Jump to content
Planeta.Ge

პროექტი"ნიჭიერი" ნიჭიერის გუნდი პროექტის შესახებ


Recommended Posts

ჩვენს ბლოგზე პროექტის მსვლელობისასაც და მის შემდეგაც უამრავი კომენტარი, მოსაზრება, კითხვა თუ სურვილი დაიწერა. ჩვენ აქტიურად ვადევნებდით თვალს ყოველ თქვენს პოსტს, რადგან თითოეული მაყურებლის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ამ პოსტში გთავაზობთ “ნიჭიერის” გუნდის, იმ ადამიანების, ვინც “ნიჭიერს” აკეთებდნენ, იღებდნენ და თქვენამდე მოჰქონდათ კომენტარს და პასუხს ბლოგზე წამოჭრილ რამდენიმე კითხვაზე. ისინი ასევე საუბრობენ სამომავლო გეგმებზეც.

2010 წლის 1 თებერვლიდან  ორშაბათი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე გახდა სატელევიზიო სივრცეში. თამამად შეგვიძლია  ვთქვათ, რომ ამხელა გამოხმაურება, ასეთი სახალხოობა არც ერთ პროექტს არ ჰქონია. ძირითადი დისკუსიები სხვა ვებგვერდების პარალელურად, ჩვენს ბლოგზე მიდიოდა.ჩვენ გვყავს ბლოგერები, რომელთა კომპეტენციაში დაწყების დღიდან პროექტის გუნდის არც ერთი წევრი არ ჩარეულა, ისინი ყოველთვის გამოხატავდნენ მხოლოდ მათ სუბიექტურ აზრს კონკრეტული კასტინგის ეპიზოდის თუ ნახევარფინალის შესახებ. ისინი არ ერიდებოდნენ ჩვენს კრიტიკასაც. რა თქმა უნდა, ჩვენც ვაკვირდებოდით, გვიჩნდებოდა კითხვები, ვიღებდით პასუხებს თქვენი კომენტარების მეშვეობით და ახლა, როდესაც პროექტის პირველი სეზონი დამთავრდა და ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებული – გაგვიჩნდა სურვილი ჩვენ თავადვე გაგვეცა პასუხი თქვენს კითხვებზე.ეს კითხვები კი, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი ბლოგის მკითხველების კომენტარებიდან გამომდინარეობს.

პირველ რიგში, ჯერ კიდევ ნახევარფინალების დროს, როდესაც პირველ-ორ ლაივზე 4 ფინალისტიდან 3 მომღერალი აღმოჩნდა, ბლოგზე ყოველი 3 კომენტარიდან 2 ასე ჟღერდა : ნიჭიერია თუ ჯეოსტარი? თუმცა, საბოლოო ჯამში, ქართულ ნიჭიერს ფინალი ყველაზე არსებულ ანალოგზე მრავალფეროვანი გამოუვიდა და აი სტატისტიკაც:12 ფინალისტიდან:

6 მომღერალი (აქედან 5 – მაყურებლის არჩევანი, 1 – ჟიურის არჩევანი)

1 ცეკვა

1 ბიტბოქსი

1 პარკური

1 ილუზიონისტი

1 სამეჯლისო ცეკვა

1 გიტარისტი</p>სულ 7 განსხვავებული ჟანრი და შედეგად – რეკორდული რეიტინგი.

 

რაც მთავარია, პროექტმა მოახერხა 12 ისეთი ფინალისტის შეკრება, რომელთა გამოსვლის დროს მაყურებლის უმრავლესობა სწორედ მას გულშემატკივრობდა, ვინც კონკრეტულად იმ მომენტისთვის იდგა სცენაზე. თორმეტივე იყო ძალიან ნიჭიერი.

 

და ამ 12 კონკურსატისგან მაყურებელთა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ლევან შავაძე იმსახურებდა გამარჯვებას და ეს ხმების იმ 28,2 %-ში გამოიხატა, რაც მან მიიღო. რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც დანარჩენი 71,8 % სხვა  ნიჭიერს გულშემატკივრობდა, არ გაგვკვირვებია ბლოგის მკითხველების პროტესტი.

 

თუმცა  მაინც უცნაურად გევჩვენა აზრი,  რომლის მიხედვითაც მხოლოდ ჟიურისთვის უნდა მიგვენდო გადაწყვეტილების მიღება. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს სურვილი გვერქვას დემოკრატიული პროექტი, რომლის კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის, ყველანაირი ნიჭით და შესაძლებლობით, რასაც სცენის მასშტაბი დაიტევს, მაშინ რატომ უნდა ჩამოგვერთმია ხალხისთვის არჩევანის უფლება? ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ხალხმა უნდა არჩიოს და არა ხალხს აურჩიონ.

 

რეალურად, არ არსებობს ნიჭის ზუსტი მათემატიკური საზომი, ანუ ვთქვათ, მარიამ კახელიშვილი რატომ არის დავით რობაქიძეზე ნიჭიერი, ან ნექსთ ლეველი – ანი ხანჩალიანზე უნიჭო? რა ვერ გააკეთა ნებისმიერმა კონკურსანტმა ისე, რომ მასზე ვინმეს ეთქვა, რომ ის არ იმსახურებს ერქვას ნიჭიერი? ან არ იმსახურებს გამარჯვებას? სწორედ ამიტომ, ხმის მიცემის ფორმა არის სწორედ ის ოპტიმალური ვარიანტი, რაც პროექტს უნარჩუნებს დემოკრატიულობას და რაც მთავარია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს - სახალხოობას. ხოლო გამარჯვებულის ვინაობას არკვევს არა მისი სხვაზე ნაკლები ნიჭი, არამედ ის სუბიექტური სიმპატია, რასაც მაყურებელი ხმის მიცემით გამოხატავს.დავუბრუნდებით ისევ სტატისტიკას: მაშინ, როდესაც ლევან შავაძეს არ გულშემატკივრობდა მაყურებლის 71,8 %, სხვა დანარჩენი 11 კონკურსატის შემთხვევაში ეს შედეგი ასეთი იქნებოდა:

 

მაყურებლის საერთო რაოდენობიდან გულნაზი გოლეთიანს ხმა არ მისცა 83,1 %-მა, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, 100-დან 83,1 % მას არ გულშემატკივრობდა.

მარიამ კახელიშვილს: 84,3%

ანა ხანჩალიანს 89,2%

მარიამ ფაჩულიას 94,2 %

ბაბის და მარიამს 94,6 %

გუგა ჭყონიას 95,9 %-მა

დავით რობაქიძეს, 96 %

ნექსთ ლეველს 96,8 %

პარკურს 97,9 %

ავთო ნაცარაშვილს 98%

ვერკას და გიორგის 98,3 %.

 

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ასეთი სტატისტიკა უფრო “შთამბეჭდავია”. და შესაბამისად, უფრო დიდი იქნებოდა პროტესტი ამ ნებისმიერი კონკურსანტის გამარჯვების შემთხვევაში. ან შესაძლოა ჩვენი ბლოგის მკითხველს და სხვა დანარჩენ მაყურებელს შორის აზრთა დიდი სხვადასხვაობაა, ან ჩვენს მკითხველს მხოლოდ პასიური მაყურებლის როლში უყვარს ყოფნა და მისი გულშემატკივრობა მხოლოდ ბლოგის კომენტარებში გამოიხატა და არა ფავორიტის მხარდაჭერაში. თუმცა თითოეული თქვენგანი ქმნით იმ რეკორდულ რეიტინგს, რაც “ნიჭიერმა” მიიღო, გამოკითხვებზე დაყრდნობოთ, იყო შემთხვევები, როდესაც 100 ტელევიზორიდან 96 “ნიჭიერზე” იყო ჩართული. ჩვენ ვაფასებთ და მადლობას ვუცდით ნებისმიერ ადამიანს, ვინც ყოველ ორშაბათს ტელევიზორში რუსთავი2-ს რთავდა და “ნიჭიერს” უყურებდა.თუმცა მაყურებელთა ორი კატეგორია გამოიკვეთა – ისინი, ვინც უბრალოდ უყურებდნენ შოუს და ისინი, ვინც გულშემატკივრობდნენ ამა თუ იმ კონკურსანტს. ბლოგზე არსებული სტატისტიკების ანალიზის შედეგად ჩანს, რომ აქაური მკითხველების დიდი უმეტესობა “მხოლოდ მაყურებელთა” კატეგორიაში ხვდებოდა,  იმ მაყურებლების აზრი კი, ვინც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც მხარს უჭერდა ამა თუ იმ კონკურსანტს, ყოველთვის არ ემთხვეოდა ჩვენი მკითხველების აზრს.

 

ისევ ბლოგის კომენტარებს დავუბრუნდები. რატომღაც ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომ პროექტის გამარჯვებული რეგიონიდანაა, მღერის რესტორანში, ასრულებს გოგი დოლიძის სიმღერებს და ასაკით 40-ს ზემოთაა. (თუმცა ძნელი მისახვედრია, დემოკრატიული შოუს პირობებში ეს ნაკლად რატომ უნდა ჩაითვალოს? )

 

ისევ ბლოგის ერთ-ერთი მკითხველის, ზემფირას კომენტარს მოვიშველიებ:

- რა სურათი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ სხვა კონკურსანტი გაიმარჯვებდა? გასაკრიტიკებელს მაინც ნახავდით რამეს.
ჟიურის რომ აერჩია:
მაგათ ვინ ეკითხება, ხალხს არჩევანის საშუალება არ მიეცით!

ხანჩალიანი
თუ გაიმარჯვებდა:
მაგან როგორ გაიმარჯვა, კახელიშვილი ჯობდა!

კახელიშვილი
გაიმარჯვებდა:
ხანჩალიანს არ გაამარჯვებინეთ, არადა ის ჯობდა!

გულნაზი
გაიმარჯვებდა:
პროდიუსერებმა გააკეთეს სუზან ბოილი და გაამარჯვებინეს.
პარკური:
ეგრე ყველა იხტუნავებდა, როგორ შეიძლებოდა, როცა მოზაიკა გარეთ დარჩა!

ვერკა და გიორგი
– აქ გამოხტებოდნენ აკა და გვანცას და ლევანი და სოფოს თაყვანისმცემლები.

ავთო ნაცარაშვილი
– აქ თავს წამოყოფდა მასის ის ნაწილი, რომელიც სელინ დიონს უსმენს და ასეთი ბევრია.
ეს რა იყო, რაღაცას უბარტყუნებდა გიტარაზე!

ნექსთ ლეველი:
ნიუ სტაილი ჯობდა, ძალით გაიყვანეს.
ან გამოხტებოდნენ ვესტ საიდ დენსერები-
ჩვენ 16000
(11000 12000, 20000 მოკლედ რაც პირზე მოადგებათ)
სმს გავაგზავნეთ, მუსიკა შეგვინელეს ბლა ბლა ბლა მაგათი გაყვანა უნდოდათ და გაიყვანეს!

ფაჩულია
-
დედა არ ჰყავს და შეეცოდათ.

გუგა ჭყონია
-
ისევ ხანჩალიანი და კახელიშვილი სჯობდა მაგას რააა…

დავით რობაქიძე
-
კი მაგარია, მაგრამ მაინც ნიჭიერი სხვა არი რააა… ავთო გოგეშვილიც მაგარი იყო და რატო არ გაიყვანეეეეს.

ბაბი და მარი
– ამათზე ატყდებოდა ცოდვის ტრიალი -
მამამ მოაგებინა!

მოკლედ ძალიან კარგი, რომ გაიმარჯვა შავაძემ. ვულოცავთ.
:D
)))))

მასზე რაც ატყდა – სახეზეა, მაგრამ დიდი რესპექტები მის გულშემატკივარს, რომ ასე უხმაუროდ გაამარჯვებინეს, მართლა უგულშემატკივრეს და სიტყვები ჰაერზე არ უფქრვევიათ :018:

მართლაც ასეა, ყველა ვერ იქნებოდა შედეგით კმაყოფილი და თავისთავად კომენტარებში გარდასახული პროტესტი და რიგ შემთხვევაში აგრესია ისევ გარდაუვალი იქნებოდა.

 

რაც მთავარია, არსებობს ხალხი (ანუ აქტიური მაყურებლის უმრავლესობა), რომელთათვისაც ეს შედეგი საუკეთესოა – მათი ფავორიტია გამარჯვებული და ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ დიდია.

 

http://nichieri.ge/files/2010/05/BILD17521-300x154.jpg

 

არ გვინდა ვინმემ იფიქროს, რომ ამ პოსტით ჩვენ საპირისპიროდ რაიმეს დამტკიცებას ვცდილობთ, ან შედეგის რამენაირად გამართლებას, ან ჩვენი მკითხველისთვის რამეზე მითითებას და შენიშვნას.

 

ჩვენი გუნდისთვის ეს ბლოგი და ნებისმიერი თქვენი კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც გვეხმარება შემდეგ და შემდეგ პროექტების უფრო მეტად დახვეწაში. ჯანსაღი კრიტიკა ჩვენთვის ყოველთვის მისაღებია.

 

ბლოგზე დაიწერა ისიც, რომ მაყურებელს არ მოეწონა პროექტის ფინალი, როდესაც მონაწილეების ნაწილი პრიზების გარეშე დარჩნენ.

 

ფინალურ სამეულს შეხვდა მობილურები და სასაუბრო დრო, ჯგუფი ნექსთ ლეველი კლუბ “ზუმის” სახე გახდა, გამარჯვებულმა კი მიიღო ბინა კომპლექს “დრიმ თაუნში” , რომლის საბაზრო ღირებულება ბევრად აღემატება ყველა იმ თანხას, რაც აქამდე მსგავს შოუებში ყოფილა.

 

და მაინც, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, რომ მაყურებელს ნამდვილი happy end  უნდა და არა მხოლოდ 1 გამარჯვებული, სწორედ ამიტომ, შემდეგ სეზონზე დაწესდება სპეციალური პრიზები, რომელსაც ჟიურის თითოეული წევრი კონკრეტულად მის ფავორიტს გადასცემს. ანუ 3 ჟიური – სამი დამატებითი პრიზი.

+ პრიზები სპონსორებისგან.

 

ნიჭიერის მეორე სეზონის კასტინგები კი სულ მალე დაიწყება. ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს ბლოგს, აქ პერიოდულად დაიდება ინფორმაციები როგორც თბილისის, ისე რეგიონალური კასტინგების შესახებ. გვექნება ონლაინ აპლიკაციის ფორმა და მივიღებთ იმეილებსაც.

 

და ერთი რამ ალბათ ჭეშმარიტებაა – “ნიჭიერის’ დეფიციტის დრო არ არის. ნიჭიერის გუნდი არ გემშვიდობებათ, ძალიან მალე ჩვენ ისევ დავბრუნდებით უკვე მეორე სეზონით.

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...