Precursor Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 (edited) გიგი უგულავამ მერის სარეზერვო ფონდიდან „უმწეო დეპუტატ“ გიორგი მელაძეს 9 ათასი ლარის ერთჯერადი დახმარება გამოუყო გიგი ვარსკვლავთბიჭუნობს, მას „მებაღეობაც ეხერხება, პურის ცხობაც, მშენებლობაც...“ - ასე ამბობს მიშა. არჩევნებამდე 6 დღეა დარჩენილი და გიგილომ ყველაფერი უნდა მოასწროს, გუშინ ველოსიპედზე ამხედრდა, უფრო ადრე თონეში ჩაეყუდა, ფანჯრებიც წმინდა, ზურგით ტვირთიც ათრია, ყასბობდა კიდეც... მოკლედ, გიგი მეურნეობს. თან, ცხადია, არც თვითონ ივიწყებს და ჩვენც ყოველ წუთს გვახსენებს, რომ მასაც და „ნაცმოძრაობასაც“ გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვთ. თბილისელებს „გიგი და კომპანიის“ გაკეთებული ბევრი საქმე ახსოვთ - თაბუკაშვილის ქუჩაზე საკუთარი ბინებიდან კინწისკვრით გამოძევებული მაცხოვრებლები და პირდაპირ ფანჯრებიდან გადმოყრილი მათი საოჯახო ნივთები, რიყეზე მეპატრონეებისთვის უკანონოდ წართმეული და დანგრეული რესტორნები, დელისის მეტროსთან, ვარკეთილის მეტროსთან, „ახმეტელის“ მეტროსთან, ასევე, უკანონოდ ჩამორთმეული კომერციული ფართები, "ვარდების რევოლუციამდე" თბილისში ქალაქის ბიუჯეტის ხარჯებით აშენებულ კორპუსებში არსებული 70-მდე ბინის მფლობელთა მიმართ აღძრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმეები და უამრავი სხვა, რომლითაც ვერც გიგი და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იამაყებს. გასაკეთებელი კიდევ ბევრი დარჩათ, ოღონდ არა იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავზე აწვიმს და ათოვს, ვინც ნაგვის ბუნკერებიდან აგროვებს საჭმელს, ვინც უმუშევრობით, ულუკმა-პურობით, უსახლ-კარობით გატანჯულია, არც მათთვის, ვინც საკუთარი გადასახადებით ვავსებთ თბილისის ბიუჯეტს, რომლის ერთი ნაწილიც სწორედ სოციალურად ყველაზე დაუცველი ადამიანების დასახმარებლად უნდა იხარჯებოდეს. ზუსტად ამისთვის არსებობს თბილისის მერის სარეზერვო ფონდი, რომლიდანაც სახსრები მიზნობრივი დანიშნულებით, გაჭირვებული ადამინებისთვის ერთჯერადი დახმარებისთვის, მერიის გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, ფორსმაჟორული ვითარებისას გამოიყოფა და თანხები მხოლოდ მერის განკარგულებით გაიცემა. 2008 წლის 18 სექტემბერს #965 განკარგულებით, თბილისის "კანონმორჩილმა" მერმა გიგი უგულავამ სწორედ ასეთ ორ „უპოვარს“ გამოუყო ერთჯერადი დახმარება - ერთი მათგანი მისი ამჟამინდელი მეუღლე, ლელა კილაძეა, ხოლო მეორე - საქართველოს პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი და ყოფილი ვიცე-მერი გიორგი მელაძე. გამოყოფილი თანხა კი 9 277 ლარია. თანხა არც ისე დიდია. თუ მას კილაძე და მელაძე შუაზე ძმურად გაიყოფდნენ, თითოს სულ რაღაც 4 638 ლარი შეხვდებოდა. რა „ფორსმაჟორი“ სჭირდათ უგულავას მეუღლეს და ყოფილ მოადგილეს ისეთი (და თანაც ერთად!), რომ მერის სარეზერვო ფონდიდან დასახმარებლები გახდნენ, ჩვენთვის, ცხადია, უცნობია, თუმცა, ცნობილია „უმწეო დეპუტატ“ მელაძის ქონება და შემოსავლები 2007, 2008 და 2009 წლებში. მელაძისა და მისი ოჯახის წევრთა საბანკო ანგარიშები, ხელფასები, ნაღდი ფულადი თანხა, შეძენილი მანქანები, შემოსავალი და გასავალი 2007 წელი - ნაღდი ფულის სახით მელაძე და მისი მეუღლე - მაკა ლაჩაშვილი ერთობლივად 40 000 დოლარს ფლობენ, ხოლო მელაძის მეუღლე ცალკე დამატებით 20 000 ლარს ინახავს; ბანკში სხვადასხვა ანგარიშებზე დაგროვილი აქვთ 14 155 ლარი და 1 330 დოლარი; ამავე წელს თბილისის მერის მოადგილეობისას მელაძის შემოსავალმა 63 675 ლარი შეადგინა, მისი მეუღლის, მაკა ლაჩაშვილის შემოსავალმა - 31 906 ლარი; ამავე წელს მელაძის მეუღლემ 25 ათას ლარად გაყიდა ავტომანქანა, ხოლო ბინის რემონტზე 20 ათასი დოლარი დახარჯეს. ამავე წელს „თი-ბი-სი ბანკიდან“ აიღეს ათწლიანი იპოთეკური სესხი - 60 ათასი დოლარი, რომელსაც ეტაპობრივად ისტუმრებენ. 2008 წელი (ამ წელს დაეხმარა უგულავა „უმწეო დეპუტატს“) - ცოლ-ქმარი მელაძეები ერთობლივად 5 000 დოლარისა და 35 ათასი ლარის მფლობელია; საბანკო ანგარიშებზე ერიცხებათ 12 619 ლარი და 1 463 დოლარი; ამავე წელს „უმწეო დეპუტატის“ ხელფასმა მერის მოადგილეობისას 18 593 ლარი, ხოლო პარლამენტის წევრობისას 34 216 ლარი შეადგინა, მისმა მეუღლემ კი ამ წელს ხელფასის სახით 26 057 ლარი აიღო; მაკა ლაჩაშვილმა ამ წელსვე შეიძინა 35 ათას დოლარიანი „მიცუბიში პაჯერო“, ხოლო 11 820 დოლარი იპოთეკური სესხის დასაფარავად „თი-ბი-სი ბანკში“ შეიტანეს. 2009 წელი - მელაძეებს ხელზე 25 000 ლარი და 10 ათასი დოლარი აქვთ, საბანკო ანგარიშებზე ერიცხებათ 15 284 ლარი და 1 727 დოლარი; ამავე წელს პარლამენტის წევრ მელაძის შემოსავალი ხელფასის სახით 56 676 ლარი იყო, ხოლო მისი მეუღლის – 27 177 ლარი. დაფარეს იპოთეკური სესხის ნაწილიც - „თი-ბი-სი ბანკში“ 11 785 დოლარი შეიტანეს. 2009 წელსვე მელაძეებმა 30 000 ლარად ბინა, ხოლო 4 ათას ლარად არასაცხოვრებელი ფართი იყიდეს. მელაძეების ბინების, სახლების, ნაკვეთების და კომერციული ფართების ამბავი ცალკე ყურადღებას აშკარად იმსახურებს. 2007 წელს ისინი 3 ბინას ფლობდნენ - ვაჟა ფშაველას გამზირზე 38-ში 70 000 ლარად შეფასებული ბინა გიორგი მელაძის სახელზეა გაფორმებული, ამავე მისამართზე 40 000 ლარად შეფასებული ბინა - მისი მეუღლის, მაკა ლაჩაშვილის სახელზე, მაკა ლაჩაშვილივე საბურთალოს ქ. 40-ში მდებარე 22 ათას 500 ლარად შეფასებული ბინის 50%-ის მფლობელია. 2008 წელს უცებ აღმოჩნდა, რომ გიორგი მელაძე, თავის ცოლთან და სამ შვილთან ერთად, არსად აღარ ცხოვრობს, მის დეკლარაციაში ეს გრაფა ცარიელია, დეკლარაციაში არც ბინების გაყიდვის ან გაქირავების შესახებ ინფორმაციაა მითითებული. როგორც ჩანს, გიგი უგულავამ შეიტყო, „უბინაოდ“ რომ დარჩნენ მელაძეები და თანხაც ამიტომ გამოუყო, იქნებ სადმე გარეუბანში 1 ოთახის მსგავსი მაინც იყიდონ და თავი შეაფარონო (აი, თავისი მომავალი და ამჟამინდელ მეუღლე ლელა კილაძე ამ ამბავთან რა შუაში იყო, ეს ვეღარ გაგვირკვევია). სამაგიეროდ, 2009 წელი აღმოჩნდა მელაძისთვის და მისი ოჯახისთვის ფეხბედნიერი. ირკვევა, რომ ის სამი ბინა, რომელსაც 2007 წელს ფლობდნენ და რომელიც 2008 წელს სადღაც აორთქლდა, 2009-ში კვლავ მათ საკუთრებაშია. ამავე წელს მელაძის მეუღლემ აგლაძის ქუჩაზე 50%-იან მფლობელობაში შეიძინა საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი (საყურადღებოა, რომ საბურთალოს ქუჩაზე არსებულ ბინაშიც და აგლაძის ქუჩაზე ახლად ნაყიდ ბინასა და კომერციულ ფართშიც მაკა ლაჩაშვილს თანამეწილედ ვინმე თეა გზირიშვილი ჰყავს მითითებული). 2009 წელს მელაძის შვილებთან - 18 წლის სერგისთან და 11 წლის ნიკოლოზთან გულუხვი „თოვლის ბაბუა“ მისულა და კარგი მოქცევისთვის ისე დაუსაჩუქრებია, რომ ეს საჩუქარი მათ შთამომავლებსაც უზრუნველად აცხოვრებს. საჩუქრებით ხელდამშვენებული „თოვლის ბაბუა“ კი გიორგი მელაძის პროფესორი მამა სერგო მელაძეა, რომელიც კარგა ხანია, უკვე პენსიაზეა. 2009 წელს ბაბუას თავისი მოსახელე შვილიშვილისთვის, სერგი მელაძისთვის, ნუცუბიძის პლატოზე, გაზაფხულის ქუჩა #7-ში 562 კვ/მ საცხოვრებელი სახლი და ამავე მისამართზე არსებული 300 კვ/მ მიწის ნაკვეთი, ხოლო უმცროსი შვილიშვილისთვის - ნიკოლოზ მელაძისთვის ამავე ქუჩაზე - გაზაფხულის #1-ში 161 კვ/მ საცხოვრებელი სახლი და 208 კვ/მ მიწის ნაკვეთი უჩუქებია. მართალია, საჩუქარი ორივე შვილიშვილს საზიარო აქვს (სახლების და ნაკვეთების ნახევარს ვინმე ირაკლი და დემეტრე მელაძეები ფლობენ), მაგრამ ნაჩუქარ ცხენს ხომ კბილი არ გაესინჯება. ისე კი საინტერესოა, არა? ქვეყანაში, სადაც პროფესორები შიმშილს ებრძვიან და მათი უმეტესობა, ასაკის მიუხედავად, გარევაჭრობით, ტაქსის მძღოლობით და სხვა მძიმე სამუშაოთი ირჩენს თავს, ხოლო პენსიონერებს საკუთარი პენსია წამლის და პურის ფულად არ ჰყოფნით, როგორ „მოახერხა“ გიორგი მელაძის მამამ პროფესორის ხელფასითა და პენსიით ისეთი კაპიტალის დაგროვება, რომ ასეთი საჩუქრების გაცემას ახერხებს?! დღეისათვის, მელაძეების ოჯახი ოფიციალურად ოთხ საცხოვრებელ ბინას, ორ საცხოვრებელ სახლს, ორ მიწის ნაკვეთს და ერთ კომერციულ ფართს ფლობენ. მათი საბაზრო ღირებულება დეკლარაციაში მითითებული არ არის (სამივე - 2007, 2008 და 2009 წლების დეკლარაციები სერიოზული დარღვევებით რომ არის შევსებული, ამაზე ყურადღებას აღარ ვამახვილებთ), ისევე, როგორც არსად არის მითითებული ის დახმარება, რომელიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ ასეთ უმწეო დეპუტატს სარეზერვო ფონდიდან გამოუყო. იმ წელიწადს, როცა უგულავა, თავის ყოფილ მოადგილეს, როგორც უმწეოს, მერის სარეზერვო ფონდიდან 9 277 ლარს ჩუქნის, ამ უკანასკნელს, თავადაც ხედავთ, სამათხოვროდ საქმე ნამდვილად არ აქვს, მას და მის ოჯახს დანაზოგის სახით 47 619 ლარი და 6 463 დოლარი აქვთ, ხოლო ხელფასის სახით ერთ წელიწადში 78 866 ლარი მიუღიათ, ყიდულობენ 35 ათას დოლარიან მანქანას, ისტუმრებენ რამდენიმე ათას დოლარიან სესხსაც. ერთ წელიწადში კი ორ უზარმაზარ სახლს, ერთ ბინას, ორ მიწის ნაკვეთს და ერთ კომერციულ ფართს იკანონებენ. ისე, აქვე შეგახსენებთ: მელაძე, თავისი ყოფილი უფროსის მსგავსად, წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა პროფესიის ადამიანად ტელეეკრანებიდან არაერთხელ მოგვევლინა - ერთ დღეს ბოტებით და „სპეცოვკით“ წყალკანალიზაციის ხელოსნებთან ერთად საბურთალოს ერთ-ერთ კორპუსში მუხლამდე წყალში იარა და მილები არემონტა, მეორე დღეს სპეცხელთათმანებით ერთ-ერთ სახურავზე ამძვრალი ვნახეთ, ხელებდაკაპიწებული ადუღაბებდა რაღაცას, მერე ასფალტის დაგებითაც დაკავდა... მაშინდელ წინასაარჩევნო სლოგანსაც - „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ - ისევ და ისევ, ყოფილი უფროსის მსგავსად, ყველა სიუჟეტში გვახსენებდა. სხვათაშორის, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსსაც ყველაზე მეტად სწორედ ეს კანდიდატი იყენებდა - გამგებელთან ერთად ხან სკვერებს ხსნიდა, ხან სტადიონებს, ხან პენსიონერებს ურიგებდა ვაუჩერებს თუ ერთჯერად დახმარებებს. მონიტორინგმა ისიც აჩვენა, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტად საბურთალოს საარჩევნო სიები იყო გაბერილი - 25 პროცენტით. სწორედ ამ დროს გახდნენ მასობრივად „საბურთალოელები“ სხვა და სხვა დაცვის სამსახურის, დასუფთავების სამსახურისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, კაზინოების თანამშრომლებიც კი. ჰოდა, ახლა მას „საბურთალოს მაცხოვრებლების“ მიერ „დემოკრატიულად არჩეული“ დეპუტატი ჰქვია, რომელმაც ერთ-ერთი პირველი საქმე, რაც გადეპუტატების შემდეგ გააკეთა (არჩევიდან ოთხ თვეში), სწორედ მერის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოტანა იყო. აი, ასეთია „ნაციონალური საქმე“, ლაპარაკის ნაცვლად რომ აკეთებენ და თან ყოველ წუთს ცინიკურად გვახსენებენ - გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვსო. ცხადია, სათავისოდ, თორემ საქვეყნო საქმეს როგორც უვლიან, ვხედავთ და ვიცით - ჩვენი გადასახადებით შევსებულ ბიუჯეტს არამიზნობრივად და უსაგნოდ ფლანგავენ, განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს ციხეებში ამწყვდევენ, ქვეყნის ტერიტორიებს ანიავებენ და მერე აქეთ გვამადლიან, რა მოხდა, სულ რაღაც ორი სოფელი დავკარგეთო (ისე, თუ გავიხსენებთ, აგვისტოს დღეებში ქვეყნის ფაქტობრივი მთავარსარდალი სწორედ უგულავა იყო და არა - სააკაშვილი), ბიზნესმენებს ატერორებენ და ინტერესთა სფეროებს ინაწილებენ, ზოგი მეტს ციცქნის, ზოგი - ნაკლებს, ზოგიც ისე გაწუწკებულია, ასეულ ათასობით ქონების პატრონი, ბიუჯეტისთვის 9 ათასი ლარის აწაპვნასაც არ თაკილობს... P.S. რაც შეეხება მეორე „უმწეოს“ - ლელა კილაძეს, რომელსაც მელაძესთან ერთად დაეხმარა უგულავა, მისი ფინანსური მდგომარეობის მოკვლევაც გვინდოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ უგულავას, არც ერთ დეკლარაციაში თავისი მეუღლე ოჯახის წევრად მითითებული არ ჰყავს (?!), თავად კილაძეს კანონი დეკლარაციის შევსებას არ ავალდებულებს, ამიტომაც მისი ოფიციალური ფინანსური მდგომარეობა ჩვენთვის უცნობია. ესეც ნიაგარა: http://forumi.ge/index.php?option=com_cont...&Itemid=177 Edited May 24, 2010 by Precursor Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dredi Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 (edited) ერთი მათგანი მისი ამჟამინდელი მეუღლე, ლელა კილაძეააბა რა ექნა? უკანალში და ტუჩნიკაპში სილიკონის დიდი დოზით შესხმა ძვირია, ძმაუ ,ძვირი იიიიიი http://s6.rimg.info/aa1f0fc9f1d4b83059a5ccb0567f6690.gif Edited May 24, 2010 by dredi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 აი ეს არის, უკიდეგანო, უნამუსო და ბინძური ღორობა. და აი ამათი გამზრდელი ოჯახი უნდა ფურთხებით აავსო რა...ფუ რა უზნეო და აგრექრები არიან, სად ზრდიან ასეთი დამპალი ჯიშისას...არანაირი მორალი, არანაირი ნამუსი... მხოლოდ ფული ფუუუულიიიი ფუუუუუუუუუუუუუუულიიიიიიიიიიიიიიიიი ხხტფუი...ღორები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 ვინმეს ის ვიდეო არ გაქვტ მიშიკო რომ იბრიქება რევოლუციის მერე ნახეთ როგორ ცხოვრობენ ნაცი-ანალები და მერე შეამოწმეთ აბა რა ქონება ექნებათო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 dire ხხტფუი...ღორები...ღორი რო გაძღება აღარ ჭამს. ესენი აფთრები არიან, გაუმაძღრები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 (edited) Precursor გიგი უგულავამ მერის სარეზერვო ფონდიდან „უმწეო დეპუტატ“ გიორგი მელაძეს 9 ათასი ლარის ერთჯერადი დახმარება გამოუყოერთს დავაზუსტებ, თავის მეორე ცოლსაც გამოუყო.... და ამ ფულით ამბობე საზვარგარეთ მაგრად დაისვენესო ომის მოგება აღნიშნეს რა! Edited May 24, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 უკანალში და ტუჩნიკაპში სილიკონის დიდი დოზით შესხმა ძვირია, ძმაუ ,ძვირი იიიიიიმაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 უკანალში და ტუჩნიკაპში სილიკონის დიდი დოზით შესხმა ძვირია, ძმაუ ,ძვირი იიიიიიმაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია ჩაგეთვალა)))) ამ უმწეოების პროგრამას მაგრად "ხმარობენ"-გაგლოევა, ჯუღელი, დონაძე, კიდევ რამდენიმე პაჭყაპუჭყა დეპუტატი ( ლეჟAვას ქონდა ჟურნალისტური გამOძიება ტუ გახსოვთ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 მე იცით რა მაინტერესებს?ეს "წერე და იკითხე" - რას გვაძლევს?რისთვის ივსება ეს დეკლარაცია, იმისთვის რომ ჩვენ ვიღადაოთ და ამათმა "შეირგონ"?არავინ ამოწმებს ამას?ვინ უნდა გააკონტროლოს და დაუსვას კითხვა - ეს საიდან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.