Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მე რომ გავპოსტო ამ თემაში არ ჩამქოლამთ? :givi:

 

უკანონო ბრძანების შესრულება ისჯება კანონით! უკანონოა ყველა ბრძანება, რომელიც უხეშად არღვევს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებს და ხელყოფს მათ სოცოცხლესა და ჯამრთელობას! ანუ უკანონო იყო ცხინვალის არტილერიით დაბომბვის ბრძანება და უკანონო იყო უკან დახევის ბრძანება სათანადო მომზადების გარეშე და მშვიდობიანი მოსახლეობის მიტოვება რუსეთის არმიის კეთილგონიერებისა და ჰუმანურობის იმედად..

 

 

ჩამქოლამთ ვითომ?

 

მაშიმ აგერ თქვენ და იკითხეთ :bushti:

 

ჩამქოლეთ http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif და სამხრეთ ოსეთის დროშა გადააფარეთ ჩემ სასახლეს http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif © asds

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მე რომ გავპოსტო ამ თემაში არ ჩამქოლამთ? :givi:

 

უკანონო ბრძანების შესრულება ისჯება კანონით! უკანონოა ყველა ბრძანება, რომელიც უხეშად არღვევს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებს და ხელყოფს მათ სოცოცხლესა და ჯამრთელობას!

 

შენ მაზოხისტი ხომ არ ხარ კაცო? რა ჩაქოლვას ნატრობ სულ :bushti:

 

ორი რამ გამოყავით ერთმანეთისგან

ჰუმანური მოქცევა

და

ჯარი-ომი

 

ჯარი რისთვის არის შექმნილი? რომ მოჰკლას. ნუ ეს ასეთი გრუბი ახსნა.

ეხლა თავდაცვის ან თავდასხმის მიზნით ჰკალვ ამას ფაქტური მნიშვნელობა არ აქვს. ე.ი. ჰკლავ.

ამისთვის არის ჯარი შექმნილი, რომ ან ერთი მიზნით, ან კიდევ მეორემი ზნით შეასრულოს ეს ბრძანება.

 

ჯარისკაც რომ უფლება ჰქონდეს ბრძანება ამოირჩიოს, მაშინ ეს ჯარი არ იქნბეა და სხვა მომნტში შეძლება ასეთმა შეარაღებულმა ხალხის ჯგუფმა უფრო მეტი დანაშაული ჩაიდინოს.

 

მოკლედ, ვინც ბრძანება გასცა, იმის ბრძანებას ასრულებენ, მაგრამ პასუხისმგებელია არა ბრძანების შემსრულებელი, არამედ ბრძანების გამცემი.

ეს ეხება ჯარს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

aiv

კაი არც ომში ხართ ნამყოფი და არც ჯარში და რას პოსტავთ იმაზე რისი წარმოდგენაც არა გაქვთ?
ე.ი. შენი ლოგოკით თუ არა ხარ ნამყოფი ჯარში ან ომში, არა გაქვს უფლება იმსჯელო თუ როგორი უნდა იყოს ჯარი, ან რა უნდა გაეკეთებინა ჯარს ომის დროს და რა არ გააკეთა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ე.ი. შენი ლოგოკით თუ არა ხარ ნამყოფი ჯარში ან ომში, არა გაქვს უფლება იმსჯელო თუ როგორი უნდა იყოს ჯარი, ან რა უნდა გაეკეთებინა ჯარს ომის დროს და რა არ გააკეთა?

ამ ის უფლება აქვს რომ თქვა და რჩევა მისცე და ხარვეზზე მიანიშნო მაგრამ ფარჩაკის დაძახების უფლება არ აქვს არავის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

შენ მაზოხისტი ხომ არ ხარ კაცო? რა ჩაქოლვას ნატრობ სულ

მტები მყამს ბაბუ :(

 

ორი რამ გამოყავით ერთმანეთისგან

ჰუმანური მოქცევა

და

ჯარი-ომი

 

ჯარი რისთვის არის შექმნილი? რომ მოჰკლას.

მშვიდობიანი მოქალაქე?

 

არამგონია მაგისთვის იყოს ჯარი შექმნილი ბაბუ. უფრო ალბათ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის დასაცავად ვგონებ და აგვისტოს დღეებში იმ ცხინვალშიც საკუთარი ხალხი იყო, რომელსაც თურმე მხოლოდ წერტილოვანი დარტყმები მიაყენეს და ისიც გრადით (ამაზე ამაზრზენი ახსნა წარმოუდგენელია ალბათ, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ეს მიიღო და გადაყლაპა, მძინარე ცხინვალზე და მძინარე ცხინვალში დაღუპული მშვიდობიანი თანამოქალაქეების ხსოვნაზე კაიფთან ერთად..), იმ ახალგორშიც, იმ გორშიც, იმ ქარელშიც, იმ ხაშურშიც საკუთარი ხალხი იყო სადაც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ მოწინააღმდეგის სამხედრო დანაყოფები და იმ ბორჯომშიც საკუთარი ხალხი იყო სადაც ასევე უბრძოლველად შევიდოდნენ რომ არა თავზეხელაღებული პოლიციელების ქმედება, რომელთაც ეტყობა გულმა ვეღარ გაუძლო და ჩემის ვარაუდით უკანონო ბრძანება არ შეასრულეს და გზაზე გადაუდგნენ რუსეთის არმიის დანაყოფებს..

 

ისე პოლიცია გაცილებით ორგანიზებული იყო აგვისტოს დღეებში ვიდრე არმია.. ჩემი დაკვირვებით ასეა ..

 

ჯარისკაც რომ უფლება ჰქონდეს ბრძანება ამოირჩიოს, მაშინ ეს ჯარი არ იქნბეა და სხვა მომნტში შეძლება ასეთმა შეარაღებულმა ხალხის ჯგუფმა უფრო მეტი დანაშაული ჩაიდინოს.

ბაბუ აშშ-ს ჯარი არ ყავს? გაერთიანებულ სამეფოს? გერმანიას? საფრანგეთს?

 

კარგი დედმამიშვილია და დასავლეთის არმიის რომელიმე ოფიცერმა უკანონო ბრძანება გასცეს.. მამენტ საკუთარი ხელქვეითები დააპატიმრებენ და გადასცემენ სამხედრო პოლიციას (იშვიათი გამონაკლისის გარდა).. ასეა ეს და ეს რომ არის იმიტომ არიან ჩემს მიერ ჩამოთვლილი ქვენების არმიები საუკეთესო მსოფლიოში.

 

მოკლედ, ვინც ბრძანება გასცა, იმის ბრძანებას ასრულებენ, მაგრამ პასუხისმგებელია არა ბრძანების შემსრულებელი, არამედ ბრძანების გამცემი.

ეს ეხება ჯარს.

არ არის ეგრე ბაბუ. ჰააგაში მეორე მსოლფიო ომის შეემდეგ გამართულ პროცესებზე ცალსახად დადასტურდა და პრეცედენტული სახე მიეცა დანაშაულებრივი ბრძანების შესრულების უკანონობას, როცა პასუხისგებაში მიეცენ მესამე რაიხის არა მხოლოდ მაღალჩინოსნები არამედ უკანონო ბრძანების შემსრულებლებიც.. მას შემდეგ უკანონო ბრძანების შესრულება ეწინააღდეგება რა ომის წარმოების წესებს ისჯება საერთაშორისო სამართლის მიხედვით..

 

მე ექსპერტი არ ვარ საერთაშორისო სამართლის, მაგრამ ვიცი რომ ასეა. ვინც ექსპერტია იმან დაადასტუროს ან უარყოს ჩემი სიტყვები შესაბამისი არგუმენტებითა ფაქტებით..

 

ასე რომ ასე http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში ჯარი არსებობს იმისათვის რომ მიშას უკანალი დაიცვას და დროებით შეაჩეროს მტრის შემოტევა რომ მიშამ და მთავრობამ დროულად და კონფორტულად მოასწროს გაქცევა... ეს არის სულ!

ტყუილა ვუხდით ჯარს ამხელა თანხებს!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ჩვენ რას გვერჩი?

 

 

არც არაფერს და წავედი უნდა დავთვრე სკაიპში.მაგარი დაგრუზული ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არის ეგრე ბაბუ. ჰააგაში მეორე მსოლფიო ომის შეემდეგ გამართულ პროცესებზე ცალსახად დადასტურდა და პრეცედენტული სახე მიეცა დანაშაულებრივი ბრძანების შესრულების უკანონობას, როცა პასუხისგებაში მიეცენ მესამე რაიხის არა მხოლოდ მაღალჩინოსნები არამედ უკანონო ბრძანების შემსრულებლებიც.. მას შემდეგ უკანონო ბრძანების შესრულება ეწინააღდეგება რა ომის წარმოების წესებს ისჯება საერთაშორისო სამართლის მიხედვით..

 

კაი ეხლა ნუ იგონებ, ან ლინკი დადე.

არცერთი ჯარისკაცი არ გასამართლებულა.

ეხლა მარადიორობზე ან საომარი მოქმედების მიღმა მკვლელობაზე შეიძლება გაასამართლო ჯარისკაცი, მაგრამ ბრძანების შესრულების შემთხვევასი პასუხისმგებლობა ეხსნება.

 

პ.ს. ჯარისკაცებე იმის მტკიცება რომ ხალს უსამართლოდ ჰკლავდენ იგივე, რომ რომელიმე ერზე სთქვა ეროვნებაში უდევთ სისხლის წყურვილი და მკვლელობათქო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება არმიის ფარჩაკად ან უარესი სიტყვით მოხსენიებას ეს ცალკეული ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილებისა და ხედვის ამბავია რისი სრული/კონსტიტუციური უფლება აქვს..

 

რამდენად მორალურია ან ამორალური არმიის და სხვა ძალოვანი თუ სახელმწიფო სტრუქტურების დადებითად ან უარყოფიტად მოხსენიება, ესეც ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვტილების საქმეა რისი უფლებაც კონსტიტუციურად აქვს გარანტირებული..

 

ღმერთი რომ ღმერთია იმის ნებისმიერ ბრუნვაში მოხსენიებაც კი ადამიანის კონსტოტუციურად გარანტირებული უფლებაა და მე პირადად ამ უფლების დაცვას იმდენადვე მნიშვნელოვნად მივიჩნევ როგორც ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლებების დაცვას..

 

ან ხარ ლიბერალიან არ ხარ.. ხან ასე და ხან ისე პრინციპებმა და ღირებულებებმა არ იცის http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება არმიის ფარჩაკად ან უარესი სიტყვით მოხსენიებას ეს ცალკეული ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილებისა და ხედვის ამბავია რისი სრული/კონსტიტუციური უფლება აქვს..

 

რამდენად მორალურია ან ამორალური არმიის და სხვა ძალოვანი თუ სახელმწიფო სტრუქტურების დადებითად ან უარყოფიტად მოხსენიება,

 

ეხლა მე პოლიციას მთელი ცხოვრება უარყოფითად მოვიხსენიებ. :* პროსტო ალერგიული ვარ რა., მაგრამ პოლიცია ხომ არის საჭირო კაცო. პოლიციის უმისოდ აბა ანაქრქია იქნება. თუმცა გულში ანარქისტი ვარ......... :( პარადოქს.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

კაი ეხლა ნუ იგონებ, ან ლინკი დადე.

არცერთი ჯარისკაცი არ გასამართლებულა.

ეხლა მარადიორობზე ან საომარი მოქმედების მიღმა მკვლელობაზე შეიძლება გაასამართლო ჯარისკაცი, მაგრამ ბრძანების შესრულების შემთხვევასი პასუხისმგებლობა ეხსნება.

რა ლინკი დავდო ბაბუ, ამასწინ იყო გერმანიაში ვიღაც 90 წლის მოხუცი გაასამართლეს, რომელიც ებრაელებმა ამოიცნეს როგორც ერთ ერთი საკონცენტრაციო ბანაკის არა თუ უფროსი ან უფროსი ოფიცერი არამედ როგორც მცველი.. მანდ არ აშუქებენ საინფორმაციებში ასეთ რამეებს?

 

სამხედრო დანაშაულებებზე გვაქვს ხომ ჩვენ საუბარი და უკანონო ბრძანების შესრულებაზე, თორე გუდერიანის სატანკო არმიის რომელიმე ტანკის მეთაური სტალინგრადის ქუჩებში მოწინააღმდეგეზე ნადირობისას თუ შემთხვევით მშვიდობიან მოქალაქეს შეიწირავდა ამაზე რათქმაუნდა არავინ გაასამართლებდა, რადგან ის შემთხვევითი მსხვერპლი ომში სამწუხაროდ გარდაუვალია ..

 

სამხედრო ტყვეებს და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომ კედელთან მიაყენებდნენ და "უკეთეს შემთხვევაში" ხვრიტავდნენ, უარეს შემთხვევაში კი გაზის კამერაში "ისტუმრებდნენ" ან შიმშილით კლავდნენ, იმათ ნამდვილად ასამართლებდნენ და ასამართლებენ დღემდე..

 

სწორედ ამიტომ არის რომ გერმანულ საზოგადოეაში დღემდე მოითხოვენ დრეზდენის დაბომბვის ოპერაციის სამხედრო დანაშაულად ცნობას, რადგან ჩემი აზრით მოკავშირეებმა დრეზდენის დაბომბვითა და ათეულობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობით სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, ისევე როგორც აშშ-მა ჩაიდინა სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინაშე, როცა ნაგასაკი და ხეროსიმა ატომური ბომბის გამოსაცდელ პოლიგონად აქცია.. საბჭოთა კავშირის არსებობა თავიდან ბოლომდე დანაშაული რომ იყო, ეს ხო ცალსახად ფაქტია (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში) და საერთოდ კომენტარს არ საჭიროებს ..

 

 

პ.ს. ჯარისკაცებე იმის მტკიცება რომ ხალს უსამართლოდ ჰკლავდენ იგივე, რომ რომელიმე ერზე სთქვა ეროვნებაში უდევთ სისხლის წყურვილი და მკვლელობათქო.

ჯარისკაცს არ აქვს უფლება მიზანმიმართულად მიაყენოს დარტყმა მშვიდობიან მოსახლეობას. ამის არანაირი უფლება არ აქვს, თვით მამაზეციერმა რომ უბრძანოს ხალხის დახოცვა, ამ უკანონო ბრძანების შესრულეის უფლება ჯარისკაცს არ აქვს და არ შეიძლება ქონდეს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტია.

ჯერ ჯარი გამოიქცა და შემდეგ მოსახლეობა.

მოსახლეობა არცერთ ჯარისკაცს არ გაუფრთხილებია გავდივართ და გაიქეცითო.

ამ ჯარის აღჭურვის და გაწვრთნის გამო მოსახლეობამ საკმაოდ ბევრი რამ მოიკლო და გადაიტანა ( მაღალი გადასადები, ტელედაჭერები, იდიოტური და ფარული ფონდები და ა.შ. )

 

ასე რომ.

როგორც მინიმუმ, ხელისუფლებასაც და ჯარსაც, უნდა ჰყოფნოდა იმის კაცობა, რომ ბოდიში მოეხადათ იმისთვის რომ მათ თავის მთავარი ფუნცია, საკუთარი მოსახლეობის დაცვა, ვერ მოახერხეს...

აბა რა სირად მინდა ჯარი, რომელიც უნდა ვინახო და რომელიც თურმე იმისთვის არაა, რომ დანარჩენი, მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერსი დაიცვას და მათ გულისთვის თუნდაც თავი შესწიროს...

აბა ჯარი რისტვის არის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯარისკაცს არ აქვს უფლება მიზანმიმართულად მიაყენოს დარტყმა მშვიდობიან მოსახლეობას. ამის არანაირი უფლება არ აქვს

და სად არკვიოს ჯარისკაცმა, მოსახლეობა მშვიდობიანია თუ არა? ბრძანებას რომ მისცემენ, უნდა დაჯდნედ ჯარისკაცები და ითათბირონ, აბა რა ვქნათ ბიჭებო, ამ ღლის ბრძანება კანონიერია თუ არა, ვინ ხართ მომხრე რომ შევასრულოთ :( რეებს წერ ასდს :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

როგორც მინიმუმ, ხელისუფლებასაც და ჯარსაც, უნდა ჰყოფნოდა იმის კაცობა, რომ ბოდიში მოეხადათ იმისთვის რომ მათ თავის მთავარი ფუნცია, საკუთარი მოსახლეობის დაცვა, ვერ მოახერხეს...

ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა არც ტერიტორიის და არც ხალხის დაცვა. მიზანმიმართულად მოხდა ყველაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...