Jump to content
Planeta.Ge

ამჯერად ფრანგული სოციოლოგიური გამოიკითხვა


Recommended Posts

ფრანგული კომპანია CAC -ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44% “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს; 23% – “ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას”; “ალიანსი საქართველოსთვის” - 16 პროცენტი; “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” - 9 პროცენტი; ხოლო 7% “ეროვნულ საბჭო”.

გარდა ამისა, კითხვაზე, დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ თბილისის მერის არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი, გამოკითხულთა 64%-მა დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 22% დარწმუნებულია, რომ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი.

 

ფრანგული კომპანია CAC-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დღეს რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 57% გიგი უგულავას მისცემდა ხმას.

ამავე კვლევის მიხედვით, ირაკლი ალასანიამ გამოკითხულთა 14% მიიღო, გია ჭანტურიამ-11%, გოგი თოფაძემ - 10%, ზვიად ძიძიგურმა - 6%, ხოლო ნიკა ივანიშვილმა და იაკობიძემ - 1-1%.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. მხოლოდ ერთი კითხვა, ამ მონაცემების ვინმეს გჯერათ?

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 47
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

რომ თბილისის მერის არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი, გამოკითხულთა 64%-მა დადებითი პასუხი გასცა

 

ეტყობა გასული წლების პრაქტიკაზე დაყრდნობით გასცა ამ 64% ასეთი პასუხი :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეზ დუ ზიმართლეა ცეცხლი და ნავთი, თუ ნავთი და ცეცხლი :vischemivis:

\

ქუჩაში რომ ხალხი დადის თბილისში ზნაჩიტ უმრავლესობა

მიშისტია ან თარგამისტი??? :(

 

ამ ქვეყანას ბიძიკოებო არა აქვს მომავალი, ნათელი, თორემ ბნელი კიიი :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

პ.ს. მხოლოდ ერთი კითხვა, ამ მონაცემების ვინმეს გჯერათ?

 

 

არ ვიცი დეპრეს რა როგორ,მაგრამ ესეთი საარჩევნო კამპანიით ალასანია ვერ მოიგებს არჩევნებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SHARI

ფაქტია რომ ძალიან არასწორად წარმართა წინა საარჩევნო კამპანია ალასანიამ

 

 

კი,გაწონასწორებული ნამდვილად არის,მაგრამ ეგ ჩვენს ხალხეზე არ მუშაობს.დღეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტია რომ ძალიან არასწორად წარმართა წინა საარჩევნო კამპანია ალასანიამ

კი მარა რა ქნა ესეთი, თბილისში არ ვარ და ვერ ვადევნებ დეტალურად თვალს. რა ქნა ესეთი არასწორი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

კონკრეტული შეცდომები კი არ დაუშვია პროსტა ქართულ რეალობას ვერ მოარგო თავისი კამპანია რა ..

 

 

lasha1997

ეგეც იმუშავებდა ცოტა სხვა მომენტებიც იყო საჭირო რა ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვახ ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო რა ტყვილად იშლით ნერვებს ..

 

ხომა გითხარით ალასანიას მერის თანამდებობა არ აინტერესებს თქვა? ხომა გითხარით ალასანიას ზურგს უკან მდგომ ძალებს პოსტ სააკაშვილის ბელადის სავარძელი აქვთ მიზანშითქვა? ხომ გითხარით გიგი უგულავა უკვე დანიშნულ "არჩეული" მერია თქვა? ხომა გითხარით 20 წელი უყურებთ და ვერა ხედამთ თქვა? ხოდა რომა ვერა ხედამთ იქნებ იმათი დაიჯეროთ ვინც ხედამს? ანუ ჩემი? :(

 

იტოგში წერა მეზარება, თორემა კიდო მოგიყვებოდით ცოტას მომავალზე :vischemivis:

 

 

კინაღამ დამავიწყდა და ..

 

მორფიკა მერად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ მხოლოდ შენი გვჯერა

 

მე კიდევ მხოლოდ ვანოსი მჯერა.

 

"ვანო სკაზალ ბოგ სკაზალ" :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ მონაცემების ვინმეს გჯერათ?

არა. ალასანიას 14 % აშკარად გაბერილია, ჩემი რასჩოტით, უნდა იყოს სადღაც 4-5 %

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

არა. ალასანიას 14 % აშკარად გაბერილია, ჩემი რასჩოტით, უნდა იყოს სადღაც 4-5 %

გული გინდა გაუხეთქო? :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...