Jump to content
Planeta.Ge

სამოყვარულო სტრატეგიის ტუტორიალი


Recommended Posts

ერფორუმს, რა თქმა უნდა, მაშინაც საუკეთესო გეგმა ჰქონდა (ქუჩის ბრძოლების), მაგრამ "არ დაუჯერეს". :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არადა ბრძოლა გაცილებით ადვილია, რადგან მეტოქე სუსტი და უჭკუოა. :)

 

ამ დღეებში ვიწყებ რაღაცის მოყომარებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამენტ წავიკითხე, გავიაზრე, დავფიქრდი და იმ დასკვნამდე მივედი რომ ქადა კი ზამთარ ზაფხულ ორი ხელით იჭმევა, მაგრამ, როგორც არ უნდა გულობდეს გული ვერც 10 000-იან, ვერც 100 000-იან და ვერც 300 000-იან "ლაშქარს" დამუკიდებელი და ადეკვატური პოლიტიკური ძალა ქუჩაში ვერ გამოიყვანს. და ვერ გამოიყვანს, რადგან ასეთი ძალა საქართველოში არ არსებობს. ამ დასკვნამდე პრინციპში კარგა ხანია მისული ვარ და საუკუნეა უკვე ვცდილობ საზოგადოებისთვის იმის ახსნას, რომ საქართველოში არსებული კორუმირებული პოლიტიკური სისტემის კორუმპირებული მონაწილეა უკლებლივ ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალა მათგან უკეთეს შედეგს ვიდრე არსებულს არ უნდა ელოდოს მაგრამ....

 

არსებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟია საჭირო თავის ტრუხა ტრუხა პარტიებისა და ზე თახსირი პოლიტიკანებისა და ფსევდო საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის ჩატვლით, მარააა ამ ჰამბავს რევოლუცია ჭირდება, რევოლუცია რომელისთვისაც ხალხი არ არის მზად.

 

ისე ეროვნულ ფორუმს რომ ვბალეშიკობდი იცით ალბათ მაი ჰამბავი, მაგრამ ალასანიასთან დვიჟენიები რომ დაიწყო და წიწიბურფანებთან ერთად მოძრაობების კეთებასაც არ მოერიდა იმის მერე რიგით კორუმპირებულ პოლიტიკურ ძალად იქცა ჩემთვის, ანუ არასანდოდ და არაფრისგამკეთებლად.. თუ ჩემი დასკვნა არასწორია მე მაპატიეთ, მაგრამ ვგონებ რომ ნდობით ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას ვერ ენდობი ადამიანი, არც ერთი მათგანი დამოუკიდებელ ძალას არ წარმოადგენს და შესაბამისად სასურველი შედეგის დადებას ვერ შეძლებს ..

 

ასე არ არის პრეკუ?

 

ეხლა რა უნდა გააკეთოს ხალხმა?

 

ლიდერებში რომ არ გაუმართლა ცხადია, მაგრამ დაიმსახურა კი უკეთესი ლიდერები? იქნებ თავად კორუმპირებულმა მხოლოდ კორუმპირებულის დაფასება შეძლო და მეტი არაფერი? იქნებ "საზოგადოებაა" საქართველოს მთავარი პრობლემა? უფრო სწორედ საზოგადოების არ არსებობა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ამ დღეებში ვიწყებ რაღაცის მოყომარებას.

ლიდერი უნდა წარმოჩინდეს თქვენნაირი კატეგორიის ხალხიდან. ძველები ვეღარ გაქაჩავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

პარტაქტივის დათრგუნვა, ძალიან საინტერესოა,

სიამოვნებით ოღონდ მეთოდები მაინტერესებს

ჩავიხედოთ ნაცების ბნელ გულებში: "მე ვარ მიშას დასაყრდენი და კიდო პოლიცია, მაგრამ მიშა რომ გადააყუდონ, პოლიცია თავს დაიძვრენს "ეგეთი სამსახური მქონდა და რა მექნაო?", ჰოდა პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე მე დამაწვება... საშინელებები რომ გვაქვს ჩადენილი, დებილი არა ვარ - ვიცი... ჰოდა, ეს ხალხი რომ დაგვესევა, ყველას ნაკუწებად გვაქცევენ... ამიტომაც, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა ვიბრძოლო, რომ გადავრჩე!"

 

ახლა გაგიმხელთ ეროვნული ფორუმელის ზრახვებს: "ძაღლობიდან ვინც მიჰქარამდა, კანონით დაისჯება და მალე ამნისტირდება - ყველას ვერ მოსთხოვ გმირობას... ხოლო ნაცები ქვეყნის შენებაში ხელს ხომ ვერ შემიშლიან? იდეოლოგია მათ არ გააჩნიათ და არაფერი - ქვენა გრძნობებს აყოლილი საბრალო რაობანი არიან... მაგრამ, მათ ეშინიათ, რომ მიშას გადაგდების შემდეგ მაგათ წიხლქვეშ გავიგდებთ - რა ნაგვებიც არიან, ჩვენზეც ისეთი წარმოდგენა აქვთ... მეტი საქმე არა მაქვს, რომ მათზე ხელი გავისვარო, მაგრამ მათ ეს ხომ არ იციან? კუთხეში მოქცეული ვირთხა კი მტრისას - სახიფათოა! მან რომ იცოდეს, რომ არაფერი დაუშავდება, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს, რადგან თუ არ დამიჯერებს და გავეშებული ხალხის წინაშე მარტო დავტოვე - ძვლებიანად შესჭამენ!"

 

გამოსავალი - ნაცების განიარაღება შეიძლება ხელშეუხებლობის გარანტიით - გარანტი ის იქნება, ვისაც ყველა პატივს სცემს... ასეთი ხალხი კი მოგვეპოვება...

 

 

პოლიციის გაუბნებელყოფა შედარებით რთული საქმე იქნება... რთული მასშტაბიდან გამომდინარე, თორემ ისეთი არაფერი...

 

 

asds

როგორც არ უნდა გულობდეს გული ვერც 10 000-იან, ვერც 100 000-იან და ვერც 300 000-იან "ლაშქარს" დამუკიდებელი და ადეკვატური პოლიტიკური ძალა ქუჩაში ვერ გამოიყვანს. და ვერ გამოიყვანს, რადგან ასეთი ძალა საქართველოში არ არსებობს.

სერბობს, სერბობს! ეროვნული ფორუმი ტყუილად როდია გაყურსული? ნაცებმა კარგად რომ იციან ეროვნული ფორუმის სამზადისის შესახებ, იმიტომაც არიან მანდრაჟში...

 

არსებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟია საჭირო თავის ტრუხა ტრუხა პარტიებისა და ზე თახსირი პოლიტიკანებისა და ფსევდო საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის ჩატვლით,

რა თქმა უნდა - ტრუხა პარტიები მიშას ფარია...

 

მარააა ამ ჰამბავს რევოლუცია ჭირდება, რევოლუცია რომელისთვისაც ხალხი არ არის მზად.

იქნება დაუმორჩილებლობა და ხელისუფლების მშვიდობიანად წასვლის იძულება ... შენ თუ გაგისწორდება, რევოლუცია დავარქვათ...

 

იქნებ "საზოგადოებაა" საქართველოს მთავარი პრობლემა? უფრო სწორედ საზოგადოების არ არსებობა?

საზოგადოება ამჟამად ყალიბდება...

 

mtidan

ლიდერი უნდა წარმოჩინდეს თქვენნაირი კატეგორიის ხალხიდან. ძველები ვეღარ გაქაჩავენ.

ლიდერობა ბეჭებზე არავის ახატია - ლიდერი ბრძოლაში იბადება!

 

ყველამ უნდა დავიდოთ წილი საერთო საქმეში, ხოლო ლიდერის გამოვლენა თავისით მოხდება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Precursor

 

შემოვიდოდი დისკუსიაში და ცალკე სამოქმედო გეგმასაც დავდებდი იმისა თუ რა და როგორ შეიძლება გაკეთებულიყო დღეს, მაგრამ როგორც საქართველოს/ქართული საზოგადოების აწ უკვე ყოფილი ნაწილი, პირადი პრობლემებით/საქმეებით უფრო ვარ დაკავებული ვიდრე ქართული პოლიტიკაზე თვალყურის დევნით. შეიძლება ამიტომ არის, რომ შენ ოპტიმიზმს საფუძვლიანად გამყარებულად არ/ვერ მივიჩნევ თორე თუ ფორუმი არსებული რეჟიმისა და პოლიტიკური სისტემის ნეიტრალისებას შეძლებს ამაში ცუდი არაფერი უნდა იყოს. უფრო პირიქით.

 

მერე და რა არის იცი პრეკუ, ეხლა სიღრმისეულ განხილვებში რომ არ გადავარდეთ და რავიცი, სიმართლე გითხრა, არა მგონია საქართველოს საკმარისი დრო ქონდეს იმისთვის რათა ჩიხიდან გამოსვლა დაიწყოს და ეს გარე ძალებისგან დამოუკიდებლად შეძლოს. ფაქტიურად ყველაფერი გარედან კონტროლდება, სახელისუფლებო სისტემა, საგარეო პოლიტიკა, საზოგადოებრივი ცხოვრება, შიდა პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სფერო და ასეთ პირობებში თუ გინდა წარმატებას მიაღწიო გინდა არ გინდა კორუფციულ გარიგებებზე უნდა წახვიდე და სისტემის დემონტაჟი ან მოდრნიზება ამ სისტემის შიგნიდან ცადო. ეროვნული ფორუმი ამას ან ვერ შეძლებს, ან ამაზე არ წავა, მორალური/ზნეობრივი კრიტერიუმების გამო და ეს ნიშნავს იმას, რომ ვერც რაიმე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს ვითარებაზე, რადგან ანტისახელმწიფოებრივ და ანტისახალხო რეჟიმთან ღია დაპირისპირების რესურსი არც ფორუმს გააჩნია და არც თავად საზოგადოებას.

 

ეგეც არ იყოს, მე ჩემ პოზიციაზე ვრჩები და ვფიქრობ რომ ვაშინგტონი საქართველოს დეზინტეგრაციას და სომხეთის შავ ზღვაზე გაყვანას გეგმავს, პლუს ამას რუსეთის "ბუნებრივი" ინტერესი სამეგრელოსა და რიგი ჩრდილოეთ კავკასიასთან მოსაზღვრე რაიონებისადმი და მოკლედ თუ საომარო მოქმედებები დაიწყო დღევანდელი საქართველოსგან ოფიციალური თბილისის იურისდიქციაში თავი ბოლო ტერიტორიების 50% დარჩება, ისიც განადგურებულ მდგომარეობაში.

ასეთი საშიშროების ფონზე მეც კი თავს შევიკავებდი რეჟიმთან მკვეთრი დაპირისპირებისგან, რადგან ნებისმიერი მკვეთრი მოქმედება/ნაბიჯი შეიძლება გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაც თავის მხრივ "სიგნალი" იქნება ვაშინგტონის მონა მორჩილი სააკაშვილისა და მოსკოვისთვის, რომ ქვეყნის შემდგომი დანაწევრება დაიწყოს.

 

გეოპოლიტიკურ ჭრილში განვიხილავ მოკლედ ყველაფერს და ვხედავ რა რომ "პარადი" ვაშინგტონსა და თეთრი სახლის მარიონეტ მოსკოვს მიყავს ვფიქრობ სწორსაც ვაკეთებ და სადღაც დაახლოებით ადეკვატურ დასკვნებამდეც მივდივარ..

 

საქართველო როგორც სახელმწიფოს რასაც ქვია ბეწვზე კიდია, მაგრამ ახალი გაღვიძებულის კვალობაზე მეტისმეტად რომ არ ვბურღო ტვინი ვგონებ აქ დავასრულებ ამჯერად და სხვა დროს მაღალი დეტალიზირების პირობებში განვავრცობ თემას : ))

 

იტოგში ჩიხშია ქვეყანა, ისეთ ჩიხში რომლიდან მისი გამოყვანაც ისტორიული მნიშვნელობის კატაკლიზმი იქნება.. თუ საერთოდ გამოვა ჩიხიდან...

 

თუ ბი ქონთინიუო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

სტილი მომწონს, რიყეზეც სიმართლეს უბნობს პრეკურსორი, მაგრამ მაგ "გამარჯვების" ფინალური სურათები თუ წარმოგიდგენიათ??

 

ბანგკოკის ცენტრი ,ორი კვირის წინ, ათობით მსხვერპლი და დამწვარი შენობები. არ მინდა ეგეთი "გამარჯვება", თან ბადრის "მხედართმთავრობით".

 

პარტაქტივის მიჩმორებაზე ორივე ხელით გეთანხმებით, მეთოდებია დასახვეწი, კომუნისტების დღეში უნდა ჩავარდნენ, 89-90 წწ-ში სულ თავის მართლებაში,რომ იყვნენ, პრაქტიკულად უბრძოლველად დათმეს ხელ-ბა. ისინი უფრო პატიოსანი ხალხი იყო, უფრო მეტი პატრიოტები.

 

პოლიცია მთლიანად არაა პრობლემა, მისი ძირითადი რეპრესიული ბირთვი კუდ-ის სახით,არის რეალური ძალა, ძალან კარგად ორგანიზებული,

პავლოვიჩის წყალობით, საკმაოდ მოტივირებული და ინტელექტუალური ძალა.

 

"შტაზის" და "სეკურიტატეს" ვერ შევადარებ, მასშტაბებიდან გამომდინარე, მაგრამ რეპრესიული მეთოდები, ყველასი შესწავლილი აქვთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Precursor

გამოსავალი - ნაცების განიარაღება შეიძლება ხელშეუხებლობის გარანტიით -

კრწანისში გავხსნათ ხელშეუხებელთა კვარტალი :D

ერთად მოვაქუჩოთ ნამუსგარეცხილები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

კრწანისში გავხსნათ ხელშეუხებელთა კვარტალი :D

ერთად მოვაქუჩოთ ნამუსგარეცხილები

რეზერვაცია :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარტაქტივის მიჩმორებაზე ორივე ხელით გეთანხმებით, მეთოდებია დასახვეწი, კომუნისტების დღეში უნდა ჩავარდნენ, 89-90 წწ-ში სულ თავის მართლებაში,რომ იყვნენ, პრაქტიკულად უბრძოლველად დათმეს ხელ-ბა. ისინი უფრო პატიოსანი ხალხი იყო, უფრო მეტი პატრიოტები.

:+:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არადა ბრძოლა გაცილებით ადვილია, რადგან მეტოქე სუსტი და უჭკუოა.

 

ამ დღეებში ვიწყებ რაღაცის მოყომარებას.

ეეეეჰ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...