shamili Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 (edited) ინტერვიუ ბატონ ვაჟა ადამიასთან ხელისუფლების დღევანდელი საგარეო კურსი რამდენად შეესაბამება ,,მერაბ კოსტავას საზოგადოების~ პოლიტიკურ კურსს და რა კორექტივები შეიძლება შეიტანოთ თქვენ ამ კურსში?ვაჟა ადამია: ხელისფლების საგარეო კურსი, რაოდენ აბსურდულადაც უნდა ეჩვენოს ვინმეს, დაუახლოვდა ,,მერაბ კოსტავას საზოგადოების~ საგარეო კურსს. ადრე ხელისუფლებას აშკარად გამოხატული პრორუსული კურსი ჰქონდა. თავისი მოღვაწეობის დასაყისში პრეზიდენტ მ. სააკაშვილს არაერთხელ ღიად განუცხადებია ამის შესახებ. მ. სააკაშვილი თავიდან დიდი ნავთობსადენის მშენებლობის წინააღმდეგი იყო. როცა კრემლმა მეტი და მეტი დათმობა მოინდომა, საქართველოს ხელისუფლებას ნაკლები შანსი დარჩა, დასავლეთთან ინტეგრირების გარდა სხვა არჩევანი რუსეთმა მას არ დაუტოვა! ამდენად ხელისუფლება დაუახლოვდა ,,მერაბ კოსტავას საზოგადოების~ საგარეო კურსს, რომელიც ყოველთვის იყო და არის პროდასავლური ორიენტაციის, გამორჩევით კი აქცენტი გაკეთებული გვაქვს შეერთებულ შტატებზე. ევროპას არაერთხელ დაუზარალებია საქართველო, თუნდაც 1918-1921 წლები გავიხსენოთ. ევროპა რომ მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო, საქართველო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა და რუსეთი ვერ გაბედავდა მის ოკუპირებას და ანექსირებას. ილია ჭავჭავაძე ამბობდა: ,,ისმინეთ ქართველებო, არა ევროპა, არა რუსეთი, არამედ ამერიკა იქნება ახლო მომავალში მსოფლიო ლიდერი~. საფუძველი არა გვაქვს, ილიას არ ვერწმუნოთ, მით უმეტეს ფაქტი სახეზეა!_ ამ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით რაში შეიძლება გააკრიტიკოთ ხელისუფლება?ვაჟა ადამია: დაშვებული შეცდომების ერთი ხელის დაკვრით გამოსწორება შეუძლებელია. სტრატეგიული თუ ნაკლებად სტრატეგიული ობიექტები მიყიდულია რუსეთზე. Aამით კი რუსეთს მანიპულირების საშუალება მიეცა. თუ ადრე რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები ჰქონდა და მისი სპეცსამსახურები იქიდან მოქმედებდნენ, დღეს საწარმო-დაწესებულებებში ბევრად დახვეწილი სადაზვერვო უწყებები მოქმედებენ. დაზარალებულები მეტად ვართ, ერთ-ერთი ასეთი იყო ,,თელასი~, რომელმაც პროვოკაცია მომიწყო 2005 წელს. მაშინ ხმამაღლა განვაცხადეთ ამის თაობაზე. ხელისუფლება იძულებული გახდა ,,თელასში~ მოკალათებული აგენტების ერთი ნაწილი საქართველოდან გაეძევებია. გასხვისებული ქონების დაბრუნება დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თავისი მოღვაწეობის დასაწყისში მ. სააკაშვილმა განაცხადა – ჯერ პუტინს უნდა ჩამოვართვა ხელი, შემდეგ ბუშსო. ამასობაში კი დრო დაიკარგა. ჩNN-ს სააკაშვილმა განუცხადა, დროა მსოფლიომ გაიღვიძოსო, მე მესმის, რომ მას სურდა მეტი ყურადღება ყოფილიყო მოპყრობილი საქართველოსადმი. დაკარგული დრო სურს შემოაბრუნოს დასავლეთის მხრივ საქართველოსადმი მხარდასაჭერად, მაგრამ ახლა ამის გაკეთება ძნელია. საგარეო პოლიტიკაში ხელისუფლებას, აშკარაა, რომ რესურსი არ ჰყოფნის. გუშინ მას უსმენდნენ, ღებულობდნენ, დღეს კი ეს რესურსი ამოწურულია. სამოქმედო დიაპაზონი შემცირებულია. ჯანმრთელი ოპოზიციაც არ ჰყავს, არც პარლამენტში და არც პარლამენტს გარეთ. Dდღეს მიიჩნევა, რომ ნოღაიდელი და ბურჯანაძე ხელისუფლების პროდუქტია. ხელისუფლება მათ დასავლეთის გასააქტიურებლად იყენებს; ხედავთ, ძლიერდება ოპოზიციის პრორუსული ფრთა და შესაძლოა, ბიშკეკის ვარიანტი დატრიალდეს, არც უკრაინის ვარიანტია გამორიცხული. ამიტომ მხადრაჭერისაკენ მოუწოდებს დასავლეთს._ ნამდვილად საპირწონედ იყენებს ხელისუფლება ნოღაიდელსა და ბურჯანაძეს?ვაჟა ადამია: ვერ გეტყვით, გუშინდელი პატიმარი, ათი დღის წინ განთავისუფლებული ციხიდან, ამას ხელაღებით ვერ იტყვის. ცოტაოდენი დრო მესაჭიროება, რათა უფრო ღრმად გავაანალიზო, თუ რა ხდება. Mმ. სააკაშვილი დღევანდელ ციხეს ევროპულს უწოდებს, მაგრამ მას ევროპულისა არაფერი სცხია, პირიქით! მე ვურთიერთობდი მერაბ კოსტავასთან, როცა მას სხვადასხვა ვადის პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. კომუნისტების ციხეში არ იყო ისეთი დაუნდობლობა და პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობა, როგორც დღევანდელ ციხეშია. პატიმრებისადმი ციხის ადმინისტრაციის დამოკიდებულება კი არ მაქვს მხედველობაში, არამედ დაწესებული რეჟიმი, იმდენად დესპოტურია, რომ არ შეედრება კომუნისტურს. Mმე მერაბის მეზობელი და მეგობარი ვიყავი და საპატიმროში შესვლა შეზღუდული არ მქონდა. ჩემს ცოლ-შვილს ჩემი ნახვის საშუალება არ მისცეს ორწელიწადნახევრის მანძილზე.მივუბრუნდები პოლიტიკურ ვითარებას – ნოღაიდელი, რომელიც წარმატებული ფინანსთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო ბურჯანაძე ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ერთიც და მეორეც დღეს პუტინს ხვდებიან, ეს ხელისუფლების მიერ დასავლეთისათვის სასწორის გაკეთებას ჰგავს. დღეს ხელისუფლებას ძალიან უჭირს!_ უჭირს იმიტომ ხომ არა, რომ ბუშის პრეზიდენტობის დროს მეტი აქტიურობა და მხარდაჭერა ჰქონდა და ახლა ობამას პერიოდში ნაკლები? ასევე მინდა გაანალიზოთ, გერმანიისა და საფრანგეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.ვაჟა ადამია: ბუშმა პუტინს რომ ჩახედა თვალებში, უძირო შესაძლებლობები დაინახა. ბოლოს გაცივდა ურთიერთობები.. ამერიკელ რესპუბლიელებს აქტიური საგარეო პოლიტიკა აქვთ. დემოკრატებს აქცენტი საშინაო პრობლემზე გადააქვთ. რესპუბლიკელები დემოკრატებს ვეებერთელა დეფიციტებს ახვედრებდნენ, დემოკრატები აღმოფხვრიან საფინანსო დეფიციტს, ძირითადად ისინი საშინაო პოლიტიკაზე სპეციალიზდებიან. რესპუბლიკელები საგარეო ბაზრებს იპყრობენ და დემოკრატებს საშუალებას აძლევენ ამ ბაზრებიდან სარგებელი ანახონ ქვეყანას. კლინტონ-ლევინსკის ურთერთობის გამომზეურებით რესპუბლილელებმა დემოკრატები აიძულეს ბალკანეთში მოეგვარებინათ საკითხები. ამის შემდეგ ვიცოდით, რომ ჩვენი რიგი დადგებოდა. გაზეთ ,,სარანგში~ ითქვა, მოდელირებული ქრონიკა, რომელიც მსოფლიოში დიდი ხმაური გამოიწვია და დაგმო ყველამ, ჩვენი აზრით, იყო ხელისუფლების იძულებითი ნაბიჯი, რათა დაეხატა მსოფლიოსათვის რას აპირებდა რუსეთი საქართველოში. ჩვენ ამან რუსეთის მხრიდან ახალი აგრესია აგვაცილა, მართალია, ფორმა ამ სიუჟეტისა თითქმის ყველამ დაგმო, მაგრამ ხელისუფლებას რუსეთის აგრესიის შეჩერების სხვა გზა არ გააჩნდა. ,,მოდელირებული ქრონიკის~ დემონსტრირებაზე დასავლეთის რეაქციამ აღკვეთა რუსეთის ახალი აგრესია! გაგიგიათ სადმე, კერძო ტელევიზიის გადაცემას მთელი მსოფლიოს ავტორიტეტული ორგანიზაციები ასეთ მკვეთრ შეფასებას აძლევდნენ? რუსეთმა კარგად გაიგო, რომ საქართველოს მიმართ მის აგრესიას დასავლეთის მხრიდან სასტიკი პასუხი გაეცემოდა. რუსეთმა აგვისტოს ომით კბილი მოუსინჯა დასავლეთს. საქართველოს ჰყავს სპეცსამსახურები, რომლებმაც თავისი სადაზვერვო მონაცემების შედეგად გააკეთეს ანალიზი, რომ რუსეთი თავს დაგვესხმებოდა და შესაბამისი კონტრზომები გაატარეს. როდესაც საქართველოში რუსეთის აგენტურა ნიღაბჩამოხსნილი, დაუფარავად მოქმედებს, რა გასაკვირია მოვლენების ამგვარი განვითარება? ამერიკელმა პროფესორმა ლინკოლნ მითჩელმა გაიკვირვა, რუსეთს რაში სჭირდებოდა აგვისტოს აგრესია, როცა ამხელა დასაყრდენი ჰყავს საქართველოში აგენტურის სახითო.რუსეთის მიმართ ობამას სილბილე ძალიან საყურადღებოა. პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემების განთავსებაზე რომ უარი თქვა, ,,დათმობა~ ძალიან უჩვეულოა. ყირგიზეთში კონტრრევოლუციას ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერა ესაჭიროებოდა რუსეთისაგან, უკვე დაიწყო ეს პროცესი, ასევე უკრაინაშიც, აირზე ფასდაკლების შეთანხმებაც მოხდა, ეს ხომ ჯიბეზე ურტყამს რუსეთს. ამ ზაფხულს, აგვისტოში რუსეთს 300 მილიარდიანი კრედიტი ესაჭიროება, საბიუჯეტო დეფიციტის გამო. 70 დოლარზე ჩამოვიდა ბარელი ნავთობის ფასი, როცა 200 დოლარზე მეტიც იყო, ეს კატასტროფაა რუსეთის ეკონომიკისათვის. ამ ვითარებაში რუსეთის ძალები იქსაქსება უკრაინაში, ყირგიზეთში, მას ასევე ეპატიჟებიან ავღანეთსა და ირანში. რუსეთი ტექნოლოგიურად ხელს უწყობს ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში. თუმცა შესაძლოა რუსეთმა ირანის წინააღმდეგ სანქციებს მხარიც კი დაუჭიროს, რადგანაც იცის, რომ ამ სანქციებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ჩინეთი მხარს არ დაუჭერს და შესაბამისად, ისინი ვერ განხორციელდებიან!პოლონეთის მთელი ანტირუსული სახელისუფლებო გუნდი დაიღუპა! პოლონეთში რუსეთი სერიოზულად მუშაობს. რუსეთი იწყებს ისეთ ველიკოდერჟავულ თამაშს, რომელსაც ის ვერ გასწვდება. რუსეთის ხელისუფლება ძალებს ქსაქსავს ქვეყნის გარეთ, მაშინ როდესაც მას არა გააჩნია საკმარისი უნარი, რათა საშინაო პრობლემები გადაწყვიტოს. რუსეთში უკმაყოფილება მკვეთრად იზრდება, რადგან რუსი არ არის ისეთი მომთმენი, როგორიც აღმოჩნდა ქართველი. აფხაზეთსა და შიდა ქართლის მთიანეთში რუსეთი მილიარდებს ხარჯავს და საქმეს კი თავს ვერ აბამს. რუსეთი გამოედევნა სუპერსახელმწიფოს ამბიციებს და შიდა პრობლემები კი მეტისმეტად უმძიმდება. ობამას სირბილე საგარეო პოლიტიკაში რუსეთის მიმართ, მოჩვენებითია.აშშ და ევროპა დსთ-ს შექმნას არ შეეწინააღმდეგა, რომ რაღაც საზღვრებში მოქცეულიყო დაშლილი სსრკ, რათა მას მსოფლიოზე დამანგრევლად არ ემოქმედა. დღეს რუსეთს სულ ცოტა 6-8 სახელმწიფოდ დაშლა ემუქრება. თუ დღეს შეერთებული შტატები კვლავდატვირთვის პროგრამით მოქმედებს რუსეთთან, საჭიროა ის, ვინც დააბალანსებს ამ პროცესს. Dდიდი ბრიტანეთი აშშ-ს უდგას გვერდში. გერმანია რუსეთთან ღრმა ეკონომიკური ინტეგრირების გზას ადგას, მას არც საფრანგეთი უდებს ტოლს. ხდება უზარმაზარი აუთვისებელი სივრცის ათვისება რუსეთში გერმანიის მიერ, ხდება გერმანიის ეკონომიკის ინტეგრირება რუსეთის ეკონომიკასთან, რითაც მოხდება პროცესების მართვა და დაბალანსება რუსეთის რღვევის ჟამს._ დასავლეთი მოახდენს თუ არა რეაქციას რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალ დაპყრობაზე?ვაჟა ადამია: თუ პუტინის საყვარელ აფორიზმებს მოვუხმობთ, რთული საკითხია თუ როდის ,,დაჰკრავს მას შარდი თავში~. ,,მერაბ კოსტავას საზოგადოების~ აზრით, დასავლეთი რუსეთს საქართველოს აღარ დაუთმობს. ამიტომ რუსეთი, ალბათ, შეეცდება თავისი აგენტურის გაძლიერების მეშვეობით ხელისუფლების დამხობას საქართველოში. ხელისუფლების რუსეთთან კონფლიქტი ახალი არ არის. ცხადია, რუსეთმა დაამხო ზ. გამსახურდიასა და ე. შევარდნაძის ხელისუფლებები, რუსეთმა მოიყვანა და მანვე დაამხო. სამჯერ გავიდა კენჭისყრაზე უზენაეს საბჭოში სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომელიც ქვეყნისთვის დსთ-ზე განუზომლად უარესი იყო. Oერთ სესიაში ორჯერ მეტად ერთი და იგივე საკითხის გამოტანა არ შეიძლება. 24 წევრი ვიყავით ჩვენი პარტიიდან იქ, Oორჯერ ჩავაგდეთ, მესამედ რომ გამოიტანეს, ჩემებს ვუთხარი, გავჩერდეთ, ვნახოთ მესამედ რატომ გამოაქვთ - მეთქი. სამოკავშირეო ხელშეკრულება იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიკვდილი. ზვიადზე აგენტურის ზეწოლა იყო, მაგრამ ჩვენი მოქმედების იმედი ჰქონდა. გ. პეტრიაშვილმა, მესამედ რომ გაიტანეს ეს საკითხი და ჩვენი პასიურობა დაინახა, წამოხტა, შეშინებულმა დაიძახა, რატომ არაფერს ამბობს ,,მერაბ კოსტავას საზოგადოებაო~, ჩვენ მას ვუპასუხეთ: ,,იმას კი არ უნდა კითხულობდე, რატომ არაფერს ვამბობთ, არამედ იმას, მესამედ რატომ გამოდის კენჭისყრაზე ეს საკითხი~.შევარდნაძე კრემლმა გამოუშვა დავალებით, დსთ-ში შეიყვანა ქვეყანა, აფხაზეთი დათმო. კონსტიტუციაში ორმაგი მოქალაქეობა ,,მერაბ კოსტავას საზოგადოების~ აქტიურობის გამო არ შევიდა. ჩვენ ვასაბუთებდით, რუსი მოქალაქეობას მისცემს სასაზღვრო რაიონებში მოსახლეობას, შემოვა მათი დაცვის მიზეზებით და წინ ვერ აღვუდგებით.დღევანდელი ხელისუფლებაც მოვიდა იმ პირობით, სადაც შევარდნაძე გაჩერდა იმ გზას გააგრძელებდა, ეკონომიკურად მთელი საქართველო მისცა რუსეთს. რუსეთმა დათმო აჭარა, აბაშიძე გაარიდეს, ნაციონალებს ქულა ჩააწერინეს. აჭარლებს რევოლუცია არ სჭირდებოდათ. აჭარლები ჩვენზე კარგი ქართველები არიან! რუსებს კიდევ უნდოდათ დათმობები და დღევანდელმა ხელისუფლებამ ვეღარ დაუთმო. ამიტომაცDდღეს ამათი დამხობა უნდათ. მეხუთე კოლონა ფინანსურად უძლიერესია. როგორც ჩანს, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები მოსურნენი არიან, რომ საქართველო იყოს ფედერალური. ხვალ საქართველო იქნება ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებთან ერთად. ჯერ კიდევ მასხადოვი ითხოვდა ლარის ზონაში შემოსვლას. მაჰმადიანობის ნუ შეგვეშინდება, აჭარაში არიან მაჰმადიანი პატრიოტი ქართველები, 16,5 მილიონი მაჰმადიანი ქართველი გვყავს თურქეთში, გურჯისტანის ვილაიეთში მცხოვრები 6,5 მილიონი ქართველი, ლაზისტანის ვილაიეთში - 10 მილიონი ქართველი, 600 ათასზე მეტი ფერეიდნელი ქართველი ირანში. ეროვნული თვითშეგნება მათ ჩვენზე მაღალი აქვთ!ოსებს ალანიის იქით წასასვლელი არ აქვთ, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, დაღესტანს საქართველოს მეოხებით შეუძლიათ დაკავშირება მსოფლიოსთან. გალაზოვმა, ოსეთ-ალანიის უწინდელმა პრეზიდენტმა ახსარბეკ გალაზოვმა თქვა, ოსებმა რუსეთის თვალუწვდენელ ტრამალებზე კი არა, კავკასიონის მიუვალ ბილიკებზე უნდა ეძებონ საერთო ენა ქართველებთანო. ამიტომაც მოაცილა რუსეთმა გალაზოვი. ხვალ საქართველოსთან ფედერაციაში შემოსვლას ხომ ეს რესპუბლიკები მოინდომებენ, ეს უეჭველია.ჩვენი პარტია უნიტარიზმის მომხრეა, საქართველოს ფედერალურ მოწყობას არ განვიხილავთ! აშშ-ს ელჩთან გვქონდა ამ თემაზე საუბარი. მკაცრი განცხადებები გავაკეთეთ, მაგრამ, როგორც ვხედავ, ვერსად გავექცევით ჩრდილო კავკასიელ მეზობლებს. _ ძალიან ნიშანდობლივია ეროვნული საბჭოს გააქტიურება. ნოღაიდელი ბიშკეკით იმუქრება. რამდენად რეალურია ეს მუქარები?ვაჟა ადამია: სერიოზულად უნდა განვიხილოთ ეს მუქარები, რადგან ეკონომიკური, პოლიტიკური და შეიარაღებული მხარდაჭერა გააჩნია. ბურჯანაძემ თქვა: ყველაზე დიდი შედეგი ჩამოვიტანე, პუტინი მზად არის დაილაპარაკოს ყველაფერზე, გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობენო. სარკოზისთან შეთანხმების პირობებს კი არ ასრულებს! მუქარებს და პროვოკაციულ მოქმედებებს რაც შეეხება, გასაგებია ეს, თუ არ მოხვალ ხელისუფლებაში, მოკვდები პოლიტიკურად! ამიტომ შეეცდებიან მოვიდნენ ხელისუფლებაში, რუსი ხელაღებით ვერ იმოქმედებს, ვერ შემოიჭრება აქ! ყვირიან ესენი, იმუქრებიან, ცდილობენ ხელთ იპყრან ძალაუფლება, მაგრამ დასამხობად ძალები არ ჰყოფნით. ეს დესტრუქციული ოპოზიცია უშვერი სიტყვებით გვანამუსებს, რომ გარეთ გავიდეთ და ამ არამზადებს ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება მივცეთ. Eეს მუქარები რეალობად ვერ იქცევა. იარაღის ხელში აღება მათ მიერ საკუთარი ხელით ყელის გამოჭრას უდრის._ გამართლებული იქნება თუ არა ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედოს, დააპატიმროს ოპოზიციის ეს წარმომადგენლები და აღკვეთოს ხელისუფლების დამხობა?ვაჟა ადამია: არაერთხელ დავსვით ეს საკითხი. ჩვენს განცვიფრებას იწვევს ის გარემოება, რომ ხელისუფლება ამხელს მათ ქმედებებს - სამშობლოს ღალატს, დებს სარწმუნო დოკუმენტურ მასალას და იმის ნაცვლად, რომ მათი იზოლირება მოახდინოს, იწვევს მათ პარლამენტში, მთავრობასა და უშიშროების საბჭოში სათანამშრომლოდ! ახალგორში მყოფი რუსეთის საოკუპაციო ჯარის შიში უნდა ჰქონდეს ამ ხელისუფლებას ჩვენი აზრით, და ამიტომ ვერ ახორციელებს ამ ღონისძიებას._ ეროვნული საბჭოს ლიდერები დაბეჯითებით ამბობენ, რომ შეისწავლეს საქართველოს მოქალაქეების აზრი და უდიდესი უმრავლესობა ქართველებისა ნატო-ს წინააღმდეგია. თქვენ ეს არგუმენტი მართებულად მიგაჩნიათ?ვაჟა ადამია: მოსახლეობის აზრს მე, სამწუხაროდ, გამოწვლილვით არ ვიცნობ, გამომდინარე იქიდან, რომ ოთხწელიწადნახევარი იზოლირებული ვიყავი, ზოგადად კი, ვიტყვი, რომ მოსახლეობაში ორჭოფობა ჩანს სამწუხაროდ. გუშინ თუ 70%-ზე მეტი მხარს უჭერდა ნატო-ში გაწევრიანებას, დღეს შესაძლოა ეს მაჩვენებელი 69,9%-ს შეადგენდეს, ვინაიდან მოსახლეობა გაწბილებულია ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შეფერხების გამო. დიდი ტრიბუნა აქვთ ამ რუსის მონებს! საინტერესოა, ბურჯანაძე რა უფლებით ელაპარაკებოდა პუტინს? თავისი პარტიის სრული ნდობითაც კი არ იყო აღჭურვილი. თუ კეთილსინდისიერი ოპოზიციონერი ხარ, ხელისუფლება უნდა აიძულო რუსეთთან დიალოგი გამართოს, თუ ამის აუცილებლობას ხედავ. შენ ვინ მოგცა უფლება, რომ მირბიხარ იქ? საბედნიეროდ, ამათ მიმართ ქართველებში უარყოფითი აზრია გაბატონებული. აქციებზე ხალხი აღარ გადის, ამათი მოწოდებები არანაირ გამოკითხვას არ ეფუძნება. რუსეთს სარკოზის ინიცირებული შეთანხმება დარღვეული აქვს, ჯარი არ გაუყვანია. რუსეთი ხვალ იძულებული იქნება დატოვოს არა მარტო საქართველო, არამედ ბევრი სხვა რამეც დაკარგოს. Edited May 18, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 ძალიან საინტერესო ინტერვიუა. საინტერესოა თქვენი შეფასება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 (edited) shamili ალიან საინტერესო ინტერვიუა. საინტერესოა თქვენი შეფასებაგირჩევ ფორუმებზე ძირითადი ნაწყვეტები დადო ხოლმე, თორემ ამის წამკითხავი არავინაა....ხოლო ძირითადი ტექსტი სადაც დევს, ლინკი მიუთითო Edited May 18, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 (edited) მერაბ კოსტავას საზოგადოება მალე აქტიურად დაბრუნდება ქართულ აქტიურ პოლიტიკურ სივრცეში და ამას მოჰყვება ეროვნული ძალების აღზევება Edited May 18, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 მერაბ კოსტავას საზოგადოება მალე აქტიურად დაბრუნდება ქართულ აქტიურ პოლიტიკურ სივრცეში და ამას მოჰყვება ეროვნული ძალების აღზევებაკარგით რა. როცა იყვნენ ხომ აგვაყვავეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 მალე აქტიურად დაბრუნდება ქართულ აქტიურ პოლიტიკურ სივრცეშიისევ თავისუფლების მოედნის მხრიდან ბრუნდებიან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 ტაშიი ისევ თავისუფლების მოედნის მხრიდან ბრუნდებიან? ხო, ვაჟას თავის ეზოში ბეტერი რომ ედგა, იმაზე ამხედრებული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 ეტყობა, ედპ-ს გაუწევენ კონკურენციას და ირაკლი წერეთელს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 ეტყობა, ედპ-ს გაუწევენ კონკურენციას და ირაკლი წერეთელს. არავითარი კონკურენცია, ეროვნული ძალები აღარ გაიხლიჩებიან ანტიეროვნული ძალების გულზე გასახეთქად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.