Jump to content
Planeta.Ge

ევროპარლამენტის მოხსენება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ

Recommended Posts

ევროპარლამენტის მოხსენებაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული

ევროპარლამენტის მორიგ მოხსენებაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული, - ამის შესახებ ევროპის საბჭოსა და ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

"მნიშვნელოვანია, რომ მოხსენებაში სრულიად ადეკვატურად არის შეფასებული არსებული ვითარება ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით; არის მოწოდება რუსეთის მხარისადმი, რომ დაიწყოს მისი შესრულება. ამასთან ხაზგასმულია, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ევროკავშირმა უფრო მეტი ზეწოლა უნდა განახორციელოს რუსეთზე, რათა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს", - განაცხადა სამადაშვილმა.

ვარაუდობენ, რომ სამხრეთ კავკასიის შესახებ მოხსენებაში ტერმინ "ოკუპირებული ტერიტორიების" გამო დღევანდელ მოსმენაზე მწვავე დებატები გაიმართება.

დღესვე იმსჯელებენ რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებაც.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 97
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Saturn

ევროპარლამენტის მორიგ მოხსენებაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული, - ამის შესახებ ევროპის საბჭოსა და ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მაიცა ეს პირველი დოკუმენტია, სადაც ოკუპაცია ჩაიწერა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაიცა ეს პირველი დოკუმენტია, სადაც ოკუპაცია ჩაიწერა?

ევროპარლამენტის დონეზე კი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აიცა ეს პირველი დოკუმენტია, სადაც ოკუპაცია ჩაიწერა?

ევროპარლამენტის დონეზე კი.

დარწმუნებული ხარ?

მე მახსოვს რომ ადრეც იყო. ომი ახალი დამთავრებული იყო და ევროპარლამენტმა დადგენილება მიიღო, კარგად მახსოვს საბერძნეთის დელეგაცია რუსეთს უჭერდა მხარს და ბლოკავდა პროექტს, თუმცა უმეტესობით მაინც გავიდა. და ნაღდად ევროპალრლამენტი იყო. უბრალოდ ზუსტი ტექსტი არ მახსოვს დადგენილების

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროპარლამენტის მოხსენებაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული

ევროპარლამენტის მორიგ მოხსენებაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული, - ამის შესახებ ევროპის საბჭოსა და ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

"მნიშვნელოვანია, რომ მოხსენებაში სრულიად ადეკვატურად არის შეფასებული არსებული ვითარება ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით; არის მოწოდება რუსეთის მხარისადმი, რომ დაიწყოს მისი შესრულება. ამასთან ხაზგასმულია, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ევროკავშირმა უფრო მეტი ზეწოლა უნდა განახორციელოს რუსეთზე, რათა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს", - განაცხადა სამადაშვილმა.

ვარაუდობენ, რომ სამხრეთ კავკასიის შესახებ მოხსენებაში ტერმინ "ოკუპირებული ტერიტორიების" გამო დღევანდელ მოსმენაზე მწვავე დებატები გაიმართება.

დღესვე იმსჯელებენ რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებაც.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ორიგინალ ნიხტ? თორემ ვიცი მე ეს ამბე, პასატაინად შეცდომას უშვებს ვანო თარგმანში.

ეს ეტყობა პრეზიდენტის მოგზაურობის დიდი დამსახურებაა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

დარწმუნებული ხარ?

რა ვიცი დღეს სამუშაოზე რომ მივდიოდი, მწვანე ტალღაზეც იგივე ინფორმაცია გადმოსცეს. მოიძიეთ აბა თქვენც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

100%-იანი მახსოვს დაჟე პარლამენტის დებატებს ვუყურე, ბერძნები დაახლოებით 11 კაციანი შემადგენლობა (სოციალისტური პარტია, თუ არ ვცდები) გაიხენ შუაზე ისე იცავდნენ რუსებს, მაგრამ დიდი უმეტესობით მაინც გავიდა რეზოლუცია სადაც მახსოვს, რომ ოკუპაციაზე იყო საუბარი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან კარგი.

მაგრამ ერთი რაღაც არის ცუდი, 2008 წლიდან გახდა რუსეთი ოკუპანტი ? უნდა დაფიქსირდეს ოფიციალურ დონეზე რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ოკუპანტი და აგრესორია 1921 წლიდან.

ეხლა მოვიყვან ნაწყვეტს ჩვენი მოძრაობის ( ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის ) განცხადებიდან, რომელიც შევიტანეთ პარლამენტში :

'' გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ნატო-ში, აგრეთვე მსოფლიოს უკლებლივ ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს წინაშე გამოკვეთილი პრინციპულობითა და კატეგორიულობით დაისვას შესაბამისი სამართლებრივ - პოლიტიკური წესით, რუსეთისადმი შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი 1921 წლის, 1992-1993 წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული აგრესიების გამო და აგრეთვე საკითხი საქართველოს სრული, უპირობო და დაუყოვნებელი დეოკუპაციის შესახებ ''.

ეს ამათი ბრალი არაა, აქ ხელისუფლებამ იმუშავა იმაზე რომ ისტორია იწყება 2004 წლიდან. ეს კი მაგარი მინუსია ჩვენთვის.

საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 1992 წელს. ამის არაღიარება კატასტროფაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1992 - 1993 წლების აფხაზეთის ომს უნდა მიეცეს ოფიციალური შეფასება როგორც რუსეთ საქართველოს ომს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

აქ ხელისუფლებამ იმუშავა იმაზე რომ ისტორია იწყება 2004 წლიდან
საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 1992 წელს. ამის არაღიარება კატასტროფაა

საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ დაიწყო გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ, თუ სწორად მახსოვს 1783 წელს მოხდა ამ ტრაქტატის გაფორმება. ასე რომ ეტყობა შენთვის იწყება ისტორია ზვიადიდან და გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან :)

მაგრამ ევროპარლამენტში ახლა განიხილება ბოლო 2 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები და არა 200 წლიანი ისტორია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროპარლამენტის მორიგ მოხსენებაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული, - ამის შესახებ ევროპის საბჭოსა და ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა

დიდება შენდა უფალო, მაინცაა გამთლიანების შანსი, თუკი ტუტუც ვრაცებს წესიერი ქართველები ჩაანაცვლებენ

1992 - 1993 წლების აფხაზეთის ომს უნდა მიეცეს ოფიციალური შეფასება როგორც რუსეთ საქართველოს ომს

აფხაზები რატომ გავიწყდება? 2 500 აფხაზი დაიღუპა ამ ომში 60 000 კაციდან,

ეს იყო ქართულ-აფხაზური ომი, ხოლო აფხაზებს მხარს უმაგრებდნენ რუსეთის მოქალაქეები

და ცალკეულ შემთხვევაში რუსეთის სამხედროებიც, გავიხსენოთ ტამიშის დესანტი,

რა თქმა უნდა რუსეთის ხელისუფლება ყველანაირად ხელს უწყობდა სეპარატისტებს

და რა თქმა უნდა რუსების დახმარებით წარმატებას ვერ მიაღწევდნენ,

მაგრამ მაინც, ეს ომი იყო ქართულ-აფხაზური-პირველ რიგში

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ დაიწყო გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ, თუ სწორად მახსოვს 1783 წელს მოხდა ამ ტრაქტატის გაფორმება. ასე რომ ეტყობა შენთვის იწყება ისტორია ზვიადიდან და გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან :)

მაგრამ ევროპარლამენტში ახლა განიხილება ბოლო 2 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები და არა 200 წლიანი ისტორია.

ხო აი ასეთი ტიპები ამას რომ გაიძახით და საქართველოს ვნებთ და თან ეს არ გესმით. ოღონდ გაიჟღეროს ის, რომ თურმე რუსი მიშას დემოკრატიას ებრძოდა რა.

საომარი მოქმედება დაიწყო 1992 წელს და ტერიტორიების სრული ახევით დამთავრდა 2008 წელს. ამას არ უნდა ბევრი ცოდნა განსხვავებას მიხვდე კაცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ოღონდ გაიჟღეროს ის, რომ თურმე რუსი მიშას დემოკრატიას ებრძოდა რა.

სად ერეკლე და სად მისი ცოლი თეკლე. მე რა დავწერე და შენ რას მპასუხობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...