Jump to content
Planeta.Ge

ნაცმდედრები+ნაცმამრები

Recommended Posts

ისნის რაიონში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, 33-ე საარჩევნო უბანში, რომელიც 85-ე საჯარო სკოლაშია გახსნილი, ჭიშკართან ოცამდე ქალბატონი ზის. მათ აქვთ სიების დიდი დასტა, რომელშიც მითითებულია რაიონის მოსახლეობა, კონკრეტული საცხოვრებელი მისამართებით.

ხმის მიცემის შემდეგ, ზოგიერთი მოქალაქე მიდის ქალბატონებთან, საკუთარ მისამართსა და ვინაობას ეუბნება, ისინი კი ამომრჩევლებს საკუთარ სიებში აღნიშნავენ.

როდესაც შენიშნეს, რომ ფოტოს გადაღებას ვცდილობდით, ფურცლები დამალეს, ერთ-ერთ ამომრჩეველს კი, რომელიც საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" ხუთნომრიანი სარეკლამო ბუკლეტით გამოცხადდა, ურჩიეს, ბუკლეტი სასწრაფოდ დაემალა.

ქალბატონები არ ასახელებენ საკუთარ ვინაობას და წარმომადგენლობას. ერთ-ერთი მათგანი კი მეუბნება, რომ "ქრისტიან-დემოკრატებს" წარმოადგენს და თავიდან მიშორებს. თუმცა, 33-ე უბნის ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებმა, მათ შორიც არც "ქრისტიან-დემოკრატებისა" და არც "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა, ქალბატონების შესახებ არაფერი იციან. როდესაც მათ შესახებ ვეუბნები, ამ ფაქტით არც ინტერესდებიან.

ისნის რაიონის მეხუთე საოლქოს თავმჯდომარე ზაალ თათრიშვილი ამბობს, რომ ინკოგნიტო ქალბატონების საქმიანობის შესახებ არაფერი იცის. თუმცა, მისი თქმით, ისინი არ არღვევენ კანონს, არ უშლიან ხელს საარჩევნო პროცესს, ამიტომ მათი იქ ყოფნის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბანზე ადმინისტრაციული და ტექნიკური პრობლემები არ არის. თუმცა თვითონ ხმის მიცემისა და მარკირების პროცესს დაახლოებით 6 მეტრის დისტანციიდან აკვირდებიან. როდესაც ვეკითხები, რატომ არ მიდიან უფრო ახლოს, აცხადებენ, რომ უკმაყოფილო ამომრჩევლის საჩივარს ისედაც გაიგებენ.

ეს ერთი,ახლა მეორესაც დავდებ.. "ჩემი თავგადასავალია"

ფოტოების ატვირთვა არ ვიცი :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 45
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ჩემს საარჩევნო უბანში გამოვცხადდი დილით 9 საათზე

და ვხედავ სხედან ქალები სიით, სოფელში რომ იციან რაა, ეგეთ პოზებში,

ვიფიქრე რომ საარჩევნო უბანი იქნებ არაა გახსნილი თქვა, თურმე ისინი, ყოფილან, ისინი :givi:

მერე შემოვლენ აქ ვინცხა ვინცხეები და საზოგადოებას ნუ ყოფთ მიშისტებად და ანტიმიშისტებადო :givi:

ყოჩაღთ!

ოპოზიციონერების სიზარმაცე და მოდუნება ადრეც მაკვირვებდა. ეხლა თქვენი მონაყოლიდან საერთოდ გაოცებული ვარ.

ფოტორბის ატვირთვა ადვილია:

1. ხსნით საიტს http://www.radikal.ru/

2. იმ საიტზე თქვენი კომპიდან ტვირთავთ ფოტოს.

3. ის საიტი რამდენიმე ვარიანტს ბმულებისას გთავაზობთ.

4. იღებთ რომელიმე ბმულს და დებთ ამ ფორუმზე.

5. მორჩა! ჩვენ იმ საიტზე ვუყურებთ თქვენს მიერ დადებულ სურათებს!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემს საარჩევნო უბანში გამოვცხადდი დილით 9 საათზე

და ვხედავ სხედან ქალები სიით, სოფელში რომ იციან რაა, ეგეთ პოზებში,

ვიფიქრე რომ საარჩევნო უბანი იქნებ არაა გახსნილი თქვა, თურმე ისინი, ყოფილან, ისინი :givi:

მერე შემოვლენ აქ ვინცხა ვინცხეები და საზოგადოებას ნუ ყოფთ მიშისტებად და ანტიმიშისტებადო :givi:

მერე გადაგეღოთ იმ ქალებისთვის ვიდეო და დაგედოთ აქ! დაგეზარათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს პროფესიაა არა? :D

ქართველობა რა პროფესია არაა? :D

ენით მუშაობას - ქართველობა ჰქვია!

დანარჩენებიც მიდით საარჩევნო უბნებში. დაასვენეთ ეს მონიტორები 20 საათამდის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები მხარდამჭერებს "გაუგებარი მეთოდებით" მთაწმინდის 29-ე საარჩევნო უბანზეც აღრიცხავდნენ

15:25 30-05-2010

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მხარდამჭერებს "გაუგებარი მეთოდებით" მთაწმინდის 29-ე საარჩევნო უბანზეც აღრიცხავდნენ .

სამი ავტომანქანით, რომელთაგან ერთს –"მერსედესის" მარკის DHL – 818-ს ტაქსის ნიშანიც ჰქონდა, ასევე, BMW მარკის TSP – 337 და "ფორდის" მარკის DLD – 902-ით რამდენიმე ქალი აღნიშნულ უბანთან დღეს დილიდან იმყოფებოდნენ და ერთმანეთში "რაღაც" ფურცლებს ცვლიდნენ.

მათთან საარჩევნო უბნიდან გამოსული ორი ქალიც მივიდა და ავტომანაქანაში რამდენიმე წუთი დაჰყვეს.

ამ საეჭვო ფაქტის შემდეგ, "ინტერპრესნიუსი" საკითხის გარკვევას საარჩევნო უბანზე შეეცადა. ამ პროცესების შესახებ საარჩევნო უბნის წევრები, მათ შორის არც ოპოზიციის წარმომადგენლები ინფორმირებულები არ იყვნენ.

საუბნო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ყურაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარისას განმარტა, რომ მისი კომპეტენციაა, ვითარება უბანზე გააკონტროლოს და ხმის მიცემის პროცედურის მშვიდ ვითარებაში წარმართვა უზრუნველყოს.

"გულწრფელად გეტყვით, უბნის გარეთ რა ხდება, ამის შესახებ არაფერი ვიცი", – აღნიშნა მან.

რაც შეეხება უბნიდან გამოსულ ორ ქალს, ერთ-ერთმა მათგანმა, ადგილობრივმა დამკვირვებელმა თამარ ზანდუკელმა თავდაპირველად მომხდარი საერთოდ უარყო, ხოლო მას შემდეგ, რაც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტმა უთხრა შესაბამისი ფოტომასალის შესახებ, ზანდუკელმა "აღიარა", რომ ავტომანქანაში დეიდამისის მომვლელის სანახავად იყო, მეორე ქალმა კი განაცხადა, რომ ავტომანქანაში მეზობლები და უბნელები მოინახულა.

ამის შემდეგ, საკითხის გარკვევა "ინტერპრესნიუსმა" თავად მანქანაში მსხდომებთან სცადა, რომელთაც არც საკუთარი ვინაობა გაამხილეს, არც პარტიული კუთვნილება. ფურცლების შესახებ კი, ჯერ თქვეს, რომ "ცარიელი ფურცლებია", შემდეგ კი - "არაფერიც არ გვიჭირავს ხელში".

თავად ფურცლები ნაბეჭდი სახის იყო და ზოგ მათგანზე გვარების გარჩევა იყო შესაძლებელი, რომლის გვერდით ციფრი "5" ეწერა, ზოგზე კი 5-6 ციფრიანი კოდები იყო მითითებული.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ "ინტერპრესნიუსის" მთაწმინდის 29-ე საარჩევნო უბანზე დაახლოებით ერთი საათის ყოფნის დროს, ამ ქალბატონებს ამომრჩეველთან შეხება არ ჰქონიათ. Mმათ მხოლოდ ორი მანქანით "გამოუარეს" – WGW 009 და QGQ 989, რომელთაგან ერთში მყოფს ქალბატონებმა შესჩივლეს, რომ "ფორდიდან" სურათი გადაუღეს, რაზეც პასუხი მიიღეს, რომ "ყურადღება არ მიექციათ და არ ენერვიულათ".

მოგვიანებით, საარჩევნო უბნიდან გამოვიდა ქალბატონი, რომელსაც ე.წ. ბეიჯი დამალული ჰქონდა, თუმცა არც მოგვიანებით ისურვა ვინაობის გამხელა და ტელეფონით, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში ესაუბრა გარკვეულ პირს, რომელსაც არაერთხელ უხსენა "ინტერპრესნიუსი".

სატელეფონო საუბრის შემდეგ მან გადაწყვიტა, "გაემხილა" საქმის არსი და განაცხადა, რომ მანქანაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ისხდნენ, რომლებიც უბრალოდ აღნუსხავდნენ მათი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს.

"ჩვენ კანონს არ ვარღვევთ და რასაც ვაკეთებთ, ამის უფლება გვაქვს", – განაცხადა ქალბატონა, რის შემდეგ, მისივე ტელეფონით "ინტერპრესნიუსთან" საუბარი, სავარაუდოდ, იმ ადამიანმა ისურვა, ვისგანაც საქმიანობის გამხელის ნებართვა მიიღო.

აღნიშნულმა პირმა სატელეფონო საუბარში საკმაოდ უხეშად განაცხადა, რომ არის საოლქო კომისიის წევრი პაატა კიკვაძე და "ინტერპრესნიუსს" თავის დანებებისა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწდა.

ამის შემდეგ, ავტომანქანა DHL – 818-ს ტაქსის ნიშანი მოხსნეს და ქალბატონებიანმა სხვა ავტომანქანებმაც ტერიტორია დატოვეს.

ესეც მეორეე

http://new.interpressnews.ge/ge/politika/136027-qnacmodzraobisq-tsarmomadgenlebi-mkhardamtcerebs-qgaugebari-methodebithq-mthatsmindis-29-e-saarchevno-ubanzec-aghrickhavdnen.html

ფოტოებიც არიისს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერე გადაგეღოთ იმ ქალებისთვის ვიდეო და დაგედოთ აქ! დაგეზარათ?

გადაღებულია, დაფიქსირებულია :yes:

სხვადასხვა უბნებზე, მე არ გადამიღია,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გადაღებულია, დაფიქსირებულია :yes:

სხვადასხვა უბნებზე, მე არ გადამიღია,

ჰოო, ეგრე რაა!! არ მიყვარს უმოქმედება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც ვნახე ეს ქალკები ჩემს უბანთან ...ზოგი ერთ მანქანაში იჯდა სიით ხელში

ორი ქალი კი უშუალოდ შესასვლელთან მორიგეობდა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეს რა ახლი სექტაა "ნაცონალი ქალები".

მეც ვნახე ეს ქალკები ჩემს უბანთან ...ზოგი ერთ მანქანაში იჯდა სიით ხელში

ორი ქალი კი უშუალოდ შესასვლელთან მორიგეობდა!

მერე ფოტოაპარატი არ გქონდა? ასეთი რამ უნდა დააფიქსიროთ კაცო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეს რა ახლი სექტაა "ნაცონალი ქალები".

ისე, ეგეთივე სექტა იყო ზვიადისტი ქალებიც, და დაჟე ედიკასაც ყავდა, თუმცა, გაცილებით ნაკლები. ამიტომ ვამბობ ხოლმე, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ქალი, თანაც მაგარი მახინჯი :) აი ტიპა ბურჯანაძე. ეგეთი სექტებისგან მაინც ვიქნებით დაცული. აუ წარმოდგენილი მაქვს, ალასანია რომ გახდეს (:D) პრეზიდენტი, რა ქალების სექტა გაეძრობა :)

პ.ს. მაგრამ რას აფუჭებენ ეგ ქალები არჩევნებთან დაკავშირებით, ვერ გავიგე. სხედან თავიანთთვის ჭორაობენ და რაღაცეებს ინიშნავენ, ეგეთებს რა დალევს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

"ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები მხარდამჭერებს "გაუგებარი მეთოდებით" მთაწმინდის 29-ე საარჩევნო უბანზეც აღრიცხავდნენ

15:25 30-05-2010

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მხარდამჭერებს "გაუგებარი მეთოდებით" მთაწმინდის 29-ე საარჩევნო უბანზეც აღრიცხავდნენ .

სამი ავტომანქანით, რომელთაგან ერთს –"მერსედესის" მარკის DHL – 818-ს ტაქსის ნიშანიც ჰქონდა, ასევე, BMW მარკის TSP – 337 და "ფორდის" მარკის DLD – 902-ით რამდენიმე ქალი აღნიშნულ უბანთან დღეს დილიდან იმყოფებოდნენ და ერთმანეთში "რაღაც" ფურცლებს ცვლიდნენ.

მათთან საარჩევნო უბნიდან გამოსული ორი ქალიც მივიდა და ავტომანაქანაში რამდენიმე წუთი დაჰყვეს.

ამ საეჭვო ფაქტის შემდეგ, "ინტერპრესნიუსი" საკითხის გარკვევას საარჩევნო უბანზე შეეცადა. ამ პროცესების შესახებ საარჩევნო უბნის წევრები, მათ შორის არც ოპოზიციის წარმომადგენლები ინფორმირებულები არ იყვნენ.

საუბნო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ყურაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარისას განმარტა, რომ მისი კომპეტენციაა, ვითარება უბანზე გააკონტროლოს და ხმის მიცემის პროცედურის მშვიდ ვითარებაში წარმართვა უზრუნველყოს.

და რა მერე?!

რამ დაგაეჭვათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ რას აფუჭებენ ეგ ქალები არჩევნებთან დაკავშირებით, ვერ გავიგე. სხედან თავიანთთვის ჭორაობენ და რაღაცეებს ინიშნავენ, ეგეთებს რა დალევს :)

შენიშვნებს აკეთებენ ეტყობა. შენეშვნების მოყვარული ქალები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფოტოები მაქვს..მარა, დადება არ ვიცი

machkatela

და რა მერე?!

რამ დაგაეჭვათ?

იმან, რომ უბნიდან გამოსულ ქალს, ერთ-ერთ დამკვირვებნელს, ხელში ფურცლები ეჭირა და მიუტანათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...