Jump to content
Planeta.Ge

''ეროვნული'' ფორუმი - ღიად რუსული ძალა


Recommended Posts

მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ''ეროვნულ'' ფორუმს მივიჩნევ პრორუსულ ძალად.

 

სახალხო ფრონტის ლიდერმა ბატონმა ნოდარ ნათაძემ ხაზგასმით აღნიშნა რომ გუბაზ სანიკიძე არის კრემლის აგენტი და მის აგენტობას მრავალ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მისი შეხედულება ქვეყნის ფედერალურ მოწყობასთან და ნეიტრალურ სახელმწიფოდ ქცევასთან დაკავშირებით ( მე არ ვიცი აგენტია თუ არა სანიკიძე, მაგრამ ვეთანხმები ბატონ ნათაძეს იმაში, რომ სანიკიძე და ''ეროვნული'' ფორუმი არის ერთ ერთი რუსული ძალა ). ამ ინტერვიუს საპასუხოდ ამ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ინტერვიუ ''ეროვნული'' ფორუმის ერთ ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან, სადაც იგი ჟურნალისტთან საუბარში ამბობს ,, დამიმტკიცოს ნათაძემ სად და როდის ვტქვი საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო უნდა იყოსო, მე ამ,ას არ ვემხრობი, არა იმიტომ რომ ცუდია, არამედ იმიტომ რომ შეუძლებელია''

 

გუბაზ სანიკიძის ეს სიტყვები ინტერვიუს სათაურთან ერთად მსხვილი შრიფტით იყო დაბეჭდილი მთელ გვერდზე და ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ დავინტერესდი ინტერვიუთი და ვიფიქრე რომ მრავალი მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი საქციელის შემდეგ ( ნუ მომაყოლებთ თავიდან როგორ უღალატეს მან და ასათიანმა ზვიადს ) ბატონი სანიკიძე ეროვნულ გზას დაადგა. გადავიკითხე ინტერვიუ და მივედი ამ ზემოთხსენებულ ფრაზამდე სადაც ბატონი სანიკიძე ამბობს : ,, დამიმტკიცოს ნათაძემ სად და როდის ვთქვი საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო უნდა იყოსო, მე ამ,ას არ ვემხრობი, არა იმიტომ რომ ცუდია, არამედ იმიტომ რომ შეუძლებელია'', მის ამ სიტყვებს მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვა იმის შესახებ თუ როგორ წარმოედგინა სანიკიძეს და ''ეროვნულ'' ფორუმს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი. ამ შეკითხვაზე გუბაზ სანიკიძემ გასცა პასუხი რომელმაც ნებისმიერ ლუსტრაციის კანონზე უკეთ წარმოაცინა მისი და მისი პარტიის სახე. გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტის კითხვას გასცა ასეთი პასუხი : ,,მიმაჩნია რომ საქართველომ უპირველეს ყოვლისა უნდა გაატაროს რეგიონალური პოლიტიკა და საგარეო ურთიერთობები სამეზობლო პოლიტიკაზე უნდა გვქონდეს აწყობილი ''. სულ ეს არის, არც ნატოა ნახსენები, არც რუსეთთან დისტანცირება, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობა.

მოკლედ გუბაზ სანიკიძეს მიაჩნია რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს რეგიონალურ პოლიტიკაზე აწყობილი და საგარეო ურთიერთობებში პრიორიტეტი უნდა იყოს სამეზობლო პოლიტიკა. მე ვეთანხმები ბატონ სანიკიძეს რომ ეს მართლაც არ არის ნეიტრალიტეტი, არამედ ეს არის რიად რუსული პოლიტიკა ანუ რუსეთის დომინიონობა რეგიონში.

 

მოდით ჩამოვთვალოთ სულ რამდენი სახმელეთო მეზობელი გვყავს და გამოვიტანოთ დასკვნა რას ნიშნავს რეგიონალური პოლიტიკა და სამეზობლოზე აწყობილი საგარეო პოლიტიკა : 1. თურქეთი, 2. სომხეთი, 3. აზერბაიჯანი, 4. დროებით ოკუპირებული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკები და ბოლო 5. ჩვენი მეზობლების მეზობელი რუსეთი, რომელსაც მავანნი მეზობლად სთვლიან.

 

ეხლა ამ ხუთიდან წავიდეთ გამორიცხვის მეთოდით, გუბაზ სანიკიძე ზვიად გამსახურდიასნაირი პანიბერო კავკასიზმის იდეის სულისჩამდგმელი რომ ვერ არის და ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობაზე რომ არ იქნება აწყობილი მისი და ''ეროვნული'' ფორუმის ხედვა ამაზე მგონი ვთანხმდებით, 2. რუსეთი და სომხეთი ერთ სიბრტყეზე ავიღოთ. რჩება აზერბაიჯანი და თურქეთი.

 

ვინმეს სერიოზულად ჯერა რომ სანიკიძის და ''ეროვნული'' ფორუმის საგარეო ურთიერთობათა ხედვა აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობაზეა აწყობილი ?

 

ანუ გუბაზ სანიკიძის და ''ეროვნული'' ფორუმის ხედვა ქვეყნის საგარეო პოიტიკური კურსის შესახებ აწყობილია სამეზობლო ინტერესებზე ანუ რუსეთის ინტერესების გატარებაზე, ანუ რუსეთის დომინიონობაზე და ეს ართლაც არ არის ნეიტრალიტეტი, ანუ გუბაზ სანიკიძე იმ ინტერვიუში აბსოლიტურად გულწრფელია როდესაც ის ამბობს რომ მათი პარტიის გეგმებში არ შედის საქართველოს ნეიტრალიტეტი.

 

ანუ ნეიტრალური საქართველო რაც მიუღებელია ჩემთვის როგორც ანტირუსული და ანტიიმპერიალისტური სულისკვეთების ადამიანისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა გუბაზ სანიკიძისთვისაც, ოღონდ აბსოლიტურად განსხვავებულ მიზეზთა გამო, რუსული ''პრავასლავური'' იმპერიალიზმის ერთგული მსახურების გამო.

 

რაც შეეხება ნეიტრალიტეტს. ნეიტრალიტეტი ჩემთვის პირადად მიუღებელია არა მხოლოდ ამ ეტაპზე, არამედ საერთოდ. საქართველო არასდროს არ იქნება ნეიტრალური და საქართველო და ქართველი ერი მუდამ მსოფლიო ქარტეხილების ავანგარდში ვიქნებით დემონთა ლეგიონის შესამუსრად როგორც ''მკრთალნი რაინდნი მწუხარე სახის'' .

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 119
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

I_V_E_R_I_E_L_I

მხოლოდ ნაციინალური მოძრაობა არის პროდასავლური,სხვა დანარჩენი პარტია პრორუსულია.. რატომ?იმიტომ,რომ ნაცმოს ებრძვიან დიახაც..ნაცმო აშენებს ქვეყანას,ლტოლვილებს აბრუნებს თავიანთ სახლებში,რუსეთთან ომში ებმე

Saturn

analgin ე.ი. დაწყებისთვის საჭიროა... აღნუსხე newstudio! საკოჭე მასალა, ხარის ტყავი, თუნუქი და სამი საჟენი შეშა. გაფრენის წინა დღეს: დოლი, ვარდები ( :018: ), ნაბადი და ტიკი ღვინით სავსე  

Saturn

დღვნა, შიმშილი და დღვნა...   დებილები არავინ ვართ აქ. შენი "ტექნიკა" კარგად შეინახე. მე სურათის დადებით შერეკილს მეძახი და პროლეტარს გაურითმე პოსტი და ვითომ მისი სახელი არ მიაწერე, წინასწარ თავის დაზღ

Posted Images

მართალია!

 

ადმინ, ისე სიტყვა "რუს"-ზე ფილტრი ხომ არ დაგვეყენებინა ფორუმზე? აშკარად ცუდად ჟღერს და ###ეთუმეობა არ დაგვაბრალონ.

 

ვა, ჩაირთო... ###ეთი, ###ული, ###ეთუმე, ###ი...

 

;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალია!

 

ადმინ, ისე სიტყვა "რუს"-ზე ფილტრი ხომ არ დაგვეყენებინა ფორუმზე? აშკარად ცუდად ჟღერს და ###ეთუმეობა არ დაგვაბრალონ.

 

ვა, ჩაირთო... ###ეთი, ###ული, ###ეთუმე, ###ი...

 

;)

 

ერთი ტხოვნა ამქვს. ისე ერთი ფილტრიც რომ დაგეყენებინათ არ იქნებოდა ურიგო.

 

ვთქვათ სწერს ვინმე სიტყვა "ალასანია" და " გამოვა "მიშა" ;)

 

ვაბშე დაფილტრეთ კარგი იქნება.

ფილტრი გინებაზე უნდა იყოს და არა ამაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

კარგი რა ბაბუაგიორგი, კარგი რა... ;) ;)

 

 

 

 

ვიხუმრე, ვიხუმრეეე..

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება ნეიტრალიტეტს. ნეიტრალიტეტი ჩემთვის პირადად მიუღებელია არა მხოლოდ ამ ეტაპზე, არამედ საერთოდ. საქართველო არასდროს არ იქნება ნეიტრალური და საქართველო და ქართველი ერი მუდამ მსოფლიო ქარტეხილების ავანგარდში ვიქნებით დემონთა ლეგიონის შესამუსრად როგორც ''მკრთალნი რაინდნი მწუხარე სახის'' .

მიეცით ამ ქაცს შახიდის ქამარი, ვიღაც მადლიანმა ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

სახალხო ფრონტის ლიდერმა ბატონმა ნოდარ ნათაძემ ხაზგასმით აღნიშნა რომ გუბაზ სანიკიძე არის კრემლის აგენტი და მის აგენტობას მრავალ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მისი შეხედულება ქვეყნის ფედერალურ მოწყობასთან და ნეიტრალურ სახელმწიფოდ ქცევასთან დაკავშირებით

სამწუხაროდ პუპუზა სულ გამოპრუტუნდა ამ ბოლო დროს.

ნუ მომაყოლებთ თავიდან როგორ უღალატეს მან და ასათიანმა ზვიადს

კარგით რა ბატონო შამილ თქვენი ფავორიტები იგივე პუპუზა, კიკა, ვაჟა ადამია და თუნდაც გია ჭანტურია(ე.დ.პ) პირდაპირ იარაღით ხელში ებრძოდნენ მაშინდელ ხელისუფლებას, განსხვავებით გუბაზ სანიკიძესგან.

მოდით ჩამოვთვალოთ სულ რამდენი სახმელეთო მეზობელი გვყავს და გამოვიტანოთ დასკვნა რას ნიშნავს რეგიონალური პოლიტიკა და სამეზობლოზე აწყობილი საგარეო პოლიტიკა : 1. თურქეთი, 2. სომხეთი, 3. აზერბაიჯანი, 4. დროებით ოკუპირებული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკები და ბოლო 5.

ჩვენი მეზობლების მეზობელი რუსეთი, რომელსაც მავანნი მეზობლად სთვლიან.

რატო მარტო სახმელეთო.

რაც შეეხება რუსეთისჩვენი მეზობლობიდან ამორიცხვას,თქვენ შეგიძლიათ საერთოდ ის რუკიდან წაშალოთ, მაგრამ ამით არაფერი არ შეიცვლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი ტხოვნა ამქვს. ისე ერთი ფილტრიც რომ დაგეყენებინათ არ იქნებოდა ურიგო.

 

ვთქვათ სწერს ვინმე სიტყვა "ალასანია" და " გამოვა "მიშა" ;)

 

ვაბშე დაფილტრეთ კარგი იქნება.

ფილტრი გინებაზე უნდა იყოს და არა ამაზე.

ალანია -ალასანიაების საგვარეულო მტრობა ჯერ კიდევ XVII საუკუნეში აღწერა იტიალიელმა მისიონერმა კრისტოფორო დე კასტელმა "ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ"-ში :

 

ძიიიდუუუუუუუ ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ შეგიძლიათ საერთოდ ის რუკიდან წაშალოთ

;) ;) :D

 

 

ალანია -ალასანიაების საგვარეულო მტრობა ჯერ კიდევ XVII საუკუნეში აღწერა იტიალიელმა მისიონერმა კრისტოფორო დე კასტელმა "ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ"-ში :

ძაღლის თავი ვიპოვეთ :D

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ახუიეწ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეტსაც გეტყვით!!! : არამარტო "ფორუმი", თბილისის ტაქსისტებისა და "მარშუტკების" მძღოლების 80%-იც რუსეთუმეა!!!!

 

რუსულ მუსიკებს უსმენენ ეგენი, ზოგი ისეთი თახედია, რუსულ "ვარავსკოებსაც" კი!!!

 

 

ცირკის დაბლა რომ რესტორანია - "მატრიოშკა", მანდ აქვთ შტაბ-ბინა!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაროჩე ირაკლი წერეთელი პრეზიდენტად,ვაჟა ადამია პრემიერად და პადოშა პარლამენტის თავმჯდომარედ..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

არც ირაკლი წერეთელი და არც ნოდარ ნათაზე არასდროს ყოფილან ზვიადთან. ასათიანი და სანიკიძე კი იყვნენ და უღალატეს. ხმებს უყრიდნენ გადადგაო ჩეჩნეთში რომ იყო გაქცეული.

 

ბატონი შავლეგო იყოს დადებდა კარგ ფაქტებს

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

არც ირაკლი წერეთელი და არც ნოდარ ნათაზე არასდროს ყოფილან ზვიადთან. ასათიანი და სანიკიძე კი იყვნენ და უღალატეს. ხმებს უყრიდნენ გადადგაო ჩეჩნეთში რომ იყო გაქცეული.

კი ბატონო, ეგენი ზვიადთან არ იყვნენ, მაგრამ იარაღით ხომ ებრძოდნენ და რომელი უარესია, ქობულეთში დამალვა თუ ტყვიის სროლა?

ვაჟა ადამიამ კი ორივე გააკეთა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...