Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

SSD-ეების ბაზარი ძალიან კონკურენტული გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც SandForce-მა გამოუშვა თავისი SF-1200 კონტროლერი, რომელსაც უკვე რამოდენიმე მწარმოებელი იყენებს თავისი SSD-ების ასაწყობად (ADATA-ს S599Corsair-ის Force F100, და RunCore-ის Pro-V)

 

 

თუმცა Seagate-ი რომელიც კვლავ დიდი მოცულობის შემნახველ მოწყობილობებზე აკეთებს აქცენტს, გვთავაზობს სრულიად ახალ რამეს, SSD/HDDჰიბრიდულ მყარ დისკს.

 

 

http://s49.radikal.ru/i125/1005/61/28df1b1bd7ab.jpg

 

 

სიახლის სახელია Momentus XT რომელიც ტრადიციული მექანიკური 2.5 დიუმიანი, 7200 ბრუნიანი, 250320 და 500 GB (აპირებენ 750GB-ის გამოშვებასაც)3Gbp/s SATA HDD-ია და ასევე მას აქვს ჩაშენებული 4GB მოცულობის SSD, რომელიც მონაცემების ქეშირებას ახდენს როგორც Seagate უწოდებს რამე“Adaptive Memory algorithm”-ის საშუალებით. ეს ალგორითმი ახდენს მონაცემების გადაცემის მონიტორინგს და აკოპირებს ყველაზე ხშირად გამოყენებულ ფაილებს SSD-ში რათა გაზარდოს წარმადობა.

 

 

როგორც კომპანიის წარმომადგენელი Mark Wojtasiak-ი აცხადებს უკვე მეორე ჩართვაზე ალგორითმს ეცოდინება სისტემის აქტიური ფაილების 80% რის ხარჯზეც გაიზრდება სისტემის და პროგრამების ჩატვირთვის და ასევე მონამემების გაცვლის სიჩქარე. დროთა განმავლობაში ეს სისტემა განაახლებს მონაცემებს თუ სისტემაში რამე ცვლილება მოხდა, ახალი პროგრამა დაინსტალდა ან ამოიშალა.

რა თქმა უნდა ასეთ ვინჩესტერებს SSD-ეს წარმადობა არ ექნებათ თუმცა ჩვეულებრივ HDD-ეთან შედარებით უფრო სწრაფი იქნებიან.

 

 

ესეც დეტალური მონაცემები

http://s003.radikal.ru/i204/1005/74/20778fca142e.jpg

 

 

Overclockers Club და Benchmark Reviews საიტებზე თქვენ შეგიძლია სრული მიმოხილვის ნახვა.

 

 

რაც შეეხება ფასს 128GB-იანი SSD დღეისათვის დაახლოებით 300 დოლარი ღირს მაშინ როცა Momentus XT 500GB-იანი ვერსია დაახლოებით 156$ ეღირება. ორი ასეთი ვინჩესტერი რაიდში და თქვენ მიიღებთ SSD-ს წარმადობას და 8-ჯერ მეტ მოცულობას.

 

 

 

 

overclockers.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...