Jump to content
Planeta.Ge

''ეროვნული'' ფორუმი - ღიად რუსული ძალა


Recommended Posts

პარასკევს, 19 ნოემბერს, 14:00-ზე, ვერის პარკში, კალათბურთის სასახლეში, "ნდობის დარბაზის" მოწვევით შეიკრიბებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ...

 

ვინც კი აქამდე გამუდმებით შარსა სდებდა ეროვნულ ფორუმს უმოქმედობის გამო, შეუძლია მობრძანდეს და ...

 

"..." ამ სამ წერტილში ის იგულიხმება, რასაც ამდენი ხანი ყველა პატიოსანი ადამიანი მოველით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 119
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

I_V_E_R_I_E_L_I

მხოლოდ ნაციინალური მოძრაობა არის პროდასავლური,სხვა დანარჩენი პარტია პრორუსულია.. რატომ?იმიტომ,რომ ნაცმოს ებრძვიან დიახაც..ნაცმო აშენებს ქვეყანას,ლტოლვილებს აბრუნებს თავიანთ სახლებში,რუსეთთან ომში ებმე

Saturn

analgin ე.ი. დაწყებისთვის საჭიროა... აღნუსხე newstudio! საკოჭე მასალა, ხარის ტყავი, თუნუქი და სამი საჟენი შეშა. გაფრენის წინა დღეს: დოლი, ვარდები ( :018: ), ნაბადი და ტიკი ღვინით სავსე  

Saturn

დღვნა, შიმშილი და დღვნა...   დებილები არავინ ვართ აქ. შენი "ტექნიკა" კარგად შეინახე. მე სურათის დადებით შერეკილს მეძახი და პროლეტარს გაურითმე პოსტი და ვითომ მისი სახელი არ მიაწერე, წინასწარ თავის დაზღ

Posted Images

Precursor

სამ წერტილში ის იგულიხმება, რასაც ამდენი ხანი ყველა პატიოსანი ადამიანი მოველით

:what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Precursor

ძალიან სიჩუმე იყო ამ ორი კვირის განმავლობაში. ჩემი თხოვნა იქნება კონსტრუქციულების და ნურც "რადიკალების" ჭუაზე ნუ ივლით. გააკეთეთ თქვენი გასაკეთებელი თავად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარასკევს, 19 ნოემბერს, 14:00-ზე, ვერის პარკში, კალათბურთის სასახლეში, "ნდობის დარბაზის" მოწვევით შეიკრიბებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ...

 

ვინც კი აქამდე გამუდმებით შარსა სდებდა ეროვნულ ფორუმს უმოქმედობის გამო, შეუძლია მობრძანდეს და ...

 

"..." ამ სამ წერტილში ის იგულიხმება, რასაც ამდენი ხანი ყველა პატიოსანი ადამიანი მოველით.

თუ არ მოსდებთ ვისაც მოსადები აქვს, მოგდებთ-შარს რა თქმა უნდა :yes:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Blaugranator

ჩემი თხოვნა იქნება კონსტრუქციულების და ნურც "რადიკალების" ჭუაზე ნუ ივლით. გააკეთეთ თქვენი გასაკეთებელი თავად!

ჩემს ნათელმხილველურ შეგრძნებებზე დაყრდნობით, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ "კონსტრუქციულებისა" და "რადიკალების" ჟრიამულს ამ შეხვედრაზე ვეღარ მოვისმენთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin ! მარგინალები -"მაწანწალა კატების" ფსიქოლოგიით "მარები პოლიტიკოსების" მოღვაწეობის შედეგია ქვეყნის დაქუცმაცება,მათ შორის შენი "მამის"-ალასანიას მოღვაწეობის დროსაც დაიკარგა ტერიტორიები... სოხუმი სოჭის 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებით (მას ხელი გოგუაძემ მოაწერა,ხოლო შარტავა ესწრებოდა ამ ხელმოწერას და მიესალმა მას_მყ ვიდეო -აფხაზების სიმხეცე..."შარტავა ამბობს:" ...მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ქართველები და აფხაზები,აფხაზები და ქართველები იცხოვრებენ ერთად ..."ქართული მხარე მოსკოვი1992წ.3სექტ.1993წ.27ივლისის სოჭის გარიგებაში კი არ მოტყუვდა არამედ შევარდნაძის ბანდამ ცოცოხალი ძალის და ტექნიკის გამოყვანით დათმო ჯერ გაგრა და შემდეგ სოხუმი,აფხაზეთი!) მძიმე ტექნიკაისარტილერიის,ათასობი მეომარის გამოყვანით დატოვეს ადგილობრივების იმედზე,ლაგატკების ამარა...რუსულმა ფლოტმა ბალტინმა(რომელმაც შევარდნაძის დავალებიათ მოახდინა აფხაზეთისა და სამეგრელოს ოკუპაცია) ყარყარაშვილისა და დათუაშვილის ხელით გამოზიდა მძიმე საბრძოლო ტექნიკა...მსგავსი რამ მოეწერა მოსკოვში 1992 წლის 3 სექტემბერს და იქაც ასეთივე ღალატით ჩაბარდა გაგრის მხარე...მიკვირს ამ ხელმოწერაზე ასეთი პატრიოტი შარტავაც ესწრებოდა და ინტერვიუში მიესალმა კიდეც...გაგრის მაგალითი ხომ იცოდა?...ახლა ხელს ზვიად გამსახურდიასკენ იშვერენ,ცდილობენ სამოქალაქო ომად რუსულ გადატრიალების მონათვლა,ასევე შიდა დაპირისპირება დაასახელონ აფხაზეთის ტრაგედიის მიზეზად...ყველაფერი ეს კეთდება ფსბ-ს ,გრუ-ს სცენარით ანუ რუსეთს ააცილონ პასუხისმგებლობა , ამის ანალოგიურად მანამდე აფხაზეთის კონფლიქტში მტრის ხატად შევარდნაძე მამუკა არეშიძის და სხვათა მეშვეობით ჩეჩნებს ,ზვიადის მომხრეებს ხატავდა...5000 კაცით სოხუმის მისაშველებლად შემდეგ ყურაშვილი მიდის მაგრამ ცოცხალი ძალის და იარაღის მიწოდებით(შევარდნაძემ შეუშვა ტყვარჩელში ეს კოლონა,რომელსაც ს.კავსაძე ხელმძღვანელობდა) გაძლიერებული რუს-აფხაზების 300 კაციანი ჯგუფი აჩერებს მათ...ათასობით ქართველი მეომარი გამოიყვანა ედიკამ სოხუმიდან სოჭის ხელშეკრულებით ,არ დატოვა იქ ხალხი და ტელეფონით დადგმულ სცენარით ცდილობს გამსახურდიაზე გადაბრალებას..( იხ. რუსთავზე ჩაგელიშვილის და 1 არხიის ინსინუაციები) ზვიად გამსახურდიას ბრძანებით,ლაკიას მეთაურობით სცადეს სოხუმში შესვლა მაგრამ რუსებმა დაბომბეს და უკან დაიხიეს...ზვიადის გვარდიის მოსალოდნელ განადგურების ედიკასეულ გეგმაზე შარტავამ აცნობა ზვიად გამსახურდიას...300 კაცით ყარყარაშვილმა გაათამაშა შესვლის უსაფრთხოების შესახებ,რითაც უნდოდათ ზვიად გამსახურდიას გვარდიის შეტყუება და განადგურება ედიკას,რუსებს..."

 

მოღალატეობამ,ღალატის ჩამდენების გმირებად და გმირების მოღალატეებად მონათვლამ, უცხო ქვეყნის სამსახურში ჩამდგარმა ქართველობამ ,სკამის გულისთვის ქვეყნის ტერიტორიების გაჩუქებამ დაკარგა აფხაზეთი...მასმედიამ დაკარგა აფხაზეთი ,რადგან რუსეთ საქართველოს ომს კი არა, არამედ სამოქალაქო ომსა, ჩეჩნების,ბოევიკების ომად ნათლავდნენ სერგო შევარდნაძის დავალებით, ასევე ჩვენს პოზიციებს ,იერიშის დაწყებისა მიმართულებას,დროს წინასწარ აცხადებდნენ...საქარტველოს მთავარსარდალი მეომარი მეორე მხარის -ელცინის ბრძანებებს ასრულებდა...გაიხსენეთ სერგო შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა_" ელცინმა ამიკრძალა ტყვარჩელში და გუდაუთაში შესვლა დიდი მსხვერპლი იქნებაო".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

კრეისერების რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ დესანტი და ბალტინი ნამდვილად იყო. აგერ ჩეხეთში ემიგრირებულ ჩვენს ფორუმელს ჰკითხე, ეცოდინება კარგად ეგ ამბები.

ახლახან გამოქვეყნდა ნოდარ კობერიძის სტატია,სადაც ნათქვამია ,რომ ზვიად გამსახურდიას გასანადგურებლად ბალტინს მწვანე მილიონები მოჭადრაკე გაფრინდაშვილმა ჩაუტანაო ...ამ ბალტინმა აიღო სოხუმიც, გაგრაც,ყარყარაშვილ-დათუაშვილს გამოატანინა ტექნიკა,რის შემდეგ ჩაბარდა სოხუმი... analgin ეტყობა მაშინ კასრში იჯდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

analgin ეტყობა მაშინ კასრში იჯდა

კასრში დიოგენი იჯდა კაცო, ანალგინი უფრო ჭურში ალბათ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

....1991წ.2 სექტემბერს ამერიკელი კონგრესმენების ყოფნისას რუსეთის კგბ-ს დავალებით "ზემელზე " გათამაშდა სპექტაკლი ,რომელშიც მთავარი მოქმედი პირი იყო რ კრემლის ფილიალი ედპ,კგბ-ს ჩინოსნები ქართული მვდ-დან...ამ დროს მოსკოვში ტარდებოდა სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს ბოლო სესია,რომლის (სსრკ-ს)უმაღლესი ორგასნოს გასვენებაში მეც ვმონაწილეობდი...სცენარში იყო ამ ამბის გახმოვანება რუსული ტელეეტერით,რომელიც ადვაძეს უნდა გაეკეტებინა...ის მივიდა მიკროფონთან მაგრამ ვერ თქვა ...ჩვენ ჩავშალეთ...ედპს ლიდერები შემდეგ გვიან ბაქიობდნენ ,ხომ კარგად გავუჩალიჩეთო..იქ სტუდენტებისთვის არავის უსვრია,(ჭანტურია-კგბ-ს ჭორებს იმეორებ),ასფალტიდან ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა ფეხში ერთი პროვოკატორი ...სიყალბე დაკრემლის ჭორებით კვებავ აქ ფორუმელებს და თავს დასავლეთის ორიენტაციისად წარმოგვიდგენ...ყველა მნიშვნელოვანი სიტყვები კრემლის ძველი და ახალი არსენალიდანაა..მაგით მალე მიხვალ გელიყარამდე...უსიოკ?...ფრანგებმა 1991 წ. მაისში გადმოგვცეს სცენარი გადატრიალების,სადაც ეს ფაქტიც,ტელევიზიის აქციაც...ზუსტად იყო გაწერილი... ამას დოკუმენტურად მალე იხილავს მკითხველი!!!რუსეთმა საქართველოში დასვა თავისი საოკუპაციო რეჟიმი(შევარდნაძე),როგორც 1921წ.ორჯონიკიძის რევკომი, რის შედეგადაც რუსეთს ხონჩით მიართვეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, როგორცეს გააკეთა ორჯონიკიძემ ისე სკამისათვის მსგავსი რამ გააკეთა ვარაზ-ბაკურმა 368 წელს,როცა სკამისათვის ირანელებს გადასცა რანი და მოვაკანი,ხოლო ბიზანტიელებს გადასცა-ტაო- კლარჯეთი!!! 1992 წლის 24 ივნისს დაგომისის გარიგებით შევარდნაძემ(ამ დროს რუსეთის მოქალაქე იყო! თან საიდუმლო დოკუმენტით აფხაზეთშიც იგივე ვარიანტზე-აფხაზეთის ჩაბარებაზეც მოეწერა ხელი!!!) რუსი და ოსი ოკუპანტები შემოიყვანა სამაჩაბლოში"მშვიდობისმყოფელთა "მანტიით!1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში შევარდნაძემ ხელი მოაწერა ცალმხრივად გაგრიდან ქართული ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რის გამოც დაეცა ერთ თვეში გაგრის მხარე,1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელი მოაწერეს ქართული მხარის მიერ სოხუმიდან ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რუსულმა გემებმა ეს ტექნიკა ზღვით გამოზიდეს!(მა ვიდეოზე ორივე გარიგებაზე დევს ვიდეო),რის გამოც დაეცა სოხუმი, მთლიანად აფხაზეთი... ყველაფერი შევის თბილისში ჩამოსვლამდ სკამის სანაცვლოდ იყო გადაწყვეტილი!!!.ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი სუფიან ბეპაევი წერს:"1991წ.24და28დეკემბერს,როცა შეიარაღებულუ ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა,სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს"(:მოსკოვსკიე ნოვოსტი",15.12.1992)...იზვესტიაში დაიბეჭდა,რომ გადატრიალებაში მონაწილეობდმემ როსტოვისა და პეჩორის სპეც რაზმები..1993წ. ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის თითქმის სრული შემადგენლობა ადმირალ ედუარდ ბალტინის მეთაურობით შემოდის -მასში შედის 10კრეისერი, საჰაერო სადესანტო პოლკი(ედუარდ ბალტინის ტანკში ჯდომის შესახებ ტრაბახობდა ა.მარგიანი...), ძერჟინსკის დივიზია(1989წ. 9აპრილს მიტინგის დამბრევი,აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი ძალები), რუსეთის მთავრობის ვიცე-პრმიერმა გენადი ბურბულისმა განაცხადა ,რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თვითონ იყო?! ასე ,რომ საქართველოში განხორციელდა უცხო ქვეყნის-რუსეთის მიერ სამხედრო გადატრიალება ,ადგილობრივი კრიმინალების დახმარებით!ამხანაგებო,პუტინ-ელცინის ეპიგონებო ,კარგად წაიკითხეთ ფაქტები და დემაგოგობას თავი დაანებეთ!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიად გამსახურდიას გასანადგურებლად ბალტინს მწვანე მილიონები მოჭადრაკე გაფრინდაშვილმა ჩაუტანაო

:dash2:

 

http://s010.radikal.ru/i311/1011/29/a4308a242c8b.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

 

კასრში დიოგენი იჯდა კაცო, ანალგინი უფრო ჭურში ალბათ :)

ახლაც იქ ხომ არ ზის?!.....სამოქალაქო ომად მონათლა რუსეთმა და შევარდნაძე,სიგუა,კიტოვანი,იოსელიანის ბანდამ ...ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი სუფიან ბეპაევი წერს:"1991წ.24და28დეკემბერს,როცა შეიარაღებულუ ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა,სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს"(:მოსკოვსკიე ნოვოსტი",15.12.1992)1993წ. ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის თითქმის სრული შემადგენლობა ადმირალ ედუარდ ბალტინის მეთაურობით შემოდის -მასში შედის 10კრეისერი, საჰაერო სადესანტო პოლკი(ედუარდ ბალტინის ტანკში ყდომის შესახებ ტრაბახობდა ა.მარგიანი...), ძერჟინსკის დივიზია(1989წ. 9აპრილს მიტინის დამბრევი,აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი ძალები), რუსეთის მთავრობის ვიცე-პრმიერმა გენადი ბურბულისმა განაცხადა ,რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თვითონ იყო?!

 

ახლა თქვენ განსაჯეთ ,"როგორი სამოქალაქო ომი"იყო?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ედუარდ შევარდნაძე თანაუგრძნობს ადმირალ ბალტინის ოჯახს

 

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიუსამძიმრა ადმირალ ედუარდ ბალტინის ოჯახს, რომელიც 72 წლის ასაკში სამშაბათს მოსკოვში გარდაიცვალა.მე ღრმად ვწუხვარ ასეთი ადამიანის გარდაცვალების გამო. სამწუხაროდ, მე არ გამაჩნია მოსკოვში გამგზავრების შესაძლებლობა და მინდა აქედან მივუსამძიმრო ადმირალის ოჯახს“, – განაცხადა შევარდნაძემ „რია ნოვოსტისთან“ სატელეფონო საუბარში.მან დადებითად შეაფასა გარდაცვლილი ადმირალის როლი საქართველოსთვის კრიტიკულ სიტუაციაში, 1993 წელს.

„ბალტინს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წინაშე. 1993 წლის ოქტომბრის ბოლოს საქართველოს გადარჩენის ერთ–ერთი ფაქტორი ადმირალი ბალტინი იყო“, – განაცხადა შევარდნაძემ.(2008წ.4 ოქტომბერი)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

ახლაც იქ ხომ არ ზის?!.....სამოქალაქო ომად მონათლა რუსეთმა და შევარდნაძე,სიგუა,კიტოვანი,იოსელიანის ბანდამ

იცის ეგენი ყველაფერი, მაგრამ ახლა თვითონ აპირებს გადატრიალების მოწყობას და მასეთი ინტერპრეტაცია აწყობს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

 

ცოტა უფრო ხშირად რომ შემოუარო ხოლმე ამ ფორუმს გეცოდინებოდა როგორი "მამაც" არის ჩემი ალასანია. :D

 

ნოდარ კობერიძე ვინ არის და რატომ უნდა დავუჯერო? მითუმეტეს როცა ისეთ პატივსაცემ და ყველასთვის საყვარელ ადამიანს სწამებს ცილს, როგორიც ნონა გაფრინდაშვილია. ღიმილის მომგვრელიც კია ქალბატონი ნონას ამ დონის მაფიოზად დახატვა. თვითონ ფაქტიც რომ ვიღაც ადგა, აქ ფული მოაგროვა მილიონები და ესე ქეშად ჩაუტანა ვიღაცას რაღაცისთვის სასაცილოა. ქურდული ობშიაკი იყო?

სიმართლე რომ გითხრა მე პირადად აბსოლუტურად არ ვაქცევ ყურადღებას შენს მიერ მოყვანილ სხვადასხვა ინტერვიუდან ამოღებულ ციტატებს. მე ცოტა რაღაცეები საკუთარი თვალით მინახავს და ძალიან ბევრი კი გაცილებით საინტერესო და სანდო წყაროებისგან მომისმენია, თანაც ორივე მხარისგან. კიდევ ერთხელ გაგიმეორებ. რუსეთის მონაწილეობას იმ პროცესებში არავინ უარყოფს, მაგრამ საკითხის ისე წარმოჩენა თითქოს ერთ მხარეს ზვიადი და მისი უცოდველი, მამულიშვილებით დაკომპლექტებული რაზმი იდგა, მეორე მხარეს კი რუსეთი არის არათუ ტყუილი, არამედ ნაწილობრივ ამორალურიც, რადგან შენ წარმოიდგინე და საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს შეურაცხყოფს. რუსეთის როლის შესახებ წინა პოსტში ვთქვი მე უკვე – "პადჟიგატელი" იყო, ორივე მხარეს ამარაგებდა იარაღით, შემდეგ კი იგორ გიორგაძის უშიშროების მინისტრად დანიშვნით გარკვეული მძლავრი კონტროლის ბერკეტებიც ჰქონდათ, მაგრამ ეს მერე იყო.

მანამდე იყო ის, რაც წინა პოსტში დავწერე. რამდენიც არ უნდა ვიღაც კობერიძის სტატიებიდან ამონარიდები დადო თუ სატურნის დახმარებით ჭურში ჩამსვა, ის მოვლენები იყო კლასიკური სამოქალაქო ომი და ბოლოს ერთ პატარა რჩევას დაგიმატებდი, მაგ კიკასთან და რიჟიკებთან სიარულს, როგორც მახსოვს ვაჟა ადამიასაც იცნობ და ვაჟა ვაჟკაცი და ჭკვიანი კაცია, კითხე რაღაცეები და საინტერესო ამბებს მოგიყვება. კიკასგან განსხვავებით არასერიოზული და უცოდინარი არ არის და წესით არც ტყუილს იკადრებს.

 

P.S. ძალიან უცნაურია შენი ასაკის ბიჭი ერთი-ერთში 50-ს გადაცილებულ, უტოპიური ილუზიებითა და ფანატიკური იდეებით შეპყრობილი მცირე მარგინალების ჯგუფივით რომ აზროვნებ და ყველაზე უცნაური ის არის, რომ იმდენად ბრმად გწამს მაგ იდეების, მათ მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ვერსიას იჯერებ ყოველგვარი გადამოწმებისა თუ ანალიზის გარეშე.

 

P.P.S. თუ სურვილი გექნება ერთხელ შევხვდეთ და იმაზე გაცილებით დიდ საშინელებებს მოგიყვები კიტოვანის, ჯაბას და განსაკუთრებით იგორ გიორგაძის შესახებ, ვიდრე ვინმე კობერიძე ახუჭუჭებს სტატიებში. მე მათ არ ვიცავ და ვამართლებ. უბრალოდ ეგ კატეგორიულად არაა ეგრე რო ის სამოქალაქო ომი არ იყო, მეხუთე კოლონის მიერ განხორციელებული ინტერვენცია იყო და ა.შ.

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ ამერიკის პროტექციით რომ დაეხმარა რუსეთი შევარდნაძეს კრიტიკულ მომენტში მაგას რატომ უვლით გვერდს?

მხოლოდ მწვანე მილიონებმა არ ითამაშა მაგ დროს მთავარი როლი, ეს ამერიკა, ცალი ხელიტ რომ ესესერის ყოფილი რესპუბლიკების დამოუკიდებლობას აცხადებდა, მეორე ხელით რუსეთს უბიძგებდა აქ შავი საქმეების საკეთებლად. ფარისეველი ნათესავივი ჭირისუფალივით, თან

რომ ტირის- დამოუკიდებლობას უმაღლეს ღირებულებად აცხადებს, თან კი არფრისდიდებით აწყობს ესესერის მთლიანად დაშლა. ხალხს ტვინი აურიეს, აი, ჩამოვა შევარდნაძე და ამერიკის შტატად გამოგვაცხადებენო. ვიღას მოუნდებოდა ისტერიკა ეროვნული ხელისუფლება, ამერიკის დიიდი მეგობრის შევარდნაძის კანდიდატურის მერე? ბეიკერი არ ჩამობრძანდა აქ და არ ესმოდა ფილარმონიასთან ხალხს როგორ არბევდნენ? ნწუ, ნწუ, ვერ დაინახა საწყალმა... ეგ შევარდნაძე ამერიკამ რუსეთთან ერთად შემოგვტენა და თავის სტრატეგიული მიზანი აისრულა.

შეეშეინდა უმართავი პროცესების? შეგვდენა ესენგეში, და გადაგვიდო რეალური დამოუკიდებლობა? ვერ ვიტან რა ამ ცალმხრივ განქიქებას.

როდის იყო ეს დიდი იმპერიები პატარა ქვეყნებს უმაღლესი კატეგორიის ღირებულებამდე გვიშვებდნენ. დღესაც ნაცარს გვაყრიან თვალში

თავის ვითომ აქ დემოკრატიული მიღწევებით და ვითომ ავღანეთში პარტნიორობით. პარტნიორები კი არა მონები უნდათ ომში. არ გამიგია მე ცალმხრივი პარტნიორობა.

ეს ნონა გაფრინდასვილი კიდევ საიდან მოიტანეთ, მე სხვა გვარის კაცი ვიცოდი ფულის ჩამტანად, ტუმცა რა მნისვნელობა აქვს, ბალტინი

დავალებას მაინც შეასრულებდა, უბრალოდ ლევი ფული დაითრია.

 

პ.ს. ერთი მიკვირს კიდევ, თუ ამდენი დოკ მასალები გაქვთ, რატომ არ უჩივით შევარდნაძეს ან პუჩისტებს სასამართლოში? ან აქაურში ან ევროპულში?

Edited by Marta1
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...