Jump to content
Planeta.Ge

სამოყვარულო სტრატეგიის ტუტორიალი


Recommended Posts

პოლიტიკოსო! და ჰა! შენ დგეხარ ეპოქათა გზის გასაყარზე!

 

შენ გირწმუნებია საკუთარი გამორჩეულობა და გაგიწირია თავი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობისათვის!(იმდენი შენ დაგიმშვენდა ცხვირი... :user: )

 

პირველ რიგში, უნდა გაერკვე - რა გინდა? ამას მე ნუ მეტყვი და თუ გინდა, ნურც ნურავის ეტყვი - ბოლოს მაინც ყველა მიხვდება თუ რა გინდოდა, მაგრამ ყველა რომ მიხვდება, ამას კი შენ სულ ბოლოს გაიგებ...თუ საერთოდ, ოდესმე გაიგე... მაგრამ თავად უნდა იყო საკუთარ თავში კარგად გარკვეული!

 

აქ შენ გაქვს სამი ვარიანტი:

 

1. ხალხისთვის, ან მოსახლეობის გარკვეული ფენისთვის, უანგაროდ იღვაწო და საჭიროების შემთხვევაში მზად იყო თავიც კი შესწირო ამ ბრძოლას - ასეთ შემთხვევაში შენ გამოგადგება უმწიკვლო წარსული, მაგრამ სულიერი სიმტკიცე და ნებისყოფა კიდევ ცალკე მდგომი კატეგორიებია - კარგად გადახედე საკუთარი ბალღობის ისტორიას:

 

ხშირად ხომ არ იფსამდი?

 

რამდენად შეგეძლო საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დაპირისპირებოდი უახლოეს სოციალურ უჯრედს?

 

ხომ არ გახასიათებდა ძლიერთა რიდი და მათდამი მიტმასნილობა, ხოლო სუსტთა მიმართ - უდიერი დამოკიდებულების გამოვლინებანი?

 

სლაბაკებს არ წაუთაქებდი ხოლმე ვპარიადკე ვეშჩეი? ძლიერებს თავს არ უქონავდი?

 

კარგად გაიხსენე, რადგანაც თუ ხასიათის სიმტკიცე ბალღობიდან არ გაქვს გამომუშავებული, შესაძლოა, დიდების ზენიტში მყოფს მოგიწიოს ჰალსტუხის ღეჭვა და ტყლაპოში გორიალი...

 

თუ ეჭვი გეპარება საკუთარ ჰეროიზმში, მაშინ შენ დაგრჩება სხვა მოტივაციაც...

 

 

2. ითამაშო ხალხისთვის მზრუნველი მამა, შეიქმნა დაუცხრომელი მებრძოლის იმიჯი და შემდეგ სარფიანად ევაჭრო შინაურ და გარეულ ხელისუფალთ, რომ პოლიტიკურმა კაპიტალმა რაც შეიძლება მეტი ფინანსური დივიდებდები ჩაგიჩხრიალოს ოფშორულ ზონებში... აქ არის ერთი პრობლემა - ბოლო წლები შენი პოლიტიკაში ყოფნისა გექცევა წამებად, კოშმარად! ძალიან გაგიმართლებს, თუ მოახერხე ქვეყნიდან პოლიტდევნილის სტატუსით ათესვა და მერე გაზიდული მილიონების გაპრავება...

 

ამ სახის ბრძოლა შენგან მოითხოვს წინარესგან საპირისპირო თვისებებს - უნდა იყო მაქსიმალურად პლასტიური, უნდა შეგეძლოს ძლიერთან მიცუცქება, სუსტის გაწირვა, საკუთარი ნათქვამის უტიფრად გადათქმა, უნდა იყო ეშმაკი და დაუნდობელი...

 

 

3. შეგიძლია იქცე თანამედროვე, კლასიკურ პოლიტიკოსად, თუ შეგიძლია ლავირება ძლიერსა და სუსტს შორის, რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური - მთავარია, რომ რაც შეიძლება დიდხანს იტივტივო - მართალია, შენთან დაახლოებულ ადამიანებს ეცოდინებათ, რომ მაგარი მყრალი ხარ, მაგრამ რა პრობლემაა? შენც ადექი და გარჩემო შემოიკრიბე შენზე ნაკლები გაქანების მძღნერუკები - შორიდან შენს სუნს ადვილად ვერ იკრავენ, ხოლო ვიზუალურად ვინმე ბრიყვს შეიძლება ოქროც კი ეგონო! - ბევრი კი ვერ ხვდება, რომ ოქრო წყალში იძირება... მთავარია, მუდმივად აპიარო, რომ ოქრო ხარ, ოქრო!

 

ზოგჯერ ხელისუფლებაშიც მოხვდები, მაგრამ უმეტესად ფსევდო-ოპოზიციაში იქნები... სამაგიეროდ, ეს საქმე კაი მაყუთს მოგაღუნინებს და ქვეყნიდან გადახვეწაც აღარ დაგჭირდება...

 

დაბერდები და ან მემუარებს დაწერ (ამაშიც კაი ქეში მოიჭრება - ძველ თანამებრძოლებს დააშანტაჟებ), ან პოლიტოლოგად გაღიარებენ და როგორც ექსპერტს ადვილად არ დაგივიწყებენ...

 

-----------------------

 

ახლა გადავიდეთ მოწინააღმდეგის შეფასებაზე!

 

დიდი მნიშვნელობა აქვს იცოდე, თუ რა სახის ძალას უპირისპირდები:

 

1. უცხოელი დამპყრობელი, იმპერია, რაც არ უნდა ბოგანო ხალხისგან იყოს დაკომპლექტებული და რაც არ უნდა ნაძირალები მართავდნენ მას, ყოველთვის ცდილობს მსოფლიო საზოგადოების თვალში შელამაზებული ანტურაჟით წარსდგეს - ეს მისი მოწყვლადი ადგილია და ბრძოლის სტრატეგიაც ამაზე უნდა გათვალო - აქაც, ჯერ გათვალე, რა გირჩევნია - ჟანა დ'არკი გინდა იყო, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე... თუ ლიპარიტ ბაღვაში?

 

ჟანა დ'არკმა მოითხოვა ჯარის წინამძღოლობა და სულმოუთქმელად დაეტაკა მოწინააღმდეგეს - მცირე ხნით აკაშკაშდა და მალევე ჩაიწვა... მის მიერ დაწყებული საქმე მერე სხვებმა დაასრულეს ზედმეტი ჰეროიზმის გარეშე... წმინდანად მხოლოდ გასულ საუკუნეში აღიარეს... შენ ეს გინდა? მეეჭვება...

 

დავით აღმაშენებელმა საძირკვლიდან დაიწყო სახლის შენება - ნელ-ნელა აგროვებდა სამშენებლო მასალას, თანდათანობით ამოჰყავდა კედლები და სულ ბოლოს გადახურა სახურავით - 16 წლისა ავიდა ტახტზე, 26 წლისამ თქვა უარი სელჯუკების ვასალობაზე, 32 წლისამ გამართა პირველი გენერალური ბრძოლა ერწრუხში,

49 წლისამ გაიმარჯვა დიდგორში და 53 წლისამ, როგორც გაერთიანებული საქართველოს მეფემ დაასრულა ცხოვრება - დღემდე დიდგორის ინერციით მოვდივართ... ნუ დაიბრალებ დავითობას - სირცხვილის ნატამალი მაინც იქონიე!

 

ილია ჭავჭავაძემ კარგად იცოდა, რომ ბრძოლის მწირი საშუალებები გააჩნდა და ამიტომაც ზრუნავდა სამომავლო გეგმის შექმნაზე, ხოლო იმპერიის წინააღმდეგ ეტაპობრივი, მცირე გამარჯვებებით წინსვლას ამჯობინებდა... მან იცოდა, რომ ომების კონიუნქტურა შეიცვალა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესიდან გამომდინარე და მასების მართვის ტექნოლოგიების ეპოქის მოახლოებასაც გუმანით გრძნობდა - ეს გზა ნაკლებად სახიფათო კი იყო, მაგრამ დიდ რუდუნებას მოითხოვდა... სანამ ილიაობას დაიბრალებდე, ჯერ რაღაც ისეთი ჩამოაყალიბე, რომ კარგად ავწონ-დავწონო - ისე ვერ გამოგყვები, რადგანაც ან სულსწრაფი ვარ და ან კიდევ - თავკერძა...

 

ლიპარიტ ბაღვაში საკუთარი სიდიადის ტყვეობაში იყო და ამიტომაც მისთვის სეპარატიული მოქმედება ზნეობის გარეთ არ მდგარა... მეფეს დაუმოყვრდებოდა თუ მტრის ჯარს შემოუძღვებოდა, მისთვის მთავარი იყო, რომ პირადად ეხეირა... ბაღვაშიზმი ახლაც ხარობს ამ ქვეყანაში, თუმცა ბაღვაშების ბოლო ან ძელზე გასმაა, ან გაძევება! თუ უნამუსო და მაზოხისტი ხარ - გზებიც დამილოცნია!

 

 

2. თუ კი უპირისპირდები უზურპატორებს, კარგად უნდა აცნობიერებდე, რომ მასთან საბრძოლველად არ გამოგადგება ნამუსზე აგდებითი და მსოფლიოს თვალში უზურპატორის დამაშანტაჟებელი ღონისძიებები: ასეულათასიანი მანიფესტაციები, პერმანენტული აქციები და შიმშილობები, ეს ის საშუალებებია, რომლითაც უნდა ებრძოლო გარე დამპყრობელს, იმპერიას! და არა შენს შინაურ მტერს - უზურპატორს!

 

როცა უზურპატორს ეშიმშილები, ამით მას მარკას უმატებ და დიდ სამსახურს უწევ! უზურპატორიც თავს იმართლებს, რომ რაც ხდება, ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმე - ოპოზიციის ბრძოლის ფორმა შეეფერება საგარეო ძალებთან ბრძოლის სცენარს... აბა, თვითონ ხომ არ აღიარებს აგენტობას? ცხადია, ოპოზიციაა გარეშე ძალების მიერ მართული! ვოტ! თუ არა გჯერათ, მეტი დამაჯერებლობისთვის, ფსევდო-ოპოზიციასაც მიავლენს მტრის ბუნაგში რაღაც მოლაპარაკებებზე!

 

ასეთ შემთხვევაში პოლიტიკოსს აქვს ორი გზა: ან უნდა იარაღი ააჟღრიალოს და ახალ უზურპატორს ჩაუყაროს საფუძველი, ან მშვიდობიანი ბრძოლის მეთოდები გამოიყენოს, ოღონდ არა ის მეთოდები, რომლებიც გამოიყენება იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლველად!

 

უცხოელი დამპყრობელი ეყრდნობა მარიონეტ ხელისუფლებასა და სამხედრო ბაზებს, ხომა? ამიტომაც, იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისას თუ მიზანშეწონილია ეკონომიკური ბლოკადა, სამხედრო ბაზების პიკეტირება თუ სამთავრობო შენობების ბლოკირება, უზურპატორის წინააღმდეგ ბრძოლაში ეგ მეთოდი არ გამოგვადგება, რადგანაც უზურპატორი ეყრდნობა არა ჯარს(ძაან კი უნდა, მარა ჩემს მიშას...), ან ადმინისტრაციულ აპარატს, არამედ პოლიციურ სტრუქტურებსა და პარტიულ აქტივს!

 

შესაბამისად, თუ კი უზურპატორის დამხობა გინდა, აქცენტი უნდა გააკეთო მთელი ქვეყნის მასშტაბით შუსუსუს შენობებისა და გზების ბლოკირებაზე, პარტაქტივის დათრგუნვაზე - ამ საფუძველს თუ გამოაცლი, ადმინისტრაციული რესურსი ხუხულასავით ჩამოიშლება!

 

3. არის კიდევ ბრძოლის მესამე სფერო, მაგრამ ეგ დაწყობილ ქვეყნებში ხდება - პარტიებს შორის წესიერი პოლიტიკური დაპირისპირება ხელისუფლებაში თავისუფალი არჩევნების გზით მოსასვლელად, მაგრამ ამჟამად ჩვენ ეს რომ არ გვემუქრება, ყველაზე კარგად იმათ უწყიან, მაინც ჯიუტად რომ ეკვეხებიან ამ სულელურ არჩევნობანაში... ამაზე მერე ვიბაზროთ, როცა უზურპატორს მოვიცილებთ!

 

--------------------------------------

 

ახლა ცოტას გავაბოლებ და მერე უშუალოდ ბრძოლის ტაქტიკაზე ვისაუბრებ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაკიაველს ფორუმებში აშკარად კონკურენტი გამოუჩნდა :user:

კარგი გდმოცემის ენა ჰქონია ამ კაცს .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პალმის რტო კი არა და, ახალ პლანეტას რომ აღმოაჩენენ ღია წერილით მივმართავ რომ შენი სახელი დაარქვან :user:

 

 

ძლივას არ გავხალისდი კაცო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი გდმოცემის ენა ჰქონია ამ კაცს .

ეხლა აღმოაჩინე?:user:

ხელიხელსაგოგმანებელი იუზერია!

 

პრეკუუუუუუ რამსიგრძე პაპიროსი გაქვს? დროზე ეხლა:beat:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

. თუ კი უპირისპირდები უზურპატორებს, კარგად უნდა აცნობიერებდე, რომ მასთან საბრძოლველად არ გამოგადგება ნამუსზე აგდებითი და მსოფლიოს თვალში უზურპატორის დამაშანტაჟებელი ღონისძიებები: ასეულათასიანი მანიფესტაციები, პერმანენტული აქციები და შიმშილობები, ეს ის საშუალებებია, რომლითაც უნდა ებრძოლო გარე დამპყრობელს, იმპერიას! და არა შენს შინაურ მტერს - უზურპატორს!

 

როცა უზურპატორს ეშიმშილები, ამით მას მარკას უმატებ და დიდ სამსახურს უწევ! უზურპატორიც თავს იმართლებს, რომ რაც ხდება, ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმე - ოპოზიციის ბრძოლის ფორმა შეეფერება საგარეო ძალებთან ბრძოლის სცენარს... აბა, თვითონ ხომ არ აღიარებს აგენტობას? ცხადია, ოპოზიციაა გარეშე ძალების მიერ მართული! ვოტ! თუ არა გჯერათ, მეტი დამაჯერებლობისთვის, ფსევდო-ოპოზიციასაც მიავლენს მტრის ბუნაგში რაღაც მოლაპარაკებებზე!

 

ასეთ შემთხვევაში პოლიტიკოსს აქვს ორი გზა: ან უნდა იარაღი ააჟღრიალოს და ახალ უზურპატორს ჩაუყაროს საფუძველი, ან მშვიდობიანი ბრძოლის მეთოდები გამოიყენოს, ოღონდ არა ის მეთოდები, რომლებიც გამოიყენება იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლველად!

 

უცხოელი დამპყრობელი ეყრდნობა მარიონეტ ხელისუფლებასა და სამხედრო ბაზებს, ხომა? ამიტომაც, იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისას თუ მიზანშეწონილია ეკონომიკური ბლოკადა, სამხედრო ბაზების პიკეტირება თუ სამთავრობო შენობების ბლოკირება, უზურპატორის წინააღმდეგ ბრძოლაში ეგ მეთოდი არ გამოგვადგება, რადგანაც უზურპატორი ეყრდნობა არა ჯარს(ძაან კი უნდა, მარა ჩემს მიშას...), ან ადმინისტრაციულ აპარატს, არამედ პოლიციურ სტრუქტურებსა და პარტიულ აქტივს!

 

შესაბამისად, თუ კი უზურპატორის დამხობა გინდა, აქცენტი უნდა გააკეთო მთელი ქვეყნის მასშტაბით შუსუსუს შენობებისა და გზების ბლოკირებაზე, პარტაქტივის დათრგუნვაზე - ამ საფუძველს თუ გამოაცლი, ადმინისტრაციული რესურსი ხუხულასავით ჩამოიშლება!

ყურადღებით წაიკითხეთ, პარტაქტივის დათრგუნვა, ძალიან საინტერესოა,

სიამოვნებით ოღონდ მეთოდები მაინტერესებს

პოლიცია და პარტაქტივი, მოწინააღმდეგ კარგადაა გამოკვეთილი,

პოლიციასთან მე პირადად დაპირისპირებას არ ვაპირებ :givi:

 

მაგრამ რაც შეეხება პარტაქტივს დიიიდიის, დიდიიიის სიამოვნებით :nekro:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Age of Empires სტრატეგიის ტუტორიალი გინდათ დავდო?

საიდან გადმოვიწერო თვითონ თამაში ? :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მაკიაველს ფორუმებში აშკარად კონკურენტი გამოუჩნდა

მაცალე, კაცო, ბოლოში გავიდე... დაფნები და რამე-რუმეები განვადებით არ ვარგა... პოსლეზე უკეთესია! :nekro:

 

--------------------------------------

 

ახლა გადავიდეთ უშუალოდ უზურპატორის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებზე:

 

 

1. პიარი - რა თქმა უნდა, პიარი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბრძოლის ჟამს - ალექსანდრე მაკედონელი ჯერ კიდევ დედის კალთას გამოკრული ყმაწვილი იყო, როცა მამამისმა, ფილიპე მეორემ მის სახელზე ოქროს მონეტები მოაჭრევინა უკვე ჯეელი ალექსანდრეს პროფილით და ახლო აღმოსავლეთში ბრუნვაში გაუშვა - რადიო მას არ ჰქონდა, ტელევიზია და ინტერნეტი... ბეჭდური პრესაც კი არ არსებობდა, ხოლო ხელნაწერ წიგნებს მხოლოდ ერთეულები კითხულობდნენ... შესაბამისად, აღმოსავლეთი მოლოდინში იყო, რომ დასავლეთიდან მოვიდოდა მზეჭაბუკი, რომელსაც წინ ვერავინ დაუდგებოდა! და ასეც მოხდა...

 

ამჟამად პიარის მრავალი ტექნიკური საშუალება გვაქვს, მაგრამ პოლიტიკოსები ამ საშუალებებს ხშირად ბოროტად იყენებენ - ერთი-ორ პრესკონფერენციას გამართავენ, რაღაც სასწაულ უსამართლობას ამხელენ, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მიიტყუონ საპროტესტო აქციაზე. მერე იწყებენ ვაჭრობას ხელისუფლებასთან, მაგრამ არა პოლიტიკურ მოთხოვნებზე, არამედ ბიზნესწილებზე ან კონკრეტულ ქეშზე... ხალხი მოტყუებული რჩება, ხოლო პოლიტიკოს უმტკიცდება რწმენა იმ სულელური აქსიომისა, რომ მოსახლეობის სოციალური მეხსიერების ხანგრძლივობა ექვს თვეს არ აღემატება! შესაბამისად, წელიწადში ერთხელ მაინც პოლიტიკოსი საჭიროდ მიიჩნევს ახალი ძალით ამოტივტივებას!

 

საპროტესტო პერიოდებიც სწორედ ამის გამოა შერჩეული - გაზაფხული ან შემოდგომა!

 

ზაფხული და ზამთარი მკვდარ სეზონად არის გამოცხადებული - პაპა უცხონდათ, სულ ხალხზე ზრუნავენ! სინამდვილეში, მთავარი გათვლა იმაზეა, რომ ეს ოხერი 6 თვე მაინც გავიდეს, რომ იქნებ ხალხს გადაავიწყდეს მათი გამყიდველობა და მარცხი!

 

მეიდანზე რომ გაბაბანებული ყინვების ფონზე მოხდა ორანჟობანა, დაგვავიწყდა?

 

ან 7 აგვისტოს რომ აპირებდა ეროვნული ფორუმი ხალხის გამოყვანას, სულელები ხომ არ გგონიათ ეროვნული ფორუმის ლიდერები?

 

მდიდარს ღარიბიც მაძღარი ეგონაო - პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ ქვეყნის მოსახლეობაც მთელ ზაფხულს სეიშელებზე ატარებს... ან, თავს გვაჩვენებენ რომ ჰგონიათ!

 

პოლიტიკური სეზონების არსებობა პირდაპირი დასტურია იმისა, რომ პოლიტიკოსები გარიგებულნი არიან ხელისუფლებასთან!

 

ასე რომ, პოლიტიკოსო, მთავარია გული გულობდეს, და ქადა ზამთარშიც იჭმევა და ზაფხულშიც!

 

და კიდევ - დიდი უგუნურებაა, ხალხმრავალი ქვეყნების პოლიტიკური გამოცდილებას აკოპირებდე ასეთ პაწია ქვეყნებში - როგორც დამნაშავეს ურჩევნია ხალხმრავალ ქალაქებში ჩაიკარგოს, ასევე ადვილია დიდ ქვეყნებში თაღლითმა მოიწყოს პოლიტიკური კარიერა - იქ შესაძლოა მართლაც მცირე ვადიანი იყოს მასის სოციალური მეხსიერება, მაგრამ საქართველოში, ამ პატარა ქვეყანაში, სადაც თითქმის ყველანი ერთმანეთს ვიცნობთ და ახლობლები ვართ, ყველაფერი კარგად გვამახსოვრდება, სულ ყველაფერი!

 

ამიტომაც, არ უნდა გაგიკვირდეს, როცა 100 000 კაცისა გაბრიყვების შემდეგ, ერთი წლის მერე მოგივა 10 000 კაცი, ხოლო კიდევ 1 წლის მერე 1000 კაცსაც ვეღარ მოაქუჩებ... ბოლოს კი იქნები ცნობადი სახე და პრესკონფერენციებზე შენს პარტიას მარტოკაციღა წარმოადგენ...

 

 

2. რადგანაც მივედით იმ აზრამდე, რომ დაუმორჩილებლობის გარკვეული ფორმით უნდა ვიბრძოლოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქუჩის დაპირისპირებანი გარდაუვალია, ხომა?

 

ხარ კი მზად ამისთვის? შენი მხარდამჭერები ქვეყნის ყოველ კუთხეში გყვანან მობილიზებულნი?

 

შენ ებრძვი მკაცრად იერარქიული პრინციპით სტრუქტურულად ორგანიზებულ ძალას, რომელიც დაკომპლექტებულია ისეტი ადამიანებით, რომელთაც ამ სტრუქტურიდან ამოვარდნის ეშინია... ეს მონოლითური ერთობაა სოციოპათებისა - რითი უნდა დაუპირისპირდე მათ, თუ არა კარგად ორგანიზებული ძალით?

 

და ჰა! შენ მოახერხე და შენს ზურგს უკან დგანან ათასეულები კუნთმაგარი ჯეელებისა - მოტივირებულნი და აჯაგრულები!

 

იცი, რომ ეს დიდად არ განსხვავდება შუასაკუნეების ბრძოლებისაგან?

 

შენ შეიძლება, ფეოდალის შვილი ყოფილიყავი და პირველ ჯერზე ვასალები ბრძოლაში გამოგყოლოდნენ, მაგრამ თუ კი გულჩუკენობას შეგამჩნევდნენ, ან უგუნურებით წააგებდი მოსაგებად დაგულებულ ბრძოლას, მეორედ შენ აღარავინ გამოგყვებოდა ბრძოლაში! აღარავინ!

 

ახლაც ასეა - რიყის სტრატეგებმა სულაც რომ დაიპუტონ, ხალხის თვალში კაპიკია მათი ფასი!

 

გავარჩიოთ რიყის ეპიზოდი: რუსთაველზე, ოპერიდან რესპუბლიკის მოედანზე გროვდებოდა მართალია არაორგანიზებული, მაგრამ გაცოფებული ხალხის დიდი მასა...

 

გაბატონებული ქარი ამ დღესაც ჩვეული მიმართულებით ქროდა და სპეცნაზის მიერ გამოფრქვეული ცრემლსადენი გაზი უკანვე მიჰქონდა...

 

ხალხის სიახლოვეს იყო ბლომად სამშენებლო მასალა - ბულიჟნიკები, რომელთა ჩაუქი ტყორცნითაც ბევრმა ვაჟკაცმა მოიხვეჭა სახელი და საბრძოლო დიდება...

 

რუსთაველი არ არის ისეთი განიერი ქუჩა, რომ მისი ბლოკირება გაუჭირდეს არაორგანიზებული ხალხის მასას...

 

გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობაც თანაუგრძნობდა ხალხს!

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვიწრო ასახვევ-ჩასახვევები ტაქტიკური მანევრირების საშუალებას იძლეოდა...

 

მოკლედ, იდგა ხალხი და ელოდებოდა, როდის უმტყუვნებდა ნერვები ძალოვან სტრუქტურებს, რომ მერე ადვილი გასატყეპები ყოფილიყვნენ...

 

ბრძოლა წინასწარ იყო მოგებული!

 

ამ დროს უშიშროებიდან გამოუშვეს ერთერთი ლიდერი, რომელმაც ჩამოიცეკვა ხალხის წინ და თავისი აქტივისტების საშუალებით რიყეზე გაიტყუა ხალხი... არაორგანიზებული ხალხიც იქითკენ წავიდა, საითაც ლიდერებმა მოუწოდეს...

 

რიყე იმდენად ვრცელია, რომ მასზე შეუძლებელია ხალხის მასამ წინააღმდეგობა გაუწიოს ფალანგებად დაწყობილ პოლიციელებს...

 

რიყე მოწყვეტილია დანარჩენი ქალაქისაგან და შუკების მაგივრად ცალ მხარეს უშველებელი კედელია, მეორე მხარეს - მტკვარი...

 

უკან დახევისას ხალხის ნაწილი ხელისუფლების მხარდამჭერ უბანში აღმოჩნდებოდა...

 

და ვინმეს ჰგონია, რომ რიყის გენერლები ამდენს ვერა ხვდებოდნენ? ხვდებოდნენ, მაგრამ ერთი-ორმა აღიარა კიდეც, რომ მათ ხალხი დაინდეს და ბრძოლას გამოარიდეს...

 

სინამდვილეში კი გამარჯვებას გამოარიდეს!

 

პოლიტიკოსო, შენ თუ გარეული ხარ რიყის მაიმუნობაში, "წაი, კუტა, სახლში" - აქ შენ აღარავის სჭირდები და ტყუილად ნუღარ ფაფხუროდ - მანეტნავად სასაცილო ხარ!

 

3. იპოდრომის დრამა - 300 000 კაცი საშინელ ყინვაში ატარეს ფილტვებდახეთქილი და მუხლებდაბეგვილი... მერე, "რა ვიცით, იქნებ პარადზე გამოსულ ჯარებს ავტომატები დატენილი ჰქონოდათ და უცხოელი სტუმრების არ მორიდებოდათო - ხალხი ვერ გავიმეტედ საბრძოლველადო!"

 

მერე იყო აღიარებაც, რომ ქართველი ერის მიერ თავზე დადგმული გვირგვინი რაღაც სიხშირეებზე გაიცვალა... თუმცა, უუჰ მე მაგისი, გადაგვაგდოო... თურმე, რომ არ გადაეგდო მიშას და სიხშირეები მიეცა, გამოდის რომ კარგად მოქცეულა, ხალხი რომ პირში ჩალაგამოვლებული გაუშვა სახლში...

 

რაც მთავარია, მთავარსარდლებმა თავიანთი მებრძოლები შეიბრალეს და ლაშქარი დაშალეს... დღემდე ვერ ხვდებიან, რომ ამით ხალხი შეურაცხყვეს...

 

დღესაც კი ვერ ხვდებიან - ახლა დგანან და ისტერიულად უკივიან ხალხს - თქვე ჩაჯმულებოო!

 

პოლიტიკოსო! ლაშქარი რომ მოგივა, უნდა აომო! თუ არადა, ტყუილად მეორეჯერ აღარ გამოვა ბრძოლის ველზე!

 

თუ იმას ჩალიჩობ, რომ ხალხს ლაშქარში გასვლა შეაძულო, ტყუილი მცდელობაა, რადგანაც სანამ იქნება უკმაყოფილება, მანამდე იქნება ლაშქარიც...

 

ბევრს თუ იმაიმუნებ, ბოლოს გაიჩალიჩებ - გინ დაა?

 

--------------------------------------------

 

ამიტომაც, ჩემო კარგო პოლიტიკოსო! ჯერ:

 

1. დაისახე მიზანი.

 

2. გაერკვიე საკუთარ შესაძლებლობებში.

 

3. გაერკვია საკუთარ გეგმებში.

 

4. კარგად დააკვირდი, ვის ებრძოლები.

 

5. შეიმუშავე ბრძოლის საკუთარი გეგმა.

 

6. სრულყოფილად მოემზადე საომრად.

 

7. შეარჩიე ხელსაყრელი დრო - უმჯობესია მოულოდნელი შეტევა.

 

8. შეარჩიე ბრძოლის თეატრი.

 

9. გაიხსენე მიზანი.

 

10. ღმერთმა შეგარგოს დაფნის გვირგვინი, ძმაუ!

 

11. თავში არ აგივარდეს, ბიჭოოო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

Age of Empires სტრატეგიის ტუტორიალი გინდათ დავდო?

ტუტორიალები თამაშებსაც აქვს? თამაშები მე მგონია ტუტორიალების ერთერთი სახეობა... :nekro:

 

Siknadmo

ყურადღებით წაიკითხეთ, პარტაქტივის დათრგუნვა, ძალიან საინტერესოა,

სიამოვნებით ოღონდ მეთოდები მაინტერესებს

ამის შესახებაც აუცილებლად ვისაუბროთ... ამ საღამოს...

Edited by Precursor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Precursor

გასაქცევი ვარ და ვერ ვერ ვასწრებ გამყრელიძის რა იყო ალოს დასკვნას :nekro:

საღამოს დავდებ აუცილებლად. ინწერესნო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერტადერტი ამ კაცის პროსტინებს ვკიტხულობ და ტანაც 2-ჯერ( მინიმუმ)

 

პრეკუ პრეზიდენტად!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

 

 

ნიჭიეროოოოოოოოოოოოოოოოოოო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...