shamili Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 ეს სტატია წაიკითხეთ და მერე გაიხსენეთ ჩემს მიერ ორი დღის წინ გახსნილ თემა აზიის უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფო საქართველოს ხელს უწვდის რამ გამოიწვია ირანის კავკასიურ ფრონტზე გააქტიურება? ფაქტია, რომ საქართველოს სხვა გზა აღარ აქვს, ფაქტობრივად, იზოლაციაშია მოქცეული და სურს ახალი პარტნიორები და მეგობრები ეძებოს. ირანის კავკასიის ფრონტზე გააქტიურებაც სწორედ ამ მიზეზით არის გამოწვეულითუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თავად ირანი ბოლო დროს აშშ-სთან ლოიალური პოლიტიკის გზას დაადგა. ირანის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბოლო წლებში წარმოებული ხისტი პოლიტიკა უფრო რბილი და მოქნილი ურთიერთობებით შეცვალოს, თუ აშშ-საც ექნება საამისო სურვილი". ირანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო. ახლო მომავალში ამ ორ სახელმწიფოს შორის სავიზო რეჟიმის ორმხრივი გაუქმება რომ იგეგმება, ეს ინფორმაცია ,,ჯორჯიან თაიმსს” პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კანდელაკმაც დაუდასტურა. როგორც ირკვევა, ამ თემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და გადაწყვეტილება დაახლოებით სამ თვეში იქნება სისრულეში მოყვანილი. არადა, მეტად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს ხელისუფლება სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანზე დარტყმების განსახორციელებლად მარნეულის აეროპორტსაც კი სთავაზობდა. რა მოხდა მას შემდეგ, ძნელი სათქმელია. მითუმეტეს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანი მტრების სიიდან არ მოუღია. საქართველოს ხელისუფლებას კი, როგორც ცნობილია, ვაშინგტონის ნებისმიერ თითის დაქნევაზეც კი ხეირი წინასწარ აქვს გამზადებული. სანამ ყველაფერს ნათელი მოეფინება და გაირკვეოდეს, სად მარხია ძაღლის თავი, მანამდე ბათუმში ირანის საკონსულოს გახსნა და ირან-საქართველოს შორის საჰაერო რეისების გახსნა იგეგმება. ასევე, ირანული ინვესტიციით ჰიდროელექტროსადგურის მშნებლობაცაა დაგეგმილი. ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ ირან-საქართველოს შორის ურთიერთობის ახალ ფაზაში გადასვლა დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორ – აშშ-სთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუცივდა და ბევრი საკითხი ამ მიმართულებით გაურკვეველია. საქართველოს პრეზიდენტის ვაშინგტონში წარუმატებელი ვიზიტისა და მანამდე განვითარებული საერთაშორისო რეალიების ფონზე, ამ მოვლენამ გარკვეული ეჭვების და ვერსიების საფუძველი გააჩინა. საინტერესო იყო თბილისში ჩამოსული ირანული დელეგაციის განცხადება, როდესაც მათ აღნიშნეს, რომ აშშ-მა საქართველო ორი წლის წინ, რუსეთის აგრესიის დროს გაწირა და არაფრით დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე განცხადება ირანის პრეზიდენტმაც გააკეთა საერთაშორისო ტრიბუნაზე, როდესაც აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი აშშ-ს მიერ იყო პროვოცირებული და ეს უკანასკნელი ამიტომაც არ დაეხმარა თავის კავკასიელ სტრატეგიულ პარტნიორს. ირანელი დიპლომატების ამ განცხადებას, ძველი მეგობრის მისამართით, თბილისმა სრული დუმილით უპასუხა. დღეს მსოფლიოს ახალი გადანაწილების მორიგი ეტაპი დაიწყო და როგორც ჩანს, ირანმა გადაწყვიტა კავკასიის მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურება და დღის სინათლეზე გამოსვლა. მით უმეტეს, როცა ფაქტია, რომ საქართველოს სხვა გზა აღარ აქვს, ფაქტობრივად, იზოლაციაშია მოქცეული და სურს ახალი პარტნიორები და მეგობრები ეძებოს. ირანის კავკასიის ფრონტზე გააქტიურებაც სწორედ ამ მიზეზით არის გამოწვეული. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თავად ირანი ბოლო დროს აშშ-სთან ლოიალური პოლიტიკის გზას დაადგა. ირანის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბოლო წლებში წარმოებული ხისტი პოლიტიკა უფრო რბილი და მოქნილი ურთიერთობებით შეცვალოს, თუ აშშ-საც ექნება საამისო სურვილი. ირანი საკუთარი პოლიტიკის ლოიალურობის პარალელურად, საკუთარ სურვილებს და მოთხოვნებსაც უყენებს აშშ-ს და დიპლომატიური არხების და გამოსვლების საშუალებით აცხადებს, რომ ამერიკის პოლიტიკა დღევანდელ ავღანეთში მისთვის მიუღებელია და დროა ეს პოლიტიკა შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ეს ყველაფერი, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის გადახრას არ გულისხმობს და არ მოდის წინააღმდეგობაში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთანო, ფაქტია, რომ ვითარება ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად შეიცვალა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის ვიზიტიც დაიგეგმოს საქართველოში, თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ამაზე საუბარი ჯერ მაინც ნაადრევია. ექსპერტ სოსო ცინცაძის თქმით ,,სავიზო რეჟიმის გაუქმება ამ ორ ქვეყანას შორის ცალსახად დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს: უფრო მაღალ საფეხურზე ავა ირანთან ურთიერთობა, მეტი ხალხი ჩავა-ჩამოვა, რაც განატკიცებს ორ ქვეყანას შორის კავშირებს. ჩვენ, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებისას, არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, აშშ, ევროპა ან ვინმე განაწყენდება თუ არა. თავად აშშ არასოდეს ფიქრობს იმას, უკმაყოფილი დარჩება თუ არა რომელიმე ქვეყანა, როცა ის რაღაცის გაკეთებას საჭიროდ თვლის თავისი ეროვნული ინტერესებისთვის. ამიტომ საქართველომაც უნდა, პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებზე იზრუნოს და არა იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას მოჰყვება თუ არა მესამე სახელმწიფოდან პრეტენზიები. ჩვენ ეროვნულ ინტერესებს პასუხობს ის, რომ ყველა ახლომდებარე ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, მით უმეტეს ისეთ დიდ სახელმწიფოსთან, როგორიც ირანია. თავად ევროპას დალაგებული და ჩამოყალიბებული ურთიერთობა აქვს ირანთან. ამ უკანასკნელთან დიალოგს, სხვადასხვა არხის მეშვეობით არ ერიდება თვითონ ვაშინგტონიც. ამერიკული პრესაც წერს იმაზე, რომ ობამას ადმისტრაცია სულ უფრო და უფრო მიდის დასკვნამდე - ირანთან კონფრონტაცია დამღუპველია. მით უმეტეს, რომ საქართველოს სსრკ-ს დაშლის შემდეგ ამ ქვეყანასთან ურთიერთობისას პრობლემა არასდროს ჰქონია. ირანი, მოგეხსენებათ, ძალიან მდიდარია ენერგომატარებლებით და ეს ჩვენთვის პოტენციურად კარგი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს. საქართველოს სიკეთის გარდა არაფერს მოუტანს ვიზების გაუქმება და სხვა სახის კავშირებიც ამ მეზობელ სახელმწიფოსთან", _ აცხადებს სოსო ცინცაძე.ლელა კერელაშვილი2010.06.01 16:53 http://geotimes.ge/index.php?m=home&newsid=27302 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 რა უნდა ამ კაცს იცით ვინმემ? :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 აზიის უდიდესი და უძლიერესი სახლემწიფო ჩინეთია. ირანი განვითარების დონით სადღაც ბულგარეთ-რუმინეთის დონეზეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 ირანმა გადაწყვიტა კავკასიის მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურება და დღის სინათლეზე გამოსვლა.ირანმა რა გადაწყვიტა არ ვიცი, მაგრამ ამერიკა რომ ამ ფაქტს(უვიზოს) თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ცხადია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 რა უნდა ამ კაცს იცით ვინმემ? :D ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.