shamili Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 (edited) იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი დაიწყებს მოლაპარაკებებს ( გარდა ჟენევის ფორმატისა ) რუსეთის ხელისუფლებასთან საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე : უნდა შეიკრიბოს სრულიად ქართველი ერი და დაიწყოს ანტისახელისუფლებო გამოსვლები, პრეზიდენტისა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. უნდა შეიქმნას ანტისაოკუპაციო, ანტირუსულ ძალთა ეროვნული გაერთიანება, რომელიც წარმართავს აქციებს. აქციებზე მისვლის უფლება არ უნდა მიეცეთ ქართულ კოლაბორაციონისტულ პოლიტიკურ სპექტრს ( ნოღაიდელი, ბურჯანაზე, ალასანია, ძიძიგური, დავითაშვილი, ნათელაშვილი და სხვები ), აქციაზე მოსვლის უფლება არ უნდა მივცეთ იმ პოლიტიკურ ძალებს რომლებიც საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე ემხრობიან რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას და არ ემხრობიან რუსეთის იმპერიის და რუსული ოკუპაციის მიმართ უკიდურეს კონფრონტაციულ პოლიტიკას. უნდა შეიქმნას ანტისაოკუპაციო, ანტირუსულ ძალთა ეროვნული გაერთიანების წარმომადგენლობითი ორგანო, რომელმაც უნდა აწარმოოს ანტისახელისუფლებო გამოსვლები. აქციები ანტისახელისუფლებო ხასიათის გარდა უნდა იყოს ანტისაოკუპაციო ხასიათის და აქციაზე ხელისუფლების გადადგომასთან ერთად უნდა იყოს უპირობო, სრული დეოკუპაციის მოთხოვნა.ანტისახელისუფლებო აქციები უნდა ატარებდეს ანტირუსულ ხასიათს და სააკაშვილი ხელისუფლებიდან გაშვებულ უნდა იქმნეს ანტირუსული კუთხით, როგორც პრეზიდენტი, რომლის დაპირისპირება რუსულ ოკუპაციასთან არ არის საკმარისად პრინციპული და საკმარისი ხარისხის. სააკაშვილის გადადგომის შემდეგ ქვეყანაში უნდა უნდა გამოცხადდეს საგანგებო სამხედრო მდგომარეობა ( რის გაკეთებასაც სააკაშვილის ხელისუფლებას უშედეგოდ მოვუწოდებთ ), აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა ჩაიბაროს გაერთიანებულმა შტაბმა, საკანონმდებლო ხელისუფლება ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა ჩაიბაროს ანტირუსულ, ანტისაოკუპაციო ძალთა ეროვნული გაერთიანების წარმომადგენლობითმა ორგანომ. უნდა შეიქმნას უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, რომელიც ერთდროულად იდგება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, თავდაცვის სამინისტროზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე, უშიშროების სამინისტროზე, გაერთიანებულ შტაბზე მაღლა და გააკონტროლებს ერთდროულად ამ ყველა უწყებას. სრულიად ქართველი ერის სახელით უნდა გაეგზავნოს თხოვნა ბატონ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს, რათა ჩამოვიდეს და ჩაიბაროს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა. აღმასრულებელი ხელისუფლება უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად უნდა ჩაიბაროს გაერთიანებულმა შტაბმა. ამის შემდეგ უნდა შემუშავდეს სახელმწიფო პოლიტიკა კონკრეტული 5 საკითხის გარშემო : 1) გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ნატო-ში, აგრეთვე მსოფლიოს უკლებლივ ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს წინაშე გამოკვეთილი პრინციპულობითა და კატეგორიულობით დაისვას შესაბამისი სამართლებრივ - პოლიტიკური წესით, რუსეთისადმი შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი 1921 წლის, 1992-1993 წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული აგრესიების გამო და აგრეთვე საკითხი საქართველოს სრული, უპირობო და დაუყოვნებელი დეოკუპაციის შესახებ. 2) ორმხრივი, ქართულ ამერიკული ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის შესახებ და ამ მოკავშირეობის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნეს, რაც შეიძლება მაქსიმალურად ახლო მომავლისათვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების გახსნა, შესაბამისი სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო კონტინგენტების შემოყვანით, აგრეთვე საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, გემთსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ტავდაცვითი და სარაკეტო სისტემების განთავსებით. 3) საქართველოს სამხედრო აღმშენებლობაში და შეიარაღებაში დაიწყოს თვისობრივად ახალი ეტაპი, რომელიც გაითვალისწინებს და უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების აღჭურვას 21 - ე საუკუნის მარალტექნოლოგიური თავდაცვითი შეიარაღებით. 4) მაქსიმალურად გამკაცრდეს სახელმწიფო საზღვრების კონტროლი და დაცვა, უპირველეს ყოვლისა, საქართველო რუსეთის საზღვრის მთელ გაყოლებაზე, ლარსისა და დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტების გაუხსნელობით, მთათუშეთის, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის, ფშავის, ხევის, მთიულეთის, თრუსოს ხეობის, ზემო და ქვემო რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის სამხედრო გამაგრებებით. 5) მაქსიმალურად გამკაცრდეს საქართველოს კანონმდებლობა ეროვნული უშიშროების იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოებრივ ბრძოლას აგენტურული, რენეგატული, კოლაბორაციონისტული ძალების წინააღმდეგ. Edited May 17, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 რატომღაც ეს გამახსენდა: ალიენდე, ბრეჟნევ ენდე,ენდე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 (edited) რატომღაც ეს გამახსენდა: ალიენდე, ბრეჟნევ ენდე,ენდე ალიენდე მაგარი კაცი იყო, საკუთარი პრინციპებისთვის ღირსეულად მოკვდა და მე ყველა ეგეთ ადამიანს პატივს ვცემ. ძალიან კარგი ჩემს პოსტზე ვინმეს ალიენდე თუ გაახსენდა. no pasaran ! Edited May 17, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 არა მაგ იდეას! რატომ მანამდე არ ითხოვდით სააკაშვილის გადადგომას? რა, მიზეზი არ გქონდათ? 1. მსოფლიო არასოდეს დააკისრებს რუსეთს პასუხისმგებლობას მაგ ამბების გამო. ეგ ყველაფერი მსოფლიოს ისტორიაში იმდენად წვრილმანია სამწუხაროდ, რომ ამის გამო არც ურთიერთობას გაიფუჭებს და დაიძაბავს ვინმე და მაშინ ამერიკელების მიერ ვიეტნამში და იაპონიაში ჩადენილი სისასტიკეების აღიარების საკითხიც დადგება. ამიტომ დიდი ქვეყნები ერთმანეთს ასეთ რამეს ადვილად პატიობენ და ეს კარგად უნდა გვესმოდეს პატარა ქვეყნებს. 2. საქართველო- ა.შ.შ-ს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება უკვე არსებობს და მას თავის ვადები და მასშტაბები აქვს. სრული ილუზიაა, რომ ამერიკელები რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანაში ისეთი ტიპის სამხედრო ძალებს განალაგებენ, თანაც უმოკლეს ვადებში, როგორიც შენ გინდა და ამით აშკარა ქიშს გამოუცხადებენ რუსეთს. რუსეთის მოსაზღვრე არცერთ ქვეყანაში ეგეთი ბაზები არ უყენია აშშ-ს და თუ ოდესმე დააყენებს საქართველოდან არ დაიწყებს. იმიტომ, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და გარშემორტყმული ვართ რუსული სამხედრო ბაზებით (ჩრდ.კავკასიაში, აფხაზეთში, ცხინვალში, ახალგორში, სომხეთში, სევასტოპოლში). ამისთვის საუკეთესო ადგილი პოლონეთია და მაგიტომაც აპირებდნენ იქ ბაზების განლაგებას. 3. რა წუთშიც საქართველოში მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტის არანორმალური მასშტაბებით ზრდას, გამალებულ შეიარაღებას და მილიტარისტული (მითუმეტეს ჰიპერ) იდეოლოგია-პროპაგანდის ზრდას დაიწყებს. იმ წუთში უარს ვამბობ ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე სამუდამოდ და იმავეს მოვუწოდებ ყველა ჩემს ახლობელს და ნაცნობს ან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გამოვუცხადებ ასეთ ხელისუფლებას ყველანაირი საშუალებით. ყველა ომის პარტიის დედა ვატირე მე! 4. ამ პუნქტს პრინციპში ვეთანხმები, თუმცა რამდენადაც ვიცი ხმელეთზე არც ისე ცუდადაა დაცული ეხლაც. აი ჰაერში კი გვინდა მართლა გაძლიერება. 5. მეტი რა უნდა გამკაცრდეს ეხლა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამშობლოს ღალატში დაადანაშაულებენ, რაც 25 წელი პატიმრობას ითვალისწინებს როგორც მახსოვს და სიკვდილით დასჯის აღდგენას ხომ არ მოითხოვ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 სრულიად ქართველი ერის სახელით უნდა გაეგზავნოს თხოვნა ბატონ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს, რათა ჩამოვიდეს და ჩაიბაროს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა.პუტჩისტი შალიკაშვილი ჟღერს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 (edited) analgin არც ამ იდეას ემხრობი ? '' უნდა შეიქმნას უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, რომელიც ერთდროულად იდგება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, თავდაცვის სამინისტროზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე, უშიშროების სამინისტროზე, გაერთიანებულ შტაბზე მაღლა და გააკონტროლებს ერთდროულად ამ ყველა უწყებას სრულიად ქართველი ერის სახელით უნდა გაეგზავნოს თხოვნა ბატონ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს, რათა ჩამოვიდეს და ჩაიბაროს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა ''. Edited May 17, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 (edited) შევქმნათ ქართველი ერის საერთო ნების გამომხატველი დოკუმენტი, სადაც შევაგროვებთ ორ მილიონზე მეტ ხელმოწერას და ვთხოვოთ ბატონ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს, რათა ჩამოვიდეს და ჩაიბაროს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, თუ საჭირო გახდა მასობრივი აქციებით, მოვითხოვოთ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის შეცვლა სადაც ადამიანს დღიდან საქართველოს მოქალაქედ გახდომისა შეეძლება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. Edited May 17, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 shamili სამოქმედო გეგმაში ხომ შედის მოწვევა, ამიტომ ვაერთიანებ თემებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 shamili მაგას მითუმეტეს არ ვემხრობი! ამხელა ძალაუფლების ერთი კაცის ხელში თავმოყრა არის ხონჩით მირთმეული ტირანის სკიპტრა.პირიქით მე ხელისუფლების შტოების და განსაკუთრებით ძალოვანი შტოების მაქსიმალურად განცალკევებას და დაბალანსებას ვუჭერ მხარს. ასევე კადრების პროფესიონალიზმისა და პატიოსენების მიხედვით დაკომპლექტებას და არა ვინმეს მიმართ მონური ერთგულების მიხედვით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 shamili სააკაშვილის გადადგომის შემდეგროდის გადავდგებიო რა თქვა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 (edited) იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი დაიწყებს მოლაპარაკებებს ( გარდა ჟენევის ფორმატისა ) რუსეთის ხელისუფლებასთან საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე : უნდა შეიკრიბოს სრულიად ქართველი ერი და დაიწყოს ანტისახელისუფლებო გამოსვლები, ბატონოჩემო სულ ორი ვარიანტია:1. ან ავტომატი ხელში და მივდივართ სანამ შევძლებთ (მინიმუმ კაცურად მაინც დავიხოცებით) და არ შევარცხვენთ ამის დამწერს "სჯობს სიცოცხლესა ნაძრასა სიკვდილი სახელოვანი".ან2. შევეშვათ KGB და მოღალატეების ძებნას და მოვილაპარაკოთ, რაც შიდა პოლიტიკას ეხება აქ ერთმანეთს კუჭის წვენი ვუტრიალოთ თუ გნებავთ, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ, ყოველგვარი წამოძახილების გარეშე.ერთი რუს ელაპარაკება, მეორე აგინებს რუს, მაგრამ სახლში ამას ნორმალური პოლიტიკა დავარქვათ და ნუ წავაძახებთ მოღალატეათქო."სჯობს პოლიტიკა აფერისტული, ერთმანეთს არაგადაკიდებული". პ.ს. რაც შეეხება ერის შეიკრიბს იმას, უკვე 20 წელია ვიკრიბებით და გამოსავალს ვერ ვპოულობთ. Edited May 17, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 პ.ს. რაც შეეხება ერის შეიკრიბს იმას, უკვე 20 წელია ვიკრიბებით და გამოსავალს ვერ ვპოულობთ. იმიტომ რომ რაც ზვიადი დაამხეს მას მერე სულ ერთმანეთზე უარესი პოლიტიკური მეძავების გარშემო ვიკრიბებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
erfiro Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 შევქმნათ ქართველი ერის საერთო ნების გამომხატველი დოკუმენტი, სადაც შევაგროვებთ ორ მილიონზე მეტ ხელმოწერას და ვთხოვოთ ბატონ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს, რათა ჩამოვიდეს და ჩაიბაროს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, თუ საჭირო გახდა მასობრივი აქციებით, მოვითხოვოთ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის შეცვლა სადაც ადამიანს დღიდან საქართველოს მოქალაქედ გახდომისა შეეძლება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება.ფრთხილად, ებრალიძის აჩრდილი გამოჩნდა! :Dshamili ტოპ პოსტში რაც დაწერე მართლა გჯერა თუ ჩვენ გვეკაიფები?!სერიოზულად გეკითხები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 (edited) erfiro მე აქ რაც მიწერია ყველაფერი მჯერა და მწამს რომ მიიღწევა. რას გულისხმობ კონკრეტულად ? იხილეთ ეს თემა : http://planeta.ge/index.php?showtopic=23732&hl= Edited May 17, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 erfiro მე აქ რაც მიწერია ყველაფერი მჯერა და მწამს რომ მიიღწევა. რას გულისხმობ კონკრეტულად ? იხილეთ ეს თემა : http://planeta.ge/index.php?showtopic=23732&hl=ღმერთის გწამს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.