Jump to content
Planeta.Ge

იმართვა ქართველ რაგბისტებს!


Recommended Posts

გუშინ და დღესაც დიდი ვნებათაღელვა სუფევდა თბილისის მერიაში - ბინათმშენებლობის კოოპერატორებს, რომელთა ვალიც სახელმწიფო შიდა ვალად სამართლიანად არის აღიარებული, ამ გაზაფხულზე გიგი უგულავას კანტორამ საკომპენსაციო ფულის მაგივრად შესთავაზა თბილისის მიდამოებში არსებული ნაკვეთების საკარმიდამო დანიშნულებით გადაცემა.

 

მართალია, ბევრმა კოოპერატორმა იგუმანა, რომ წინასაარჩევნო თავისგაგიჟებასთან ჰქონდა საქმე, მაგრამ "ყვავს კაკალი გააგდებინეს" პრინციპით სახელმწიფოსთან გააფორმა ხელშეკრულება, სადაც კონკრეტულ ნაკვეთში მას გამოაბარინებდა დავალიანებას.

 

საუბარია ონკოლოგიურის მიმდებარე ნაკვეთების განაწილებაზე, რომელიც მერიამ შესთავაზა კოოპერატორებს.

 

კოოპერატორებმაც ყველა საჭირო საბუთს თავი მოუყარეს და ასოცამდე განცხადებაც შევიდა დასამტკიცებლად...

 

ამ დროს კოოპერატორები ღებულობენ "სრულიად" მოულოდნელ პასუხს, რომ ეგ ნაკვეთები ეჩუქათ საქართველოს რაგბისტთა ნაკრების წევრებს!

 

თუ კი ეს ნაკვეთები გამოყოფილია კოოპერატორებისთვის, მაშინ საიდანღა გააჩუქეს რაგბისტებზე? თუ უკვე რაგბისტებისთვის იყო მონიშნული, მაშინ ამ 20 წლის განმავლობაში მრავალგზის გაბითურებულ კოოპერატორებს რაღას ატყუებ?

 

კოოპერატორები იმედოვნებდნენ:

1. ჯერ ერთი, თავად მერიამ შემოგვთავაზა და ჩვენც დავყაბულდით,

2. მეორეც რომ, წინასაარჩევნოდ რახან შეგვპირდნენ, იქნებ ახლა მაინც აღარ მოგვატყუონო...

 

ამ წინასაარჩევნო ციებცხელებაში მოულოდნელი უნდა ყოფილიყო მორიგი მამაძაღლობა, მაგრამ, მე როგორც ვხვდები, საქმე ცოტა სხვანაირად არის - კოოპერატორების გადაგდება რომ ყოფილიყო უგულავას კანტორის თვითმიზანი, განა ვინ დაუშალა, რომ არჩევნების მერე გამოეტანათ უარი კოოპერატორებისთვის?

 

თანაც, ვალი გქონდეს გასასტუმრებელი, მევალეს ხელში აძლევდე და მერე მოულოდნელად სხვას საჩუქრად აძლევდე - მეტი ქაჯობა რაღა უნდა მოიფიქრო?

 

ამან დამაეჭვა!

 

საქმე იმაშია, რომ თავს გაიბანძებს თუ არა უგულავა არჩევნების წინ, ეს არჩევნების შედეგებზე არ იმოქმედებს, რადგანაც ზუსტად იმდენ ხმას მიიღებს, რამდენსაც მიშიკო ჩათვლის საჭიროდ!

 

ჰოდა, ამ პიარის რეალიზებაც სხვა ფრონტზე მოხდა - რაგბისტები რომ ჩვენი სასიქადულო, საამაყო რაინდები არიან, ამაში ყველა ქართველი ერთსულოვანია! ჰოდა, ნაცებს გადაუწყვეტიათ, რომ დრო დადგა ამ რაინდების ჩარეცხვისა!

 

წარმოიდგინეთ საშუალოსტატისტიკური ქართველი ობივატელის ფიქრები:

ეს ორმეტრიანი მუტრუკები სამშობლოს სახელის განდიდებისათვის თავდაუზოგავად მებრძოლი რაინდები კი არა, ერთი ჩვეულებრივი, უპრინციპო და სხვის საკუთრებაზე დახარბებული ვაჟბატონები ყოფილან!

თურმე ამ რაინდებმა ყური მოჰკრეს, რომ სახელმწიფო კოოპერატორებს ვალში უცვლის მიწას და ამათმაც, სიხარბითა და სიწუწკით შეპყრობილებმა, გადაწყვიტეს ჩაკვეხება და ამ საქმის ჩაშლა - "კოოპერატორების კიდევ ერთხელ გაბითურება რაღა პრობლემაა? მაგათი დედაცო..."

 

ჰოდა, ჩემო კეთილო რაინდო-მორაგბეებო - დიდ შარში გაგხვიათ უგულავამ და მისმა ნაცმოძმა - აქამდე კუმირები იყავით, მაგრამ ახლა თქვენს ქვევრებში ჩაფსმულია!

 

ახლა მაესტრო იტყვის უარს ამ ამბის გაშუქებაზე, თუ - კავკასია?

 

ხვალევე გაშანშალდება სიუჟეტები, ოღონდ არა თქვენს სალანძღავად, არამედ უგუილავას და ნაცმოძის ორპირობის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად.... მაგრამ, ეს არჩევნებიც ჩაივლის და კიდევ სხვა მრავალიც, ხოლო ქართველი ხალხის გულში თქვენ დარჩებით წუწკი მუტრუკების სახელით - როგორც ეს დაემართათ ზვიადაურსა და ასანიძეს... თუმცა, მათ სხვისთვის არაფერი წაურთმევიანთ მაინცდამაინც...

 

თქვენ კი... არამგონია, რომელიმე თქვენგანი ამ ფორუმს სტუმრობდეთ, მაგრამ ფორუმებზე არიან ადამიანები, რომლებიც თქვენთან მეგობრობით ამაყობენ... იმედი მაქვს, რომ ამ თქვენს მეგობრებს ეყოფათ ჭკუა და დროზე შეგატყობინებენ, რომ უგულავას კანტორელები ჩარეცხვას გიპირებენ!

 

ნუ ჩაარეცხინებთ თქვენს თავს ნურავის! ის ხრიოკი ნამდვილად არ ღირს მაგ ფასად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Precursor

პრეკუ, ეს თემა გახსენი ფორუმგეს სპორტის განყოფილების რაგბის ნაწილში გახსენი

მე არ მგონია რომ სხვაგან მორაგბეებმა ეს იპოვონ და წაიკითხონ

არადა ვფიქრობ რომ ეს უნდა იცოდნენ მათმა :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ეგება არ იცოდნენ რაგბისტებმა ეს ყველაფერი?

 

მეც მასე მგონია, თუმცა, თუ კი შეიფერებენ, მერე უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება...

 

 

kisa

პრეკუ, ეს თემა გახსენი ფორუმგეს სპორტის განყოფილების რაგბის ნაწილში გახსენი

მე არ მგონია რომ სხვაგან მორაგბეებმა ეს იპოვონ და წაიკითხონ

არადა ვფიქრობ რომ ეს უნდა იცოდნენ მათმა

პოლიტიკაში არის თემა და საკმაოდ კურიოზული გარჩევებიც მიმდინარეობს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...