, რომელიც უკეთ ვერ გადავთარგმნე] ამ სურვილების მიმართ. მცირეოდენი ბუდისტური ელემენტი ალბათ ყველას გამოუყენებია ცხოვრებაში: "დაიკიდე-მოგეშვება" გარკვეულწილად მიჯაჭვულობის მოხსნაა ამა-თუ-იმ მტკივნეული საკითხის მიმართ. მაგალითად, დავკარგე საყვარელი ჩუსტი და ამის გამო ლოყებს ვიხოკავ. თავისთავად ის, რომ მე ჩუსტი დავკარგე, პრობლემას არ წარმოადგენს და არც ტანჯვის საფუძველია, სამაგიეროდ ის, რომ ეს ჩუსტი ძალიან მიყვარდა და მიჯაჭვული ვიყავი მასზე [გრძნობა მქონდა ამ ჩუსტის მიმართ], განაპირობებს ჩემს ტანჯვას და დასისხლიანებულ ლოყებს. ხოდა, თუ მე მოვიხსნი ამ მიჯაჭვულობას, ანუ "დავიკიდებ" ჩუსტს და გადავწყვეტ, რომ არ ღირს მასზე დარდი და ვაება, მომეშვება.

ამ დონემდე და ამ დოზით მეც მომწონს ეს მწირი პრაქტიკული ბუდიზმი, მაგრამ როდესაც ვხვდები, რომ ბუდიზმი მოითხოვს, რომ ადამიანმა უარი თქვას აბსოლუტურად ყველა მიწიერ სურვილზე, დაიჩლუნგოს ყოველგვარი მიჯაჭვულობა/მგრძნობელობა, ჩემთვის ბუდიზმი აზრს კარგავს უკვე. ჩემთვის ცხოვრება და ცხოვრების არსი სწორედ ისაა, რისი უარყოფისკენაც ბუდიზმი მიბიძგებს. მირჩევნია ვიტანჯო ცალმხრივი სიყვარულის გამო, აღმაფრენის ქარცეცხლში გავეხვე როცა საქმე კარგად წამივა, თვეები ვერ დავივიწყო გარდაცვლილი ახლობელი, ვიდრე შინაგანად ნეიტრალური, სტერილური, სტოიკური და ინერტული ვიყო [მაგრამ სამაგიეროდ მივაღწიო ნირვანას]. ცხოვრებას იმდენად აქვს აზრი რამდენადაც მას იცხოვრებ, და არა მომავალი, უკეთესი ცხოვრებისთვის ზრუნვაში გაატარებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...