Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ზუსტად უნდა ვიცოდეთ და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთოთ რომ ბაბუას უფლებები დაცული იყოს. სამწუხაროდ ემოციები არ შველის...დოკუმენტაცია უნდა მოგვაწოდოს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 113
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მე როგორც ვიცი ამ ადამიანს საქართველოში დაბრუნებას ხელს უშლის მის მისამართით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, გავარკვიოთ ზუსტად რაში სდებენ ბრალს და ჩეხეთის საელჩოსთან აქციის ჩატარებას მგონი ჯობს დეტალურად შევისწავლოთ ეს ამბავი, და ტელევიზიითაც გავაჟღეროთ როგორც დევნა პოლიტიკური ნიშნით.

 

თავად ბაბუ რას იტყვის ამის შესახებ ?

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ(ჩვენ) რაიმე მოიმოქმედოთ ან მოაგვაროთ :(

საქმე საქმეზე რომ მიდგება, ”სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი”

 

საქართველოში, მეზობელს, ახლობელს, ნათესავს რომ რაიმე უსამართლობა მოუვა იმათ არ (ვ)ეხმარებით და ჩეხეთში და(ვ)ეხმარებით თქვენს(ჩვენს) თანაფორუმელს?

მანამდე არაფერი გ(ვ)ეტკინოთ(ს)..

Edited by SSDK
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე როგორც ვიცი ამ ადამიანს საქართველოში დაბრუნებას ხელს უშლის მის მისამართით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, გავარკვიოთ ზუსტად რაში სდებენ ბრალს და ჩეხეთის საელჩოსთან აქციის ჩატარებას მგონი ჯობს დეტალურად შევისწავლოთ ეს ამბავი, და ტელევიზიითაც გავაჟღეროთ როგორც დევნა პოლიტიკური ნიშნით.

 

თავად ბაბუ რას იტყვის ამის შესახებ ?

მე მგონი დეპორტაციაზე ჩალიჩობს :givi:

 

analgin

ძალიან სერიოზულ ხალხს ჩავაყენებ საქმის კურსში, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ევროპული წარმომადგენლობის ხელმძღვანელობის ჩათვლით

აუ მართლა რა. მიდი ანალგინ გადაურეკე ერთი მაგ კაცს.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო გიორგი. მე ერთადერთი რაც შემიძლია ის არის რომ ეხლა წმინდა მიწაზე ვიმყოფები და იერუსალიმში მაცხოვრის ტაძარში თქვენი სურვილების ასრულებისთვის სანთელი დავანთო. ღმერთი შეგეწიოთ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ეჰ სატურნ. შენ იაზვობას ხომ ბოლო არა აქვს რა... :( ავადმყოფი ხარ უნამუსო ვიყო რა.

 

"ეგ კაცი" ქართველია, დავით ჩიკვაიძე.

 

აი შენ ლინკები და ითამაშე:

 

http://www.unog.ch/80256EDD006B8954/(httpAssets)/E10F5E077B79F2A8C12572890043C9D3/$file/TOM.tripartite2007.participants.pdf

http://www2.ohchr.org/english/bodies/chr/docs/61chr/presskit_E.pdf მეორე გვერდზე ნახე.

http://www.theprotocolpartners.com/index.php?option=com_content&view=category&layout=blog&id=63&Itemid=98

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი მადლობა ყველას.

დამიჯერეთ ის რომ თქვნ ამ შემთხვევაში ბევრით ვერ დამეხმარებთ. ეს ჩემი ომია და მოვიგებ ყველა ვარიანტში.

 

აქ იმ პირველი ინცინდენტის შემდეგ იყო მოსული ამათი ცენტრალური ტელევიზიიდან. როგორც გაიგეს ის რომ საქმეში სახელნწიფო სტრუქტურებიც იყვნენ გასვრილები ეგრევე უარი სთქვეს.

უფრო სწორედ იყო მცდელობა ეს გადაეტანათ მხოლოდ პირადულ მოტივებზე, მაგრამ არ გამოუვიდათ და საერთოდ გაჩუმება ამჯობინეს.

 

ეხალ პაწას დავიტრაბახებ "ჩქიმი პაკაზუხა" და მარლთაც რომ კარგახანია ვარ უცხოელების დაცვის ამბეში.

3 წლის წინ ერთ-ერთი უცხოეთის პოლიციის სამსახურში გამოძიებაც იყო. ჩავიწერე დიქტაფონზე როგორ ნაგლად ელაპარაკებიან უცხოელს. საქმე ეხებოდა მაშინ ჩვენს ქურთ თანამემამულეს.

მაგის შემდეგ იქ რომ მივდივარ ჩემთან ერთ პოლიციელს ეკრძალება საუბარი, აუცილებლად უნდა იყოს ორი.

მაქვს გაგონილი ასეთი რამეც, რომ ერთ ქალბატონს უკრაინიდან საქმეს უწელავდნენ, მოკლედ საბუთების გაკეთებაში აწვალებდნენ რა, ხო და უთქვამს, თუ არ გამიკეთებთო მაშინ ალანიას დავურეკავო და ეგრევე გაუკეთებიათ თურმე საბუთები.

არაა ეს მთლად ტრაბახი გეფიცებით "ჩქიმი პაკაზუხა".

 

ხო და არ მინდა ეს იყოს ისეთი რამ რომ აგერ ბაბუს უჭირს. ბაბუს პრობლემა ბოლო წვეთი იყო უბრალოდ. ნუ ისე არ უნდა შეხებოდნენ, მაგრამ აქ ერთი რამ მოქმედებს, თუ არ ეშინიათ შენი პატივს არ გცემენ რა. ბოლო წელი გაჩუმებული ვიყავი, ისეთი არაფერი საქმე არ მქონდა მაგენთან და ეტყობა დაავაიწყდათ................

 

მოკლედ არავითარი დემონსტრაციები არაა საჭირო, საკმარისი თუ გნებავთ საპროტესტო წერილი ჩეხეთის საგარეო საქმეთ სამინისტროში. ეს მარტო ამ ამბეს არ დაეხმარება, არამედ საერთო საქმესაც.

 

რაც შეეხება საქრთველოს ხელისუფლების ანგაჟირებას არ გამოვა. ეგენი მე მთლად დასახვრეტად დამზდევენ და სასაცილო გამოვა ოდნავ. :givi:

ამათმა თუ მოხსნეს ყოველგავრი წინაპირობის გარეშე და თხოვნების გარეშე ჩემი იდიოტური სისხლი სამარტლის საქმე, მაშინ ისედაც ჩამოვალ საქართველოში, აქ ხომ არ მოვკდები აბა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხოეთის პოლიციის სამსახურში გამოძიებაც იყო. ჩავიწერე დიქტაფონზე როგორ ნაგლად ელაპარაკებიან უცხოელს

ჩამოდი, დაგასაქმებენ აქ სამინისტროში :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგენი მე მთლად დასახვრეტად დამზდევენ და სასაცილო გამოვა ოდნავ. :givi:

ამათმა თუ მოხსნეს ყოველგავრი წინაპირობის გარეშე და თხოვნების გარეშე ჩემი იდიოტური სისხლი სამარტლის საქმე, მაშინ ისედაც ჩამოვალ საქართველოში, აქ ხომ არ მოვკდები აბა.

კი მაგრამ, ლოთი ქობალია დაპარპაშებს გარეთ და შენ რა სისხლის სამართლის საქმე გაქვს ასეთი მერაბიშვილი რომ გადაგემტეროს?

რა გახდა მაგ საქმის დახურვა, ადვოკატი არვინ გვყავს ფორუმზე? დავაწერინოთ სუამდგომლობა და რაც საჭიროა...

და ხანდაზმულობა არ შეეხო შენს საქმეს? რამდენი კითხვები დავაყარე, კაი, სხვა დროს უპასუხე, ახლა არ იქნები მაგის ხასიათზე.

 

ისე, ჯვარზე გაკვრა თუ გინდოდა ლურსმებით რაღა მაგ ჩეხეთში გადაწყვიტე ? :D

გული წამივიდა კინაღამ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩამოდი, დაგასაქმებენ აქ სამინისტროში :givi:

 

სად სასჯელ ასრულების კოლონიაში? :givi:

 

ეხ ამის დედავატირე მე 17 წელი ხუმრობა როდია და უკვე მგონი სამუდამო უცხოელობა მაქვს მისჯილი.

საქართველოში რომ ჩამოვალ, ალბათ იქაც უცხოელი ვიქნები მე.

 

უბრალოდ არასწორ დროს დავიბადე. ან ნაბეტანი ადრე ან კიდევ ძალიან დავაგვიანე.

კომუნიზმის პერიოდი მახენდება სკოლაში დავიწყე მუსაობა და "კამსამოლსკაია პრავდას" გამოსაწერად მოვიდნენ რაიკომიდან. მოკლედ ვერ ხართ მეთქი, რად უნდა თითო ოჯახს 7 ერთნაერი გაზეთი.

ერთი კვირა დავრბოდი მერე რაიკომში. ეს როგორ სთქვიო. მამაჩემი იყო საცოდავი შეშინებული დამიჭერენო კაცო. :givi:

არ ვებრძოდი არც კომუნიზმს, არც სხვა ვინმეს, პროსტო ვერ ვიტანდი სისულელეს, ხო და იქედან რომ დაიწყო დღემდე არ მეშვება ეს ამბე.

ზვიადის პერიოდშიც იყო ეს პრობლემები. მინისტრი, პრეზიდენტი ერთ ადგილზე მეკიდა თუ სათქმელი იყო. ხო და "ვინაო შენი მტერი და შენი ენაო"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაბუ ჩეხეთში რა სტატუსით ხარ, ლტოლვილის თუ მოქალაქე ხარ უკვე? ანუ საქართველოს მოქალაქეობა არ შეგწყვეტია ხომ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...