Jump to content
Planeta.Ge

რატომ ვუჭერ მხარს ალიანსს

Recommended Posts

სოლომონ თერნალი

რატომ ვუჭერ მხარს ”ალიანსს საქართველოსათვის”

ფეისბუკზე მიმდინარე დისკუსიებში რამდენიმე მეგობარმა (ძირითადად მათ, ვინც ზვიად ძიძიგურს უჭერენ მხარს) გაიკვირვა და ზოგმა კიდეც მისაყვედურა ირაკლი ალასანიასადმი აშკარად გამოხატული მხარდაჭერა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბევრჯერ ნათქვამს:

1) ვუჭერ მხარს „ალიანსს საქართველოსთვის“ და ირაკლი ალასანიას - როგორც ალიანსის კანდიდატს (sic!)

მიკვირს სწორედ იმ ხალხის არჩევან, ვინც ზვიად ძიძიგურს, როგორც პიროვნებას უჭერენ მხარს და არაფერს ლაპარაკობენ იმ გუნდზე, რომელსაც ბატონი ზვიადი წარმოადგენს არჩევნებზე. არადა, გამოდის, რომ ზვიად ძიძიგურთან ერთად ზურაბ ნოღაიდელის გუნდს უჭერთ ხმას, ბატონებო! და თქვენი უცხოელი ფალავნები - ობამა და კლინტონი კი არაა - არამედ პუტინი, ლუჟკოვი და ჟირინოვსკი.

2) ვუჭერ მხარს რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც ნამდვილად პარტიაა - თუ საქართველოში პარტია შეიძლება რაიმეს და ვინმეს ერქვას - 30 წელია არსებობს და პრინციპების ირგვლივ ერთიანდება და არა - პიროვნებების. და რომელსაც მდიდარი საკადრო რესურსი აქვს. მეკითხებიან, პროგრამები კი კარგი აქვთ, მაგრამ რა გააკეთესო? - და როგორ გააკეთებდნენ? როაც მთავრობაში არ ყოფილან? ახლა კიდე რესპუბლიკელებს ვთხოვთ პასუხს - ქვეყანა რატომ დაიქცაო?!... – ”ლომი და კატა” გამახსენდა, ყველა ვარიანტში რომ კატამ უნდა აგოს პასუხი...

”მერე და რატომ ვერ გაიმარჯვეს, რატომ არ არიან რეიტინგულებიო?” - განა ეს ჩვენი დამასხურება არაა, როცა ყოველთვის ქარიზმას, ომახიან და სამოთხის დაპირებებს ვაძლევდით ხმას და არა - გონიერ, მშვიდ, მოზომილ და ჭკუადამჯდარ ხელისუფლებას? შეუცდომელი არავინაა - შეცდომებზე სწავლობენ. ვფიქრობ, რესპუბლიკელებმა სწორი გაკვეთილი გამოიტანეს წინა შეცდომებიდან.

3) ვუჭერ მხარს ალიანსს იმიტომ, რომ რესპუბლიკელებმა მონახეს ძალა და გაერთიანდნენ მეორე სერიოზულ ძალასთან - „ახალ მემარჯვენეებთან“, რომელთაც ასევე კარგი კადრები და ძლიერი სტრუქტურა გააჩნიათ;

4) ვუჭერ მხარს სოზარ სუბარს - ყველაზე თავდადებულ მებრძოლს სააკაშვილის რეჟიმთან. სწორედ მისი ბრძოლა და მუდმივი ხმის ამაღლება გირგვლიანის, რობაქიძის, გამცემლიძის, შავაძის, ცინდელიანის, ფხაკაძის მკვლელობებზე და რეჟიმის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებებზე იყო ამ რეჟიმის დასასრულის დასაწყისიც და იქნება - ბოლო აკორდიც!

5) ვუჭერ მხარს იმიტომ ალიანსს, რომ მისმა ინიციატორმა ლიდერებმა - დავით გამყრელიძემ და დავით უსუფაშვილმა შეძლეს დაეძლიათ საშინელი ქართული სენი, როცა ქართველ კაცს პირველკაცობის გარდა სხვა ყველაფერი დამარცხებად და მიუღებლად მიაჩნია და შექმნეს პრეცედენტი, რომ ახალი, რეიტინგული ლიდერები მოიყვანეს, ასპარეზი გაუნაწილეს და მათ დაუთმეს სარბიელი!

6) ვუჭერ მხარს სალომე ზურაბიშვილს - ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებულ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც მოახერხა და საქართველოდან რუსეთის ჯარები გაიყვანა. რომელიც იყო 2007 წლიდან სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური წინააღმდეგობის ნამდვილი დუღაბი და ოპოზიციური გაერთიანებისთვის დაუდგრომელი მუშაკი! იმედი მაქვს, ალიანსის ლიდერები მომავალშიც მოახერხებენ ქვეყნის აღმავლობისათვის ყველა ნიჭიერი პოლიტიკოსის და პროგრესული ძალის შემოკრებას და გაერთიანებას.

7) ვუჭერ მხარს ირაკლი ალასანიას - როგორც წარმატებულ ადამიანს - სამხედრო, უშიშროების და დიპლომატიურ არენაზე. ვაჟკაც და გონიერ ადამიანს, რომელმაც მონახა ძალა და მამამისის მკვლელებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდა ქვეყნის ინტერესებისთვის. და ეს მაშინ, როცა ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი ყველაფერს და ყველას სწირავს თავისი პიროვნული და ვიწროკლანური ინტერესებისთვის. ვერ ვიტყვი, რომ ირაკლი ალასანია შეუცდომელი პოლიტიკოსია, მისი მოულოდნელად მშვიდი წინსაარჩევნო კამპანიაც, ჩვენთვის ჩვეული ყვირილისა და ლანძღვისაგან თავისუფალი მეც კი მეხამუშება, ამ მოძალადე ხელისუფლების შემხედვარეს, მაგრამ ეს ხომ ნორმაა, რომლისკენ ჩვენ უნდა ვუისწრაფოდეთ. ირაკლი ალასანია ნიჭიერი კაცია და გვერდით თუ გამოცდილ და ჭკვიან ხალხს შემოიკრებს, (და არა თითლიბაზ მლიქვნელებს და მედროვეებს - სააკაშვილივით), მოახერხებს საკუთარ პოლიტიკურ უნარებში ჯერ კიდევ არსებული ხარვეზების დაძლევასაც და თავის გუნდთან ერთად ქართველი ხალხის ისე დარაზმვას, რომ მიზანდასახული და დაუღალავი შრომით მოვიპოვოთ ერთიანობაც და ბედნიერებაც.

8) ვუჭერ რა მხარს ”ალიანსს საქართველოსათვის”, მე ვუჭერ მხარს ჩვენი ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას. ჩვენი ბედი ესაა... აბსურდია ჩვენი ინტეგრაცია პუტინის რუსეთთან - ეს იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასამარება - მორიგი 100 ან 200 წლით საქართველოს ჩაყლაპვა რუსეთის მიერ! რადგან რუსეთი არის იმპერიული და დიქტატორული ქვეყანა, რომელიც 1999 წლიდან უკან მიდის - მისი ეკონომიკური წარმატებები დროებითი მირაჟია, რადგან ის ისევ იმას აშენებს, რასაც ყოველთვის აშენებდა - ძლიერ ქვეყანას მონების მხრებზე!

ჩვენ მაგ გზაზე არაფერი გვესაქმება! ჩვენ გვინდა თავისუფალი ხალხის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი და ერთიანი ქვეყანა, დაცული მისი ერთიანობით ცივილიზებულ მსოფლიოსთან და ეს კი რუსეთისთვის მიუღებელია. ამიტომ ვუჭერ მხარს ”ალიანსს საქართველოსათვის”, როგორც რეალურ ძალას, რომელსაც ამჟამად, თუნდაც სააკაშვილის მიერ დაქცეული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ადგილზე, შეუძლია ამ ურთიერთობების ხელახალი განმტკიცება და საკუთარი ხალხის ინტერესების დაცვის გზით დასავლური დემოკრატიული ფასეულობების ისე გადმოტანა, რომ ჩვენი ეროვნული ტრადიციები დაცული იქნას ნაცვლად სააკაშვილის მიერ თავმოხვეული უაზრო კოსმოპოლიტიზმისა და ფსევდოლიბერლიზმისა.

9) ვუჭერ მხარს ”ალიანსს საქართველოსათვის”და ირაკლი ალასანიას, როგორც სწორედ იმ ძალას, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი აქვს დამარცხოს მონსტრი ხელისუფლება და მისი დემაგოგიის ”პრინცი” - მრავალპროფესიადაუფლებული და მრავალშენობისდამანგრეველი, ქართველი ხალხისთვის რეზინის ტყვიების დამშენი და წაგებულად განსაწირად ომში შემათრეველი - გიგილო უგულავა (ეყო, რაც იგულავა)!

10) დაბოლოს, ვუჭერ მხარს ალიანსის პროგრამებს, მათ დასაბუთებულ ხედვებს დასაქმების, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში, მათი ექსპერტების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს... ასე რომ მე ჩემს არჩევანს პიროვნების პიროვნულ თვისებებზე მეტად მათ მიერ მოწოდებული პროგრამების რეალისტურობაზე ვაყრდნობ და არა მითიურ დენ/გაზ/წყალზე, ან ტუჩებზე (თუ დაგვეჯერებინა მიშასთვის და ნანკა კალატოზიშვილისთვის მიგვეცა ხმა? :fridrix:)

ძვირფასო მეგობრებო, არ გვინდა ქარიზმატული ჩე გევარას ლოდინი... არც - წმინდანისა... მაჰათმა განდი და ვაცლავ ჰაველი ვერ იყრიან კენჭს ჩუღურეთსა თუ სამგორში... ჩვენ უნდა შევქმნათ იმის პრეცედენტი, რომ ნაციონალური მოძრაობის მონსტრს დავამარცხებთ და ახლა მერყეობა, უკვე კარსმომდგარ არჩევნების წინ - სწორედ მაჯლაჯუნების საუკუნო თარეშის და ბოგინის საწინდარია.

სახელისუფლებო პროპაგანდა თავდაუზოგავად იღწვის მოსახლეობაში იმ აზრის დასამკვიდრებლად, რომ გიგი უგულავა თითქოს ძალიან დიდი ფორით უგებს ირაკლი ალსაანიას! არ არის ესე, მეგობრებო! ყველამ ხომ კარგად ვიცით, რა აზრი და დამაჯერებლობა აქვს ჩვენნაირ საზოგადოებაში საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევებს. ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანის შემდეგ ბი-ბი-სიმ სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა მოსკოვში - თუ უჭერთ მხარს ავღანეთში ჯარების შეყვანასო. და სახტად დარჩნენ, თურმე - 100% უჭერს მხარს ამ აგრესიასო! არა, ბატონებო. 100% უბრალოდ იცოდა, რა სტანდარტული პასუხი უნდა გაეცა ასეთ კითხვაზე, რომ რეჟიმთან პრობლემები არ გაჩენოდა. ასეა დღესაც სააკაშვილის ”შადრევნებიან სამოთხეში” - ძალოვნების თარეშით და უსამართლობით მონუსხული - ვერ ვლაპარაკობთ რეალურად თავის სიმპათიებზე, მაგრამ როგორ შეიძლება, ხალხი მხარს უჭერდეს იმ ხელისუფლებას, რომელმაც ასეთი უაზროდ პროვოკაციული პოლიტიკის შემდეგ სამარცხვინოდ ჩააბარა ტერიტორიები აგრესორს და არც კი იმჩნევს ამ დამარცხებას? ხელისუფლებას, რომელიც სამათხოვრო გროშებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ გადმოუდგებს მათ მიერ გატყავებულ მოსახლეობას, რათა მერე 4 წელი უაზრო ხიდები და ესტაკადები აშენოს და ამაში მილიარდები გაფლანგოს; რათა ჩვენი ბიჭები უსამართლოდ ქუჩაში ჩახოცონ და (ბუნებრივი არ გვყოფნიდეს თითქოს კატასტროფები) იმიტირებული ომების სტრესი, სახლების და მონუმენტების დანგრევა და დედა-შვილების აფეთქება მოგვიწყონ - საკუთარი დილიხორის გასასწორებლად...

სულ რაღაც ორი კვირა დაგვრჩა... და თუ ცოტა მეტად არ დავფიქრდებით იმაზე, რა არჩევანი გვაქვს, მაშინ "გაზი - 10 თეთრი, დენი - 5 თეთრი, წყალი - უფასოდ" არარეალური და პოპულისტური ზღაპრის ნაცვლად 30 მაისის შემდეგ, აი, ეს დრამა/ტრაგედია გვექნება:

"ბენზინი - 3 ლარი... შაქარი - 3 ლარი.. 7 ნოემბრები - უფასოდ!"

აი, ამიტომ ვუჭერ მხარს ”ალიანსს საქართველოსათვის”.

შემოხაზეთ 2!

ნუ გაცვლით თქვენი შვილების მომავალს ფულზე და არარეალურ დაპირებებზე.

ეს მოძალადე და ავანტიურისტი ხელისუფლება უნდა შევცვალოთ!

არჩევნები ამის რეალური შანსია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 46
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

"ბენზინი - 3 ლარი... შაქარი - 3 ლარი.. 7 ნოემბრები - უფასოდ!"

ზოგიერთი სხვა ვალუტაში ითვლის, არ ვკიდივართ?

დომინოს მაგიდასთან სათქმელი გამოსვლა....

1. /!"$·(!&%·(%# იმიტომ რომ სხვა რუსეთუმეა...

2. პარტია არა მწნილი, 30 წლის განმავლობაში თუ ვერაფერი მოახერხეს, ახლა რა ტარიელ მკლავაძე შეუძვრათ...

3. ალდაგი

4. ერთადერთი +

5. ბლა ბლა ბლა.... რეიტინგი, პიდარასტები, პიდარასტები, პიდარასტები....

6. ჩაჯმული ლომი (პირადად ვიყავი იპოდრომზე, პირველი მღელვარებისას, თანაც მარტო)

7. მოახერხა მაგიდასთან დაჯდომა რაღაც შუქისა და ასფალტის პონტია.... გავიგეთ რომ მამის მკვლელებს ელაპარაკება, მაგრამ ამ დროს მამის მკვლელებს კი არა, მთელი საქართველოსა და რამდენიმე ასეული ადამიანის მამის მკვლელს ელაპარაკება... ანუ... ვღეჭავთ ასფალტს.

8.9. ძირს მიშა!

10. თბილისის მერი და საკონსტიტუციო ცვლილებები???????????????????????? :რავიც:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SHARI

მოიცა ეხლა ბაბუაგიორგი მოვა და გცემს, ხო იცი შავი ქამარი და მეცხრე დანი აქვს ალასანიას ლანძღვაში :givi:

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეორე მიშა არ დაწერილა? D.gif

მიშარა, ედუარდია II :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მემარცხენე ლიბერასტების პოზიცია მაინტრესებდა და ჯერ ბოლომდე არ გამოკვეთილა:)

რაღაც აბრთხობთ :givi:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა მე გეტყვით რა უფრო მარტივად და გასაგებად რატომ შეიძლება მისცეთ ხმა ალასანიას..

1. იმიტომ, რომ თუ არჩევნებზე მიდიხარ ან ვინმეს უნდა მისცე ხმა ან ბიულეტენი გააფუჭო..

2. თუ ბიულეტენს არ აფუჭებ მაშინ პრინციპში დიდი არჩევანი არ გაქვს და უარესსა და უარესს შორის არჩევანში ალასანია იმარჯვებს..

3. ალასანია იმარჯვებს, მათთვის ვისაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ლიბერალური ღირებლებების, დემოკრატიისა და დასავლური ყაიდის სახელმწიფოს აშენების იმედი და სურვილი..

4. იმიტომ არა რომ ალასანია აუცილებლად შეუწყობს ხელს ამ დასავეთის ყაიდის დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფოსა და საზოგადოებას მშენებლობას, მაგრამ იმიტომ რომ დანარჩენი კანდიდატები უეჭველი არ იზავენ ამას ..

5. ალალსანიას შეიძლება მისცე ხმა რადგან პრინციპში ამით ერთის მხრივ ვერაფერს შეცვლი, მაგრამ მეორეს მხრივ იტყვი რომ ოპოზიციონერი ხარ..

6. აბა გრეჩიხა ჯობია?

7. ალასანიას შეიძლება მისცე ხმა რადგან უგულავა მომავალი ყოფილი თბილისის არჩეული მერია, მაგრამ ალასანია მომავალი ყოფილი საქართველოს ბელადი ..

და ბოლოს..

8. ალასანიას შეიძება მისცე ხმა თუ გოგო ხარ ან გეი, რადგან ჩვენი ცისანა.. ფუი ეშმაკს.. ჩვენი ალასანია ხალიანია და სექსი ბოი ...

თუ ვინმესთვის არასაკმარისი არგუმენტებია მაშინ მე მაპატიეთ და უკეთეს დროს და უკეთეს არჩევანს დაელოდეთ..

ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი რომელიც შეიძლება გააკეთოთ იქნება ის თუ არ აყვებით საეჭვო ინეტერების მქონე პოლიტიკანების პროვოკაციებს და მიტინგებსა და საპროტესტო აქციებში არ მიიღებთ მონაწილეობას და შესაბამისად ხელს არ შეუწყობთ სამოქალქო დაპირისპირებას..

პატივისცემით:

ანარხისტ რევოლუციონერთა დზმა და ბელადი asds :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

არგუმენტებია - დაცემა

რითი არ მოწონს ჩვენი სექსი ბოი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

asds

სადო-მაზო არ მეუასება :givi:

რევოლუციენერებში ხომ არ ჩაგწეროთ კისა უმცროს მედ დად? ჩვენც ბევრი რამე არ გვევასება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

რევოლუციენერებში ხომ არ ჩაგწეროთ კისა უმცროს მედ დად? ჩვენც ბევრი რამე არ გვევასება 018.gif

არ გამოვდგები - პაციფისტი ვარ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...