T_A_T Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 კანის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის თემაზე რეჟისორ რენე ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმის “GEORGIA” დახურული, არასაკონკურსო ჩვენება გაიმართება. ფილმი ამერიკელი ოპერატორისა და ქართველი ქალის სიყვარულის ისტორიის თემაზეა აგებული. სცენარის მიხედვით, ფილმის მთავარი გმირები საომარი მოქმედებების ცენტრში აღმოჩნდებიან და იბრძვიან, რათა მიუკერძოებელი პოზიცია შეინარჩუნონ. თრილერი, პირობითი სახელწოდებით- “GEORGIA”ყველაზე გახმაურებული, სოლიდური და ვარსკვლავურია ამ ჟანრში გადაღებული სხვა მის წინამორბედებთან შედარებით. ენდი გარსია და ველ კილმერი- კინო-კრიტიკოსთა შეფასებით, ეს ბრენდი სახელები უკვე წინაპირობაა სურათის წარმატებისთვის. ფილმის ფინური წარმოშობის რეჟისორმა რენი ჰარლინმა ჰოლივუდისა და კინო-კომპანიების პავილონებს, გადასაღებად ცოცხალი გარემო ამჯობინა. ჰოლივუდირი თრილერის გადაღება საქართველოში მიმდინარეობდა და მას სამთავრობო აპარტამენტები, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც დაეთმო. ”მე დიდხანს ველოდი რაიმე მნიშვნელოვანისა და ნამდვილის გამოჩენას. მინდა გავაკეთო ფილმი, რომელიც რაღაცას იტყვის ადამიანურ მდგომარეობებზე. რამდენიმე კაცმაც რომ დაინახოს ის, განიცადოს მისი გავლენა და გაიგოს მისი პაციფისტური გზავნილი, ე.ი. მე რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებ და ამით ვიამაყებ,” – განაცხადა გადაღებების დროს ჰარლინმა The Guardian -თან ინტერვიუში. ფრანგულ LE MONDE –თან კი, რეჟისორმა აღნიშნა, რომ ეს ფილმი ”ომის წინააღმდეგ მიმართული ძლიერი განაცხადი იქნება.” ფილმის ავტორები და პროდიუსერები სურათის ბიუჯეტის ციფრს ამ დრომდე საიდუმლოდ ტოვებენ. პროექტის ავტორი განმარტავს, რომ ჰოლივუდური სურათი საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი იქნება. პროექტი კომპანია ,,გოლდ ინვესტის” დაფინანსებით ხორციელდება. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ფილმისთვის ფულს საქართველოს მთავრობა იხდის. დაფარვის მიუხედავად კინო-ფილმის ბიუჯეტი უცხოურმა პრესამ მაინც გაახმაურა. ბრიტანული გამოცემა The Independent იუწყება, რომ ფილმის ბიუჯეტი 32 მილიონი დოლარია (19 მილიონი ევრო), შესაბამისად ეს ყველაზე მასშტაბური ფილმია, რაც კი საქართველოში ოდესმე გადაღებულა. ფილმში ჰოლივუდის 15 მსახიობი მონაწილეობს. მათ შორის ენდი გარსია (პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლში), ველ კილმერი, რუპერტ ფრენდი და ემანუელ შირიკი. მასში ასევე 150-მდე ქართველი კინოპროფესიონალია დაკავებული. სცენარი ცნობილ ამერიკელ დრამატურგს, მაკო ალენს ეკუთვნის. ფილმს 2 ქართველი პროდიუსერი – დავით იმედაშვილი და პაპუნა დავითაია ჰყავს. ფილმის პოსტერები უკვე გამოჩნდა და მასზე ცეცხლოვანი ცის ფონზე ტანკის სილუეტია გამოსახული. კანში ფილმის არასაკონკურსო ჩვენება გაიმართება. კანის კინოფესტივალი საფრანგეთში დღეს ასევე არასაკონკურსო ფილმი “რობინ ჰუდით” გახსნა. გახსნის ცერემონია ბრიტანელ მსახიობ კრისტინ სკოტ ტომასს მიჰყავდა. http://i049.radikal.ru/1005/a2/a68a66179ca3.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irusha Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 (edited) როგორ მაინტერესებს... )) არადა, ზუსტად ვიცი, რომ არ მომეწონება... :\ და ნუ, მიშას ეს ფოტო რა მოსატანი იყო??? )) http://i39.tinypic.com/10mkjk7.jpg :nekro: Edited May 13, 2010 by irusha Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 არადა ედიკა როგორ მევასება... :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 ძალიან გამიტყდება, ცუდი რომ გამოვიდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 T_A_T რეჟისორ რენე ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმის “GEORGIA” დახურული, არასაკონკურსო ჩვენება გაიმართება.არასაკონკურსო გასაგებია, მაგრამ დახურული რას ნიშნავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 არასაკონკურსო გასაგებია, მაგრამ დახურული რას ნიშნავს? ეგ არც მე ვიცი,მაგრამ მიშა სტა პრაცენტი წავა პრემიერაზე.ეგაც ერთი პოვოდი ახალი პაესტკის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 დახურული რას ნიშნავს?ალბათ მოსაწვევებით იქნება დასწრება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 Saturn ალბათ მოსაწვევებით იქნება დასწრება რათა და ძალიან ბევრი სისხლია კინოში და ჩვეულებრივ ხალხს უფრთხილდებიან? :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 Saturn რათა და ძალიან ბევრი სისხლია კინოში და ჩვეულებრივ ხალხს უფრთხილდებიან? :018:არა, დასწრების მსურველია ბევრი და ყველას ვერ ატევენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 Saturn არა, დასწრების მსურველია ბევრი და ყველას ვერ ატევენ. ხო,გასაგებია მაშინ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 (edited) რა იყოთ, თრეილერი არ გაქვთ ნანახი კაცო? მე მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ ვარ.რამდენიმე მაგარი კადრია. განსაკუთრებით თბილისის ზედხედები :018:მარა ბატალური სცენები აქედან რაც ჩანს არ მომწონს. იაფფასიან "ბოევიკებს" ჰგავს. კონა ათი შაური როა.იმედია ეს ოფიციალური თრეილერი არაა ანუ ჯერ დაუმონტაჟებელია და კომპიუტერული გრაფიკით დაიხვეწება.ამიტომ სანამ თავიდან ბოლომდე არ ვნახავ ობიექტური აზრი ვერ მექნება. T_A_T ისე რენე არა, რენი ქვია და ჩავასწორებ სათაურს. Edited May 13, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 დახურული ჩვენება ნიშნავს ჩვენებას არა პუბლიკისთვის, არამედ ე.წ. გაქირავების პროდუსერებისთვის. ანუ ასე ვთქვათ "კინო-ბარიგებისთვის", რათა ფილმის გაყიდვაზე და გაქირავებაზე დაიწყოს მოლაპარაკებები, მენჯერების შორის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 რაც მანდ პროდიუსერები სიმწრის ოფლს დაღვრიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 ძალიანაც კარგი ნახოს ყველამ რაც გააკეთა რუსეთმა http://i049.radikal.ru/1005/b8/66e4343ce960.jpg http://s43.radikal.ru/i100/1005/3d/90de4a37790f.jpg http://s58.radikal.ru/i159/1005/7c/dad947c0358b.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 akkai ძალიან გამიტყდება, ცუდი რომ გამოვიდეს.ბ კლასის ფილმია, რეჟისორითაც, ბიუჯეტითაც.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.