Jump to content
Planeta.Ge

ოჰოოო. ბეჟაშვილი აღიარებს რომ მთავრობა ფულებს იპარავს?


Recommended Posts

მთავრობის გასული წლის ანგარიში ბიუჯეტის ხარჯვაზე, პარლამენტში უკვე შევიდა////კონტროლის პალატამ კი მასზე დასკვნაც, უკვე მოამზადა/// ამ დასკვნიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა მილიონებს კანონიერად იპარავს....

 

კონტროლის პალატა მთავრობას სარეზერვო ფონდის გაუმჭვირვალობას საყვედურობს

18:16 31-05-2010

კონტროლის პალატა მთავრობას სარეზერვო ფონდის გაუმჭვირვალობას საყვედურობს და 6 მილიონზე მეტი ლარის ხარჯვის მიზნობრიობით ინტერესდება .

ამის შესახებ საუბარია "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან" დაკავშირებით კონტროლის პალატის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, არასრულყოფილებით ხასიათდება მთავრობის ანგარიშში მოცემული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის შესახებ. კონტროლის პალატა ასკვნის, რომ ანგარიშში არ არის მითითებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფაზე 2009 წლის 6 თვის განმავლობაში გამოცემული ყველა განკარგულება.

კერძოდ, ანგარიშში არ არის ასახული საანგარიშო პერიოდში გამოცემული 7 განკარგულება, რაც ჯამში 6 552 930 ლარს შეადგენს. "შესაბამისად, ინფორმაცია ფონდიდან გამოყოფილი თანხების მოცულობის შესახებ არასრულია", – ნათქვამია კონტროლის პალატის ანგარიშში

 

http://new.interpressnews.ge/ge/ekonomika/136206-kontrolis-palata-mthavrobas-sarezervo-fondis-gaumtcvirvalobas-sayvedurobs.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონტროლის პალატას საჯარო სამართლის იურიდიულ პირების დაფუძნება არასასურველ ტენდენციად მიიჩნია

19:17 31-05-2010

კონტროლის პალატას სახელმწიფოს თუ თვითმმართველი ერთეულების მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირების დაფუძნება არასასურველ ტენდენციად მიიჩნია .

ამის შესახებ საუბარია "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან" დაკავშირებით კონტროლის პალატის ანგარიშში.

კონტროლის პალატას შენიშვნა აქვს მთავრობის ანგარიშში საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციაზეც. კერძოდ, მთავრობის ანგარიშში წარმოდგენილია მხოლოდ 27 იურიდიული პირის ბიუჯეტების შესრულების ექვსი თვის ფინანსური ანგარიშები და შემდეგ მათი ნაერთი ბალანსი.

თუმცა, ანგარიშში არ არის წარმოდგენილი განმარტებები იმის თაობაზე, თუ რა პრინციპით იქნა შერჩეული წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და რატომ არ არის აქვე მოცემული სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საბალანსო მონაცემები.

ანგარიშში მოყვანილი ნუსხის ანალიზით კონტროლის პალატა ადგენს, რომ საანგარიშო პერიოდში ამ სუბიექტების მართვაში არსებული ფინანსური რესურსების მოცულობამ 194,7 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 37% პროცენტი შეადგენს სახელმწიფო დაფინანსებას, 34,4% - გაწეული მომსახურების შედეგად მიღებულ სახსრებს, ხოლო 28,5% - მიღებულ გრანტებს - ანუ განსხვავებულად იმართება დიდი ოდენობის საჯარო ფინანსები."ამ საკითხზე საგანგებოდ შეჩერება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულების მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირების დაფუძნებამ ზრდადი და საბიუჯეტო თვალსაზრისით გარკვეულწილად არასასურველი ტენდენცის სახე მიიღო, რადგან რეალურად სახელმწიფოს თუ თვითმმართველობის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები მიემართება არა საბიუჯეტო ანგარიშზე, არამედ სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა-შესრულებაზე", – ნათქვამია კონტროლის პალატის ანგარიშში.

ამასთან, კონტოლის პალატის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არსებობენ იურიდიული პირები, რომელთა შემოსავლის ერთადერთ წყაროს გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავლები წარმოადგენს. ეს კი, კონტროლის პალატის დასკვნით, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო, მის მიერ კონტროლირებადი სუბიექტის მეშვეობით, პროდუქციისა და მომსახურების ბაზარზე ეკონომიკურ აგენტად გვევლინება. ეს გარემოება კი კონტროლის პალატას, რიგ შემთხვევებში არასამართლიანიად მიაჩნია.

"საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამოკვლევით 2008 წელს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ კომერციული საქმიანობიდან მიღებული ბრუნვის მოცულობამ 182.4 მილიონ ლარს მიაღწია და ეს ტენდენცია ზრდადია.

ვფიქრობთ უნდა შემუშავდეს ერთიანი კონცეპტუალური მიდგომა, თუ რომელ სერვისებს იტოვებს სახელმწიფო თუ თვითმმართველობა თვითონ და რომლის განკერძოება (გასხვისება, მართვაში გადაცემა თუ სხვა) არის შესაძლებელი", – ნათქვამია კონტროლის პალატის ანგარიშში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რა მერე? :)

იყო აქაც, გახსოვთ ალბათ, კონტროლის პალატის წარმომადგენელი, წერდა სხვადასხვა დარღვევებს..

დავუსვი შემდეგ მე კითხვა: კაი დარღვევები არის, მაგრამ მაგ დარღვევებზე რეაგირება თუ მომხდარა როდესმე მეთქი, მარა რათ გინდა :(

გაქრა ის კაცი მას შემდეგ და ამ კითხვაზე არ უპასუხია..

 

ხოდა, ვიმეორებ კითხვას:

იპოვეს დარღვევა და რა მერე? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წერონ და იკითხონ...

სოზარმა რო 1000 გვერდიანი მოხსენება დადო, ის ხო განიხილეს საერთოდ რა?! :D

არანაირი რეაგირება ამას არ მოყვება. მიშას ხო არ დაიჭერენ? ან ვანოს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ვიცი აბა.....რა რეაგირება უნდა იყოს/////

 

რა დღეში ვართ, ერთმა სახელმწიფო უწყებამ მეორე გააკრიტიკა და ისეტი ბედნიერი ვარ, ამას რომ ვეღირსე......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ოზარმა რო 1000 გვერდიანი მოხსენება დადო, ის ხო განიხილეს საერთოდ რა?!

მართალი ხარ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ხდება, ქუთეისში რაც გადავიდნენ გონება გაუნათდათ?

პარლამენტსაც იქეთ უპირებენ და იქნებ გვეშველოს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

 

სულ მავიწყდებოდა მეკითხა..

 

ინტერპრესნიუსის კორი ხომ არ ხარ?

 

თუ კი ბაია მომიკითხე : ))))

 

უფრო მეტად ძველი ჟურნალისტები თუ შემორჩათ ისინი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

დაიცათ ხალხო, მე როგორც ვიცი ბიუჯეტს აქ კანონის ძალა

მისი უკითხავად ხარჯვა არის კანონის დარღვევა

არ არის ესე?

რას ქვია - რა მერე?

ამას რეაგირება არ უნდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

დაიცათ ხალხო, მე როგორც ვიცი ბიუჯეტს აქ კანონის ძალა

მისი უკითხავად ხარჯვა არის კანონის დარღვევა

არ არის ესე?

რას ქვია - რა მერე?

ამას რეაგირება არ უნდა?

ვნახავთ აგერ ყველაფერს..

არც არაფერი არ მოხდება..

როდესაც კაცს შიში არ გაქ, არ ჩაიგდებ გასაჭირში თავს და ამათ ხალხის არ ეშინიათ, მითუმეტეს არ ეშინიათ თავიანთი კონტროლის პალატის..

ასე რომ, დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...