Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

“ქართული დასი” რელიგიური და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფის საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვის ინიციატივით გამოდის

18 / 05, 2010 16:05

Print

Font size:

“ქართული დასი” რელიგიური და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფის საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვის ინიციატივით გამოდის.

როგორც “ქართული დასის” ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართულმა დასმა” უკვე მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც პარლამენტში ინიცირებამდე საზოგადოებას გააცნობს.

საკანონმდებლო ცვლილებებით, ზუსტდება უხამსობისა და ხულიგნობის ცნებების დაზუსტება.

ბაღათურია განმარტავს, რომ ცვლილებები არ გულისხმობს რელიგიურ და ეთნიკურ თემებზე დისპუტის შეზღუდვას, მაგრამ ეს დისპუტი “ქვების სროლისა და გინების” ფონზე არ უნდა მიმდინარეობდეს.

“ილიას უნივერსიტეტში დაწყებული მოვლენები კავკასიაში პროვოკაციით გაგრძელდა, მსგავსი რამ აღარ უნდა მოხდეს”, – განაცხადა ბაღათურიამ.

დეპუტატის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პარლამენტში ინიცირებამდე, პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს, წმინდა სინოდს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გადაეგზავნება და იმავდროულად, შეხვედრები გაიმართება საზოგადოების სახვადასხვა ჯგუფებთან.

Edited by ra qveyana daangries
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამოვიდა ყელში ეს შეზღუდვებზე ბოდვები....

ეხლა მოდაშია "ეკლესიის " დაცვის სახელით პოპულიზმი.

ეყოთ გამბედაობა და სეკულარიზაციის მექანიზმებზე იმუშაონ,რაც გულისხმობს ეკლესიის სრულ გამიჯვნას პოლიტიკისაგან...ეს მორწმუნეებსაც აწყობთ და ათეისტებსაც.

გამოართვან ლიბერასტებს ბერკეტები. :givi:

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ შეზღუდვებიდან, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვამდე აღარაფერი დარჩა.....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამოვიდა ყელში ეს შეზღუდვებზე ბოდვები....

ეხლა მოდაშია "ეკლესიის " დაცვის სახელით პოპულიზმი.

ეყოთ გამბედაობა და სეკულარიზაციის მექანიზმებზე იმუშაონ,რაც გულისხმობს ეკლესიის სრულ გამიჯვნას პოლიტიკისაგან...ეს მორწმუნეებსაც აწყობთ და ათეისტებსაც.

გამოართვან ლიბერასტებს ბერკეტები. :))

ლეო ნაFტა თუკი ღვთისმშობელზე ლექსს ვეღარ დაწერს (მეყო ბედნიერება ამონარიდი წამეკითხა მისი გენიალური ქმნილებიდან) საქართველო სეკულარული არ იქნება? :*

 

მაგ შეზღუდვებიდან, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვამდე აღარაფერი დარჩა.....

თუკი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ადამიანის ფუნდამენტალური უფლებაა,

მაშინ ჰო :007:

ეხლა თუკი ლიბერასტმა ღვთისმშობელს და ქრისტეს არ შEაგინა ისე რავა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ლეო ნაFტა თუკი ღვთისმშობელზე ლექსს ვეღარ დაწერს (მეყო ბედნიერება ამონარიდი წამეკითხა მისი გენიალური ქმნილებიდან) საქართველო სეკულარული არ იქნება?

არ იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯონდის კანონი

ეხლა ამან მოინდომა ამ სიტუაციაზე პოლიტიკური ქულების ჩაწერა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

არ იქნება

ანუ სეკულარული ნიშნავს ადამიანის უფლებას სულში ჩამაფურთხოს და ამისთვის სათანადო პასუხი არ მიიღოს ხო?

მაშინ პირდაპირ ვიყი გავკარი სეკულარისტებს-ვისაც ასე ესმის სეკულარიზმი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ქართული დასი” რელიგიური და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფის საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვის ინიციატივით გამოდის”

ეჰჰ, ჯონდი ჯონდი, ერთ დღეს მაგ "როზგით" გაგროზგავენ, როგორც ერთ დროს სარიშვილი და მისი ედეპ 3% იანს გადაყვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ლეო ნაფტა მაინც დაწერს ლექსს . ეს არ გააჩერებს, მაგრამ გახდება წამებული.

არ ჯობია დაწეროს, არ წაიკითხო და გამოიყენო შენი უფლება -ფეხებზე დაიკიდო. :givi:

აი სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში "სირობის" პრეზენტაცია არსად არ ხდება....მხოლოდ კერძო ბარებში და ა.შ.

იჯარით გაცემული მისი ქონებაც მის პასუხისმგებლობაშია. თანხა ხომ მას ხმარდება ანუ იჯარის პირობებში ეს მომენტი ყველგან გასათვალისწინებელია. ეს ცენზურა არაა, ესაა დალაგებული ყოფა. მაგალითად ემტივი არატოლერანტულია პორნპოგრაფიისადმი . ეს მის ინტერესებშია ა.გ ჯონდი ,მონდი არ ვიცი მე ;)

დავიცვათ ყველამ ელემენტარული წესები და კუდის ქიცინს სამღვდელოებისადმი მოვეშვათ. ამ სიტუაციაში მათი სახელით ცუდი ფაქტი მოხდა ,რაც უნდა გაითვალისწინონ.მიეჩვიონ კრიტიკასაც , თავის დაცვასაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეყოთ გამბედაობა და სეკულარიზაციის მექანიზმებზე იმუშაონ

ჩემო ლაშა ყველაფერს სწორი შეფუთვა უნდა, მაგრამ დღეს პოლიტიკაში მყოფებს მაგის ჭკუა ვინ მისცა.

აი თუნდაც ესე უნდა მოხდეს ხსენებული მექანიზმების განმარტება ხალხისთვის:

 

"მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა"

 

ვფიქრობ ამაზე სეკულარული არავის არაფერი უთქვამს ჯერ, ამიტომ ვფიქრობ მორწმუნეებიც უნდა დაეთანხმონ გამიჯვნას. ვფიქრობ მაცხოვარზე ავტორიტეტული არ არის სამღვდელოების რომელიმე წარმომადგენელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ქვეყანაშია ასეთი მარაზმი მარტო, სხვას შეურაცხყოფა თუ არ მიაყენე, თავს ვერ დაიმკვიდრებ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ ეთნიკურის რა გითხრათ და რელიგიური შეურაცხყოფა ნამდვილად ასაკრძალია

ამას კონსტიტუცია კრძალავს ისედაც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...