shamili Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 (edited) იმ შემთხვევაში თუ ამერიკამ და ბრიტანეთმა არ განათავსეს ბაზები საქართველოში და ჩვენ დაგვეკარგა მათი მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების ან მაქსიმუმ ჩვენი უკიდურესად შეიარაღებისა და ომში მხარდაჭერის იმედი, მე ჩვენი სამოქმედო გეგმა მესახება შემდეგნაირად : საქართველო უახლოეს მომავალში უვიზო რეჟიმს დაამყარებს ირანთან ( მე სპარსეთს ვუწოდებ, უფრო პოეტურად ჟღერს )რაც ძალიან მაგარი გარღვევაა დიპლომატიურ ფრონტზე და ეს გამოიწვევს ორი უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის, საქართველოს და სპარსეთის დაახლოებას და კავკასიაში სპარსეთის ინტერესების შემოჭრას და სავარაუდოდ რუსეთთან დაპირისპირებას ამ ინტერესთა გადახლართვის გამო. მით უმეტეს რომ თანდათან იძაბება სპარსულ რუსული ურთიერთობები ამერიკამ შედარებით შეარბილა ტონი სპარსეთთან, რადგან ხედავენ რომ მათ სანქციებს ვერ დაადებენ, რადგან ამას ჩინეთი ყოველთვის დაბლოკავს და არის სერიოზული ვარაუდი რომ ამერიკა შეეგუა სპარსეთის ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და ეხლა სურს მასთან ურთიერთობის მოგვარება, რათა მოკავშირედ აქციოს რუსეთის წინააღმნდეგ და ეს ზბიგნევ ბჟეზინსკიმაც იწინასწარმეტყველა ცოტა ხნის წინ. შესაბამისად ამერიკას არ გაუკეთებია უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოსა და სპარსეთს შორის უვიზო რეჟიმის დამყარების გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. გამომდინარე განვითარებული მოვლენებიდან ვაკონკრეტებ - იმ შემთხვევაში თუ ამერიკამ და ბრიტანეთმა არ განათავსეს ბაზები საქართველოში და ჩვენ დაგვეკარგა მათი მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების ან მაქსიმუმ ჩვენი უკიდურესად შეიარაღებისა და ომში მხარდაჭერის იმედი, მე ჩვენი სამოქმედო გეგმა მესახება შემდეგნაირად : უნდა შეიქმნას საქართველოს, სპარსეთის, ჩინეთისა და იაპონიის სამხედრო ალიანსი რომელიც განახორციელებს ერთობლივ სამხედრო დარტყმას რუსეთის იმპერიაზე, როგორც აგრესორ და ოკუპანტ სახელმწიფოზე საქართველოსთან მიმართებაში, მოახდენს რუსეთის დროებით ოკუპაციას და რუსეთის აგრესორი და ოკუპანტი ხელისუფლების დამხობას. ამ ოკუპაციის შემდეგ საქართველო აღადგენს 1921 წლის კონსტიტუციას და იბრუნებს რუსეთის მიერ წართმეულ ტერიტორიებს ტუაფსეს ( ნიკოფსიის )ჩათვლით. იბრუნებს სამაჩაბლოს, დამოუკიდებლობას აზლევს დაპყრობილ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებს და რუსეთის ერთა საპყრობილეში მყოფ ყველა ერს ( თათარისტანი, ბასკირეთი და სხვა ), იქმნება საქართველოს და ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკათა სამხედრო პოლიტიკური ბლოკი, რომელიც მჭიდრო კავშირში იქნება სპარსეთთან. სპარსეთი ამ სამხედრო ოპერაციით იღებს კავკასიის რეგიონში შემოსვლას პოლიტიკურად და საქართველოს და ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკათა სამხედრო პოლიტიკური ბლოკის სახით უახლოეს პოლიტიკურ მეგობრებს. იაპონია ამ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობით იბრუნებს კურილიის კუნძულებს და სახალინს. ჩინეთი ამ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობით ისაკუთრებს ციმბირის მათ მოსაზღვრე ნაწილს. დასავლეთი ამ სამხედრო ოპერაციის პოლიტიკური მხარდაჭერით ერთხელ და საბოლოდ თავს აღწევს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ამერიკამ და ბრიტანეთმა არ განათავსეს ბაზები საქართველოში და ჩვენ დაგვეკარგა მათი მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების ან მაქსიმუმ ჩვენი უკიდურესად შეიარაღებისა და ომში მხარდაჭერის იმედი, ეს იდეა ( საქართველო, სპარსეთ, ჩინეთ, იაპონიის სამხედრო იერიში რუსეთის წინააღმდეგ ) ყველა ვარიანტში უნდა განვახორციელოთ, იმისდა მიუხედავად დაუჭერს თუ არა დასავლეთი ამ სამხედრო ოპერაციას მხარს. თუმცა ამ იდეის განხორციელების შემთხვევაშიც ჩვენ აუცილებლად უნდა დავრჩეთ დასავლური ცივილიზაციისა და კულტურის განუყოფელ ნაწილად და უნდა შევასრულოთ მომრიგებლის როლი დასავლურ და აღმოსავლურ უძველეს ცივილიზაციებს და კულტურას შორის. რას იტყვით ამ იდეის შესახებ Edited May 31, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 shamiliუნდა შეიქმნას საქართველოს, სპარსეთის, ჩინეთისა და იაპონიის სამხედრო ალიანსი ვაა რა სასტავში გავიჩითეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 უნდა შეიქმნას საქართველოს, სპარსეთის, ჩინეთისა და იაპონიის სამხედრო ალიანსი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 ჩემი მცირე გამოცდილება არ მაძლევს საშუალებას მივიღო სწორი გადაწყვეტილება ამ თემის გადატანის შესახებ. ვარიანტებია - იუმორი, მეცნიერება, მედიცინა, კულინარია და ავტო-მოტო. სატურნ, დამეხმარე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 ვინმე აპირებთ ამის წაკითხვას? :D :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 (edited) ჩემი მცირე გამოცდილება არ მაძლევს საშუალებას მივიღო სწორი გადაწყვეტილება ამ თემის გადატანის შესახებ. ვარიანტებია - იუმორი, მეცნიერება, მედიცინა, კულინარია და ავტო-მოტო. სატურნ, დამეხმარე.რატომ უნდა გადაიტანო ? შევიგინე თუ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე თუ პოლიტიკას არ ეხება ?ხომ არ იცი არა რამდენი ღამე მითენებია ამაზე ფიქრით და რამდენი დღე ვაყალიბებდი ამ იდეას. რატომ უნდა გადაიტანოთ ვერ გავიგე. თქვენს ხელშია ფორუმის ძალაუფლება და მაგიტომ ? Edited May 31, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 ჩემი მცირე გამოცდილება არ მაძლევს საშუალებას მივიღო სწორი გადაწყვეტილება ამ თემის გადატანის შესახებაღმოსავლურ ორთაბრძოლებში გადაიტანე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 shamiliმაპატიე შამილ, მაგრამ ამას მე პოლიტიკად ვერ აღვიქვამ. თუმცა ვაფასებ შენს შრომას და არსად არ გადავიტან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 shamiliმე უკეთესი ვერსია მაქვს.გახსენით ქვეგანყოფილება "შამილი და პადოშა" და წეროს იქ. ვისაც დააინტერესებს შეუძლია შეიხედოს და დაწეროს.ჩვენ კი დაგვანებებს რა თავს და არ მოგვიწევს მისი ღამით ნაფიქრების კითხვა...პადოშა მომიკითხე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 (edited) ვის აქვს ამ იდეასთან დაკავშირებით რაიმე აზრი, რომელიც გაამდიდრებს ამ იდეას ? Edited May 31, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 shamiliრა გინდა ეხლა უნდა მანანო ხმა რომ მოგეცი მოდერატორობაზე ? რატომ უნდა გადაიტანოთ გამაგებინეთვხუმრობთ კაცო, რა მოგივიდა. არ გადაიტანს არსად. თემაში მართალია ისეთი იდეებია გაჟღერებული, რომლებიც ფანტასტიკის ზღვარზეა, მაგრამ მაინც პოლიტიკურია ეს ფანტასტიკა და იყოს აქ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 ზღაპრულ სამყაროში ცხოვრება არ მოგბეზრდა? რა ქართულ-სპარსულ(ირანულია ისე მარა კარგი)-ჩინურ-იაპონური ალიანსი რა რუსეთის ოკუპაცია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 (edited) ზღაპრულ სამყაროში ცხოვრება არ მოგბეზრდა? რა ქართულ-სპარსულ(ირანულია ისე მარა კარგი)-ჩინურ-იაპონური ალიანსი რა რუსეთის ოკუპაციაისტორიულად სპარსულია და მე სპარსეთი უფრო მომწონს, უფრო პოეტურად ჟღერს. იყო დრო როცა საბჭოთა კავშირის დანგრევაც ბევრისთვის ზღაპრული ოცნება იყო მხოლოდ და ამაზე სერიოზულად არავინ საუბრობდა და ფიქრობდა ერთეულების გარდა Edited May 31, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 სამსახურში ადრე ერთი პერიოდი ღამე გვიწევდა ხოლმე დარჩენა. ზამთარია, თებერვალი, ან იანვარი ალბათ. ისე ყინავს, რომ ორი პლიტა გვინთია ერთ პატარა ოთახში და მაინც ვერ ვთბებით. გვერდით ოთახში სხვა განყოფილების ხალხი მორიგეობდა ხოლმე ასევე ღამ-ღამოით. ერთი ახალგაზრდა გოგო იყო იქ, მთელი დღე მუშაობდა და ღამე იმ გოგოს ძმა რჩებოდა ხოლმე, როცა ძალიან ციოდა. ჰოდა ერთხელაც ასეთი ყინვიანი ღამე იყო და ეს ძმა მთელი ღამე რაღაცას ბეჭდავდა ძველი, მატრიცული პრინტერები რომ იყო, საშინელი ხმით რომ კიოდა-წრიპინებდა. მოკლედ ტვინი რომ წაიღო, ბოლოს შევაკითხეთ, რას აკეთებთქო, უნდა გვეკითხა. ეს ბიჭი, იმ ყინვაში, წელს ზემოთ აბსოლუტურად შიშველი დაგვხვდა, არც გათბობა, არც არაფერი, შემოგვხედა და ჰიტლერის "მაინ კამპფს" ვბეჭდავო. დღემდე მახსოვს, რა შეშინებულებმა მივუხურეთ კარი :D:D რატომღაც სულ ის ბიჭი მახსენდება ხოლმე, ეგეთ რამეებს რომ ვკითხულობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 მშვენიერი კონგლომერატია: ქრისტიანულ-ისლამურ-კონფუციანურ-ბუდისტური ალიანსი ისე ნამუსიც კაი ძროხაა და ამხელა ჩინეთ-იაპონია-რუსეთს საქართველო და ჩემს სიქიმად დასჭირდებათ რამე რომ იყოს? ირაკლი ჩხეიძის სადღეგრძელოები მახსენდება: ერთხელ ერთმა ცნობილმა სოვდაგარმა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.