Jump to content
Planeta.Ge

ერთგულები და ჭკვიანები


Recommended Posts

„უგულავა ცდილობს ნაციონალების გვერდით დგომით ავტორიტეტი არ შეილახოს“

სიახლე — თავფურცელი

14:26 24.05.2010

ვერსია პრინტერისთვის •

დაამატე რჩეულებში •

[როზი ჯღამაია]

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციისთვისაც მოიცალა და ამჯერად, მისი კრიტიკის ქარ–ცეცხლი ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნო პროგრამების გამო დაატყდათ თავს. თუმცა, ვერ მოვისმინეთ კრიტიკა იმ შეუსრულებელი დაპირებების გამო, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა არჩევნების წინ ასე უხვად არიგებდა. სანამ ხელისუფლების მიღმა მყოფ პოლიტიკურ ძალებს დააკისრებდა პასუხისმგებლობას, ალბათ, უპრიანი იქნებოდა სააკაშვილს განემარტა, რატომ არის სიღარიბე საქართველოს თანმდევი პრობლემა და რატომ დავკარგეთ უფრო მეტი ტერიტორია, ვიდრე დაკარგული გვქონდა და, რომლის დაბრუნების პირობას იძლეოდა მიხეილ სააკაშვილი.

 

როგორ აფასებს ოპოზიცია სააკაშვილის გამოსვლას, რას ელის არჩევნებისგან და მოიპოვა თუ არა ხალხის ნდობა ეს ის კითხვებია, რომელიც ყველაზე აქტუალურად შეიძლება ჩაითვალოს. მასზე პასუხს კი „რესპუბლიკელების“ ერთ–ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გასცემს.

 

პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის უმრავლესობასთან შეხვედრით გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე მინდა გკითხოთ და, საერთოდ, რამდენად ეთიკურად მიგაჩნიათ ის ტონი, რომლითაც სააკაშვილმა ოპოზიცია შეაფასა?

– ეთიკასთან მართლაც მწყრალად იყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მოგვევლინა და თავს ესხმოდა ოპოზიციურ პარტიებს. ამავდროულად, მას დაავიწყდა, რომ ამ ოპოზიციური პარტიების და მათი წევრების პრეზიდენტიც ბრძანდება. არ მგონია, რომ ვისაც პიართან შეხება აქვს, ამგვარი სულელური რჩევა მიეცა მისთვის. მე მგონი იგი იმპულსურად მოქმედებს.

 

რაც შეეხება იმპულსებს, რის გამოც, სააკაშვილი ასე მოქმედებს, ეს არის შიში თუ სხვა რამ არ ვიცი, მაგრამ მე ვხედავ ერთ რამეს, მას მოაკლდა ის უშრეტი ენერგია რასაც აძლევდა დასავლეთის მხარდაჭერა. ახლა საქართველოს პრეზიდენტი მუშაობს დასავლური მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ, ეს თავდასხმა იმდენად არა ოპოზიციაზე, არამედ დასავლურ იდეალებზე და საარჩევნო სისტემაზე უფრო იყო.

 

ჩვეულებრივი მომენტია, როცა პოლიტიკური პარტიები არჩევნების წინ ამომრჩევლებს რაღაცას პირდებიან, მაგრამ ჩვენ ძალიან მოკრძალებულად ვპირდებოდითო – ამბობს პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ხალხს პირდებოდა ტერიტორიულ მთლიანობას, ნატოში შესვლას და ევროკავშირში გაწევრიანებას, რაშიც დიდი მოკრძალება ვერ დავინახე. ამიტომ, მისი სიტყვა იყო წინააღმდეგობრივი. ვფიქრობ, უმრავლესობა საკმაოდ დაბნეულად გამოიყურებოდა და საერთოდ, იმ შეხვედრაზე, ვფიქრობ, წყალს ნაყავდა პრეზიდენტი, რადგან რა შედეგს მიაღწია ვერ გეტყვით. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ როცა იგი საქართველოში დიდი ხანი არ არის, საერთოდ ავიწყდება რა ქვეყანაშია და რა სჭირს და არა ამ ქვეყანას.

 

თავად პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიას როგორ შეაფასებთ. ალბათ, საგრძნობია, რომ ამ არჩევნებისთვის წინ წამოიწია საარჩევნო პროგრამებმა და არა კონკრეტული ლიდერების ქარიზმაზე საუბარმა.

– მართალი ბრძანდებით, ეს არის მიკროსკოპული განსხვავება, რომლის დანახვა არავის უნდოდა და კარგია რომ ეს შესამჩნევი ხდება ჟურნალისტებისთვის. საქმე ისაა, რომ პრინციპული ცვლილება ხდება საზოგადოებრივ სტრუქტურაში. პოლიტიკოსებმა იციან, რომ გარეგნული ეფექტები ნაკლებად გამჭრელია, მაგრამ ხელისუფლებამ დაიჯერა, რომ ხალხი არ შეცვლილა და ამის გამო იყო ეს პურის ცხობები და ა.შ. რაც ძველი არსენალია. დანარჩენი პარტიები კი მოდიან პროგრამებით, მათ შორის, როგორც პრეზიდენტმა თქვა – ძალიან არარეალისტური პროგრამებით. თუმცა, მან მაინც არ ახსენა ნამდვილად არარეალისტური პროგრამა. ანუ, პირველკლასელებივით მუშაობენ და ყველა გააკრიტიკა „ქრისტიან დემოკრატების“ გარდა.

 

რაც შეეხება იმას, რომ პროგრამებმა წამოიწია წინ, ეს არის აშკარა პროგრესი. აქ იგულისხმება ისიც, რომ მე–2 არხი გაიხსნა და ხალხს, მეტ–ნაკლებად საკუთარ პროგრამებზე ლაპარაკის საშუალება მიეცა. სამწუხაროდ, ეს მთელს საქართველოზე არ გადის, მაგრამ სადაც კი ვიყავით, დასავლეთ, თუ აღმოსავლეთ საქართველოში, ხალხი ყველგან პროგრამულ საკითხებზე გვესაუბრებოდა და არავის აინტერესებდა ლიდერების გარეგნული ფაქტორები, რომელიც აქამდე ასე მნიშვნელოვანი იყო. ამავე დროს აღარ არის ფატალური ლაპარაკი ოპოზიციის ერთობაზე.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლოზუნგზე რა შეგიძლიათ თქვათ, არ ფიქრობთ, რომ ძალიან ზოგადია და კონკრეტულა არაფერს ეუბნება ამომრჩეველს? როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება გაურბის წარსულზე საუბარს თუ საქმის გასაკეთებლად რესურსი აღარ აქვს?

– როგორც ჩანს, მათ ვეღარ მოიფიქრეს რაღაც ახალი და ამ ლოზუნგით თქვეს, რომ ყველაფერი იგივეა, ოღონდ უფრო მეტია გასაკეთებელი. მე ვფიქრობ, ეს პიარის თვალსაზრისით ძალიან წამგებიანია. „ნაციონალური მოძრაობა“ პროგრამულ კონკურენციაში არ შემოვიდა.

 

ხელისუფლების შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე გახშირდა საუბრები, მაგრამ ხედავთ თუ არა რეალურად იმის ნიშნებს, რომ უკვე დაიწყო ბრძოლა პოსტ–სააკაშვილისეული ეპოქისთვის?

– შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლების ნაწილი ემზადება იმ ეპოქისთვის, როცა არ იქნება სააკაშვილი, ხოლო ნაწილი თვლის, რომ თუ არ იქნება სააკაშვილი არც არაფერი არ იქნება და არც მზე ამოვა. ისინი ამას უყურებენ, როგორც უკანასკნელ ფაზას.

 

ის ხალხი, ვინც სააკაშვილს მიყვება პოლიტიკურ საიქიოში, როგორც ჩანს, განწყობილი არიან უფრო მკვეთრად და მათ უფრო აწყობთ გაყალბება, ძალადობა და ა.შ. ძირითადად კი იკვეთება ორი ფრთა – „ჭკვიანების“ და „ერთგულების“. „ჭკვიანები“ არ არიან მაინცდამაინც ერთგულები და „ერთგულები“ არ არიან მაინცდამაინც ჭკვიანები. სააკაშვილის ირგვლივ, ახლა დარჩენილნი არიან ერთგულები და მიმდინარეობს ეს ბრძოლა. ის, რომ პრეზიდენტი ამდენი ხნის განმავლობაში არ იყო ქვეყანაში და ვერ დავადგინეთ სად იყო, ის, რომ ჩამოსული არ იყო და ისე წავიდა და ის, რომ ისეთი გამოსვლა ჰქონდა, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სააკაშვილი ვიღაცეების მიერ რიგ საკითხებში ინფორმირებულიც კი არ არის სათანადოდ.

 

„ერთგულებში“ ალბათ, ძალოვან სტრუქტურებს გულისხმობთ, მაგრამ „ჭკვიანებში“ ვის გულისხმობთ, რომლებიც ასევე „ჭკვიან“ უგულავას უნდა უმაგრებდნენ ზურგს?

– „ჭკვიანებსაც“ და „ერთგულებსაც“ მე ბრჭყალებში ვსვამ, რადგან შედარებითია. თუმცა, გიგა ბოკერია რომ უფრო ჭკვიანია, ვიდრე პეტრე ცისკარიშვილი, მგონი ამაში არ ვცდები, მაგრამ ბოკერია, რომ ერთგული არ არის მე ამის ნიშნებსაც ვხედავ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად ომში გადაიზრდება. რაც შეეხება ძალოვან სტრუქტურებს, მათი სტრუქტურებულია, რომ თავში ჭკვიანობენ და ბოლოში ერთგულებენ და მათ პოზიციაზე მყარად ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს.

 

ადრე ოპოზიციის მხრიდან ერთი სიტყვა იყო საკმარისი, რომ ეთქვათ „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“. ახლა კი თვითონ იმღერეს გარკვეულმა პირებმა, რომ ისინი უგულავას გუნდი არიან. უგულავას გვერდით არ დგანან პარტიული ბოსები და მას არ აინტერესებს მისი კოლეგების გვერდით დგომა. ჩვენ ჩვენს კანდიდატებს გვერდით ვუდგევართ და ვცდილობთ მას ავტორიტეტი შევმატოთ, ხოლო უგულავა ცდილობს, რომ მათ გვერდით დგომით ავტორიტეტი არ შეილახოს. ასე რომ, სულ სხვა სტილით მიმდინარეობს მუშაობა. უკვე ჩვენი კრიტიკაც კი არ შველის ამ საკითხს და ისინი ვერ ერთიანდებიან. აშკარაა, რომ დაპირისპირება ხელისუფლების შიგნით მიაღწევს კიდევ უფრო შესამჩნევ მასშტაბებს.

 

არჩევნებზე როგორ აისახება ეს და წაართმევს თუ არა ხელისუფლების დანაწევრება უგულავას ფორას?

– ჩემი აზრით უგულავას ფორას აძლევს ის, რომ საქართველოში გამოკითხვის ჩატარება შეუძლებელია იმისთვის, რომ რეალური პასუხი მიიღო. უგულავა და ყველა თავს იტყუებენ თუ ჰგონიათ, რომ რახან მოქალაქეები სიმართლეს არ ამბობენ გამოკითხვების დროს, ეს გამარჯვებას ნიშნავს.

 

ფიქრობთ რომ წინასწარ გამოქვეყნებული რეიტინგები ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ მოახდენს ამომრჩეველზე?

– ესენი გვიცხადებენ რეიტინგებს, რომელიც სურთ რომ საბოლოოდ დააფიქსირონ, მაგრამ ძალიან ძნელი იქნება, განსაკუთრებით თბილისში გაყალბება. ჩვენ გვაქვს უნარი, რომ ამ გაყალბებამ მიიღოს დიდი მასშტაბები.

 

თქვნს ალიანსს თუ აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მოიქცეს თუ გაყალბებას ექნება ადგილი?

– ჩვენი ალიანსისთვის მიჯნა არის 30 მაისი. ჩვენ საკმაოდ ოპერატიულები ვართ გადაწყვეტილების მიღებაში და ამიტომ, 30 მაისამდე ვგეგმავთ ჩვენს სამოქმედო ნაბიჯებს. რა მოხდება შემდეგ, ამაზე გადაწყვეტილებას იმის შესაბამისად მივიღებთ როგორ განვითარდება მოვლენები. წინასწარ იმის ანგარიში, რომ თუ 10% მოგვპარეს ასე მოვიქცევით, ხოლო თუ 20% – ისე, არ მიმდინარეობს და ვფიქრობ უფრო ნაყოფიერი იდეაა ასე მუშაობა. როცა ვიღაცეები სახავდნენ 9 აპრილს, 26 მაისს და ა.შ. ჩვენ შედეგებიც ვნახეთ, არ გამოდის ასე დაგეგმილი მუშაობა. ჩემი აზრით მთავარი ისაა, ჩვენ მყარად ვიცით, რომ 30 მაისის რეჟიმში ვიმუშავებთ.

 

ამომრჩევლებთან შეხვედრამ რა გაჩვენათ? შეიცვალა თუ არა განწყობები და წარსულში ოპოზიციის წარუმატებლობამ საპროტესტო მუხტი ხომ არ გაფანტა?

– ორიოდე დღის წინ ჩამოვედი დასავლეთ საქართვეოდან. ვიყავით აჭარაში და მაღალმთიან აჭარაში. რაც შეეხება მუხტს, რაც მე მაღალმთიან აჭარაში ვნახე, ასეთი მუხტი არასოდეს მინახავს. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ კრიტიული დამოკიდებულების რაოდენობრიობა თვისობრივ მდგომარეობაში გადავიდა. ყველა უკმაყოფილოა „ნაციონალური მოძრაობის“ და ნაწილი მზად არის ეს უკმაყოფილება გადაზარდოს აქტივობაში, მაგრამ ნაწილი მზად არ არის. რასაც ადრე ვხედავდით, რომ ვიღაცეები კმაყოფილები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დღეს ჩვენ ამ ხალხს ვერ ვხედავთ. ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება კრიტიკულია და ვფიქრობ, აქ საზოგადოება შეთანხმებულია.

 

თუმცა, საზოგადოებას აქვს თუ არა უნარი და თავის თავზე ის წარმოდგენა, რომ მას შეუძლია შეცვალოს, ეს სხვა საკითხია. მათ ხელისუფლება არ მოსწონთ, მაგრამ ოპოზიციისადმი ნდობამ ჯერ იმ კრიტიკულ ზღვარს ვერ მიაღწია, რომ ცვლილება გარდაუვალია. თუმცა, ჩემი დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლების რეიტინგი ერთ ადგილას გაიყინა, მაგრამ ოპოზიციაში სტრუქტურურება მოხდა და ვატყობ, რომ „ალიანსის“ მიმართ ყურადღება იზრდება. მოვასწრებთ თუ არა ამის თარგმნას ისე, რომ ეს გადაიზარდოს გამარჯვებაში, ეს დამოკიდებულია რამდენი ადამიანი მოვა არჩევნებზე. ამიტომ ჩემი სამუშაო, როცა მოსახლეობას ვხვდებოდით არ იყო ნომერი 2–ის პროპაგანდა. ჩემი ამოცანა იყო – ყველანი არჩევნებზე.

 

6 მაისს მოქალაქეების მცირე რაოდენობა გამოვიდა ქუჩაში, რამაც აქციის ორგანიზატორი ოპოზიციის ლიდერები გაანაწყენა. როგორ ფიქრობთ ეს იყო უნდობლობა პოლიტიკური ოპოზიციის იმ ნაწილის მიმართ, თუ სრულიად თბილისი ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ნიჰილიზმიდან?

– მე არ მჯერა რომ ჩვენი საზოგადოება ნიჰილიზმშია ჩავარდნილი, მაგრამ საზოგადოება არ არის მზად ყველა ლიდერის ყველა დაძახილზე გარეთ გამოვიდეს. ჩემის აზრით, ეს ჯანსაღი პროცესია, მაგრამ 6 მაისის წინასწარ ჭვრეტა მე შემეძლო 5 მაისს, 4 მაისს და ერთი წლის წინათაც. სამწუხაროდ, ეს ვიღაცას ჯიუტად არ უნდა დაინახოს. საერთოდ, დამარცხებულები მიდიან და სხვები მოდიან, ან პარტიებად ყალიბდებიან, რადგან პარტიებს შეუძლიათ დამარცხებაზე სწორი რეაგირება. ცალკეულ პირებს კი ძალიან უჭირთ დაიჯერონ, რომ ხალხს ისინი უყვარდა, მაგრამ დღეს მათ მიმართ ოდნავ შემცირდა ინტერესი.

 

მე მაგალითად, ვიცი, რომ ჩემი პირადი რეიტინგი 2006–07 წელს ძალიან მაღალი იყო, მაგრამ შემდეგ შემცირდა. ეს ბუნებრივია, მაგრამ ამ ხალხმა ეს არ დაიჯერა. მოქალაქეები რომ არ მივიდნენ აქციებზე ეს გასაბრაზებელი არ არის და ამის გამო მათი გალანძღვა სისულელეა, არაპოლიტიკურია. თან არ დაგავიწყდეთ, რომ იმათ შორის, ვინც ხალხს ეძახის, ვინც ამ ხალხს დახვდა ცემა–ტყებით, მერე რუსეთის აგენტები ეძახა, მერე უფლებები შეუზღუდა და საგანგებო მდგომარეობა გამოუცხადა და ა.შ. რატომღაც ჩვენს ოპოზიციონერებს არ უნდათ დაინახონ, რომ ნოღაიდელთან ხალხი არ მივა და არც უნდა მივიდნენ.

 

ის პროპაგანდაც კი, რომელიც საკმაოდ უხეიროდ მიდის ტელევიზიებში, საკმარისია იმისთვის, რომ არ მიხვიდე იმ კაცთან, რომელიც სამშობლის საღალატოდ უცხოეთში არასწორ ქვეყანაში დაიარება. ასე რომ აქ გასაკვირი არაფერი არ არის. ნოღაიდელი კეთროვანი გახდა, ყველა რეიტინგი აჩვენებს, რომ პროექტი ნოღაიდელი ჩავარდა და, ამიტომ, როგორც ვხედავთ ჩვენმა „მეგობარმა“ რუსეთმა სხვა იპოვა თავის ფავორიტად, უფრო სიმპათიური მათი აზრით.

 

ასე რომ, ხალხის არმისვლა ჩემთვის არ არის იმის ნიშანი, რომ ხალხს არ აინტერესებს ცხოვრება და პოლიტიკა. არჩევნებზე არმისვლის მოწოდება კი არის შურისძიება –თუ აქ არ მოდიხარ, იქაც არ მიხვიდე. მე მეჩვენება, რომ მოქალაქეთა აქტივობა, რომ არჩევნებზე მივიდნენ, თანდათან იზრდება და მაღალი დასწრების შემთხვევაში, ოპოზიციის გამარჯვება არის გარანტირებული.

 

დაბალი აქტივობის შემთხვევაში ხელისუფლების გამარჯვება იქნება გარანტირებული. როცა დასწრება საშუალო იქნება, შეიქმნება დრამატული ვითარება, რადგან გამარჯვებას გამოგვლეჯენ ხელიდან მარტო იმიტომ, რომ ვიღაცეებმა იზარმაცეს და თავისი სამშობლოს სიყვარული გადადეს ხვალისთვის.

 

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ და ამ ჩვენში არ იგულისხმება

კონკრეტული პოლიტიკური ძალა, იგულისხმება ხალხი, რომელიც მიდის არჩევნებზე.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=11020

===================================================================

 

პსი. პლანეტელნო, რამდენს იცნობთ ისეთს, ერთდოულად ერთგულიც როა და ჭკვიანიც? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პსი. პლანეტელნო, რამდენს იცნობთ ისეთს, ერთდოულად ერთგულიც როა და ჭკვიანიც?

choxa, მასეთი ერთი დიმიტრი იყო გელოვანი და ისიც მოკვტა საწყალი (ა ლა პიპინია) :givi:

:ოფ ტოპიკი:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პსი. პლანეტელნო, რამდენს იცნობთ ისეთს, ერთდოულად ერთგულიც როა და ჭკვიანიც?

ვანო და ადეიშვილი არ ითვლება?

 

პ.ს. სატაური გასასწორებელია ვირტხების კი არა ტარაკნების რბოლა:

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

ვანო და ადეიშვილი არ ითვლება?

ითვლება

 

ეგენი ყველაზე ჭკვიანები აღმოჩნდებიან ბოლოს

 

გაიხსენეთ ჟოზეფ ფუშე, ბონაპარტი და როიალისტები :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლოს

აი ეს ბოლო როდისაა ეგაა საკითხავი...

 

პირველი ფაზა იყო ამ ორიოდე წლის წინ ტუ გახსოვს...მარა რაი მერე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

აი ეს ბოლო როდისაა ეგაა საკითხავი...

ძალიან მალე

 

2013 წლამდე ვერ მიცურდება ძირგამომპალი გემი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2013 წლამდე ვერ მიცურდება ძირგამომპალი გემი

ტარაკნები( ვირთხები უფრო მევასება ვერ შევეხები:D ) ტუ არ გაიჭყლიტა სად გადაბობღდებიან მერე?

მოქკავშირის საგა გაგრძელდება?

მოქკავშირი, ნაციონალები.....ქრისდემები..ან თორთლაძის რაცხა...ან დასი...რავი ან სრულიად ახალი პარტია რამე...ადეი---საქართველო! მაგალიტად....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

 

ტარაკნები( ვირთხები უფრო მევასება ვერ შევეხები ) ტუ არ გაიჭყლიტა სად გადაბობღდებიან მერე?

და ვინ ამბობს რო არ უნდა გასრისო?

 

კრიმინალი ტარაკნებს პარაშა უნდა ახეხინო, არაკრიმინალ რეჟიმის მეხოტბეები უნდა ჩარეცხო უბრალოდ

 

პასუხი ყველამ უნდა აგოს

 

როდესაც კეთილდღეობის გამო თანახმა ხარ საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ უკანალი ულოკო მავანს, იმისათვისაც უნდა იყო მზად, რომ ერთ დღესაც მოგიწევს პასუხის გება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

პასუხი ყველამ უნდა აგოს

შევარდნაძიდან უნდა დაიწყოს, ის არის "მაოხრებელი გზირი".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

შევარდნაძიდან უნდა დაიწყოს, ის არის "მაოხრებელი გზირი".

უნდა დაიწყოს

 

და საერთოდ, სანამ ამ ქვეყანაში ეგ პრაქტიკა არ დაინერგება, არც არაფერი გვეშველება

 

ხელშეუხებლობა არა შვიშტოკი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და საერთოდ, სანამ ამ ქვეყანაში ეგ პრაქტიკა არ დაინერგება, არც არაფერი გვეშველება

მაგისი იმედიც აქვთ ალბათ ნაცებს, რომ ყველაფერი შერჩებათ, როგორც მაგათ მამა-მარჩენალს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაწილი თვლის, რომ თუ არ იქნება სააკაშვილი არც არაფერი არ იქნება და არც მზე ამოვა.

ცაწკლები :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგისი იმედიც აქვთ ალბათ ნაცებს, რომ ყველაფერი შერჩებათ, როგორც მაგათ მამა-მარჩენალს

ნაცების იმედი არ ვიცი და მე დარწმუნებული ვარ ეგრე იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...