Jump to content
Planeta.Ge

აბა დავძაბოთ გონებები და ..........


Recommended Posts

  • Replies 68
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

babuagiorgi

მაგრამ ძიძიგურის მერად გასვლა (რისიც არ მჯერა) ძალიან საინტერესოდ დაანაწილებდა ძალათა ბალანს

 

 

წამოგცდა არა მაინც? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

რაიო, რა რევესანსიო?

არ მომისმენია, უკვე სიზმარში ვარ. წავედი, ძილისპირული სიგარეტი მოვწიო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

იკაკოისტები უფრო ჭკვიანები რომ გამოვჩნდეთ

ეს შენ თვითონ წამოგცდა.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ეს შენ თვითონ წამოგცდა..

ვერ გავიგე, შენი აზრით რას ვმალავდი, თან კიდევაც რომ წამომცდა? :givi:

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოხოოო რა მოუკვარახჭინებიათ :nekro:

კაი, ასლანიჩები, ედეპე, ჩვენი შამილის საძმო, მრეწველები, პადოშა, ივანიშვილი მიშასია ხო..

და ალასანიაც მიშასია კაცო? :)

ვინღა დარჩა აბა მიშას გარეშე?

რაღაც ნამეტანი მაგარი ყოფილა აი მიშა, 100% ყველა თუ მისი კაცია არჩევნებზე, მარა ფიცი მწამს და დღევანდელი საქართველო მაკვირვებს მინუს ტერიტორიებით, მინუს საგარეო სახელით, და პლიუს მთელი მსოფლიო გვეღადავებათი :(

 

 

ახლა კი სერიოზულად:

ვიფიქროთო ქვია თემას, ხოდა ვიფიქრებ აგერ ხმამაღლა მეც:

 

სხვაა მანდ ხალხნო:

მოჭადრაკეებათ კი მოგაქვთ თავი, მაგრამ ერთ სვლაზე მეტს ვერ/არ ითვლით, არადა პოლიტიკა ისეთი რამეა, ხანდახან 10 სვლის გათვლაა საჭირო..

 

დავიწყოთ ნოღაიდელიდან:

სიტუაცია:

ფაქტი 1) ნოღაიდელი დაემუქრა მიშას.. უწევს სერიოზულ წინააღმდეგობას.. უქმნის ”პრობლემებს”..

ფაქტი 2) მიშას და ვანოს ნამდვილად აქვთ კომპრომატები ნოღაიდელის წინააღმდეგ, ეჭვგარეშეა ეს..

 

პირველი სვლა (რასაც უმრავლესობა ფიქრობს დღეს საქართველოში):

ფაქტი 2 ის გათვალისწინებით, ვანოს და მიშას, როცა უნდათ, მაშინ შეუძლიათ ნოღაიდელი დაიჭირონ და რახან არ იჭერენ, ესე იგი მათი კაცია..

აი აქ მთავრდება ჩვენი ლოგიკა, გათვლები და გვიხარია, აქაოდა, კიდევ ერთი შეთქმულების 1 სვლიანი თეორია გავხსენით.. საერთოდ, იცოდეთ, შეთქმულების თეორია არასდროს არ არის ერთსვლიანი :)

მე არაფერს არ ვამტკიცებ, არ ვიცი ნამდვილად რა, როგორ არის, მაგრამ ჯობია ერთსვლიან კომბინაციებზე არ გავჩერდეთ, გავიხედოთ ცოოტა, სუულ ცოტათი შორს..

მეორე სვლა

იქნებ და სულაც არ არის ნოღაიდელი მიშას კაცი.. იქნებ, უბრალოდ, მიშას აწყობს ნოღაიდელი.. გადახედეთ სიტუაციას.. ფაქტია, რომ ნოღაიდელს ძალიან, ძალიან უარყოფითი ”აურა” აქვს.. გაიხსენეთ ნებისმიერი ტელეშოუ რუსთავი 1-4 ში ოპოზიციონერის მონაწილეობით.. თუ ყოფილა სადმე, რომ დროის 90% არ წასულიყო ნოღაიდელის ირგვლივ საუბარზე? გადახედეთ ამავე ტელევიზიების საინფორმაციოებს: თუ ყოფილა სადმე, რომ ოპოზიციაზე დათმობილი თემების 90% ზე ნაკლებში ყოფილიყო ნოღაიდელი აქტიური? ამ კითხვებზე თქვენ თვითონვე გაეცით პასუხი..

ხოდა მივდივართ მესამე სვლამდე და ჩემის აზრით დასკვნამდე ამ სიტუაციაში:

მესამე სვლა

იმისათვის, რომ ნოღაიდელმა აკეთოს მიშას საქმე, სულაც არ არის აუცილებელი, რომ იყოს მისი კაცი.. მეტიც.. სწორედ ასე მგონია მე.. არაა ნოღაიდელი მიშას კაცი.. უბრალოდ, გათვალა ამანაც ხელისუფლების სვლები, ანუ ის, რომ არ დაიჭერდნენ, ისიც გათვალა, რომ მიშას აწყობდა მისი გამოჩენა და ითამაშა ძალიან ჭკვიანურად: დაიწყო ყვირილები, დამუქრებები, იცის ქართველების ბუნება, ხოდა, ამოწია თავისი მვდარი ფიგურა.. გადახედეთ სიტუაციას ფორუმებზე.. ნახავთ, რომ ბევრს უკვე ესიმპატიურება ის.. ანუ რა მოხდა: ჭკვიანი კაცია ნოღაიდელი, ოღონდ მართლა.. არც ხელისუფლებაში არიან ერთ სვლიანები.. ხოდა, ისე, რომ ერთმანეთის კაცები არ არიან :) ორივეს ძალიან აწყობდათ ეს სიტუაცია: ნოღაიდელიც მაგრა ამოიქაჩა და ხელისუფლებაც ხუთიანზე იყენებს ნოღაიდელის კოზირს.. ჩვენ, ხალხს კიდე, ერთი სვლის იქეთ ვერ გაგვიხედია და თან გვიხარია, როგორც უნდათ, ისე რომ ”გვაბურთავებენ”..

 

დაახლოებით ასეთივე, ზემოთ აღწერილი სამსვლიანი სიტუაციაა მიშა/რუსეთს შორისაც.. ბევრი ოპოზიციონერი იძახის, რომ მიშა რუსეთის კაცია.. არაა მასე.. არაა მიშა რუსეთის კაცი..

უბრალოდ, ძალიან მაგრა აწყობს რუსეთს მიშა..

თქვენც მიშისტებო და თქვენც ოპოზიციონრებო, გადახედეთ ჩვენს საგარეო სიტუაციას კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ არასოდეს რუსეთს იმდენი პლიუსი არ მიუღია საქართველოდან, როგორც ეს მიშას დროს მიიღო.. რატომ უნდა უნდოდეს მას მიშას გადადგომა და სხვისი მოსვლა?

 

რაც შეეხება ალასანიას:

აქ გაცილებით რთულადაა საქმე.. ამ შემთხვევაში ამოსაწევია მიშას კომპლექსები.. ვერ შეეგუება სააკაშვილი საქართველოში მესამე ადგილს.. მეორეს შეეგუა უკვე.. ცდილობს მაინც რაღაც-რაღაცეებს, მაგრამ შეგუებულია, ჯერ პატრიარქი, მერე მიშა, აი უგულავას ვერ შეეგუება, გამორიცხულია, მასზე დიდი რეიტინგიანი დაუშვას.. სწორედ ეს მგონია მე მთავარი ფაქტორი, რომ არ ეხმარება გიგის, თუ მართლა არ ეხმარება.. მეორეს მხრივ, აღსანიშნავია ამერიკის ზეწოლაც, რომელიც განსაკუთრებით გახშირდა ამ ბოლო დროს.. საკმაოდ კავშირები აქვთ ალასანიას/ახლებს/რესპებს ამერიკაში და არც ისაა გამორიცხული, რომ ამერიკის მიერ ხდებოდეს ნაცების ჩანაცვლება გაცილებით ჭკუადამდგარი მერით/პრეზიდენტ/პრემიერით და არც ისაა გამორიცხული, რომ ამერიკას აწყობდეს, სწორედ 14 მუშის, 23 პრარაბის, 13 სპორცმენის და სავალდებულო სამხედრო სამსახურ არ გავლილი თავდაცვის მინისტრის(რეალური ციფრებია) ჩანაცვლება პროფესიონალური კადრებით.. არ მითხრათ ახლა რას ერჩი მუშას და პრარაბსო.. არაფერს არ ვერჩი.. საკმაოდ დასაფასებელი პროფესიაა ორივე, მაგრამ ვთვლი, რომ პარლამანეტში არ უნდა იყოს 37 ისეთი პარლამენტარი, რომლებსაც მუშის და პრარაბის გარდა სხვა სამუშაო პრაქტიკა არ გააჩნიათ..

ჯერ ყველაფერი ბუნდოვნადაა აქ, წინა ორ (ნოღა + რუსეთი/მიშა) მსჯელობისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი ძალიან არეულია და არაფერი არ იკვეთება ჯერ კარგად.. ინფორმაციის და ფაქტების ნაკლებობა გვაქვს ჯერ..

რა თქმა უნდა ისიც დასაშვებია, რომ ალასანია მიშას კაცი იყოს, მაგრამ მომკალით და არ მჯერა ამ ერთსვლიანი გათვლების :) არც ერთი ერთსვლიანი ”წინასწარმეტყველება” არ გამართლებულა ჯერ 91 წლიდან მოყოლებული საქართველოში და არც ეს უნდა გამრთლდეს მგონია მე..

 

 

რამდენი მიწერია, რაა ეს..

ცოტა რთული მსჯელობა გამომივიდა, მაგრამ იმედია ერთ დასკვნას მაინც გამოვიტანთ ხალხნო:

ერთ სვლიანი გათველბის ადგილი არ ყოფილა, არ არის და არც არასდროს იქნება პოლიტიკაში

ასე რომ, ნუ გიხარით, თუ ერთ სვლიანი გათვლით, ”სასწაულ, მხოლოდ თქვენ რომ მიხვდით” იმნაირ ”ჭეშმარიტებას” აღმოაჩენთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

maka

SSDK

მოკლედ დაგეწერა ბარემ პასუხი რა გამოთვალე

მოვიშველიებ კლასიკოსებს და ვიტყვი, რომ ხანდახან არის სიტუაციები, როდესაც მოკლედ თქმა საერთოდ არაფრის თქმას ნიშნავს.. სწორედ ასეთია ეს სიტუაციაც :(

 

თანაც დავძაბოთ გონებაო თემას ჰქვია, ხოდა, დავძაბოთ ჩვენც :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

მოჭადრაკეებათ კი მოგაქვთ თავი, მაგრამ ერთ სვლაზე მეტს ვერ/არ ითვლით

შენ რო ჭადრაკს ცუდად თამაშობ? :( გენდოთ შენს გათვლილ სვლებში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

 

შენ რო ჭადრაკს ცუდად თამაშობ? :( გენდოთ შენს გათვლილ სვლებში?

დარწმუნებული ხარ? :)

პირველი თანრიგი მქონდა ბავშვობაში და კმს-ამდე კიდევ არაფერი მაკლდა :)

აჰა.. განახე ჩემი კუნთები..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

პირველი თანრიგი მქონდა ბავშვობაში

აბა მე როგორ დაგამარცხე? გადაგავიწყდა ეტყობა თამაში :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

 

აბა მე როგორ დაგამარცხე? გადაგავიწყდა ეტყობა თამაში :(

გამოვტყდი მე იმ ჭადრაკის თემაშიც, რომ ვიჩიტერე :)

და წაკითხული გაქვს შენც..

პირველი ხელი ვითამაშე მარტო მე, საკმაოდ სუსტთან და საკმაოდ ადვილად მოვიგე..

მის მერე ხან ვის ვსვამდი, ხან ვის, არ მეცალა.. რელიზი მქონდა.. :(

შემდეგ, გადავწყვიტე რომ ასე არ შეიძლებოდა, გამოვტყდი ჩიტერობაში და ტურნირი დავტოვე..

 

გადავიწყებული მართლა მაქვს, მაგრამ არა ისე, რომ შენ მომიგო, თუ თვლი, "აბა მე როგორ დაგამარცხეო" :)

 

ნუ გადაგაქ ისე თემა და ნუ მამართლებიებ ერთი თავს, თუ კაცი ხარ.. დაუბრუნდით თემას..

Edited by SSDK
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...