Jump to content
Planeta.Ge

იმედის მოდელირებული ქრონიკ.

Recommended Posts

http://presa.ge/index.php?text=news&i=10952

[საიმონ შუსტერი; “the huffington post”]

მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს პრეზიდენტის ოფისამდე მისასვლელად, ის ოთახი უნდა გაიარო, რომელიც ასობით ფოტოსურათით არის მოფენილი. აქ ბილ კლინტონიცაა და ჯონ მაკკეინიც, კონდოლიზა რაისიც და რიჩარდ გირიც, რომლის სურათიც მაშინვე გეცემათ თვალში.

კართან, ცენტრალურ ადგილას იმ სურათს ნახავთ, რომელშიც ჯორჯ ბუში სააკაშვილს შესცქერის, ის კი თეთრი სახლის მდელოზე დამდგარა და მის ტერიერს, ბარნის ეფერება. ერთიანად კი ოთახი იმ უბის წიგნაკს წააგავს, რომელიც ყველას დასანახად გადაუშლიათ, იმის სიმბოლოდ, თუ სად იღებს სათავეს სააკაშვილის თვითდაჯერებულობის წყარო. მაგრამ ამ კედლებზე ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების სურათებს ვერ აღმოაჩენთ, რაც გასული კვირის მოვლენების შემდეგ ჩემთვის გასაოცარი აღარაა.

10 მაისს კონგრესისადმი მიმართულ განცხადებაში ობამამ ცხადყო, რომ მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობის გამო, ის საქართველოს ემიჯნება. იმ დღეს მან კონგრესს რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულების მხარდაჭერა სთხოვა და განაცხადა, რომ ”სიტუაცია საქართველოში აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად ამ ხელშეკრულებისათვის”.

2008 წელს ბუშმა იგივე ხელშეკრულება საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო შეაჩერა. ის, რომ ობამას განცხადებით, ვითარება განხილვას აღარ მოითხოვს, ცოტა არ იყოს სასაცილოა. ქართველებისთვის ვითარება მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა, რადგან რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ერთ მეხუთედის ოკუპაცია კიდევ უფრო განამტკიცა. როგორც ჩანს ობამამ ჩათვალა, რომ დამალვას აზრი აღარ აქვს: საქართველოს გაცვლა რუსეთზე თეთრი სახლის ოფიციალურ პოლიტიკად იქცა.

იმის გავითვალისწინებთ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ღალატს ნიშნავს, ობამას სასტიკი საპასუხო რეაქცია უნდა მიეღო და შაბათს პროცესი დაიწყო კიდეც. TheWashington Post-მა ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკის, ევროპასა და ევრაზიის საქმეების განმგებლის, დევიდ კრამერის წერილი გამოაქვეყნა. ეს ის ბიჭია, რომელმაც ბუშის მმართველობისას სააკაშვილი თეთრი სახლის პროექტად აქცია. 15 მაისს კრამერი წერდა: ”ადმინისტრაციამ არსებითად მიატოვა ქართველები და რუსეთს მათი საზღვრების გასწვრივ შემდგომი პროვოკაციული ქმედებებისთვის მწვანე შუქი აუნთო”. ეს ალბათ მართლაც ასეა. მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილს, მის მრჩევლებსა და ოპონენტებს ინტერვიუ ჩამოვართვი, ის, თუ რატომ გადაწყვიტა ობამამ, ზურგი შეექცია საქართველოს პრეზიდენტისთვის, ჩემთვის სავსებით გასაგები გახდა.

თბილისში უპირველეს ყოვლისა იმისთვის ჩამოვედი, რომ ერთი რამ გამერკვია – რა როლი ითამაშა სააკაშვილმა 13 მარტის სკანდალში. ეს ის დღე იყო, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ბევრ დასავლელ ლიდერს მოთმინება ამოეწურა. საღამოს 7 საათზე, ტელეკომპანია „იმედმა“, რომელსაც სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობს, საინფორმაციო პრგრამის მეშვეობით მთელს ქვეყანას ამცნო, რომ რუსეთი საქართველოში ისევ შემოიჭრა, რომ სააკაშვილი მოკლულია, ხოლო ქართული არმიის დიდი ნაწილი მტრის მხარეს გადავიდა. აღმოჩნდა, რომ საინფორმაციო გამოშვება ინსცენირებულია და ომის სიმულირებას ახდენს, რაც დიქტორმა ნახევარსაათიანი გადაცემის დასაწყისში და ბოლოს მოკლედ აღნიშნა. მაგრამ გაფრთხილება ათასობით მაყურებელს გამორჩა და ისინი რუსული ტანკებისგან თავის დასაღწევის მიზნით, პანიკაში ქუჩაში გამოცვივდნენ.

თბილისში ქაოსმა დაისადგურა. (მე ერთ ქალს ველაპარაკე, არმიის რეზერვისტის ცოლს, რომელსაც ამ გამოშვების შემდეგ ნაადრევი მშობიარობა დაეწყო). დროთა განმავლობაში მოქალაქეთა უმეტესობამ გააცნობიერა, რომ ტანკები არსად ჩანს, რომ მთელი ამბავი გამოგონილია და „იმედის“ შენობასთან არეულობა დაიწყო. მეორე დღეს ბრალი სააკაშვილს დასდეს და ევროპის ლიდერებმა მისი დაგმობა იწყეს – გამანადგურებელი ომიდან ჯერ ორი წელიც კი არ გასულა, მან კი ეს ყველაფერი დაუშვა.

ორი კვირის შემდეგ, თავის ოფისში სააკაშვილმა დუნედ უარყო თავისი მონაწილეობა ამ ისტორიაში. მან მითხრა „იმედის“ ამ გადაცემამ თავი მოაბეზრა. მაგრამ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ქართველებს ეს უნდა ენახათ, რათა რუსეთის საფრთხე არ დავიწყებოდათ. „ხალხი ჩიოდა გადაცემაზე, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო დრამატულია, ვიდრე გადაცემა“, – განაცხადა მან.

როგორც ჩანს, უფრო დრამატული ვიდრე მისი სიკვდილი და მისი არმიის გახლეჩა. წინა დღეს, თბილისის ცენტრში, კაფეში სახელწოდებით „პურ-პური“ მისმა უახლოესმა მრჩეველმა საგარეო საქმეებსა და მედიის დარგში, რაფაელ გლუკსმანმა, ვითარების რამდენადმე უფრო სრული სურათი დამიხატა. მან მითხრა, რომ გადაცემამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, იმედის მაუწყებლობაზე ტელეკომპანიის დირექტორთან იმსჯელა. გლუკსმანს უთქვამს, რომ ისინი: „უფრო პროვოკაციულები უნდა იყვნენ, უფრო სექსუალურები, ამერიკული ტელევიზიებივით… მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მიგულისხმია, რომ ეს უნდა გაეკეთებინა“.

კომენტარი ზედმეტია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაფაელ გლუკსმანმა
„უფრო პროვოკაციულები უნდა იყვნენ, უფრო სექსუალურები, ამერიკული ტელევიზიებივით… მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მიგულისხმია, რომ ეს უნდა გაეკეთებინა“.

აი თურმე ვინ მოძღვრავს, ამათ კიდევ გაგიჟება უნდათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1) ტელეკომპანია ”იმედის” 2010 წლის 13 მარტის ტელეგადაცემა ”ქრონიკის” სიუჟეტი წარმოადგენს რეგიონალური ანდროგენული კატასტროფების უმძიმესი შემთხვევის - საქართველოს სახელმწიფოს ანექსიის შესახებ მომზადებულ სიმულაციურ სიუჟეტს.

ამ განმარტებიდან გამომდინარე , ზემოთაღნიშნული ტელეგადაცემის 13 მარტის სიუჟეტი არ შეიცავს სამართლებრივი, ან ეთიკის ნორმების დარღვევის რაიმე ხელშესახებ ფაქტებს.

ეს გადაცემა ისეთივე სიმულაციურ პროგრამას განეკუთვნება, როგორსაც ნებისმიერი კატასტროფის შესახებ მომზადებული სიმულაციური სიუჟეტი, ანუ მისი განვითარების მოსალოდნელ შედეგებზე გადაღებული ნებისმიერი სიმულაციური, ვირტუალურ-ასახვითი მხატვრულ-დოკუმენტალური ტელეგადაცემა, ან ფილმი.

2)საქართველოს ანექსია წარმოადგენს რეგიონალური მასშტაბის უმძიმეს ანდროგენულ კატასტროფას, რომელიც განხორციელებული შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს აღმასრულებელი ინსტიტუტების მიერ და ადამიანთა მიერ შექმნილი პოლიტიკური დაჯგუფებების ხელშეწყობით .

საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, ანუ საქართველოს ანექსია წარმოადგენს უმძიმესი მსხვერპლის, უდიდესი მორალური ზიანის მქონე ანდროგენულ კატასტროფას.

3) საქართველოს დაპყრობაზე, როგორც ანდროგენულ კატასტროფაზე წარმოდგენილი სიმულაციური სიუჟეტის მიზანია ამ კატასტროფის მომავაში თავიდან აცილების გზების მოძიება და წინასწარი პრევენტორული მექანიზმების დაგეგმარება.

4) საქართველოს ანექსიაზე, ისევე როგორც სხვა ყველა ანდროგენულ კატასტროფაზე წარმოდგენილი სიმულაციური სახის გადაცემის მიზანია საზოგადოების პრევენციული გაფრთხილება.

5) იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა მრავალჯერ განახორციელა სასტიკი აგრესია, ანექსია და საქართველოს მოსახლების ტერორი, 2010 წლის 13 მარტი ”ქრონიკაში”გადმოცემული სიუჟეტის სტრესული და რეალისტური ხასიათი, პირდაპირ განპირობებულია მხოლოდ რუსეთის აგრესიის ფაქტორით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს გამანადგურებელ აგრესორად სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლების, მაგ ინგლისელის,ან ამერიკელის,ან ესკიმოსის,ან ავსტრალიელის, ან ბუშმენის და სხვათა მრავალთა წარმოდგენის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული ტელეგადაცემა არ იქნებოდა ისეთი ძლიერი სტრესის შემცველი, როგორიც რუსების აგრესორად წარმოდგენის შემთხვევაში .

სინამდვილეში რეალისტური ხასიათი და ამასთან დაკავშირებული სტრესი ამ სიმულაციურ გადაცემაში განპირობებულია მხოლოდ რუსეთის - რეალისტური ფაქტორით.

6) 2010 წლის 15 მარტის სიმულაციური სიუჟეტის სტრესული ხასიათი და მასთან დაკავშირებული შედეგები არ წარმოადგენს ტელეარხ ”იმედის” ჟურნალისტების მიერ წარმოქნილ ფაქტორს; ის მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, რუსეთის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგად დაზარალებული ასეულათასობით მსხვერპლის გამოა განპირობებული.

7) ტელეკომპანია"იმედის" გადაცემა ეყრდნობა სამართლებრივად მისაღებ მოსაზრებას, რომელიც აგრესორის ხელშემწყობ ფაქტორად (ანუ ანდროგენული კატასტროფის ერთერთი უმძიმესი სახის- საქართველოს ანექსიის ხელშემწყობ პირობად) მიიჩნევს ნებისმიერი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც იწვევს აგრესიის პირობებში მსხვერპლი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევასა და ხელის შეშლას.

8) ტელეკომპანია ”იმედს” სრული უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი შეხედულება და წარმოადგინოს ნებისმიერ კატატროფაზე მისი წარმომშობი ფაქტორების სრული სახე და ხასიათი, მიუხედავად ამ ფაქტორებთან დაკავშირებით არსებული საზოგადოების სტრესული დამოკიდებულებისა.

რუსებს შემოელიატ სალაპარაკო და რემიქსზე გადავიდნენ, ბაკიევის შემდეგ ცოტახანს ნორა ვირის აყროყინებამ რუსებისაგან საქართველოს საზოდაგდოების უსწრაფესი დაცილება უფრო დააჩქარა.. ახლა კი ისევ იმედიიიიი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდელირებული ქრონიკის იმედი

მიშა გადარჩება http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

დზმა ხარ გაგი! ეს პოსტი გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის! გაიხარე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...