kisa Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 პრესა.გე–მ როინ შავაძის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა სიახლე — თავფურცელი23:36 18.05.2010ვერსია პრინტერისთვის •დაამატე რჩეულებში •[ნინო მიქიაშვილი]პრესა.გე–მ როინ შავაძის ცხედრის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ორი დასკვნა – N1739/1–111 და N2963/1 მოიპოვა, რომელთა თანახმად, აგვისტოს ომიდან სახლში ორი დღის დაბრუნებული უფროსი სერჟანტი როინ შავაძე ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის მიერ მომზადებულ, ზემოხსენებულ დასკვნებთან დაკავშირებით, პრესა.გე გთავაზობთ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორი“–ს ხელმძღვანელის, ალექსანდრე გეჯაძის პოზიციას, რომელსაც სასამართლო მედიცინაში მუშაობის 32–წლიანი სტაჟი აქვს. როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე N170080069 წინასწარი გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა (ნარკოტიკული დანაშაული) და სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რის შესახებაც მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს კითხვებით 12 მარტს მივმართეთ, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ტელეფონით ვესაუბრეთ როინ შავაძის ოჯახის ინტერესების დამცველ ადვოკატს, რამინ პაპიძეს, რომელსაც საქმის მასალების გაცნობის საშუალებას ისევ არ აძლევენ. პრესა.გე როინ შავაძის ქვრივს, ციცინო შავაძესაც შეხვდა და ესაუბრა, რომელიც დაზარალებულად დღემდე არ უცვნიათ. ცხინვალის ომიდან სახლში 2 დღის დაბრუნებული როინ (რომა) შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს ბათუმის ცენტრში, ოქროს ბირჟასთან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს – ”ძირს დაგდებულ ქართველ ჯარისკაცს დაახლოებით 20 ნიღბიანი სპეცრაზმელი, რომ ურტყამდა, გვეგონა მტერი შემოვიდა და ჩვენი ოქროულობის ჩალაგება დავიწყეთ, პანიკაში ჩავვარდით; ისიც კი ვიფიქრეთ, ტყვედ არ აგვიყვანონ–თქო. ძალიან დაუნდობლად და საცოდავად აიყვანეს”, – ეს ამბავი მომხდარიდან სამი კვირის შემდეგ, ბათუმში ყოფნისას, თვითმხილველებმა გვიამბეს. ჯარისკაცის დაკავების ამბავი მის მეუღლეს ტელეფონით შეატყობინეს. მას ოჯახი სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. გვიან საღამოს, უბნის პოლიციის თანამშრომლებმა სახლში მყოფ შავაძეებს ქუჩიდან შესძახეს – “რომა რეანიმაციულ განყოფილებაშიაო“. საავადმყოფოში მისულებს ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში კი არა, პროზექტურაში დახვდათ, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად მყოფმა სამართალდამცავებმა ჯარისკაცის ქვრივსა და ნათესავებს ხმის ამოღება აუკრძალეს. მათზე ზეწოლა რამდენიმე თვის შემდეგ ტერორში გადაიზარდა – გაჩუმების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთავაზობდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ საქმეს იმჟამინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა საერთაშორისო რეზონანსი მისცა; შავაძის ოჯახისა და ნათესავების დატერორების ამბავზე პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი თარგამაძემ ილაპარაკა, ხოლო ჯარისკაცის ქვრივი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, თომას ჰამარბერგსა და საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ერიკ ფურნიეს შეხვდა და საქმის ვითარება გააცნო. ტერორი შეწყდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მკვლელობის წინა დღეს როინ შავაძეს კუდ–ის წარმომადგენელმა, გიორგი ჩიქოვანმა, მეტსახელად “მაიმუნამ“ (გავრცელებული ინფორმაციით, კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას დავალებების უშუალო შემსრულებელმა) მიაკითხა, აჭარის კუდ–ის შენობაში მიიყვანა და ნახევარ საათში უკან დააბრუნა – “რა ხდება-მეთქი, - ვკითხე მეუღლეს. “მე ეს ხალხი არ მომწონს. რაში სჭირდებოდათ ჩემთან იარაღით მოსვლა?! სამინისტროში მიმიყვანეს; ერთ-ერთ კაბინეტში ჩემთვის უცხო კაცი იჯდა. “მოვიყვანე და კითხეო”, - უთხრა მას “მაიმუნამ”. “მერე და ვინ დაგავალა მისი მოყვანა, ან რა უნდა ვკითხოო?!”, - ხელები გაშალა იმ კაცმა”. გზაში “მაიმუნას” უკითხავს - “თუ იცი რამდენია მკვდარიო?” ამის გამო რომა აღელვებული იყო - “მე რა, მკვდრებს ვითვლიდი, თუ სათვალავად ვყავდი გაშვებული? ეს რატომ მკითხეს, რა უნდათ ჩემგანო?!” რომამ მითხრა - “უკან რომ წამომიყვანეს, ისინიც მაყუჩიანი იარაღებით იყვნენ და აღმოსავლური კილო ჰქონდათ. ნუთუ უნდა მომკლანო?!” რატომ უნდა მოგკლან-მეთქი, - ვკითხე შეშფოთებულმა, რაზეც მომიგო: “მე არაფერი არ ვიცი, მე არაფერი გამიკეთებიაო”. როინ შავაძის დაკრძალვამდე მისი ცხედარი ოჯახის ახლობელმა ექიმმა დაათვალიერა. ჩვენ მას როინ შავაძის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ შევხვდით და ვესაუბრეთ. გთავაზობთ მის ნაამბობს, მაგრამ ვინაობას, როინ შავაძის ოჯახის თხოვნით ვერ ვასახელებთ: “წინა მხრიდან 22 შემავალი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მთელ სხეულზე – ჰემატომები. მარცხენა ბარძაყი მოტეხილი იყო, ოღონდ ამას ტყვიას ვერ დავაბრალებ - აშკარად ეტყობოდა, რომ მოტეხეს. მარცხენა ხელი, შუა მკლავთან წრეზე შემოკერილი და დამოკლებული ჰქონდა, მარჯვენა ხელი - მოტეხილი. თავის არეში მარცხენა ყურიდან მარჯვენამდე მთლიანად გადაკერილი იყო; ნატყვიარი არ ჩანდა და რატომ, არ ვიცი. ეტყობოდა რომ სახეში “დუბინკა”, ან სხვა რამ ჰქონდა ნარტყამი. ნიკაპზე, მარცხენა მხარეს 12 ნაკერამდე ჰქონდა, მაგრამ არა ტყვიისგან მიყენებული ჭრილობით. მარცხენა ხელზე 2 თითი მოტეხილი და გადაგლეჯილი, კანზე იყო ჩამოკიდებული. სავარაუდოდ ხერხემლის მეშვიდე მალა ჩატეხილი ჰქონდა; კისრის გადატეხვა ალბათ მაშინ მოხდა, როცა აიყვანეს, რადგან თავად ძალიან დიდი და ფიზიკურად ძლიერი იყო და თუ უკნიდან არ მიეპარებოდნენ, ისე ვერ წააქცევდნენ. დაახლოებით 5 ავტომატი მაინცაა ნახმარი, ზოგი ტყვია ახლოდანაა მოხვედრილი, ზოგი შორიდან - ჩემი აზრით, ნაწვალებია და მერე დაცხრილული”. ჯარისკაცის ქვრივი, ციცინო შავაძე ამბობს, რომ ცხედარზე მთლიანობაში 84 ნატყვიარი დათვალეს. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე გეჯაძე განმარტავს, რომ ოჯახის წევრების და ექიმის მიერ დათვლილ ნატყვიარებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს – “მე მხოლოდ და მხოლოდ იმ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით შემიძლია ვისაუბრო, რომელიც თქვენ მომაწოდეთ“. აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურში, როინ შავაძის ცხედრის ექსპერტიზა (N1739/1–111) პირველად 2008 წლის 16 აგვისტოს დაიწყო და იმავე წლის 21 ოქტომბერს დამთავრდა. დამატებითი ექსპერტიზა 2008 წლის 16 დეკემბერს დაინიშნა და ორ თვეში – 2009 წლის 18 თებერვალს დასრულდა (N2963/1). ექსპერტიზა ორივე შემთხვევაში მამუკა მეტრეველმა ჩაატარა, რომელსაც სასამართლო მედიცინაში 21–წლიანი სტაჟი აქვს. ექსპერტიზის პირველი დასკვნის აღწერილობითი ნაწილის შესწავლის შემდეგ, ალექსანდრე გეჯაძე ცალსახად ამბობს, რომ ცეცხლნასროლი დაზიანებების რაოდენობაზე, სროლის მანძილსა და სროლის მიმართულებაზე (ანუ ცეცხლნასროლი დაზიანებები წინიდან უკან განვითარდა, უკნიდან წინ თუ როგორ), არამც თუ კატეგორიული, არამედ, სავარაუდო დასკვნების გამოტანაც კი შეუძლებელია, მარტივი მიზეზის გამო – ცეცხლნასროლ დაზიანებებთან დაკავშირებით, ექსპერტს ადეკვატური, სრულყოფილი პასუხი გაცემული არ აქვს; სათანადოდ არ არის აღწერილი და დასაბუთებული ცეცხლნასროლი დაზიანებების ყველა ის დამახასიათებელი ნიშანი, რაც ექსპერტს საშუალებას მისცემდა დაედგინა, რამდენი ცეცხლნასროლი დაზიანება იყო, სად იყო განლაგებული ტყვიის შესავალი ხვრელი, სად გამოსავალი. პრესა.გე–ს კითხვაზე – ეს უვიცობის შედეგია, თუ შეგნებულადაა გაკეთებული? დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი პასუხობს – “ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტის სამუშაო სტაჟი არის 21 წელი და დანარჩენი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია“. როინ შავაძის მკვლელობის საკითხზე კომენტირებისას, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციაში, მათ შორის ჩვენთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ “თითქოს ეჭვი მიიტანეს, რომ შავაძე მოწინააღმდეგესთან თანამშრომლობდა. ის დააპატიმრეს და თბილისში გადაყვანის დროს, გაქცევის მცდელობისას დაიღუპა”. როინ შავაძის მკვლელობის ადგილად ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, ქობულეთი–ოზურგეთის საავტომობილო გზასთან არსებული აჭარა–გურიის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი. ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული არაოფიციალური ვერსია 3 მიზეზის გამოა არადამაჯერებელი: 1. თუ როინ შავაძე მოწინააღმდეგესთან მართლაც თანამშრომლობდა, მაშინ წაგებული ომის მთავარსარდლებმა სამაგალითოდ რატომ არ გაასამართლეს და დასაჯეს, როგორც მოღალატე? რა შუაშია იყო მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა ნარკოტიკული დანაშაულის მუხლით?! 2. გზიდან როგორ უნდა გაქცეოდათ ადამიანი, რომელსაც ოქროს ბირჟასთან, დაკავების დროს, ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ლამის სული ამოხადეს, ისე ცემეს?! 3. დავუშვათ, მართლაც გაექცათ – მაშინ რატომ არ არის ექსპერტიზის დასკვნაში ტყვიის მიმართულება დაფიქსირებული?! თუ გაქცევის ვერსია უტყუარია, მაშინ ჯარისკაცს ტყვიებიც უკნიდან უნდა ჰქონდეს მოხვედრილი, რაც ექსპერტიზის დასკვნაში არ წერია. გამომძიებელს ექსპერტიზის წინაშე არც პირველად დაუსვამს კითხვა სროლის მიმართულების შესახებ და ეს არც დამატებითი ექსპერტიზის დროს გაუკეთებია. დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის აზრით, შავაძის ცხედარზე არსებულ “სხვა სახის დაზიანებებზე“ დასკვნაში სრულფასოვანი პასუხია გაცემული: “ექსპერტს ადეკვატურად უწერია, რომ ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები არის სხეულის ბლაგვი ტრავმა. გამომძიებელი ექსპერტს, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში არ ეკითხება, თუ რითია ეს დაზიანებები მიყენებული, მაგრამ ექსპერტი ადეკვატურად პასუხობს, რომ ეს დაზიანებები რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნების მოქმედებითაა მიყენებული. ამ დაზიანების მიღება დაცემით შეეძლო, თუ მაგალითად ცემის დროს, ამას გამომძიებელი არ ეკითხება. და თუ არ ეკითხება, ამ შემთხვევაში ექსპერტი ვალდებული არ იყო ამ ორ შეკითხვაზე პასუხი გაეცა. რადგან ახლა თქვენ მეკითხებით, გპასუხობთ – ეს დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო ცემის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს და ნებისმიერ სხვა რეჟიმში, მაგრამ ცალსახაა, რომ ამ დაზიანებებს შავაძე საკუთარი სხეულის სიმაღლიდან ერთჯერადი დაცემით ვერ მიიღებდა“. ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რასაც გამოძიება ექსპერტს უსვამს, როინ შავაძის გარდაცვალების მიზეზის დადგენაა. ექსპერტიზის პირველ დასკვნაში, ჩამოთვლილ 11 კითხვას შორის რიგით მესამეა – “რა არის როინ შავაძის სიკვდილის უშუალო მიზეზი?“ ალექსანდრე გეჯაძე: “პირველი ექსპერტიზის გაფორმებისას ექსპერტს არ დაუფიქსირებია შავაძე რისგან გარდაიცვალა, რა იყო სიკვდილის უშუალო მიზეზი, რასაც გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. თუ რატომ მოხდა ეს, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ ეს არის ყველაზე მთავარი, რისთვისაც პროზექტურაში გვამი სასამართლო მედიკური წესით იკვეთება. კი, ყველამ იცოდა, რომ დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით იყო მიყენებული, რომ ის გულის ინფარქტით არ მოკვდებოდა, მაგრამ ამ 4 თვის მანძილზე გამოძიებას არ გააჩნდა სიკვდილის მიზეზზე ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია – ექსპერტის დასკვნა; გამოძიებამ დოკუმენტალურად არ იცოდა რისგან მოკვდა შავაძე. ეს იურიდიული ნონსენსია და არა სასამართლო მედიკური. ამას გეუბნებით, როგორც იურისპრუდენციასთან მოსაზღვრე სპეციალობის მქონე პირი“. დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის დროს გამომძიებელმა 4 კითხვა დასვა, რაზეც პირველ ექსპერტიზაში პასუხი ვერ მიიღო – რა იყო სიკვდილის უშუალო მიზეზი? რამდენ ხანში დადგებოდა სიკვდილი? შეეძლო თუ არა როინ შავაძეს დაზიანებების მიღების შემდეგ ემოძრავა, ან შეესრულებინა რაიმე მოქმედება, ეყვირა, ან ელაპარაკა? აღნიშნული დაზიანების არსებობისას შეეძლო თუ არა როინ შავაძეს გონზე მოსვლა და რამდენი ხნით? “გამოძიებისთვის ალბათ, ღირებული იყო ეს შეკითხვები, რამეთუ 4 თვის შემდეგ ისევ დაისვა, რაზეც ექსპერტი პასუხობს, რომ გარკვეული დროის მანძილზე, შავაძეს შეეძლო გადაადგილება, გარკვეული მოქმედებების შესრულება; მოქმედებების შესრულებაში ექსპერტი გულისხმობს ყვირილსაც, ლაპარაკსაც, რასაც მე კატეგორიულად გამოვრიცხავ. იმაზე, შეეძლო თუ არა შავაძეს გონზე მოსვლა, პირველ ექსპერტიზაში არაფერია ნათქვამი, ხოლო მეორე ექსპერტიზის წარმოების დროს, ექსპერტი პასუხობს, რომ ამ საკითხის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. გვამის გამოკვლევის მონაცემებიდან და იმ დაზიანებებიდან გამომდინარე, რა დაზიანებებიც ამ პიროვნებას ჰქონდა მიღებული (გულის, ფილტვების, ღვიძლის, ნაწლავების), მე შემიძლია ცალსახად გიპასუხოთ, რომ შავაძეს გონზე მოსვლის არანაირი შანსი არ ჰქონდა, რადგან ეს დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო“, – ამბობს ალექსანდრე გეჯაძე. როინ შავაძის სიკვდილის მიზეზად, ექსპერტიზის დასკვნაში N2963/1 მითითებულია: “როინ შავაძის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული შინაგანი ორგანოების (გული, ფილტვები, ღვიძლი, ნაწლავები) დაზიანებებით, მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად“. ალტერნატიული სასამართლო სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განმარტებით, შავაძის სხეულზე ცეცხლნასროლი დაზიანებების რაოდენობის განსაზღვრა ტანსაცმლის ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზით სავსებით შესაძლებელია, მაგრამ არც ოჯახმა, არც ადვოკატმა არ იცის, ჩატარებულია თუ არა როინ შავაძის ტანსაცმელზე ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზა; მეტიც – მათ არც პრესა.გე–ს მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნები უნახავთ. ადვოკატმა რამინ პაპიძემ საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას მარტში თხოვნით მიმართა, ზომები მიეღოთ, იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალების გაცნობის საშუალებას კვლავ არ აძლევენ და რომ ციცინო შავაძე დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად. აპრილში ადვოკატს აჭარის პროკურატურიდან უპასუხეს, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს და ვინმეს ბრალეულობის გამოკვეთის შემდეგ გაირკვევა, ადვოკატის მიერ დასმული საკითხები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 (edited) ყველაზე საინტერესო აქ, მაიმუნას პიროვნებაა..... ეს კი თავად როინ შავაძე ერაყში: http://s53.radikal.ru/i142/1005/51/d4b3baeb1713.jpg Edited May 19, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 მაიმუნა კი არა და... ბაბუაგიორგი, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი რომ ვთქვა აპატრიდის სტატუსს ევროპაში ვერ გავქაჩავ? გეივსება საცაა ფიალა... აი არ მინდა საქართველოს მოქალაქეობა, ვტოვებ... არც ესპანეთის არ მინდა, არავისი მოქალაქეობა არ მინდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 ირუშას დაუძახეთ, წაიკითხოს, თორემ სულ განცვიფრებულია ამ საქმეს რომ ვახსენებთეგებ და გაიგოს რამე ბავშმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 აი კიდევ კადრები სვანეთში ჩატარებული სპეც ოპერაციის http://presa.ge/index.php?text=news&i=10936„თქვენი საჯიჯგნი არ არის სვანეთი, არა!“ არ ვიცოდი სად დამედო და არც თემის გახსნა მინდოდა. აქ დავდე. მოდით და ერთ თემაში შევაგროვოთ ხელისუფლების ძალადობის ფაქტები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 GeoStream ეს კადრები არის გადაღებული მესტიის ცენტრში - ცეტი ქვია იმ ბაღს რომელტანაც დგას საკრებულოს შენობაყოჩაღ ამის გადამღებსგოროზიასგან დონეცკის შემდეგ სხვას არცარაფერს არ ველოდიეს არის დანაშაული! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 გოროზიასგან დონეცკის შემდეგ სხვას არცარაფერს არ ველოდიkisa და რა ქნეს დონეცკში რო?მაგენი მასე, ღამღამობით, კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმის თანხლებით ისიც საკუთარი უიარაღო ხალხის წინააღმდეგ თუ ახერხებენ "ვჟკაცობას", თორე რისი უკანალიც აქვთ კი გამოჩნდა დონეცკში, "ხმაურით" ჩავიდნენ ძველი ახალი წლის აღსანიშნავად, არჩევნების ჩატარებამდე იჯდნენ სასტუმროებში ან ნაქირავებში, კოლექტიურად იქნიეს ჯიბის ბილიარდი ტუალეტში და კუდამოძუებულები ჩამოიპარნენ საქართველოში.იანუკოვიჩმა მადლობაც კი არ უთხრა გაწეული სამსახურის გამო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2011 პრესა.გე–მ როინ შავაძის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა სიახლე — თავფურცელი23:36 18.05.2010ვერსია პრინტერისთვის •დაამატე რჩეულებში •[ნინო მიქიაშვილი]პრესა.გე–მ როინ შავაძის ცხედრის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ორი დასკვნა – N1739/1–111 და N2963/1 მოიპოვა, რომელთა თანახმად, აგვისტოს ომიდან სახლში ორი დღის დაბრუნებული უფროსი სერჟანტი როინ შავაძე ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის მიერ მომზადებულ, ზემოხსენებულ დასკვნებთან დაკავშირებით, პრესა.გე გთავაზობთ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორი“–ს ხელმძღვანელის, ალექსანდრე გეჯაძის პოზიციას, რომელსაც სასამართლო მედიცინაში მუშაობის 32–წლიანი სტაჟი აქვს. როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე N170080069 წინასწარი გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა (ნარკოტიკული დანაშაული) და სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რის შესახებაც მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს კითხვებით 12 მარტს მივმართეთ, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ტელეფონით ვესაუბრეთ როინ შავაძის ოჯახის ინტერესების დამცველ ადვოკატს, რამინ პაპიძეს, რომელსაც საქმის მასალების გაცნობის საშუალებას ისევ არ აძლევენ. პრესა.გე როინ შავაძის ქვრივს, ციცინო შავაძესაც შეხვდა და ესაუბრა, რომელიც დაზარალებულად დღემდე არ უცვნიათ. ცხინვალის ომიდან სახლში 2 დღის დაბრუნებული როინ (რომა) შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს ბათუმის ცენტრში, ოქროს ბირჟასთან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს – ”ძირს დაგდებულ ქართველ ჯარისკაცს დაახლოებით 20 ნიღბიანი სპეცრაზმელი, რომ ურტყამდა, გვეგონა მტერი შემოვიდა და ჩვენი ოქროულობის ჩალაგება დავიწყეთ, პანიკაში ჩავვარდით; ისიც კი ვიფიქრეთ, ტყვედ არ აგვიყვანონ–თქო. ძალიან დაუნდობლად და საცოდავად აიყვანეს”, – ეს ამბავი მომხდარიდან სამი კვირის შემდეგ, ბათუმში ყოფნისას, თვითმხილველებმა გვიამბეს. ჯარისკაცის დაკავების ამბავი მის მეუღლეს ტელეფონით შეატყობინეს. მას ოჯახი სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. გვიან საღამოს, უბნის პოლიციის თანამშრომლებმა სახლში მყოფ შავაძეებს ქუჩიდან შესძახეს – “რომა რეანიმაციულ განყოფილებაშიაო“. საავადმყოფოში მისულებს ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში კი არა, პროზექტურაში დახვდათ, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად მყოფმა სამართალდამცავებმა ჯარისკაცის ქვრივსა და ნათესავებს ხმის ამოღება აუკრძალეს. მათზე ზეწოლა რამდენიმე თვის შემდეგ ტერორში გადაიზარდა – გაჩუმების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთავაზობდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ საქმეს იმჟამინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა საერთაშორისო რეზონანსი მისცა; შავაძის ოჯახისა და ნათესავების დატერორების ამბავზე პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი თარგამაძემ ილაპარაკა, ხოლო ჯარისკაცის ქვრივი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, თომას ჰამარბერგსა და საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ერიკ ფურნიეს შეხვდა და საქმის ვითარება გააცნო. ტერორი შეწყდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მკვლელობის წინა დღეს როინ შავაძეს კუდ–ის წარმომადგენელმა, გიორგი ჩიქოვანმა, მეტსახელად “მაიმუნამ“ (გავრცელებული ინფორმაციით, კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას დავალებების უშუალო შემსრულებელმა) მიაკითხა, აჭარის კუდ–ის შენობაში მიიყვანა და ნახევარ საათში უკან დააბრუნა – “რა ხდება-მეთქი, - ვკითხე მეუღლეს. “მე ეს ხალხი არ მომწონს. რაში სჭირდებოდათ ჩემთან იარაღით მოსვლა?! სამინისტროში მიმიყვანეს; ერთ-ერთ კაბინეტში ჩემთვის უცხო კაცი იჯდა. “მოვიყვანე და კითხეო”, - უთხრა მას “მაიმუნამ”. “მერე და ვინ დაგავალა მისი მოყვანა, ან რა უნდა ვკითხოო?!”, - ხელები გაშალა იმ კაცმა”. გზაში “მაიმუნას” უკითხავს - “თუ იცი რამდენია მკვდარიო?” ამის გამო რომა აღელვებული იყო - “მე რა, მკვდრებს ვითვლიდი, თუ სათვალავად ვყავდი გაშვებული? ეს რატომ მკითხეს, რა უნდათ ჩემგანო?!” რომამ მითხრა - “უკან რომ წამომიყვანეს, ისინიც მაყუჩიანი იარაღებით იყვნენ და აღმოსავლური კილო ჰქონდათ. ნუთუ უნდა მომკლანო?!” რატომ უნდა მოგკლან-მეთქი, - ვკითხე შეშფოთებულმა, რაზეც მომიგო: “მე არაფერი არ ვიცი, მე არაფერი გამიკეთებიაო”. როინ შავაძის დაკრძალვამდე მისი ცხედარი ოჯახის ახლობელმა ექიმმა დაათვალიერა. ჩვენ მას როინ შავაძის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ შევხვდით და ვესაუბრეთ. გთავაზობთ მის ნაამბობს, მაგრამ ვინაობას, როინ შავაძის ოჯახის თხოვნით ვერ ვასახელებთ: “წინა მხრიდან 22 შემავალი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მთელ სხეულზე – ჰემატომები. მარცხენა ბარძაყი მოტეხილი იყო, ოღონდ ამას ტყვიას ვერ დავაბრალებ - აშკარად ეტყობოდა, რომ მოტეხეს. მარცხენა ხელი, შუა მკლავთან წრეზე შემოკერილი და დამოკლებული ჰქონდა, მარჯვენა ხელი - მოტეხილი. თავის არეში მარცხენა ყურიდან მარჯვენამდე მთლიანად გადაკერილი იყო; ნატყვიარი არ ჩანდა და რატომ, არ ვიცი. ეტყობოდა რომ სახეში “დუბინკა”, ან სხვა რამ ჰქონდა ნარტყამი. ნიკაპზე, მარცხენა მხარეს 12 ნაკერამდე ჰქონდა, მაგრამ არა ტყვიისგან მიყენებული ჭრილობით. მარცხენა ხელზე 2 თითი მოტეხილი და გადაგლეჯილი, კანზე იყო ჩამოკიდებული. სავარაუდოდ ხერხემლის მეშვიდე მალა ჩატეხილი ჰქონდა; კისრის გადატეხვა ალბათ მაშინ მოხდა, როცა აიყვანეს, რადგან თავად ძალიან დიდი და ფიზიკურად ძლიერი იყო და თუ უკნიდან არ მიეპარებოდნენ, ისე ვერ წააქცევდნენ. დაახლოებით 5 ავტომატი მაინცაა ნახმარი, ზოგი ტყვია ახლოდანაა მოხვედრილი, ზოგი შორიდან - ჩემი აზრით, ნაწვალებია და მერე დაცხრილული”. ჯარისკაცის ქვრივი, ციცინო შავაძე ამბობს, რომ ცხედარზე მთლიანობაში 84 ნატყვიარი დათვალეს. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე გეჯაძე განმარტავს, რომ ოჯახის წევრების და ექიმის მიერ დათვლილ ნატყვიარებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს – “მე მხოლოდ და მხოლოდ იმ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით შემიძლია ვისაუბრო, რომელიც თქვენ მომაწოდეთ“. აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურში, როინ შავაძის ცხედრის ექსპერტიზა (N1739/1–111) პირველად 2008 წლის 16 აგვისტოს დაიწყო და იმავე წლის 21 ოქტომბერს დამთავრდა. დამატებითი ექსპერტიზა 2008 წლის 16 დეკემბერს დაინიშნა და ორ თვეში – 2009 წლის 18 თებერვალს დასრულდა (N2963/1). ექსპერტიზა ორივე შემთხვევაში მამუკა მეტრეველმა ჩაატარა, რომელსაც სასამართლო მედიცინაში 21–წლიანი სტაჟი აქვს. ექსპერტიზის პირველი დასკვნის აღწერილობითი ნაწილის შესწავლის შემდეგ, ალექსანდრე გეჯაძე ცალსახად ამბობს, რომ ცეცხლნასროლი დაზიანებების რაოდენობაზე, სროლის მანძილსა და სროლის მიმართულებაზე (ანუ ცეცხლნასროლი დაზიანებები წინიდან უკან განვითარდა, უკნიდან წინ თუ როგორ), არამც თუ კატეგორიული, არამედ, სავარაუდო დასკვნების გამოტანაც კი შეუძლებელია, მარტივი მიზეზის გამო – ცეცხლნასროლ დაზიანებებთან დაკავშირებით, ექსპერტს ადეკვატური, სრულყოფილი პასუხი გაცემული არ აქვს; სათანადოდ არ არის აღწერილი და დასაბუთებული ცეცხლნასროლი დაზიანებების ყველა ის დამახასიათებელი ნიშანი, რაც ექსპერტს საშუალებას მისცემდა დაედგინა, რამდენი ცეცხლნასროლი დაზიანება იყო, სად იყო განლაგებული ტყვიის შესავალი ხვრელი, სად გამოსავალი. პრესა.გე–ს კითხვაზე – ეს უვიცობის შედეგია, თუ შეგნებულადაა გაკეთებული? დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი პასუხობს – “ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტის სამუშაო სტაჟი არის 21 წელი და დანარჩენი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია“. როინ შავაძის მკვლელობის საკითხზე კომენტირებისას, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციაში, მათ შორის ჩვენთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ “თითქოს ეჭვი მიიტანეს, რომ შავაძე მოწინააღმდეგესთან თანამშრომლობდა. ის დააპატიმრეს და თბილისში გადაყვანის დროს, გაქცევის მცდელობისას დაიღუპა”. როინ შავაძის მკვლელობის ადგილად ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, ქობულეთი–ოზურგეთის საავტომობილო გზასთან არსებული აჭარა–გურიის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი. ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული არაოფიციალური ვერსია 3 მიზეზის გამოა არადამაჯერებელი: 1. თუ როინ შავაძე მოწინააღმდეგესთან მართლაც თანამშრომლობდა, მაშინ წაგებული ომის მთავარსარდლებმა სამაგალითოდ რატომ არ გაასამართლეს და დასაჯეს, როგორც მოღალატე? რა შუაშია იყო მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა ნარკოტიკული დანაშაულის მუხლით?! 2. გზიდან როგორ უნდა გაქცეოდათ ადამიანი, რომელსაც ოქროს ბირჟასთან, დაკავების დროს, ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ლამის სული ამოხადეს, ისე ცემეს?! 3. დავუშვათ, მართლაც გაექცათ – მაშინ რატომ არ არის ექსპერტიზის დასკვნაში ტყვიის მიმართულება დაფიქსირებული?! თუ გაქცევის ვერსია უტყუარია, მაშინ ჯარისკაცს ტყვიებიც უკნიდან უნდა ჰქონდეს მოხვედრილი, რაც ექსპერტიზის დასკვნაში არ წერია. გამომძიებელს ექსპერტიზის წინაშე არც პირველად დაუსვამს კითხვა სროლის მიმართულების შესახებ და ეს არც დამატებითი ექსპერტიზის დროს გაუკეთებია. დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის აზრით, შავაძის ცხედარზე არსებულ “სხვა სახის დაზიანებებზე“ დასკვნაში სრულფასოვანი პასუხია გაცემული: “ექსპერტს ადეკვატურად უწერია, რომ ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები არის სხეულის ბლაგვი ტრავმა. გამომძიებელი ექსპერტს, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში არ ეკითხება, თუ რითია ეს დაზიანებები მიყენებული, მაგრამ ექსპერტი ადეკვატურად პასუხობს, რომ ეს დაზიანებები რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნების მოქმედებითაა მიყენებული. ამ დაზიანების მიღება დაცემით შეეძლო, თუ მაგალითად ცემის დროს, ამას გამომძიებელი არ ეკითხება. და თუ არ ეკითხება, ამ შემთხვევაში ექსპერტი ვალდებული არ იყო ამ ორ შეკითხვაზე პასუხი გაეცა. რადგან ახლა თქვენ მეკითხებით, გპასუხობთ – ეს დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო ცემის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს და ნებისმიერ სხვა რეჟიმში, მაგრამ ცალსახაა, რომ ამ დაზიანებებს შავაძე საკუთარი სხეულის სიმაღლიდან ერთჯერადი დაცემით ვერ მიიღებდა“. ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რასაც გამოძიება ექსპერტს უსვამს, როინ შავაძის გარდაცვალების მიზეზის დადგენაა. ექსპერტიზის პირველ დასკვნაში, ჩამოთვლილ 11 კითხვას შორის რიგით მესამეა – “რა არის როინ შავაძის სიკვდილის უშუალო მიზეზი?“ ალექსანდრე გეჯაძე: “პირველი ექსპერტიზის გაფორმებისას ექსპერტს არ დაუფიქსირებია შავაძე რისგან გარდაიცვალა, რა იყო სიკვდილის უშუალო მიზეზი, რასაც გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. თუ რატომ მოხდა ეს, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ ეს არის ყველაზე მთავარი, რისთვისაც პროზექტურაში გვამი სასამართლო მედიკური წესით იკვეთება. კი, ყველამ იცოდა, რომ დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით იყო მიყენებული, რომ ის გულის ინფარქტით არ მოკვდებოდა, მაგრამ ამ 4 თვის მანძილზე გამოძიებას არ გააჩნდა სიკვდილის მიზეზზე ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია – ექსპერტის დასკვნა; გამოძიებამ დოკუმენტალურად არ იცოდა რისგან მოკვდა შავაძე. ეს იურიდიული ნონსენსია და არა სასამართლო მედიკური. ამას გეუბნებით, როგორც იურისპრუდენციასთან მოსაზღვრე სპეციალობის მქონე პირი“. დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის დროს გამომძიებელმა 4 კითხვა დასვა, რაზეც პირველ ექსპერტიზაში პასუხი ვერ მიიღო – რა იყო სიკვდილის უშუალო მიზეზი? რამდენ ხანში დადგებოდა სიკვდილი? შეეძლო თუ არა როინ შავაძეს დაზიანებების მიღების შემდეგ ემოძრავა, ან შეესრულებინა რაიმე მოქმედება, ეყვირა, ან ელაპარაკა? აღნიშნული დაზიანების არსებობისას შეეძლო თუ არა როინ შავაძეს გონზე მოსვლა და რამდენი ხნით? “გამოძიებისთვის ალბათ, ღირებული იყო ეს შეკითხვები, რამეთუ 4 თვის შემდეგ ისევ დაისვა, რაზეც ექსპერტი პასუხობს, რომ გარკვეული დროის მანძილზე, შავაძეს შეეძლო გადაადგილება, გარკვეული მოქმედებების შესრულება; მოქმედებების შესრულებაში ექსპერტი გულისხმობს ყვირილსაც, ლაპარაკსაც, რასაც მე კატეგორიულად გამოვრიცხავ. იმაზე, შეეძლო თუ არა შავაძეს გონზე მოსვლა, პირველ ექსპერტიზაში არაფერია ნათქვამი, ხოლო მეორე ექსპერტიზის წარმოების დროს, ექსპერტი პასუხობს, რომ ამ საკითხის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. გვამის გამოკვლევის მონაცემებიდან და იმ დაზიანებებიდან გამომდინარე, რა დაზიანებებიც ამ პიროვნებას ჰქონდა მიღებული (გულის, ფილტვების, ღვიძლის, ნაწლავების), მე შემიძლია ცალსახად გიპასუხოთ, რომ შავაძეს გონზე მოსვლის არანაირი შანსი არ ჰქონდა, რადგან ეს დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო“, – ამბობს ალექსანდრე გეჯაძე. როინ შავაძის სიკვდილის მიზეზად, ექსპერტიზის დასკვნაში N2963/1 მითითებულია: “როინ შავაძის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული შინაგანი ორგანოების (გული, ფილტვები, ღვიძლი, ნაწლავები) დაზიანებებით, მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად“. ალტერნატიული სასამართლო სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განმარტებით, შავაძის სხეულზე ცეცხლნასროლი დაზიანებების რაოდენობის განსაზღვრა ტანსაცმლის ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზით სავსებით შესაძლებელია, მაგრამ არც ოჯახმა, არც ადვოკატმა არ იცის, ჩატარებულია თუ არა როინ შავაძის ტანსაცმელზე ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზა; მეტიც – მათ არც პრესა.გე–ს მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნები უნახავთ. ადვოკატმა რამინ პაპიძემ საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას მარტში თხოვნით მიმართა, ზომები მიეღოთ, იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალების გაცნობის საშუალებას კვლავ არ აძლევენ და რომ ციცინო შავაძე დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად. აპრილში ადვოკატს აჭარის პროკურატურიდან უპასუხეს, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს და ვინმეს ბრალეულობის გამოკვეთის შემდეგ გაირკვევა, ადვოკატის მიერ დასმული საკითხები.ამ საქმეზე ალბათ ყველაზე მეტად აქ მე ვიცი, არ მეგონა თუ ეგ თემა აქ იყო და მეც გავხსენი ასეთი ცალკე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 5, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2011 verusiამ საქმეზე ალბათ ყველაზე მეტად აქ მე ვიცი, არ მეგონა თუ ეგ თემა აქ იყო და მეც გავხსენი ასეთი ცალკე. ძალიან შავ-ბნელი საქმემალავენ და აიგნორებენ განგებძალიან მაინტერესებს , თან მეცოდება ეს ადამიანი და მისი ოჯახი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted May 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2011 verusiამ საქმეზე ალბათ ყველაზე მეტად აქ მე ვიციმე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი...... მე მხოლოდ ის ვიცი რასაც ტვ-ებში გვაჩნებდნენ და რაც პრესაში იწერებოდა.სამწუხაროდ არ არის დამაკმაყოფილებელი ინფორმაცია, ბევრი კითხვებია, მაგრამ პასუხის გამცემიც მგონი არავინაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2011 ყველაზე საინტერესო აქ, მაიმუნას პიროვნებაა.....აბეზიანა, სინ ოსლა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2011 verusi მე მხოლოდ ის ვიცი რასაც ტვ-ებში გვაჩნებდნენ და რაც პრესაში იწერებოდა.სამწუხაროდ არ არის დამაკმაყოფილებელი ინფორმაცია, ბევრი კითხვებია, მაგრამ პასუხის გამცემიც მგონი არავინაა. როინი და მე ერთ ბატალიონში ვმსახურობდით 23 ეს შტაბში მე 2 ე ბრიგადაში.ინტერვიუც მაქვს მის საქმეზე მინაცემი ლეჟავას გადაცემაში.მაშინ მარტო მე დავეთანხმე ოჯახის მისი თხოვნით ინტერვიუს.სხვები იმალებოდნენ და გასვენებაშიც კი არ მივიდნენ.660 კაციდან მარტო მე ვიყავი დასაფლავებაზე.ესეც არის ერთერთი მიზეზი, რის გამოც ასეთი საქმეები არ იხსნება.შიში იმ ხალხის, ვისაც რაიმე ჩვენების მიცემა შეეძლო, მაგრამ დაიმალენ. მათ შორის იმათიც, ვინც მის სიკვდილს შეესწრო.ის არ უწამებიათ დაკავების მერე, არც დაუკავებიათ ცოცხალი. ის მოკლეს ისე ცემაში ოქროს ბირჟის წინ და მერე მკვდარი წაიყვანეს და დახვრიტეს ქაქუთთან ჩაის პლანტაციაში.მის ცემაში ბევრმა იქვე მყოფმა ადგილობრივმა სამოქალაქო პირებმაც მიიღეს მონაწილეობა მას მერე, როცა ჯერ საშველად მისულებს სპეცრაზმელებმა, რომლებიც სცემდენ სასტიკად უკვე იქვე მოედანზე მას, უთხრეს ხალხს ის, რომ ის თითქოს კოორდინეტებს აძლევდა როინი რუსეთის პილოტებს პორტის დასაბომბად.ამის მერე გაშმაგებული ხალხიც დაესია მას და ჩაქოლეს. მანქანაში მერე მკვდარი ჩადვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს გვამი.ამის მერე 2 საათში ნახეს ქაქუთთან მკვდარი, თითქოს გაქცევის მცდელობის დროს ბადრაგმა მოკლა.იმდენად სულელური ვერსიაა ეგ რომ თავშივე ბათილდება, მაგრამ ამაზე რატომღაც არ ამახვილებენ ყურადღებას. სად მიყავდათ ნეტა ბათუმში დაკავებული დამნაშავე მაშინ, როდესაც დასავლეთ საქართველო ჯერ რუსებს ქონდათ დაკავებული და რიკოთის უღელტიხელს აკონტროლებდენ ჯერ.თბილისშიო გეტყვიან, მაგრამ რა საჭირო იყო ნარკოტიკების გამყიდველის თბილისში ისე სასწრაფოდ გადაყვანა როდესაც გზაც არ იყო გახსნილი ჯერ? ან რატომ გოდერძის უღელტეხილის მხრიდან არ წაიყვანეს?თუ ასე საჭირო იყო.თან პირველი რასაც აბრალებდენ მას ეს იყო სამშობლოს ღალატი. ეს გივი თარგამაძემაც დაადასტურა თავისი სულელური გამოხტომით პარლამენტის სხდომაზე, როდესაც კომისია იქმნებოდა ამ საქმის გამო. ენამ გაუსწრო მოვლენებს როგორც ყოველთვის, ვიცოდით მოღალატე იყოო უფრო ადრეო და ვაკვირდებოდითო.ამ განცხადებაზე სერიოზული ძალიან სამხედრო დანაშაულის გამოძიება შეიძლება დაიწყონ ნორმალურ ქვეყანაში რომ ხდებოდეს. კერძოდ ის, რომ იცოდნენ მოღალატე იყო და მისცეს საშუალება ყოფილიყო საბრძოლო მოქმედებების ზონაში. რასაც შეიძლება გამოეწვია ის ვითარება, რომელიც შეექმნა საქართველოს ჯარებს კავშირგაბმულობის გათიშვის მერე, როდესაც რუსებმა გაშიფრეს და ჩაახშვეს ჩვენი სამხედრო სიხშირეები.თუ მოღალატე იყო, დაზვერვის, შტაბის სერჟანტს ხომ შეეძლო გაეცა ის სიხშირეები? ჰო და ვისი ბრალი იქნებოდა ეგ? მაგრამ რომას მოღალატეობა თავშივე გამორიცხეთ, მას ძალიან კარგად ვიცნობდი, თითქმის 24 საათი ერთად ვიყავით.გარდა ამისა სხვები რომ პანიკაში გარბოდნენ, რამოდენიმე დაჭრილი ჯარისკაცი გამოიყვანა ბრძოლის ველიდან მიტოვებული ლენდროვერით და იარაღი.ოფიცრების გვარებიც მითხრა მაშინ, მაგრამ არ მახსოვს, ერთი კაპიტანი იყო ბრიგადის შტაბის ვიცი, რომელიც თბილისის გოსპიტალში დატოვა სხვებთან ერთად და მერე პირველ ბრიგადას ჩააბარა ის მანქანაც და იარაღიც რაც ზედ ქონდა.ამის დამადასტურებელი აქტი იქნება აუცილებლად. იარაღს არავინ არც დაიტოვებდა და ასეთი აქტის გარეშე არც რომა ჩააბარებდა. გამოცდილი ჯარისაკაცი იყო, ასლან აბაშიძის სპეცრაზმშიც ოფიცრად იყო ადრე. რომ მოკლეს ეს ერთია, მაგრამ აი რისთვის მოკლეს, ეგ უკვე უნდა იყოს ძიების საქმე.რადგან ვთლი რომ ძალიან სერიოზულ დანაშაულს ფარავენ მისი მკვლელობით.მე წინა დღეს ვნახე სიკვდილამდე და ვერ მოასწრო თქმა ჩემთვის. უნდოდა ეთქვა, მაგრამ მე გავაჩერე, ხვალ გნახავ და მერე ვილაპარაკოთთქო.ის კი თქვა, რომ როგორც ბატალიაონი შეიკრიბება, ზოგიერთის დედას ვიზამო... მწარედ იგინებოდა იმაზე, თუ რა მოხდა ცხინვალში. ეს რა გააკეთეს ამ სირებმაო.. ეხლა ეს უკვე კითხვითი ნიშნების ქვეშაა და ამის გაგებაც შეიძლება თუ კი მკვლელობის გამოძიოება წავა სწორი მიმარტულებით.მაგრამ აქ არის გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორები როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე იმ ადვოკატის, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების მხრიდან, ვისაც ამ ოჯახის ტრაგედიის თავისი ინტერესბისთვის გამოყენება უნდათ.მე კი მხოლოდ ვერსიები შემიძლია მივაწოდო სხვას, დავაკვალიანო თუ სად ეძებონ მოწმეები მისი მკვლელობის ოქროს ბირჟასთან და რატომ მოკლეს რომა. რაც უკვე არა ერთხელ მითქვამს, მაგრამ ეგ ლეჟავას გადაცემაშიც არ აჩვენეს, ამოჭრეს ეგ ნაწილი, სადაც მისი მკვლელობის ერთერთ დაინტერესებულ და სესაძლო მხარედ აბაშიძის ყოფილ მომხრეებს ვასახელებ, რომლებიც დღესაც არიან ძალოვან სტრუქთურებში, ზოგი გაშიფრული, ზოგი კიდო გაუშიფრავი.ანუ ის მე 5ე კოლონა, რომელიც იმ დროს ბევრს ცდილობდა ადგილზე ეგრეთ წოდებული მომხრეების ძებნას და სამხედრო მოსამსახურეების გადაბირებას, შემდეგ კი რუსეთის მიერ ოკეპაციის წარმატებით დასრულების დროს ასლან აბაშიძის მმართველობის აღდგენა სურდათ.მას მკვლელობის დილის წინ ღამით მიაკითხეს და წაყვანილიც ყავდათ გასასაუბრებლად და უკანაც მოიყვანეს სახლში და მერე დილით უცებ ეცემიან თავს და კლავენ..მაშინ არ დამიჯერეს და ამის მერე 2 ოპერაცია ჩაატარეს "ენვერის" სახელით. ყოფილან ესეიგი და რატომ გამორიცხეს ასეთი ხალხის მონაწილეობა რომას მკვლელობაში მას მერე, როცა თანამშრომლობაზე ვერ დაითანხმეს? ზედმეტი მოწმე ხო არ მოიცილეს? ან იციან კარგად ყველაფერი ამ ხელისუფლებაში, მაგრამ იმ ხალხთან უბრალოდ თანამშრო,ლობენ დღეს და ორმაგ აგენტებად იყენებენ და ყავთ კონტროლის ქვეშ ძალოვან უწყებებში. ეგ თუ კონტროლის ქვეშ არიან და თუ არა???და არის ერთი ვერსიაც კიდო. სახელმწიფო დანაშაული ეგრეთ წოდებული მოღალატეების გამოვლინება და მათი სასამართლოს გარეშე ლიკვიდაციის ბრზანება, რომელსაც უბრალოდ სამსახურეობრივი გულგრილობის თუ არაპროფესიონალოზმის გამო დაშვებულ შეცდომას შეეწირა რომა სავაძე. ანუ ჯერ მოკლეს, სიმართლე მერე გამჟღავნდა, მაგრამ ეხლა ვიღაც ხომ უნდა დაისაჯოს უდანაშაულო კაცის მოკვლისთვის და ვის დასჯიან? ვისაც სეეშალა და რაღაც არ გაითვალისწინა, შეცდომით მიიტანეს ეჭვი, თუ ვინც გასცა ბრძანება სასამართლოს და ხმაურის გარეშე მოღალატეების ლიკვიდაცია, და მერე ვინც შეასრულა? რომელს დასჯიან დღეს და ვის გადაატეხენ თავზე ყველაფერს და გაჩუმდება კი მერე უბრალო შემსრულებელი? ნუ ვისგანაც მოდიოდა ასეთი ბრძანება, მას ნაღდად ვერ დაიჭერენ ჯერ)) რადგან მაშინ მიშაა დასაჭერი და მერაბიშვილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2011 verusiჩემი აზრით ესის კი თქვა, რომ როგორც ბატალიაონი შეიკრიბება, ზოგიერთის დედას ვიზამო... მწარედ იგინებოდა იმაზე, თუ რა მოხდა ცხინვალში. ეს რა გააკეთეს ამ სირებმაო.. აბაშიძის, გადაბირებისა და შეცდომით მკვლელობის ვერსიებს გამორიცხავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2011 verusiჩემი აზრით ეს აბაშიძის, გადაბირებისა და შეცდომით მკვლელობის ვერსიებს გამორიცხავს.არ გამორიცხავს, რადგან 23ე ბატალიონი ძირითადად აბაშიძის დროს მომზადებული ეგრეთ წოდებული "ობრ"ის რაზმის, ნეტკაჩოვის მომზადებული ჯარისკაცები იყვნენ და ასლანის ყოფილი სპეცრაზმი.რომა კი თვითონ დაზვერვაზე მუშაობდა, კონტრდაზვერვაზე.მას რამოდენიმე რუსის ოფიცერი ყავდა გადმობირებული მივლინებების დროს (აგზავნიდენ ხშირად კონფლიკტის ზონაში როგორც დამკვირვებელ ოფიცერს) და ინფორმაციის მოპოვებაზე მუშაობდა.შესაბამისად იმ ოფიცრების ნომრებიც ქონდა და ეკონტაქტებოდა. და ეს ჩვენთან იცოდნენ სამხედრო ხელმძღვანელობამ.ამისთვის დაჯილდოებულიც იყო.შემდეგ კი პირველი ბრალდება რაც წაუყენეს იყო ის, რომ მისი ზარი დააფიქსირეს რუსეთის ოფიცრებთან და ამაში დასდეს ბრალი.ასე რომ თავად განსაჯე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2011 (edited) და საერთოდ მის ირგვლივ მიზანმიმართული ჭორების აგორება იყო, მეც შევესწარი ერთერთი ასევე ყოფილი სპეცრაზმელი როდესაც მას ბრალს დებდა, თითქოს მისი თვალით ნახა ბლოკნოტი ჯერ ტყვე რუსი ოფიცრის, სადაც რომას ნომერი ეწერა. მერე კი მე რომ მივაწექი რა სისულელეს ამბობ, არანაირი ბლოკნოტი არ ყოფილა და მხოლოდ ზარი იყო დაფიქსირებული და ამით დააბრალესთქო, იმ ჯარისკაცმა აბა მე რა ვიცი, ასე ამბობენო...ჯერ ამბობდა თვითონ ვნახეო, მერე კი ამბობენ სხვებიო.. თან გივი თარგამაძის გამოხტომა პარლამენტში ვიცოდითო რომ თქვა და ვაკვირდებოდითო, ეგეც ამაზე მიუთითებს. მათ უბრალოდ ზარები დააფიქსირეს შეიძლება შესული გამოსული და თუ რატომ იყო ეს ზარები და ვისი სამსახურისთვის მუშაობდა აღარ გადაუმოწმებიან ეტყობა. თუ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე (და ამათგან არც გამიკვირდება) მერე კი გენშტაბის უფროსმა და ცალკე ბრიგადის ხელმძღვანელობამ უარყვეს ასეთი ბრალდება თარგამაძის მხრიდან და სავაძესთან არანაირი პრეტენზია არ გვქონდაო.მეტიც! რომა იმ დღეებში დააწინაურეს, მე5ე ბრიგადის შტაბში გადაიყვანეს ბრძანებით 23ე ბატალიონის შტაბიდან.ანალიზი თვითონ გააკეთეთ. Edited May 6, 2011 by verusi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.