Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

babuagiorgi

 

რა ლინკი დავდო ბაბუ, ამასწინ იყო გერმანიაში ვიღაც 90 წლის მოხუცი გაასამართლეს, რომელიც ებრაელებმა ამოიცნეს როგორც ერთ ერთი საკონცენტრაციო ბანაკის არა თუ უფროსი ან უფროსი ოფიცერი არამედ როგორც მცველი.. მანდ არ აშუქებენ საინფორმაციებში ასეთ რამეებს?

 

მერე სად ჯარისკაცი და სად კონცენტრაციული ბანაკის ჯალათი?

ტყვეს წამება. აქ აგებს პასუხს ვინც არ უნდა იყოს. ასეთი ბრძანების გამცემი და შემსრულებელიც.

მაგრამ დახვრეტის ბრძანებაში მონაწილე არა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა არც ტერიტორიის და არც ხალხის დაცვა. მიზანმიმართულად მოხდა ყველაფერი
.

ეს არ ვიცი.

მე არ ვფლობ საიამისო ინფორმაციას რომ გადაწყვეტით ვთქვა ასეა თუ არა. მაგრამ მიუხედავად ამის.

თუკი ეს ჯარი პატივს სცემდა მათ ვის დასაცავადაც იდეაში არსებობს, ასეთი განცხადება გაკეთდებოდა.

მაგრამ :(

ვინმეს სჯერავს რეალურად რომ თუნდაც ჯარი, თუნდაც პოლიცია, თუნდაც რომელიმე სახელისუფლო სტრუქტურა დღეს პატივს სცემს მათ ვისაც რეალურად უნდა ემსახურებოდეს? :*

რომელიმე მაინც!

არცერთი.

არანაირად.

არაფრის დიდებით.

მთავარია ბელადს და მის ქურუმს ( მინისტრს, დეპარტამენტის, სამმართVელოს უფროსს ) ემსახურო და ხალხი? :) :) :) ხალხი არ კიდიათ?

და არც ჯარია გამონაკლისი...

მეტიც, ჯარი და პოლიცია ალბათ უფრო მეტადააა გამონაკლისი. მათ ზუსტადაც რომ ხალხისაგან ევალებათ ბელადის და ქურუმების დაცვა...

აქედან ეს ურთიერთუპატივისცემლობაც...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგესალმებით და თუ ნებას მომცემთ, მეც ჩავერთვები თქვენს პოლემიკაში.

- ჯარი სახელმწიფოს ერთერთი ატრიბუტია და თუ აქედან გამოვალთ, დღეს ქათული ჯარი სწორედ

ისეთია, როგორც ქართული სახელმწიფო: - უფლება აყრილი და ღირსება შელახული....

- სწორედ ისევეა მიწაზე მუცლით გართხმული, როგორც მისი მხედართმთავარი....

- სამხედრო პარადი (აღლუმი) გამარჯვებულთა პრეროგატივაა და ეს ასე იყო ცეზარის დროიდან

- ჯარისკაცი სიმბოლო მეომრული სულის, პატრიოტიზმის,ურთიერთგატანის

- ვინც ე.წ. "მუხროვანის პროცესს" შორიდან მაინც ადევნებდა თვალს, აშკარა იყო, რომ ვახტანგ

გორგასლის ორდენის კავალერის,სამი ომის მონაწილე გმირის, ხელისუფლების მიერ ასასინებული

გია კრიალაშვილის წინააღმდეგ მხილებების მიცემით დაწინაურებული გენერლები და ოფიცრები

არ არიან ისინი, ვისაც ერმა აღლუმები უნდა გაუმართოს....

- მხოლოდ ერთ სემთხვევაშია გამართლებული ეს აღლუმი: - თუ საბოლოოდ შევეგუეთ იმას,რომ

სააკაშვილი და ნაცმოა ერიც,ბერიც და სახელმწიფოც, მაშინ დავეწყოთ ფლანგებად მიშას მოძრავი

ტრიბუნების წინ სრულიად ქართველები,თავზე ფერფლი დავიყაროთ და ვაღიაროთ:

- ვივა ცეზარ, დასაღუ[ავად განწირული ერი გესალმება შენ!

ქვეყნის მთავარსარდალმა ამისთვის ყველაფერი გააკეთა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

revazovich

არაა მარტო მთავარსარდლის ბრალი.

ჯარში არიან ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც თავისი ჩამოყალიბებული მორალის და წესიერების განცდა უნდა ჰქონდათ.

სამწუხაროდ მე არავინ მინახავს ისეთი რომელიც იტყოდა: ჯარს მოსახლეობისთვის არ უნდა გამოესწრო

თუ ვცდები მაპატიეთ.

\მაგრამ კურილკაში ლაპარაკი ჩემთვის საკმარისი არააა...

ისე ატარონ და იაღლუმონ...

რა იცვლება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

და სად არკვიოს ჯარისკაცმა, მოსახლეობა მშვიდობიანია თუ არა? ბრძანებას რომ მისცემენ, უნდა დაჯდნედ ჯარისკაცები და ითათბირონ, აბა რა ვქნათ ბიჭებო, ამ ღლის ბრძანება კანონიერია თუ არა, ვინ ხართ მომხრე რომ შევასრულოთ რეებს წერ ასდს

ჩვენ ამა თუ იმ მეთაურის შინაარსა და რაობაზე ხომ არ ვსაუბრობთ?

 

ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია და სამწუხაროა რომ ვერ გაგვირკვევია ის თუ რა არის და რა არ არის უკანონო ბრძანება, არადა უკანონო ბრძანების შესრულება რომ ისჯება ეს ჯარისკაცმა არმიაში სამსახურის დაწყების პირველი დღიდან იცის, რადგან წესდებაში უწერია..

 

თუ აგვისტოზეა საუბარი მოდი იქიდან დავიწყოთ რომ რუსეთის არმიის (არმიის და არა ე.წ. სამშვიდობო ძალების რომელთაც საერთაშორისო მანდატით ქონდათ კონფლიქტის ზონაშI დისლოცირების უფლება) დანაყოფების მიერ როკის გვირაბის გადმოკვეთამდე ქართულ ჯარს ცხინვალში საომარი მოქმედებების წარმოების უფლება კონსტიტუციის თანახმად არ ქონდა. ანუ სააკაშვილს არ ქონდა უფლება ოსი სეპარატისტების წინააღმდეგ გამოეყენებინა არმია, რადგან კონსტიტუციის თანახმად არმია მოქმედებს მხოლოდ სხვა სახელმწფოს მხრიდან აგრესიის შემთხვევაში, რასაც 7 აგვისტოს გვიანი ღამით ადგილი არ ქონია..

 

მას შემდეგ რაც რუსეთის 58-ე არმიის დანაყოფებმა გადმოკვეთეს როკის გვირაბი და შესაბამისად გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი, ქართული არმია ვალდებული იყო დაეცვა საკუთარი მოსახლეობა და ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობა.. მან ეს არ/ვერ გააკეთა.

 

აქვე დავძენ რომ სააკაშვილს ქონდა კონსტიტუციური უფლება ოსი სეპარატისტების წინააღმდეგ გამოეყენებინა შინაგან საქმეთა საინისტროს შესაძლებლობები და კონტრ-ტერორისტული ოპერაციის ფარლებში მოეხდინა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, როგორც სამხრეთ ოსეთის ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე..

 

არმიასა და შინაგან საქმეთა საინისტროს შორის დიდი განხვავებაა..

 

გარდა ამისა მე ვერ დავიჯერებ რომ არტილერისტებმა, კონკრეტულად კი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "გრადის" ოპერატორებმა არ იცოდნენ რომ მათ მიერ სამიზნედ აღებული კოორდინატების უკან იდგა ცხინვალი და არა მოწინააღმდეგის მიერ გამაგრებული რომელიმე სტრატეგიული სიმაღლე მაგალითად.. შესაბამისად მიუხედავად იმისა რომ არტილერისტებმა ყველაზე ეფექტურად იმოქმედეს რუსეთის არმიის დანაყოფების წინააღმდეგ, პირადად მე ვხედავ მათ ბრალეულობას ცვხინვალის დაბომბის ფაქტში.. მეორე საკითხია რომ რიგითი არტილერისტების ბრალეულობა შეიძლება გამოძიებულ და დასჯილ იქნას შედარებით მსუბუქი ზომით, მაშინ როცა ბრძანების გამცემი ოფიცრები უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით, კონსტიტუციის დარღვევისა და დანაშაულებრივი ბრძანების გაცემისთვის.. ეს ჩემი პირადი აზრია ბატონებო..

 

ასე რომ ჯარისკაცმა ძირითადში იცის სად არის მშვიდობიანი მოქალაქე და არასამხედრო ობიექტი და სად მოწინააღმდეგე და სამხედრო ობიექტი.. ასეა ომი მოწყობილი და როცა მშვიდობიან ქალაქს ბომბავ აქ უკვე ცოდნა არ ცოდნაზეც აღარ დგას საკითხი.. არტილერისტებმა რუქები ზეპირად იციან და კოორდინატების უკან რა/რომელი ობიექტი იშიფრება ესეც, რაც ნიშნავს მხლოდ იმას რომ ქართული არმიის არტლერისტებმა 110% იცოდნენ რომ 7 აგვისტოს ღამით მათ მიერ გახსნილ საარტილერიო ცეცხლს ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირებოდა და გახსნენს რა ცეცხლი შესაბამისად ფეხქვეშ გათელეს საქართველოს კონსტიტუცია და ომის წარმოების ყველა წესი.. მოგწონთ ეს თუ არა სიმართლე ასეთია ბატონებო ..

 

ისე დღესაც კი, აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან თითქმის 2 წის თავზე, ჩემი მოსაზრება უკიდურეს უმცირესობაშია და რა გასაკვირია რომ იგივე 2 წლის წინ, აგვისტოს დღეებში მიმდინარე მოვლენების, დღეის ანალოგიური პრინციპებისა და ღირებუებების პრიზმაში განხილვა, ჩემი და ჩემი რედაქციის დემონიზაციის საბაბი გახდებოდა : )) არადა 110% ფაიზაღს ვუბნბდი და ვუბნობ რა...

 

babuagiorgi

მერე სად ჯარისკაცი და სად კონცენტრაციული ბანაკის ჯალათი?

ტყვეს წამება. აქ აგებს პასუხს ვინც არ უნდა იყოს. ასეთი ბრძანების გამცემი და შემსრულებელიც.

მაგრამ დახვრეტის ბრძანებაში მონაწილე არა.

შენ მასე ფიქრობ ბაბუ მაგრამ მე მასე არ ვფიქრობ და ვგონებ რომ საერთაშორისო სამართალიც მეთანხმება..

 

ყველაფერს თავი გავანებოთ ამასწინ ერთი ფაქტი მოხდა ბუნდესვერში, რომელიც გახმაურდა.. საქმე კი ის იყო რომ უმცროსი ოფიცერი ჯარისკაცებს სროლაში ვარჯიშისას აიძულებდა რასისტული შეძახილების ფონზე ძარღვების ჭიმვას და იცი რა მოხდა? ის უმცროსი ოფიცერიც დაისაჯა და ის ჯარისკაციც ვინც ასრულებდა უკანონო ბრძანებას, გაიძახოდა რა რასისტულ ტექსტებს და ისე ისროდა დედაარღნიან ტყვიამფრქვევს ..

 

არადა ეგ ყველაფერი პოლიგონზე ხდებოდა ვარჯიშის დროს.. შესაბამისად ძნელი წარმოსადგენი არ არის თუ რა სტანდარტებით ხელმძღვანელობენ დასავლეთის წამყვან არმიებში იგივე საომარი მოქმედებების წარმოებისას...

 

ერთადერთი აშშ-ს არმია აძლევს საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას და ისიც შეძლებისდაგვარად ცდილობს ომის წესების ფარგლებში მოქმედებას და ეს მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით ყველაზე მასშტაბურ საბრძოლო ოპერაციებს ახორციელებს პენტაგონი ერაყსა და ავღანეთში და ამ ოპერაციების მასშტაბებიდან გამომდნარე კარგად იცის, რომ "მეგობრული ცეცხლისა" და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების ფაქტების 110%-ით გამორიცხვა ფაქტიურად შეუძლებელია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ დაგეთანხმები დირე, ბრალია და მერე როგორი!

ომს იარაღი არ იგებს მხოლოდ, არც მარტო მთავარსარდალი, ომს სიყვარული იგებს. ჭაბუას

პერიფრაზირებას გავაკეთებ: შენ მომხდურ მტერს იმიტომ კი არ კლავ, რომ ფერი არ მოგწონს

მისი,სახლში რომ შემოგივარდა და კერა დაგიწიოკა, შენ რაც და ვინც გიყვარს - მოგიკლა, უმ-

ანკობა გაგიბახა,წინაპრის ძვლები საფლავიდან ამოგიყარა, ამიტომ არღვევ "არა კაც ჰკლას"

პრინციპს და მტრის სისხლში იბან ხელს..ამას სიყვარული და სულიერება სჭირდება,

ის ყბადაღებული სამხედრო მორალი, რაც ასე წარმატებით ჩამოართვა ჯარს მისმავე მთავარ-

სარდალმა 2009 წლის 5 მაისს, როცა მის წინ ციხის სუჩარებივით თავჩაქინდრულ და თვალებ-

დახრილ ჯარისკაცებს დუჟმომდგარი ეკითხებოდა: "ვინ დაქოქა ტანკი"

იმ რაკომ წაკუზული ოფრობიდან ერთიც არ აღმოჩნდა ჭეშმარიტი მეომარი, რომ გაბედა და გაეცა

ვაისარდლისთვის ღირსეული პასუხი.

მერე იგივე შმოები კობალაძის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას ერთმანეთს ასწრებდნენ.ისინი,ვინც

იკაცა და პირი და მეომრის სახელი არ შეირცხვინა - ან დაიჭირეს ანდ გააგდეს ჯარიდან.გამოდის,

რომ ქართველმა ერმა სუჩარების და შმოების არმიას და მათ შნირ მთავარსარდალს უნდა გაუმართოს

აღლუმი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

aiv

ციტატა(aiv @ 22nd May 2010 - 06:10 PM) *

კაი არც ომში ხართ ნამყოფი და არც ჯარში და რას პოსტავთ იმაზე რისი წარმოდგენაც არა გაქვთ?

ე.ი. შენი ლოგოკით თუ არა ხარ ნამყოფი ჯარში ან ომში, არა გაქვს უფლება იმსჯელო თუ როგორი უნდა იყოს ჯარი, ან რა უნდა გაეკეთებინა ჯარს ომის დროს და რა არ გააკეთა?

როგორი უნდა იყოს კი, მაგრამ როგორ უნდა მოქცეულიყო - მაგაზე ვერ იმსჯელებ თუ წარმოდგენაც არა გაქვს რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს მაგ დროს ქვედანაყოფში, ეს ფანტაზიის ნაყოფი უფროა ვიდრე რეალური და საფუძვლიანი მსჯელობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ აღლუმი ჩატარდეს! მიშამაც იზეიმოს და ხალხმაც, თუ ან ერთს ეზეიმება და ან მეორეს..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მიშამაც იზეიმოს და ხალხმაც, თუ ან ერთს ეზეიმება და ან მეორეს"..

ეეეჰ, მიშა 7 წელია ზეიმობს, ხალხისა კი რა მოგახსენო.....

მიშა ბუფეტების გახსნაზეც ზეიმობს და აუზის ლენტის გაჭრაზეც...

სულ ვეძებ ამ კითხვაზე პასუხს: - რამდენია საქართველოს მოსახლეობა, ჰა? გასწი-გამოწი

3,5 მილიონი....ბოლო 7 წლის მანძილზე, განსაკუთრებით აგვისტოს შემდეგ, რა ოდენობის

ტრანშები,დოტაციები და კრედიტები შემოვიდა? ამას დაამატე უცხოეთში გადახვეწილი ხა-

ლხის მიერ მათი ოჯახებისთვის გამოგზავნილი ფული...და ამის ფონზე საქართველოს მოსახ-

ლეობის 78% სიღარიბის ზღვარს მიღმაა, 75% უმუშევარია, 10 სულ მოსახლეზე ერთი ნარ-

კომანია. ეს არის საზეიმო? - მშიერი, დაუსაქმებელი, ავადმყოფი ერი ვართ. მართლა რა

გვეაღლუმება?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

revazovich

ეეეჰ, მიშა 7 წელია ზეიმობს,

კიდევ ცოტა ხანი იზეიმებს და წერილსაც წაიღებს ალბათ, ეგეთი პირი უჩანს ..

 

სულ ვეძებ ამ კითხვაზე პასუხს: - რამდენია საქართველოს მოსახლეობა, ჰა? გასწი-გამოწი

3,5 მილიონი....ბოლო 7 წლის მანძილზე, განსაკუთრებით აგვისტოს შემდეგ, რა ოდენობის

ტრანშები,დოტაციები და კრედიტები შემოვიდა? ამას დაამატე უცხოეთში გადახვეწილი ხა-

ლხის მიერ მათი ოჯახებისთვის გამოგზავნილი ფული...და ამის ფონზე საქართველოს მოსახ-

ლეობის 78% სიღარიბის ზღვარს მიღმაა, 75% უმუშევარია, 10 სულ მოსახლეზე ერთი ნარ-

კომანია. ეს არის საზეიმო? - მშიერი, დაუსაქმებელი, ავადმყოფი ერი ვართ. მართლა რა

გვეაღლუმება?!

მე არ ვიცი რა გვეაღლუმება, არც არავინ მეკითხება რამეს, მაგრამ თავს ხომ არ მოვიკლავთ კაცო, მეტი დაფიქრება გვმართებს და მეტი ოპტიმიზმის საფუძველსაც მივიღებთ. ყველაფერი კარგად იქნება იტოგში, თუ არ მოვკვდებით ესეიგი გადავრჩებით მაგის დედაც.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

 

დიტო დათა თუთაშხია ხომ გაქვს ნანახი?

 

ჰოდა რატომ გიკვირს? დათა და თავისი მეგობარი ვინ ჩაქოლა? არხიფოს არ ჩაუქოლია. ბრბომ ჩაქოლა, არხიფოს მიერ გამოსირებულმა,ტვინგამორეცხილმა ბრბომ.

 

 

აბა ჯარი ცეკვის მასწავლებელი კი არ არის. ჯარს ომი ევალება. ომით ვერ იომა და რა უნდა ვთქვათ აბა კიდევ დითირამბები ვუმღეროთ? (ძირითადი კრიტიკა ხელმძღვანელობას ეკუთვნის,მაგრამ საერთი ჯამში მაინც ჯარს ეხება). ფაქტია,რომ მიშას მიერ გაწვრთნილ ჯარზე უფრო ბრძოლისუნარიანი ჯარი ედიკასდროინდელი სამხედრო ძალა აღმოჩნდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ფარჩაკი ჯარი აღლუმს არ უნდა ატარებდეს“

მერე ამით შეურაწყოფას რომ აყენებთ მთელ შეიარაღებულუი ძალების შემადგენლობას ხომ ხვდებით დიტო?

 

ჯარმა რუსეთთან იბრძოლა, იმ ქვეყანასთან, რომელთანაც ყველა ერიდება კომფლიქტს.

რა გასაკვირია, რომ ტექნიკა დავკარგეთ?

 

 

არავაჟკაცური და არაღირსეული თემა გაგიხსნია ჩემო ბატონო :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

მერე ამით შეურაწყოფას რომ აყენებთ მთელ შეიარაღებულუი ძალების შემადგენლობას ხომ ხვდებით დიტო?

 

ნუ მე არ მეხება მაგრამ მაინც გიპასუხებ. რამდენჯერმე გაგიმეორეს- ეს სიტყვები ეკუთვნის სარდლობას და ოფიცრებს. და ეს ფარჩაკი ოფიცრები ატარებენ სამხედრო ალღუმს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...