Jump to content
Planeta.Ge

მიმართვა გუბაზ სანიკიძეს !


Recommended Posts

analgin

ერთადერთი ძალა რომელსაც მინიმუმ სურვილი აქცს ქცეყანაში უკეთესობისკენ შეცვალოსა ყველაფერი არის გუბაზ სანიკიძე. დაელოდეთ...და გაახილეთ თვალები ფართოდ...

 

სანამ მაგ პარტის სპირიდონ მცირიშვილი უდგას სათავეში, პერსპექტივა - ჩუნემ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 118
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ჯერ უნდა აწონ-დაწონო სად მიდიხარ და მეპატიჟები.....ალიანსის არწასვლა ნიშნავდა ბოიკოტს(დანარჩენები სათვალავში არ არიან(ვერ აპრავებენ)) რაც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდებდა მიშას....ასე რომ სახის შენარჩუნება "ფორუმის" გაბანზებით არ გამოვა, უკეთესი სვლა მოიგონეთ(სენტიმენტების და ზღაპრების გარეშე(ბაგა-ბაღი დიდი ხნის წინ დავამთავრეთ))......... Edited by shxara
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ერთადერთი ძალა რომელსაც მინიმუმ სურვილი აქცს ქცეყანაში უკეთესობისკენ შეცვალოსა ყველაფერი არის გუბაზ ს

ნაცნობი სიმღერაა. ასეთი ხალხი რომ ვინმეს ბელადობაზე დაუწყებს შენიშვნების მიცემას, ეგ ხო სასაცილოა საერთოდ.

 

Blaugranator

შენ საღოლ რა ამხელა ტრანსფორმაცია არ გამიგია

:mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ ყველა ყველას და ყველაფერს აკრიტიკებს და ლანძღავს. სხვის თვალში ბეწვს ვხედავთ და საკუთარში დირეს(ფორუმელ დირეზე არ მაქვს საუბარი :mad: ) ვერ ვამჩნევთ. მე პირად არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მიმაჩნია მოღალატედ და აგენტად,მიუხედავად ზოგიერთისადმი ჩემი ანტიპატიისა. მაგრამ როდესაც რაღაც ნაბიჯს დგამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინო შედეგი და უნდა გათვალო მოწინააღმდეგის სავარაუდო სვლა.

 

ხომ ვიცით ამ არჩევნებს აზრი არ აქვს. ამ ფორმულით გიგი აუცილებლად მოიგებს. თანაც ამომრჩეველთა სიების შემოწმებაში ოპოზიციამაც მიიღო მონაწილეობა.

 

როდესაც ეს საარჩევნო ფორმულა დაამტკიცეს მაშინ უნდა გამოსულიყო ოპოზიცია და ამ პრინციპულ საკითხზე უკან არ უნდა დაეხია. ეს იქნებოდა ოპოზიციის გამარჯვების საწინდარი.

 

ამ ეტაპზე გიგის აქვს 30% +ადმინისტრაციული რესურსი+გაყალბება და მორჩა კინო. ანუ წინასწარ წაგებულ თამაშში რატომ იღებს მონაწილეობას ოპოზიცია. ამით მოხდება ამ არჩევნების გაპრავება.

 

ბოიკოტი უფრო ეფექტური იქნებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდესაც ეს საარჩევნო ფორმულა დაამტკიცეს მაშინ უნდა გამოსულიყო ოპოზიცია და ამ პრინციპულ საკითხზე უკან არ უნდა დაეხია. ეს იქნებოდა ოპოზიციის გამარჯვების საწინდარი.

სად იყვნენ ხომ გეუბნებოდისტები...ამაშია საქმე.

 

რაც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდებდა მიშას.

:D

კი ქდმ არ ყავს თუ...?

სხვა ერთ ოპოზიციას ვერ შეაქმნევინებდა ფასადს? :mad:

ლოგიკა მეგობრებო ,ელემენტარული ლოგიკა ......გამოუვალი არა ისა კიდევ......გამოუვალი თუ ალასანიამ წააგო მერე ნახეთ.....ნუ ელოდებით საპარლამენტოზე ცხვარს დაგიკლავენ ...ნწუ

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალიანსის არწასვლა ნიშნავდა ბოიკოტს(დანარჩენები სათვალავში არ არიან(ვერ აპრავებენ))

და ამ შემთხვევაში რა ტურას ვიჭერდით? კიდევ ვინ ჩაგვითვლიდა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ბოიკოტი გამოაცხადა? ბოიკოტს აზრი მაშინ აქვს მხოლოდ, როდესაც უცხო სახელმწიფოებიც სცნობენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

სად იყვნენ ხომ გეუბნებოდისტები...ამაშია საქმე.

 

ხომ გეუბოდისტები კი არა ვინც ოპოზიციის თამადობა იკისრა მაგას უნდა მოსთხოვო პასუხი. როდესაც ოპოზიციის ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია და ყველაზე რეიტინგულობაზე დებ თავს კეთილინებე და ყველაზე ხმამაღლა იყვირე. დამღალა ასეთმა პოლიტიკურმა მეტიჩრობამ. ეს საქართველოა და აქაური თამაშის წესით უნდა იხელმძღვანელო.

 

ეხლა წააგებენ არჩევნებს და უფრო დაერევიან ერთმანეთს. მიშა კი პრეზიდენტის სასახლიდან იხითხითებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

არანაირად არ ვაპირებ ეს ვამართლო. დიახ ალასანიამ ბევრი შეცდომა დაუშვა ,მაგრამ ერთში ვაფასებ- ითვალისწინებს იაღლიშებს და მისი ,როგორც პოლიტიკოსის კვალიფიკაცია საგრძნობლად პროგრესირებს.

არ დაგავიწყდეთ.ის მხოლოდ 37 წლისაა. პოლიტიკაში კი ეს ასაკი მხოლოდ ჩვენთანაააა სიბერე .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

არანაირად არ ვაპირებ ეს ვამართლო. დიახ ალასანიამ ბევრი შეცდომა დაუშვა ,მაგრამ ერთში ვაფასებ- ითვალისწინებს იაღლიშებს და მისი ,როგორც პოლიტიკოსის კვალიფიკაცია საგრძნობლად პროგრესირებს.

არ დაგავიწყდეთ.ის მხოლოდ 37 წლისაა. პოლიტიკაში კი ეს ასაკი მხოლოდ ჩვენთანაააა სიბერე .

 

გეთანხმები, მაგრამ გამოსავალი უნდა ვეძებოთ და არა ერთმანეთი ვლანძღოთ.

 

დამიჯერე არჩევნების შემდეგ უფრო დაიძაბება სიტუაცია და ეს უნდა ავირიდოთ.

 

არ არის საჭირო ფორუმის კრიტიკა. ყველას თავისი გზა აქვს.

 

დააკვირდით როგორ გიბამენ მხარს მიშისტები ურთიერთ კრიტიკის დროს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამიჯერე არჩევნების შემდეგ უფრო დაიძაბება სიტუაცია და ეს უნდა ავირიდოთ.

საჭიროა კრიტიკა....ყველასი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფორუმს აქვს ილუზია, რომ ტრიუმფალური გამარჯვების შანსი არსებობს -- ისეთი, როგორიც 1990 წელს ქონდა "მრგვალ მაგიდას"

 

მე კი გეტყვით, რომ არ არსებობს და ნაცმოძრაობის ხელში არც იარსებებს!!!

 

"სულ ან არაფერი", "ან გამარჯვება, ან სიკვდილი" -- ასეთი ლოზუნგების შედეგი იქნება არაფერი და სიკვდილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საჭიროა კრიტიკა....ყველასი

ამ ეტაპზე ურთიერთკრიტიკას ერიდებიან, მაგრამ ჩემის აზრით საჭიროა სათქმელი დროზე ითქვას. ხალხმა დაინახა ვინ ვინ არის და ოპოზიციაშიც უნდა გაირკვეს ბოლო ბოლო ვინ არის ჭეშმარიტი და ვინ შეგზავნილი. უნდა დაიწმინდოს ოპოზიცია. საკუთარ კარში ბურთების გამტანი ”ოპოზიციონერები” უნდა მოშორდეს საერთოდ პოლიტიკიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

როდესაც ეს საარჩევნო ფორმულა დაამტკიცეს მაშინ უნდა გამოსულიყო ოპოზიცია და ამ პრინციპულ საკითხზე უკან არ უნდა დაეხია. ეს იქნებოდა ოპოზიციის გამარჯვების საწინდარი.

გაიხსენეთ დათა ბატონო თუ ვინ იღებდა საარჩევნო კანონის განხილვაში მონაწილეობას NDI-ს ფორმატით.

ალიანსი, ასლანიჩები, ე.დ.პ, მე თვითონ,ჯონდი, პადოშა და მრეწველები. ნაცები თავისთავად. როცა 30%-იანი ბარიერის გამო ნაცებმა დატოვეს კომისია, ვინ გაუპრავა მათ ეს: ე.დ.პ-ს ინიციატივით ყველამ გარდა ალიანსისა.დავრჩით მარტო და მიშამაც განაცხადა რომ, რა ვქნათ ერთი ალიანსია წინააღმდეგი და დანარჩენები თანახმა არიანო.

ხოლო სხვა ოპოზიციური პარტიები ამ საქმეში არ მონაწილეობდნენ და ეხლა გარედან ჭკუის დარიგება ადვილი საქმეა.

ხომ ვიცით ამ არჩევნებს აზრი არ აქვს. ამ ფორმულით გიგი აუცილებლად მოიგებს. თანაც ამომრჩეველთა სიების შემოწმებაში ოპოზიციამაც მიიღო მონაწილეობა.

ამომრჩეველთა სიის გადამოწმების შედეგად ალიანსმა 12000 მეტი ადამიანი მოახსნევინა სამოქალაქო რეესტრს რეგისტრაციიდან, შემდეგ ცესკომ უკან დააბრუნა ამჯერად ასლანიჩების,მე თვითონ და მრეწველების დახმარებით.

განცხადება აზრი არ აქვს ყველაზე ადვილი და მომგებიანია. უბრალოდ ერთი რამე მაინტერესებს, საპარლამენტო და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები რომ მოვა, მაშინ რა უნდა ვქნათ, რა ნაცები გამოსწორდებიან და დემოკრატები გახდებიან?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი. წელს როცა ამერიკის სახდეპმა თავისი ანგარიში გამოაქვეყნა, იქ მხოლოდ ორი დადებთი მომენტი იყო აღნიშნული ხელისუფლებისთვის და ერთი მათგანი სწორედ საარჩევნო კანონის მიღება, რომელშიც მათი განცხადებით ნაცების გარდა ექვსმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა და ზუსტად იგივეს იტყოდა დასავლეთი, თუ მხოლოდ ნაცები და მათი სატელიტები მიიღებდნენ არცევნებში მონაწილეობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

როცა 30%-იანი ბარიერის გამო ნაცებმა დატოვეს კომისია, ვინ გაუპრავა მათ ეს: ე.დ.პ-ს ინიციატივით ყველამ გარდა ალიანსისა.დავრჩით მარტო და მიშამაც განაცხადა რომ, რა ვქნათ ერთი ალიანსია წინააღმდეგი და დანარჩენები თანახმა არიანო.

 

ბატონო მიშა ამ თემაზე უნდა გამართულიყო აქციები. ეს ის თემა იყო რომელზედაც ვერავინ ვერ იტყოდა უარს. როდესაც პრეზიდენტობაზე და მერობაზე აცხადებ პრეტენზიას უნდა გესმოდეს,რომ ეს არის პრინციპული საკითხი სადაც უკან დახევა დამარცხები ტოლფასია. ბოლო-ბოლო პრეზიდენტის გადადგომას ხომ არ ითხოვდნენ. ამ საკითხზე საერთაშირისაო თანამეგობრობაც დაგვიდგებოდა გვერდით. ამ იდეის გარშემო ხალხის გაერთიანება მეტ ოპტიმიზმს შემატებდა ხალხს და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასაც არ ექნებოდა სალაპარაკო. ამაზე უნდა ეზრუნა ალიანსს. ამით ხალხის ნდობას მოიპოვებდა და ალასანია,როგორც ოპოზიციის ლიდერი უფრო გაიმყარებდა იმიჯს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უბრალოდ ერთი რამე მაინტერესებს, საპარლამენტო და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები რომ მოვა, მაშინ რა უნდა ვქნათ, რა ნაცები გამოსწორდებიან და დემოკრატები გახდებიან?

 

არა ეს კარგია,მაგრამ ამით პრობლემა არ ამოწურულა. პირიქით, მეტი სალაპარაკო მიეცემათ ნაცებს. აი ხომ ხედავთ სიებიც გავასწორეთ და მაინც მოვუგეთო. სიების თემა იმიტომ შემოაგდეს,რომ ასეთი ფორმულით,რითაც ტარდება მერის არჩევნები,უბრალოდ მკვდარი სულები აღარ სჭირდებათ.

ამით ხელისუფლებამ ორი კურდღელი დაიჭირა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...